ძებნის რეზულტატი:

ირანი ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების ათეულშია

2022 წლის პირველ ათ თვეში ირანმა 2,9 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია.  განაცხადა მსოფლიო ფოლადის ასოციაციის ცნობით, ირანი მსოფლიოში ფოლადის მეათე უმსხვილესი მწარმოებელია. ირანული ფოლადის ექსპორტი 18 პროცენტით გაიზარდა შვიდ თვეში (21 მარტიდან 22 ოქტომბრამდე) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ირანის ფოლადის მწარმოებელთა ასოციაციამ (ISPA). ISPA-ს მონაცემებით, ირანმა მიმდინარე წლის შვიდ თვეში ექსპორტზე 4,799 მლნ ტონა ფოლადი გაიტანა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4,057 მლნ ტონა შეადგენდა. IMIDRO-ს მონაცემებით, გასულ წელს ირანიდან ფოლადის წლიურმა ექსპორტმა 7,678 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს 6,162 მილიონი ტონა.  

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა

წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებითაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. კარიმ ხანის განმარტებით, მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. „ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“. „მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“. 2016 წლის 27 იანვარს ხანის ოფისმა დაიწყო გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდშია ჩადენილი, რასაც  წინ უძღოდა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება. „გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დაზარალებულებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ნაყოფიერად თანამშრომლობდა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან“, - აღნიშნავს პროკურორი. ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა შეგახსენებთ, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. მათ შორის არიან გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად, ამ „პოზიციაზე“ ის 2008 წლის 31 ოქტომბრამდე იყო; გამლეტ გუჩმაზოვი აგვისტოს ომის დრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის დროს. გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც გამოძიების თანახმად, განზრახ შეუწყო ხელი ხსენებული დანაშაულების ჩადენას. ბორისოვი გარდაცვლილია. „ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებითაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას“, - აღნიშნავს პროკურორი ხანი. ამასთან, აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. „შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.   სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებათა მასშტაბის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მე ვისარგებლო რომის სტატუტით მონიჭებული დისკრეციით, რათა ეფექტიანად ვმართო ჩემი, როგორც პროკურორის, მანდატის განხორციელება. თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა. სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე აისახა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის დაკვეთით ახლახან ჩატარებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების პროცესში. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებით ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ. თუმცა ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა. მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს. ასევე, მიმაჩნია, რომ რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის იმ  საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს, რომლებიც რომის სტატუტის სისტემას უდევს საფუძვლად. იმდენად, რამდენადაც ჩემი გადაწყვეტილება საქმეების ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფარგლებზე მიუთითებს, იგი, ასევე, იძლევა ახალ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან, რათა დავეხმაროთ მათ დაუსჯელობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში და, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს. ამ საკითხს ცენტრალური ადილი უკავია ჩემს ხედვაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულ როლსა და ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან მის ურთიერთობას ეხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში. გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, ჩემი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი  ამჟამინდელი საქმიანობა და ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით. კომპლემენტარობის პრინციპი და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და წევრი სახელმწიფოები იმუშავებენ ერთად, რათა ერთობლივად იტვირთონ პასუხისმგებლობის ის მძიმე ტვირთი, რომელიც რომის სტატუტით არის განსაზღვრული და რომელსაც დაზარალებულნი მოითხოვენ.  ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად“, - აღნიშნავს კარიმ ასად ახმად ხანი.

„უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

„უკრენერგომ“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სისტემური ავარიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ასეთი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 50% ელექტროენეგია მიაწოდოს. Ukrenergo ამბობს, რომ დღეს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას. დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები, აცხადებენ კომპანიაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო თავდასხმის დროს დაზიანდა.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6674 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8341 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8346 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1430 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2452 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში ვიზიტისას, შავი ზღვის კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს

