ძებნის რეზულტატი:
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 25 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, დამპყრობლების თავდასხმები რეგიონებში 25 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე განაცხადა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ოცდახუთი დასახლებული პუნქტის რაიონებში. მათ შორისაა მასიუტოვკა ხარკოვის რეგიონში; პოდკუიჩანსკი, დიბროვა და ბელოგოროვკა ლუგანსკის რეგიონში და ვერხნეკამენსკოე, ვესელე, იაკოვლევკა. დონეცკის ოლქში, ბახმუტსკოე, ბახმუტ, ვოდიანოე, სანდსი, ნეველსკოე, მარინკა, ნოვომიხაილოვკა და პრეჩისტოვკა", - ნათქვამია განცხადებაში. ამავდროულად, მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა, ასევე 61 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დეკემბრის დასაწყისიდან უკრაინაში 67 ირანული დრონი ჩამოაგდეს შედეგად, მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაზარალდა ქალაქ ხერსონის, კონსტანტინოვკასა და ვოლჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობა. მთელს უკრაინაში საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს
ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. მხარეებმა შვედეთის ქარხანაში ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა გამოხატა ინტერესი ყაზახეთიდან ნედლეულის დრუჟბას ნავთობსადენით გადაზიდვის შესახებ. „ყაზახეთის პრეზიდენტის ინსტრუქციების თანახმად, KazMunayGas განიხილავს 2023 წლის იანვარში ნავთობის საცდელი ტვირთის გერმანიაში გაგზავნის ვარიანტს“, - განაცხადა მირზაგალიევმა. შეგახსენებთ, რომ 10 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს, Schwedt-ის გადამამუშავებელი ქარხანა ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს აწვდის.
პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. „სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის“ მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში („NMS Labs“) ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვარის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ. მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც „ემპათიამ“ კვლევა ჩაატარა, მითითებულია როგორც კონკრეტული ანალიზის მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული. „NMS Labs“ ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც კვლევა ჩატარდა და შედეგები არ არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მითითებულია როგორც მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც. აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ ლაბორატორიაში მათ მიერ მოყვანილი ციფრები, ანუ შედეგი, ნორმაზე ქვემოთაა. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით ორგანიზმში არ არის“, − განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
Bloomberg: ზღვრული ფასების შემომღების შემდეგ, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 54%-ით შემცირდა
რუსული ნავთობზე, ფასის ზღვრის შემოღებიდან პირველ კვირასვე, ნედლეულის ექსპორტი 54%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg, ტანკერების მოძრაობის მონაცემებსა და საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი შემცირდა თითქმის 1,86 მილიონი ბარელით დღეში და 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა. ვარდნის ნაწილი გამოწვეული იყო ბალტიის ზღვის პორტის პრიმორსკის ტექნიკური სამუშაოებით, მაგრამ ტრაფიკის მოცულობა ასევე შემცირდა სხვა პორტებში. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ კერძოდ, შორეული აღმოსავლეთის ნახოდკას პორტში არ არის საკმარისი გემები. როგორც Bloomberg წერდა, კომპანიები მათ იქ სანქციების შიშით არ გზავნიან. რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე დასავლეთის ქვეყნები დეკემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ, რამაც ბარელზე $60 შეადგინა. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ფასის ზღვრის შემოღებას. „ვედომოსტის“ ცნობით, კრემლმა უკვე მოამზადა პასუხის პროექტი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა. Financial Times-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებიდან პირველ თვეებში რუსეთს არ ექნება საკმარისი გემები ნავთობის გადასაზიდად, რაც შეამცირებს მის ექსპორტს. მათი აზრით, ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს თებერვალში, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის ემბარგო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების საზღვაო მიწოდებაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები
მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები, - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. CNN: ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”. როგორც ცვნობილია, ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. ამასთან, დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ბაიდენთან შეხვედრის გარდა მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. ამასთან, წყარო CNN-ს ეუბნება, რომ ვიზიტის დროს ბაიდენი გამოაცხადებს დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის.
