ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის საბჭომ, 2023 წელს უკრაინისთვის €18 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, მიაღწია შეთანხმებას საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უკრაინას 2023 წლის განმავლობაში 18 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს საღამოს გამოაცხადა. წერილობით მიღებული წინადადება მომავალ კვირას ევროპარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და პირველად მხარდაჭერას ომის შემდგომ, ევროინტეგრაციის გზაზე. „2023 წელს უკრაინა 18 მილიარდ ევროს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით ისესხებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები საპროცენტო ხარჯების ძირითად ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლების ხარჯზე დაფარავენ. სესხების გარანტიები უზრუნველყოფილია ან ევროკავშირის ბიუჯეტით, ან წევრი ქვეყნების მიერ“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.
ავსტრალია ირანსა და რუსეთს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, ავსტრალია სანქციებს 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას უწესებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები ასევე დაწესდება რუსეთის შვიდ მოქალაქეზე, რომლებიც, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ. დღემდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალიამ სანქციები დააწესა რუსეთისა და ბელორუსიის 850 მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორის ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე უმსხვილესი რუსული საწარმოებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში იარაღისა და კომპონენტების, ნედლეულისა და აღჭურვილობის ექსპორტი ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის, რუსული ენერგიის, იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტი. მანამდე ავსტრალიამ დააწესა ავტონომიური სანქციების პაკეტი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
პრეზიდენტი: საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა
პრეზიდენტმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის პექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. „დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები. კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისათვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისათვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, რომ ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს, ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა. თეატრის დამფუძნებლის გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისათვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია. ,,ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, - განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოდესის რეგიონში ვითარება მძიმეა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანული დრონებით მიტანილი იერიშების შედეგად, ოდესის რეგიონში ამ დროისათვის, მილიონნახევარზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა. ირანული თვითმფრინავების ღამის დარტყმის შემდეგ, ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სიბნელეშია. ამ დროისთვის ოდესის რეგიონში მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი". ამბობს ზელენსკი. მისივე თქმით, ენერგეტიკული სისტემა უკრაინაში ახლა, "რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან" და სისტემაში მნიშვნელოვანი დეფიციტია, რის გამოც მოქმედებს გრაფიკი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში 10-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „მელიტოპოლში ცხელა. ქალაქის ყველა კუთხეში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. ოკუპანტები ხმაურობენ. ველოდებით სასიხარულო ამბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან“, - წერს ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში. „წინასწარი ინფორმაციით, იწვის მელიტოპოლის ეკლესია, რომელსაც ოკუპანტებმა რამდენიმე თვის წინ დაიკავეს და საკუთარ ბაზად აქციეს", - წერს ფედოროვი.
ჯაბა გოლიათი - უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე kyivpost-ი სტატიას აქვეყნებს
ჯამბულათ ხოფერია, ცნობილი, როგორც ჯაბა გოლიათი, იყო სიცოცხლისმოყვარე, ძლიერი, ენერგიული და იუმორით სავსე, - წერს გამოცემა kyivpost-ი ქართველი მებრძოლისადმი მიძღვნილ სტატიაში. უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სამხედრო პატივით დაკრძალეს სპორტსმენი, რომელიც შემდეგ მებრძოლი გახდა, უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე რამდენი დღით ადრე ჩამოვიდა. ჯამბულათი, იგივე ჯაბა 25 წლის იყო. ის ძალოსნობაში შეჯიბრისთვის ემზადებოდა, რომელიც კიევში იმართებოდა. თუმცა შემდეგ, ის უკრაინის არმიის მოხალისე გახდა. კიევზე, რუსეთის ძალების შეტევის პირველ დღეს, მირო ვანიძესთან ერთდ, რომელიც ასევე სპორტსმენია, ჯამბულათმა ათასამდე „მოლოტოვის კოქტეილი“ დაამზადა. „მაშინ პირველად მეჭირა ხელში კალაშნიკოვი ავტომატი“, - იხსენებს kyivpost-ის ჟურნალისტთან მირო ვანიძე. „მირო გავიცანი საკათედრო ტაძარში გამართული პარაკლისის დროს, სადაც მე თვითონ მოვინათლე რამდენიმე ათეული წლის წინ. ჯაბა ჩემი ნამდვილი მეგობარია ამ დიდი ომის პირველივე დღეებიდან. შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე მას მშობლიურ ქალაქში, თბილისში შევხვდით. იქ დავმეგობრდით“, - წერს სტატიის ავტორი. „ეს ეკლესია, გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც ცნობილია თავისი კედლის მხატვრობით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების გლოვის ადგილად იქცა"- ნათქვამია სტატიაში. „უკრაინაში, დაახლოებით 1500 მებრძოლია სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყნიდან, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ"- წერს სტატიის ავტორი ოლექსი ბობროვნიკოვი. შეგახსენებთ, ჯამბულათ ხოფერია 10 დეკემბერს, ლანჩხუთში, მშობლიურ სოფელ გვიმბალაურში დაკრძალეს.