17 დეკემბერს ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

ევროკავშირმა შესაძლოა, ილონ მასკს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა, მალე სანქციები დააწესოს ილონ მასკს, ამერიკელი ჟურნალისტების Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით, რაც „ძირითადი უფლებების“ დარღვევაა. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ პარასკევს Twitter-ზე დაწერა. მან განმარტა, რომ ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის შესახებ პრეტენზიები „შეშფოთებას იწვევს“, რადგან ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი „ითხოვს პრესის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას“ და ნაკარნახევია პრესის თავისუფლების კანონმდებლობით. „ილონ მასკმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. აქ არის წითელი ხაზები. სანქციების დაწესება შესაძლებელია“, - გააფრთხილა იუროვამ მასკი. 15 დეკემბერს Twitter-მა დაბლოკა ჟურნალისტების ანგარიშები, რომლებიც წერდნენ მილიარდერ ილონ მასკზე, მის ოჯახზე და კომპანიის ახალ პოლიტიკაზე, იტყობინება Associated Press. დაბლოკილია The New York Times-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტების ანგარიშები, ასევე CNN არხი. ანგარიშის აკრძალვა შესაძლოა უკავშირდებოდეს Twitter-ის ახალ პოლიტიკას ადამიანების მონაცემების მათი თანხმობის გარეშე გამჟღავნების შესახებ.  

ცენტრ „ემპათიას“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პენიტენციურ სისტემას სასწრაფოდ უნდა განერიდოს

ცენტრ „ემპათიის“ განცხადებით, კლინიკა „ვივამედი“ ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას, რის გამოც ის „სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას“. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა „ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ ჩატარებული იქნა ბატონი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით. ექსპერტიზაში მონაწილეობდა 17 ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი. ექსპერტიზის დასკვნა 2022 წლის 29 ნოემბერს გადაეცა ექსპერტიზის დამნიშნავ მხარეს. დამატებით, ექსპერტიზის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნაც, რაც გასაჯაროვდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტებით, არის დამოუკიდებელი საქმიანობა, კერძოდ, ექსპერტები არიან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის სუბიექტები და არ წარმოადგენენ არც ერთ მხარეს; შესაბამისად, ჩვენი დასკვნა ვერ იქნებოდა შეთანხმებული ვერც ერთ მხარესთან, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციასთან (პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი კლინიკა). ექსპერტიზის მსვლელობისას, კოლეგიალობის პრინციპის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები თანამშრომლობდნენ და უზიარებდნენ მოსაზრებებს კლინიკა „ვივამედის“ კოლეგებს, პაციენტის მართვაში ჩართულ პროფესიონალებს. მათთვის გაზიარებული იქნა ჩვენი დიაგნოზები. 7 თვის განმავლობაში კლინიკა „ვივამედში“ ვერ გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა, პირიქით, ადგილი აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას. შემთხვევის სირთულიდან და ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მრავალი დასმული დიაგნოზის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ეტიოლოგიური ფაქტორების დადგენა. შესაბამისად, მიმდინარეობს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, რაც ვერ აფერხებს მძიმე დიაგნოზების პროგრესირებას. ამავდროულად, კლინიკა „ვივამედში“ პაციენტის ყოფნისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“ უხეშ დარღვევას (თავი V. პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა: მუხლი 27 - სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ) და პაციენტისათვის სენსიტიური კადრებისა და ვიდეო - ჩანაწერების გამჟღავნებას, რაც განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევად და წარმოადგენს ღირსების შემლახავი მოპყრობის კლასიკურ ნიმუშს. კლინიკა „ვივამედმა“ ვერ მოახერხა, როგორც მინიმუმ, აღნიშნული დარღვევის პრევენცია, უფრო მეტიც, ამ მიმართულებით კლინიკამ განცხადებაც კი არ გააკეთა, რაც, როგორც მინიმუმ, „მდუმარე თანხმობის“ ტოლფასია. მაშასადამე, რთული და კომბინირებული დიაგნოზებისა და არასწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ კლინიკა „ვივამედი“ - პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი დაწესებულება, ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას, აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით ვერ ფუნქციონირებს პენიტენციური სამსახურიდან დამოუკიდებელ რეჟიმში. ინტოქსიკაციის ალბათობისა და პატიმრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმართ განგრძობადი წამებისა და არასათანადო მკურნალობის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის გათვალისწინებით, მძიმე დიაგნოზების გათვალისწინებით, მკურნალობის არაეფექტურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას“,- ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინამ აშშ-დან, ენერგოსისტემის აღსადგენად აღჭურვილობის პირველი ტვირთი მიიღო - ელჩი

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღასადგენად, აშშ-დან უკრაინაში ტექნიკის პირველი ტვირთი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზე დაწერა. „უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა „ამ დილით კიევსა და ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გაზრდილი თავდასხმების ფონზე, მადლობელი ვართ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის. ენერგეტიკისთვის სასწრაფო დახმარების ტექნიკის პირველი ამერიკული ტვირთი უკვე ჩამოვიდა - უკრაინა გაიმარჯვებს", - ნათქვამია წერილში.  

რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0

რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს დარბაზი, ამ ოროსნებს უნდა შევახსენოთ, რომ პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს "ფეხბურთში არის ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3-0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს ეს დარბაზი და სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინაშე. მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა და მათ ნაცვლად სკამებს ვუთხრა, იმედია, სურვილი მაინც აქვთ და უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში. ეს მინდა, კარგად დაიმახსოვრონ. ასევე ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს. მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.  

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, კოორდინირებული სტრატეგია უკიდურესად მნიშვნელოვანია გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების მიუხედავად, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა, ამისთვის თანამშრომლობს აშშ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის მოუთმენლად ველით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება ET: აშშ-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და იმ უზარმაზარი დახმარების გათვალისწინებით, რომელსაც ქვეყანა იღებს სტრატეგიული პარტნიორისგან, როგორ აფასებთ იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ შეერთებული შტატების დახმარების საფუძველზე მიაღწია და რა გამოწვევას ხედავთ საქართველოს მიერ ამ დახმარების ათვისების თვალსაზრისით?  ჯოზეფ ბილბო: საბედნიეროდ, 2009 წელს მქონდა შესაძლებლობა, პირველად ვწვეოდი საქართველოს და მას შემდეგ, არაერთხელ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ ჯერზე ვხედავდი განვითარებას, იქნებოდა ეს თბილისსა თუ ბათუმში ვაჭრობისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ სამუშაოს შედეგად, ბევრს მიაღწიეს. თავის მხრივ, შეერთებული შტატები უწევს დიდ დახმარებას საქართველოს. 30-ზე მეტი ოფისი და სააგენტოა წარმოდგენილი აქ, საელჩოში, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს. მაგრამ ძირითადი ჰუმანიტარული სახის დახმარება, რომლითაც საქართველო სარგებლობდა, ახლა აღარ ითვლება ქართველი ხალხის საჭიროების ნაწილად, რადგან საქართველო დროთა განმავლობაში განვითარდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რითაც ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს, ის დახმარებაა, რომელსაც ისინი ახლა ჩვენი პარტნიორობის (აშშ-საქართველოს, რედ.) ფარგლებში იღებენ, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ ერთად ვმუშაობთ უფრო ძლიერი ბაზრების შესაქმნელად, უკეთეს, ახალ ბაზრებზე წვდომის მიზნით და უფრო ძლიერი დემოკრატიული პრინციპების ჩამოსაყალიბებლად, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, რასაც თავის მხრივ, უფრო დიდი ეკონომიკურ განვითარება მოაქვს. ET: როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობდით, ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები -კანონის უზენაესობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, კანონის უზენაესობა გამოწვევაა ბევრ ქვეყანაში. კანონის უზენაესობა გამოწვევაა, რადგან ის სირთულეებთან არის დაკავშირებული და მუდმივ შრომას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულ შტატებშიც არის გამოწვევები, თუმცა ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქ სწორედ სასამართლოებს ენიჭებათ. ET: რომ დავუბრუნდეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI). უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ხომ არ დაკორექტირდა, ან დაჩქარდა ამ ინიციატივის ფარგლებში მოქმედი რიგი პროგრამები? ჯოზეფ ბილბო: მოგეხსენებათ, თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ (GDDEI), წინა პროგრამა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჩაანაცვლა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას ცხადყოფს. პროგრამა ფოკუსირებულია ორ ასპექტზე: ბევრი ინსტიტუციური ცვლილება სამინისტროს დონეზე, რეგულაციები და პოლიტიკა; და შემდეგ, თავდაცვის ძალებთან ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საზოგადოებაში მედეგობის, მდგრადობის ამაღლების მიზნით. სამწუხაროდ, ვხედავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და მისი გაანალიზებისას, ჩანს, რომ ეს ეროვნული თავდაცვის გეგმის ძალიან აქტუალურ ასპექტად რჩება. ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც უფრო სწრაფად განვითარდა, რადგან GDDEI-ს ფარგლებში მიმდინარე ამოცანების შესრულება ისედაც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. ხსენებული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოში, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ET: ყველა თანხმდება, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა. უნდა განიხილებოდეს თუ არა უკრაინის საკითხი უფრო ფართოდ, რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოში, და როგორ ხედავთ ამ გადმოსახედიდან აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა.  დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით. ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ჯოზეფ ბილბო: სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო. ET: თბილისში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, თქვენ საუბრობდით, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ინფორმაციის გაზიარება და გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს და რომ უკრაინაში ომმა, მხოლოდ აჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება. რას გვეტყოდით უფრო მეტს ამის შესახებ? ჯოზეფ ბილბო: საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს. ET: შავი ზღვის რეგიონისთვის უდიდესი შესაძლებლობა აქვს ანაკლიის პორტის პროექტს. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობა აქვს, მისი მეშვეობით გახდება შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა იმ ფონზე, როცა რუსეთის სანქცირების გამო, საფინანსო ინსტიტუტები ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნებს ეძებენ. თქვენი შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პორტს, ეკონომიკური სარგებლის და ინვესტიციების გარდა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა დაიწყოს, თქვენი აზრით, ჯდება თუ არა ეს პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება. ET: და ბოლოს, ვინაიდან წლის ბოლოა, გკითხავთ, როგორ შეაფასებთ 2022 წელს აშშ-საქართველოს პარტნიორობისთვის? ჯოზეფ ბილბო: 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სანქციების მეცხრე პაკეტი მოიცავს: იზღუდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 168 რუსული კომპანიის საქმიანობა; იკრძალება რუსეთში ავიაციის ძრავების, მათ შორის თვითმფრინავების ექსპორტი; სანქციეიბის ახალი პაკეტი ითვალისწინებს NTV / NTV-Mir, Rossiya-1, REN TV და Channel პირველი არხებიდან მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას; სანქციები უწესდება ენერგეტიკისა და სამთო სექტორებს; განხორციელდება ორი რუსული ბანკის სახსრების გაყინვა; რეგიონების განვითარების სრულიად რუსული ბანკის ტრანზაქციების დაბლოკვა; 2022 წლის 16 დეკემბრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფო კონტროლირებადი კომპანიის, ორგანიზაციის ან ორგანოს მენეჯმენტში ევროკავშირის მოქალაქეებს საქმიანობა ეკრძალებათ; ასევე ევროკავშირში აკრძალული იქნება რუსეთისთვის რეკლამის სფეროში სერვისების მიწოდება, ასევე ბაზრის კვლევა და მისი დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის აქტივების გაყინვის შესახებ. ეს სანქციები ვრცელდება იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქებით ვაჭრობაში. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ.  

