ძებნის რეზულტატი:

რომის პაპი: შეხვდით ქრისტესშობას „მოკრძალებულად“ და დაზოგილი სახსრები უკრაინას გაუგზავნეთ

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ წლევანდელი ქრისტესშობა „მოკრძალებულად“ აღინიშნოს და საჩუქრების ხარჯების შეზღუდვის შედეგად დაზოგილი თანხები „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაეგზავნოს. თავისი ყოველკვირეული მიღების დროს, ფრანცისკემ უკრაინელებთან მიმართებით, ხალხს სადღესასწაულო პერიოდში ქველმოქმედების „კონკრეტული ქმედებებისკენ“ მოუწოდა.  „სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ცოტათი შევამციროთ საშობაო ხარჯების დონე. მოდით, უფრო მოკრძალებულად შევხვდეთ შობას, მოკრძალებული საჩუქრებით და დანაზოგი გავუგზავნოთ უკრაინელ ხალხს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - თქვა ფრანციხკემ.  შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რომის პაპი ფრანცისკემ ატირდა, როცა რომში ტრადიციული ლოცვის დროს უკრაინელების ტანჯვა ახსენა.  

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.30 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8487 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8185 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.02 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1434 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3115 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

საქართველოს თავდაცვის ძალებმა, NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს

თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა NATO-ს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. ლექციის მთავარ მიზანს NATO-ს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა. LOGFAS NATO-ს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს. ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს NATO-თან თავსებადობის ზრდას.  

რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ეს ანგარიში საქართველოსთვის ისტორიულ მომენტში მოდის 2022 წლის 3 მარტს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი ოფიციალური განაცხადის შემდეგ. ის იძლევა შესაძლებლობას, ახლოდან დავაკვირდეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების (AA) განხორციელებაში მიღწეულ საერთო პროგრესს. კომისიის შემდეგი შეფასების წინ აუცილებელი ქმედებების განხორციელება საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი უნდა იყოს. პოლიტიკური ნებაა საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებას მათი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და მისი გამოყენებაა საჭირო. განხორციელების მიმდინარე ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის მიზნისკენ. ის ეფუძნება ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს და მისი ორგანოებისა და საქართველოსთან დაკავშირებული ძირითადი წევრების საქმიანობას, რაც ასახავს ჩვენი ინსტიტუტის მჭიდრო და მუდმივ ჩართულობას საქართველოსთან“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ განაგრძოს რეფორმის პრიორიტეტები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კომისიის მოსაზრებაში და რომელიც ასახავს 2021 წლის 19 აპრილს შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. „ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს ამ პრიორიტეტების გადასაჭრელად სამუშაო პროცესის დასაწყებად და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, წარმართონ ეს პროცესი ინკლუზიურად და გამჭვირვალედ; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინადადებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი და სანდო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაგრძელდება მისივე დამსახურებითა და მისი წარმატების საფუძველზე ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესაბამისად, განსაკუთრებით დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით“. „რეზოლუცია ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - ნათქვამია დოკუმენტში.ამასთან, ევროპარლამენტის რეკომენდაციით, სისტემური გზით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, (კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის); ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით; რეზოლუცია იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის უფლება საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, უზრუნველყოს დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი; უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკაონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ საჯარო განცხადებებში; მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნახსენებია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეები.  

კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისათვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივადაა გადახრილი მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება. „მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია 11.9%-ის, ხოლო 2023 წელს კი 5.3%-ის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასები, რის ფონზეც გლობალურად ინფლაცია გაიზარდა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და სინქრონიზებული გამკაცრების საჭიროება დადგა. „კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი, ნოემბერში 4%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, 2%-მდე გაზარდა. ხოლო ინფლაციის კუთხით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასები აშშ-ში წლიურად 7.1%-ით, ხოლო ევროზონაში - 10.0%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.  

საგადასახადო შეღავათების გადავადებას პარლამენტმა პირველი მოსმენით 82 ხმით მხარი დაუჭირა

82 ხმით მიიღო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცვლილება გადასახადის შეღავათების გადავადებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, შეღავათები 3 წლის ვადით გაგრძელდება. „საგადასახადო შეღავათები 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და მოგების და ქონების გადასახადში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის, არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე; იმავე ვადით გადაიწევს ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და სხვა საგადასახადო შეღავათები,“ - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.  

ისევე როგორც შარშან, წელსაც წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 10%-ზე მეტი - პაპუაშვილი

ისევე როგორც შარშან, წელსაც წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 10%-ზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შა;ლვა პაპუაშვილმა განაცხადა. კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება „ახლა მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ბიუჯეტით, მაღალი ეკონომიკური ზრდით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განახორციელოს, რომელიც უკვე დაანონსდა, როგორც ინფრასტრუქტურული სახით, ასევე განათლების მიმართულებით, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ დღეს განვიხილავთ ამ ბიუჯეტს და კარგია, რომ საქართველოს 2023 წელს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.  

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნულის მიზეზად ევროპარლამენტარებისგან მიღებულ შეტყობინებას ასახელებს, რომელშიც ისინი შიმშილობის შეწყვეტას კატეგორიულად ითხოვენ. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა სააკაშვილის გზავნილი მედიას ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა გააცნო. ,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ. რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც. იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, - ნათქვამია წერილში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის 7900 დოლარს გადააჭარბებს - ხუციშვილი

საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.  მისი თქმით, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს. „მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე – არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 7900 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის – 10 000 დოლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. „2023 წელს, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად,  მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება და მისი საშუალო მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5,3 პროცენტის დონეზე, თუმცა წლის ბოლოსთვის 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.  