რუსული რუბლი, აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით ვარდნას განაგრძობს
ოთხშაბათს მოსკოვის ბირჟაზე მთავარი სესიის გახსნამდე, აშშ დოლარის კურსმა დილის ვაჭრობისას 70 რუბლს გადააჭარბა. რუბლის კურსის ასეთი ვარდნა 11 მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 21 დეკემბერს მოსკოვის დროით 8:40 საათისთვის აშშ დოლარის კურსმა 70,6 რუბლი შეადგინა, რაც 1,73 რუბლით აღემატება წინა ვაჭრობის დახურვის დონეს. ოთხშაბათს ევროს კურსმა 75 რუბლს გადააჭარბა, ფასი კი 1,51 რუბლით გაიზარდა. ეს პირველად მოხდა 29 აპრილის შემდეგ. რუსული რუბლი, დასავლურ ვალუტებთან მიმართებაში უკვე დაახლოებით ერთი კვირაა უფასურდება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუბლის მკვეთრი ვარდნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის და ნავთობისა და გაზის ფასებზე ჭერის შემოღების ფონზე მიდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
კომპანია, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას აკეთებდა, არის უპასუხისმგებლო - კალაძე
კომპანია შპს „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას აკეთებდა, არის პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვიანებით, ძალიან დიდი დაგვიანებით, თუმცა არის რამდენიმე პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია. „სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია, ჯერ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მიმდინარეობს ექსპულატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება. აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელდება და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია დადგენილი დეფექტების გამოსწორებას შეძლებს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომ გაწყვიტოთ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ეს არის უპასუხისმგებლო კომპანია და არ გვაქვს სურვილი, მათთან თანამშრომლობის. მიიღეთ ყველა ზომა, რომ აღნიშნული კომპანია ვერც ერთ სატენდერო პროცედურებში ვეღარ მოხვდეს მომდევნო წლების განმავლობაში. გააკეთეთ ყველა გადასადგმელი ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას. ასეთი კომპანიები არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი. ყველანაირი ხელშეწყობა იყო ჩვენი მხრიდან, მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ყველაფრის გათვალისწინებით მესმის, რომ იყო პრობლემები ამდენი ხნის განმავლობაში. ელემენტარულ დოკუმენტწარმოებას ვერ ახორციელებ და არ გაქვს დოკუმენტები წარმოდგენილი, ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ყველა სამუშაო, რაც არის ჩასატარებელი და გამოსასწორებელი, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ. თანხები რაც დაიხარჯება სასამართლოს გზით მოთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. აღნიშნული კომპანია გახლავთ შპს „მამისონი“. რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ დეფექტები, რაც არის დადგენილი და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ექსპულატაციაში მიღება და მოემსახუროს მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის დაზვერვა: ბახმუტში, რუსეთის ქვედანაყოფებს ქუჩის ბრძოლებში ჩართვისთვის კვალიფიკაცია არ ყოფნით
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, ტრადიციულ დილის მოხსენებაში ომის 301-ე დღეს აფასებს და ბახმუტის მიმართულებით რუსული არმიის ქვედანაყოფების პერსპექტივებს განიხილავს, მას შემდეგ რაც რუსეთის ძალები ბახმუტის შემოგარენში პოზიციებზე გამაგრდნენ. ბახმუტის დამცველებმა ზელენსკის აშშ-ის კონგრესისთვის განკუთვნილი დროშა გადასცეს გასული კვირის განმავლობაში, რუსმა სამხედროები და „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები დონეცკის რეგიონში ოდნავ დაწინაურდნენ. „რუსეთის ქვეითი ჯარი, შემორჩენილია ქალაქის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ რაიონებში და დროდადრო ცდილობს საცხოვრებელ უბნებთან მიახლოებას. ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა ინტენსიური ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ფრონტის ხაზი ძირითადად გადიოდა ღია ტერიტორიებზე ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებთან. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივლისში რუსული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში დაწინაურდნენ, ომის დასახლებებში გაჭიანურებული ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მომხდარა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ომი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს და უმცროსი სამეთაურო პერსონალის დიდ პროფესიონალიზმს, ცუდად გაწვრთნილი Wagner PMC მებრძოლები და მობილიზებული რუსული არმიის რეზერვისტები ძნელად უმკლავდებიან ასეთ ამოცანებს“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ვანდალიზმი თბილისში ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა - კალაძე
ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სპეციალური აპარატურით აღჭურვილი 18 შუქნიშანი დააზიანეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისში ინკლუზიურობის პრინციპით ხორციელდება და მოქალაქეები ვალდებული არიან, საერთო ქონებას გაუფრთხილდნენ. „როგორც ვთქვი, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ინკლუზიურობის პრინციპით და არის ადაპტირებული. შუქნიშნებზე დამონტაჟებულია განსაკუთრებული დაცვის ღილაკი, რომელიც აღჭურვილია აკუსტიკური მახასიათებლებით. ასევე, შუქნიშნის სხვადასხვა ფაზა ინტეგრირებულია ხმოვანი სიგნალითა და ვიბრაციით. ბოლო პერიოდში ასეთი 18 მოწყობილობა დააზიანეს, რაც ძალიან სამწუხარო და ცუდია. ისინი განკუთვნილია მცირემხედველი ან უსინათლო პირების გადაადგილებისთვის და თითოეულის ღირებულება 2 500 ლარს შეადგენს. სამწუხაროა ასეთი ფაქტები და ზოგადად, ვანდალიზმი, რომელიც ქალაქში გვაქვს. ასე არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ ქალაქზე იზრუნოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე, ვალდებულია