უკრაინა: რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, 300 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოვაჩინეთ
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 76 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო. აღმოჩენილია 300 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა. განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატერინა პავლიჩენკომ კიევში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა. ცნობისთვის, კიევის ინფორმაცით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ს ჯერ კიდევ განაღმვა სჭირდება. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმები 11 დასახლებასთან მოიგერიეს
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსეთის თავდასხმები 11 დასახლებასთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში, რომელიც 11 დეკემბერს გამოქვეყნდა. გენშტაბის ცნობით, „მტერმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ენერგეტიკულ სისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამ სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ჯგუფს დაარტყეს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი დანილოვი: არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი
„არავის ვკითხავთ რამეს, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება... არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დანილოვმა ასევე უპასუხა ყველას, ვინც უკრაინას სიტუაციის ესკალაციას არ ურჩევს. „ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არავის ვკითხავთ რამეს, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება... ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს ვკითხოთ, როგორ გავანადგუროთ მტერი. ეს ესკალაცია დაიწყო არამხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, არამედ წლების განმავლობაში. ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ აგრესორს, რომელიც მუდმივად იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, საუკეთესო მეთოდი „კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" რუსეთის სრული და უპირობო სამხედრო დამარცხებაა.
Twitter-ი 1,5 მილიარდ არააქტიურ ანგარიშს წაშლის
Twitter 1,5 მილიარდი არააქტიური ანგარიშის წაშლას აპირებს. ამის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმის ახალმა მფლობელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა. საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც არ შეიცავს „ტვიტებს“ და არც წლების განმავლობაში გამოუყენებია ვინმეს. Twitter-ში პოზიციის დაკავების შემდეგ, მასკი სწრაფ და საკამათო ცვლილებებს ახორციელებს, მათ შორის იგულისხმება თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობის შეწყვეტა და მუშახელის განახევრება.
რუსეთი ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში მობილიზაციას აძლიერებს
უკრაინის აღმოსავლეთ ლუგანსკის ოლქში, სიევიეროდონეცკის მახლობლად მებრძოლი ძალების გასაძლიერებლად, რუსეთმა მობილიზაცია გააძლიერა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კრასნი ლუჩში, რომელიც ლუგანსკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, შემოწმება მიმდინარეობს, ხალხი სამობილიზაციო ცენტრებში გადაჰყავთ. ზაფხულის თვეებში რუსეთის წინსვლის შემდეგ, თითქმის მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპირებულია. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვითარება ფრონტის ხაზზე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ძალიან რთულია, რადგან უკრაინისა და რუსეთის ძალები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ამ ტერიტორიის გარშემო.