თბილისში ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღო.როგორც ცნობილია, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  

ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა

ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა. „დღეს ჩვენ უკრაინის მამაც ხალხს გადავცემთ ევროპარლამენტის ყველაზე პრესტიჟულ პრიზს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის. უკრაინელი ხალხი არამხოლოდ დამოუკიდებლობისთვის, არამედ ღირებულებებისთვის ომშა“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. ევროპარლამენტმა უკრაინელ ხალხს სახაროვის პრემია გადასცა გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა. პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.

ევროპარლამენტი: ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. წერს „ინტერპრესნიუსი“. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო  ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. "[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ჩადებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც მოგვარებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს; [ევროპარლამენტი] ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემის მოგვარების რჩევას იძლევა, კერძოდ კი, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების, სისტემური გზით, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით“, - აღნიშნულია შესწორებაში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით. „[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.  

მოლდოვა გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრანსნაციონალურ „გაზპრომს“ უჩივლოს, რადგან რუსულმა კომპანიამ ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ შესაბამის მიმართვას. „გაზპრომი“ არის დამნაშავე იმაში, რომ იძულებულები ვართ ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი გადაწყვეტილებების გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ გადავიტანოთ თანხები, ავიღოთ სესხები... ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს და შესაბამისად უნდა გადაიხადონ“, - აღნიშნა სპინუმ. მისივე თქმით, გაზპრომმა დაკარგა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.  

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით $100 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა. „რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:  რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე  

ბერდიმუჰამედოვი: აშხაბადი, ანკარა და ბაქო ენერგორესურსების ექსპორტზე მუშაობენ

თურქმენეთი კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თურქმენეთის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ოთხშაბათს ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველ სამიტზე განაცხადა. ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტი დააახლოებს სამ მოძმე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც გულწრფელი, სანდო და ღია. ეს გვაძლევს საშუალებას დამაჯერებლად და ეფექტურად განვავითაროთ კავშირები ყველა სფეროში“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  ბერდიმუჰამედოვის თქმით, სამი ქვეყანა ეფექტურად თანამშრომლობს რეგიონულ საკითხებზეც. თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიის აუზის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „გასული წლის იანვარში, ბაქოსა და აშხაბადს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კასპიის ზღვაში დოსტლუგის ნავთობისა და გაზის საბადოს ერთობლივი გამოკვლევის და განვითარების შესახებ. ეს არის ბაქოსა და აშხაბადს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი, ურთიერთპატივისცემისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.  მისივე თქმით, თურქეთი ასევე არის თურქმენეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. „თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მუშაობენ მსოფლიო ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდების ჰარმონიული, უნივერსალური სისტემის შესაქმნელად“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  მისი თქმით, ეს სისტემა მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს დივერსიფიცირებული. „სისტემა უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ უნდა შევაფასოთ ერთობლივი ინიციატივები თანამშრომლობისთვის ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და იქიდან მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკშვილის კადრებს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის კადრებს ავრცელებს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს. როგორც უწყება განმარტავს, ვიდეომასალაში "ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები", რომლის მიზანია "მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს”, - წერია განცხადებაში, რომელსაც პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა   მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

აზერბაიჯანში ნაღმზე 8 ადამიანი აფეთქდა

14 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალბაჯარის რაიონის სამხედრო პროკურატურამ, სოფელ ჩირაგში 8 ადამიანის ნაღმზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული კომპანიის 4 თანამშრომელი სოფელში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაჭრილების ევაკუაციის მიზნით გაგზავნილი 4 სამხედრო მოსამსახურე ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ერთი კი დაიღუპა.   

WSJ: აშშ, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას გეგმავს

შეერთებული შტატები, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინისთვის სანქციების დაწესესებას გეგმავს, იუწყება Wall Street Journal ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით. სანქციები, რომლებიც შესაძლოა, 15 დეკემბერს გამოცხადდეს, სავარაუდოდ პოტანინს, მის მეუღლეს ეკატერინა პოტანინას შეეხება. ასევე იგეგმება მისი იახტის დაყადაღება, ამბობენ წყაროები. მედია წყარობზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების სიაში ასევე იქნება Interros-ი, საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც პოტატინი აკონტროლებს.  სანქციების სიაში, სავარაუდოდ არ მოხვდება კომპანია Norilsk Nickel-ი, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც პოტანინია, - ამბობენ Wall Street Journal-ის წყაროები. ივნისის ბოლოდან პოტანინი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა

კოსოვოს რესპუბლიკამ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს 14 დეკემბერს, პრიშტინაში, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ეს საკმაოდ სიმბოლური აქტია, რადგან 2008 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში მიღების შესაძლო თარიღები არც კი არის გათვალისწინებული. ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. ამჟამად კოსოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაც კი არ განიხილება. კოსოვოს ევროკავშირში ადრეული გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ მისი დამოუკიდებლობა ევროკავშირის ხუთმა წევრმა - ესპანეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა არ აღიარეს.  

ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა.  უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებისთვის ჩეხეთის სენატს მადლობა გადაუხადა.  „მივესალმები ჩეხეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ჩემი ჩეხი მეგობრების, სიმართლის დამტკიცებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის. რუსეთის, ყველა წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის დასჯა გარდაუვალია", - განაცხადა ზელენსკიმ.  ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.