შალვა პაპუაშვილის მითითებით, მანდატურმა სალომე სამადაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შლვა პაპუაშვილის მითითებით მანდატურმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს სალომე სამდაშვილმა გააპროტესტა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან წაეკითხა ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმიდან ამონარიდი, რომელიც წამებასა და გაუპატიურებას ასახავს. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.  

ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე სახელმწიფომ ერთ წელში 200 000 ლარამდე დახარჯა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთ წელში სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილზე 200 000 ლარამდე დახარჯა. რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0 მისივე თქმით, ზოგადად ერთ პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება. „ერთი პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, - თქვა ბრეგაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.  ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.  

თურქეთში, ევროპის უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავი გახსნეს

თურქეთში ექსპლუატაციაში შევიდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზსაცავის - სილივრის მეორე ფაზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ბალანსზეა. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 16 დეკემბერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. სილივრი თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია, რომლის ტევადობაც 3,2 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო  საწარმოო სიმძლავრე დღეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.  გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე, ხოლო ზღვაზე ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა. ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე. ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებით თურქეთის ბუნებრივი აირის საწყობების სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რა შემთხვევაში დააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს მე-12 დაწესებულებაში

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექიმები რეკომენდაციას გასცემენ მიხეილ სააკაშვილის გაწერაზე, მას მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა, რითაც უმრავლესობის დეპუტატს, "ხალხის ძალის" წევრს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას კითხვას უპასუხა. წერს „რადიო თავისუფლება“ „როგორც მოგეხსენებათ, ის ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. როგორც, მაგალითად ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, დაბრუნდა #12 დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, ვიმოქმედებთ შესაბამისად", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. „ხალხის ძალის“ წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინტერესდა, როდის დააბრუნებენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. „საზოგადოებაში არის აღქმა და ზედაპირული ანალიზით ასე ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გეგმავთ და როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?" - იკითხა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ. რატი ბრეგაძეს საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.   