თითოეული მცხოვრები, გაუფრთხილდეს საერთო ქონებას, ქალაქს, ინფრასტრუქტურას. ჩვენ ერთად ვქმნით და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. თუ ჩვენვე დავაზიანეთ, ჩვენვე დავამტვრევთ, ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა გაგვიჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ვანდალიზმი ქალაქის განვითარებისთვის შემაფერხებელია, ამ გამოწვევასთან გამკლავება კი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. „პროექტებს, რომელსაც ვახორციელებთ, შემდეგ ჩვენვე ვამტვრევთ. უამრავი ასეთი ფაქტია, რომელიც მძიმეა და მოქალაქეებში გაღიზიანებას იწვევს. მინდა ვთხოვო ყველას, განსაკუთრებით უფროსებს, რომ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და თუ წავაწყდებით მსგავს ფაქტებს, რომლის ჩამდენიც, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნები არიან, ავუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს ხომ ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 21 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და პანდემიისგან წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ნავთობპროდუქტების ფასებმა მოიკლო. ამავდროულად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები სწრაფი ტემპით შემცირებას განაგრძობს, რაც იმპორტირებული პროდუქტების ფასებზეც უნდა აისახოს. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4 პროცენტი შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ამასთან, სებ-ში აღნიშნვენ, რომ გასათვალისწინებელია, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. „ამავე დროს, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის. საყურადღებოა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც. ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია – რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 8.3 პროცენტია, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა კი 10.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს. აღნიშნული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების ტენდენცია საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე დაანონსებული კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ზრდა საკრედიტო აქტივობაზე ასევე გამკაცრების მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, მცირდება ფისკალური დეფიციტი. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას უნდა დაეხმაროს. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ, ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს“, – აცხადებენ სებ-ში. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 1 თებერვალს ჩატარდება.
სი ძინპინმა დიმიტრი მედვედევთან უკრაინის საკითხი განიხილა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, მოულოდნელი ვიზიტით პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო xinhua იტყობინება, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს. „ჩვენ განვიხილეთ ორ მმართველ პარტიას ჩინეთის კომუნისტური პარტიასა და ერთიან რუსეთს შორის ურთიერთქმედების საკითხები. განვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები ყველა სფეროში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველია ეკონომიკა, ინდუსტრიული თანამშრომლობა და მრავალი სხვა. განიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტი“, - განაცხადა მედვედევმა Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის 300 დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება არაერთხელ მოუწოდებდა მხარეებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ.
მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ. „დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახური ძალადობა). ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ნედ პრაისი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის გაუწიოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა, როგორც ეს რეკომენდებულია სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების მიერ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და საჭირო სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. „რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მას შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და ამერიკელი ექიმების რეკომენდაციასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი
Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ის დატოვებს პოსტს, როდესაც „საკმაოდ სულელ" შემცვლელს იპოვის, ვინც ამ თანამდბობაზე მუშაობას დათანხმდება. მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს „მე დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას. ამის შემდეგ მხოლოდ კოდებთან და სერვერებთან ვიმუშავებ“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებდა, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
წალენჯიხაში, ახალგაზრდა კაცმა მამა, სავარაუდოდ, სასიკვდილოდ სცემა
გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე კაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. კაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. აგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.
საახალწლო ღონისძიების გამო, მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების გამო, 21 დეკემბრის 15:00 საათიდან მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით, ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით იმოქმედებს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის, ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით. „მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც მეტეხის ხიდისა და გორგასალის მოედნის, ასევე, ღვინის აღმართის საშუალებით. ღონისძიებების მიმდინარეობისას, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N538 და N550 მარშრუტები კი, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან“, – აცხადებენ მერიაში.