ინდოეთში კაცმა ტაძრამდე მისასვლელად, 400 ქვისგან შემდგარი კიბე ააგო, რასაც 8 წელი დასჭირდა
კიბეს, ციცაბო ბორცვზე, რომელიც ტაძრამდე მიგიყვანთ, რვა წელი და 400 ქვა დასჭირდა - Oddity Central. ინდოელმა ქვისმთლეელმა ტაძრამდე მისასვლელი კიბე ქვებისგან ააგო. განაური პასვანს ამისთვის 400 ქვა და რვა წელი დასჭირდა. პასვანი ბიჰარის შტატში ცხოვრობს. მორწმუნეებს, ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ბორცვზე განლაგებულ სალოცავზე ასვლა უჭირდათ, რის გამოც გადაწყვიტა, მათ დასახმარებლად ხიდი აეგო. „თავიდან მას მხოლოდ ცოლი და ორი ვაჟი უჭერდნენ მხარს. ახლა ასობით ადამიანი ცდილობს მის დახმარებას. კიბეებით სარგებლობა უკვე დაიწყო“, - წერს Oddity Central-ი.
აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაუგზავნა
უკრაინული მხარის მიმართვის საფუძველზე აზერბაიჯანმა უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანში უკრაინის ელჩის და Azerenergy OJSC-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, გობუს ენერგეტიკული ცენტრის ტერიტორიიდან სატვირთო მანქანები 45 ტრანსფორმატორით და 50 გენერატორით გაიგზავნა. ტვირთის საერთო წონა, დაახლოებით 52,2 ტონაა და მისი ღირებულება 840 000 აშშ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ჯამურმა ღირებულებამ უკვე თითქმის 18 მილიონი დოლარი შეადგინა. 90-მდე უკრაინელი ბავშვი, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ და ოჯახის წევრები დაკარგეს, აზერბაიჯანში სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ჩაიყვანეს. აზერბაიჯანი: უკრაინას 45 ელექტროტრანსფორმატორს და 50 გენერატორს ვუგზავნით
სუს-ის ბაზაზე, აშშ-ის მხარდაჭერით, მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DITRA) მხარდაჭერით, მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. ცენტრის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებაში ჩართული უწყებებისთვის მობილური დაკვირვების სისტემების აწყობა, მათი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული გამართვა. ახალი ცენტრი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით და აპარატურით. „მიხარია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე უკვე მეორე, მსგავსი მნიშვნელობის ცენტრს ვხსნით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ამ ცენტრის გახსნა ემსახურება სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში აღკვეთისა და რეაგირების შესაძლებლობების განვითარება-გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ. აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, რაიან ჰარკერ ჰარისის თქმით, საზღვრის უსაფრთხოება აღნიშნული ძალისხმევის უაღრესად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ვინაიდან უზრუნველყოფს ისეთ საფრთხეებზე რეაგირებასა და პრევენციას, როგორებიცაა საზიანო ტექნოლოგიები და აქტორები, ასევე მსგავსი ხასიათის მქონე სხვა გარემოებები. ღონისძიებას საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განსავითარებლად.
ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზის დაწვაზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა მოძრაობა ATESH-მა აიღო
პარტიზანულმა მოძრაობა „ATESH“-მა (უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების მოძრაობა) განაცხადა, რომ მისი აქტივისტები მონაწილეობდნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმის სოფელ რადიანსკისში ყაზარმების დაწვაში. ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო უკრაინული მედიის ცნობით, მოძრაობა, რუს პერსონალში მსხვერპლის შესახებაც იუწყება. „უკრაინული ყირიმის სოფელ რადიანსკისში მობილიზებული რუსული არმიის ბაზა იწვის. ჩვენმა აგენტებმა ზუსტად იმუშავეს. ჩვენ ამ პროექტზე დიდხანს ვიმუშავეთ და, რა თქმა უნდა, მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსული არმიის განადგურებას“, - ამბობს მოძრაობა სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში. ხანძარი 10 დეკემბერს, ღამით გაჩნდა.