ვენეციის კომისიამ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირთან ერთად მომზადებული ანგარიში დაამტკიცა

„ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში ეუთო/ოდირთან-თან (OSCE/ODIHR) ერთად წარდგენილი პირველადი ანგარიში შესწორებების გარეშე დაამტკიცა,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძემ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მან ვენეციის კომისიის 133-ე პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა ამ დასკვნის მნიშვნელობა; მან ისაუბრა პოზიტიურ შეფასებებზეც, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის არაერთი მიმართულებით გაკეთდა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვა მოხდა ამ ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რის თაობაზეც ვენეციის კომისიის წევრებმა და დამსწრე ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს. „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 7 დეკემბერს დასკვნა დეტალურად განვიხილეთ; 8-ში კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოვისმინეთ, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილვას. პარალელურ რეჟიმში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფში და არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე პოზიციების შეჯერებაც მოხდა, რაც დამატებით აისახა მეორე მოსმენის კანონპროექტში. გუაშინ პარლამენტმა, ფართო კონსესუსით, ბევრი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, მეორე მოსმენით ცვლილებების ეს პროექტი მიიღო. ვენეციის კომისიის სხდომაზე დეტალურად გავამახვილე ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ანგარიშიდან მეორე მოსმენის პროექტში აისახა და შესაბამისად, კომისიის წევრებს დეტალურად გავაცანი თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე,“  - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მიმდინარე წლის მომავალ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მეორე მოსმენით მიღებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება და შემდეგ, რიგგარეშე სესიაზე, მესამე მოსმენით ამ პროექტის დამტკიცება, რითაც 12 პუნქტიანი გეგმის ეს მიმართულება მიმდინარე წლის ბოლომდე შესრულდება.  

ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს გენერალური პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ აქტიურად განაგრძობენ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა საქართველოს პროკურატურა ჰააგის პროკურორის ოფისს ჩატარებული გამოძიებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. „გვსურს გამოვეხმაუროთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის დღევანდელ განცხადებას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორის ოფისს მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ეფექტიანი გამოძიებისა და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსავლენად,  ქართულ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით, ჰააგის სასამართლოში გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო. აღნიშნული აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის მარტში,  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების, დე ფაქტო ცხინვალის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის - მიხაილ მინძაევის, დე ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსის - ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დე ფაქტო ცხინვალის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენლის - დავიდ სანაკოევის დაკავების შესახებ, მათ მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს, პალატამ გამოიტანა მათი დაკავების განჩინებები და გასცა მითითება ხსენებული პირების დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა ეს ქმედება ომის უმძიმესი დანაშაულია. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში მოხდა. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია. დღეს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. პროკურორის ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. პროკურორმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალში გაძლიერებულად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან,  რაც  მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმდინარე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული  კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს კვლავაც აქტიურად აგრძელებს. გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე,  საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო  ექსპერტიზები. ბოლო წლებში, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, საერთაშორისო სასამართლოების წინაშე ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ისევე როგორც საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. შედეგად, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2008 წლის ომის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. გარდა ამისა, 2022 წლის 24 მარტს სტრასბურგის სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ზემოაღნიშნული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებებიც კი არ იყო წარდგენილი მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი გამოვლინდეს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ომის დანაშაულები აქვს ჩადენილი. ყველა მათგანი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ჩადენილი ქმედებებისათვის კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“, -  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არცერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა.  

აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა.  SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს.  „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2022 წლის 18 ივლისს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადება ერთი წლით, 10 000 ლარით განისაზღვრა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა.  მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა, ერთი წლით გადადების შემთხვევაში 10 000 ლარით განისაზღვრა. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება ამ პირის ჯარში გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. „სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.  

სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში „ხანგრძლივ ომს“ გეგმავს

რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ვინც NATO-ში კიევს უჭერს მხარს, უნდა განაგრძოს იარაღის გაგზავნა მანამ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს. რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვრთნიან, ეჭვი არ მეპარება, რომ მეორედ შეეცდებიან კიევზე წამოსვლას - ზალუჟნი ამის შესახებ პარასკევს AFP-სთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.  „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, ამ ომში დიდი ხნის განმავლობაში იყოს ჩართული და ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყო“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, ისევე როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან „უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება" უზრუნველყოს. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთი 200 ათას ახალ სამხედროს მობილიზებას ახორციელებს და შესაძლოა, 2023 წლის იანვარში კიევის აღება სცადოს.