ელჩი უკრაინის სამხედრო დახმარებაზე: ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერის საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მრავალთვიანი გაურკვევლობისა და დუმილის შემდეგ, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა რუსეთის დამანგრეველი სისასტიკისა და ირანთან მისი ახალი ალიანსის ფონზე, ფარულად წამოიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა კიევის თავდაცვის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის მიზნით. ოფიციალური იერუსალიმი ამას საჯაროდ არ ადასტურებს. უკრაინაში ისრაელის ელჩის, მაიკლ ბროდსკის თქმით, უკრაინა საკმაოდ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს ისრაელის საზოგადოებაში. ბროდსკის თქმით, ისრაელში ბევრი ადამიანი დიდ ძალისხმევას სწევს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამხედრო მხარდაჭერას, სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, რადგან ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „უფრო მეტიც, კიევის მხარდაჭერა, ისრაელში საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა გაეროს რამდენიმე რეზოლუციას, რომელიც პალესტინის ავტონომიასთან დავის გამო, ისრაელს გმობს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მრავალი ათწლეულის განმავლობაში, უკრაინა აღიარებს პალესტინის ავტონომიას დამოუკიდებელ ერად და აქვს მასთან დიპლომატიური კავშირები“, - წერს უკრაინული მედია. ბროდსკის აზრით, „რუსული ლობის“ ეფექტი ძალიან გაზვიადებულია, როცა საქმე ისრაელს ეხება. „რუსულენოვანი მოსახლეობა ისრაელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. სხვათა შორის, ისრაელში უფრო მეტი უკრაინული წარმოშობის ხალხია, ვიდრე რუსი. ასე რომ, ყველას ერთი ქოლგის ქვეშ არ უნდა მოვუყაროთ თავი“, - ამბობს ელჩი kyivindependent-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, „რუსი ისრაელელები სულაც არ უჭერენ მხარს რუსეთს”. ყველა გამოკითხვისა და ჩემი პირადი დაკვირვების მიხედვით, ისრაელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს და თანაუგრძნობს უკრაინას. ბევრს ჰყავს აქ ნათესავები და მეგობრები და ასეთი კავშირი არასოდეს წყდება და ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინას რითიც შეუძლია, დაეხმაროს“, - აღნიშნავს მაიკლ ბროდსკი.
კორუფციაში დადანაშაულებულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერეს
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმ მას შემდეგ, რაც ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.
ახალმა რევოლუციურმა თერაპიამ 13 წლის გოგო მწვავე ლეიკემიისგან განკურნა
თინეიჯერი გოგო უკურნებელი კიბოსგან რევოლუციური, ახალი ტიპის მეთოდის პირველივე გამოყენებისას განიკურნა. ალისას ლეიკემიის ყველა სხვა მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა. Great Ormond Street Hospital-ის ექიმებმა „საბაზისო ჩასწორების" ტექნიკა გამოიყენეს, რათა გენური ინჟინერიის საშუალებით, ახალი ცოცხალი წამალი შეექმნათ. მკურნალობიდან ევსი თვის შემდეგ, კიბო აღარ ვლინდება, თუმცა პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 13 წლის ალისას ლესტერიდან, გასული წლის მაისში დაუსვეს T-უჯრედოვანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი. კიბო აგრესიული იყო. ქიმიოთერაპიამ და შემდეგ, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ ვერ შეძლო მისი ორგანიზმის გათავისუფლება.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ტრენინგი ჩაუტარეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. „მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს აშშ-ის არმიაში არსებული სიახლეები გააცნეს. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მხილების ფუნქცია და მამხილებლის დაცვა აშშ-ის არმიაში; გენერალური ინსპექციის როლი საომარი მოქმედებების დროს, სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, გენდერული და მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაში. ქართულმა მხარემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, გენერალური ინსპექციის ფუნქციები და სტრუქტურა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ერთად ერთობლივი ინსპექტირებაც ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უკრაინა: სპეციალურმა ძალებმა მტრის სატვირთო მანქანა გაანადგურეს
უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების წევრებმა მოწინააღმდეგის „კამაზს“ დაარტყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის სუს-ის პრესსამსახურმა გაავრცელა. „ჩვენი ტაქტიკური ჯგუფი აწარმოებდა დაზვერვას და აღმოაჩინა რუსული მანქანა „კამაზი“ და მისი „მგზავრები“. ტექნიკაც და ოკუპანტებიც „მიზნად ისახავდნენ“ თავიანთი დანაკარგების ყოველდღიური სტატისტიკის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 2022 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა უკრაინაში, დაახლოებით, 94,140 ჯარისკაცს მიაღწია.