ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი: ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით ვიდრე უკრაინა იარსებებს

„ჩვენ მივცემთ უკრაინას იმას, რაც სჭირდება ბრძოლის ველზე თავდაცვისთვის და წარმატების მისაღწევად", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს ბაიდენის თქმით, მან მრავალი საათი დაუთმო ევროპელ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობის დასამტკიცებლად. და ამავე დროს, აღნიშნა რომ არ სურდა NATO-რუსეთის პირდაპირი დაპირისპირების დაწყება და მესამე მსოფლიო ომი. „ბატონო პრეზიდენტო, არ ინერვიულოთ, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, ვიდრე უკრაინა იარსებებს“, - განაცხადა ბაიდენმა და დაასრულა პრესკონფერენცია. თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.  

Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს ამის შესახებ ზელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „ეს (პატრიოტი - რედ.) მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად", - თქვა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის.  თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.  

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა "მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. საქართველოს მთავრობის მეთაურის საპატივცემულოდ, ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს: გავაძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია

თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს „თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. თქვენს შესაძლებლობებშია, დაგვეხმაროთ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ზიანი.  სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს. ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება იგნორირებულ იქნას, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა გაგვიწევს დაცვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას. ცნობისთვის, გუშინ, თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.  

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, იმ დღეს დაიღუპა რამდენიმე მებრძოლი, თუმცა ამ დროისთვის, გარდაცვლილებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. დაღუპულ მებრძოლს მშოლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.  

ზელენსკი აშშ-ის კონგრესს: თქვენი დახმარება არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებაში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიულ მიმართვას კონგრესში, ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა. ზელენსკიმ ინგლისურად ისაუბრა დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში და შეახსენა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, რაც პირველი საგარეო ვიზიტია, დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს: გავაძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია „ამ მიწის თითოეული სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას. უკრაინა იცავს თავის ხაზს და არასოდეს დანებდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მოგვიანებით მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და პალატის სპიკერს ნენსი პელოსს გადასცა უკრაინის დროშა, რომელზეც ბახმუტის დამცველების ხელმოწერაა.   „ჩვენ უკრაინელები ღირსეულად და წარმატებით გავივლით ჩვენი დამოუკიდებლობის ომს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა. „მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს. ეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს თურქეთის მხარემ წელს ქალაქ კაისერში უმასპინძლა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

სპარსეთის ყურის ეკონომიკას საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ეკონომიკას საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა ეკონომიკის მინისტრის თქმით, სპარსეთის ყურის ეკონომიკას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოსთან თანამშრომლობის. „ჩვენ ვისაუბრეთ გაზრდილ ტურიზმზე საქართველოში და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე. ვისაუბრეთ ასევე ინვესტიციებზე. ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკა და მას გააჩნია დიდი ინტერესი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებზე, ისეთი, როგორიც არის ენერგეტიკა, ვაჭრობა. ამ მიმართულებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, ვიზიტი არის ძალიან წარმატებული, რადგან ვიზიტის შედეგად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პრემიერების მხრიდან შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, წელიწადში ორჯერ მოხდეს ანგარიშგება უშუალოდ პრემიერების მიმართ იმისთვის, რომ პრაქტიკული შედეგები მივიღოთ ამ ვიზიტიდან გამომდინარე. ანუ ეს ვიზიტი უნდა იყოს ხელშესახები კონკრეტული ეკონომიკური შედეგებით. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ვიზიტისას ასევე პოლიტიკურ ვითარებასაც შევეხეთ. საქართველო და საუდის არაბეთი საერთაშორისო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის. ეს არის წინაპირობები იმისა, რომ საქართველომ საუდის არაბეთთან თანამშრომლობით მიიღოს ხელშესახები შედეგები. ჩვენ ველოდებით უცხოურ ინვესტიციებს, გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს.ეს ყველაფერი უნდა იყოს შეუქცევადი და იმ თანამშრომლობის ჩარჩოებში, რომელზეც უმაღლეს დონეზე იქნა შეთანხმება მიღწეული“,- განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა. „საუდის არაბეთს ტრილიონზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და შესაბამისად დიდი შანსი და პოტენციალია საქართველოსთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპარსეთის ყურე ჩვენი სამიზნე ბაზარია, რადგან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხელსაყრელია ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. ეს არის მთიანი და ტყიანი რესურსებით მდიდარი ქვეყანა. შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი ტურისტებისთვის. დაახლოებით 200 ათასამდე ტურისტი გვყავს და ეს არის მზარდი დინამიკა. 40-ზე მეტი ფრენა გვაქვს საუდის არაბეთთან. ეს პოზიტიური დინამიკა კიდევ უნდა გაგრძელდეს. ამაზეა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. რაც შეეხება ინვესტიციებს, საინვესტიციო კუთხით ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ წავახალისოთ ინვესტიციები საუდის არაბეთიდან. დღეს უკვე წარმატებით ხდება უძრავ ქონებაში ინვესტიციები, თუმცა ჩვენ ვსაუბრობდით უფრო მნიშვნელოვან მსხვილ პროექტებზე, ერთობლივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. ისეთი, როგორიც არის ენერგეტიკა. იცით, რომ საუდის არაბეთი ძალიან წარმატებულია არა მხოლოდ ტრადიციული ენერგორესურსების წარმოების და ექსპორტის კუთხით, არამედ განახლებადი ენერგიების განხორციელების კუთხით მათ გამოცდილება აქვთ და გააჩნიათ რესურსები. ჩვენი მოლოდინია, რომ სწორედ განახლებადი ენერგიის ფლაგმან მსხვილ პროექტებში გვეყოლება საუდის არაბეთიდან ინვესტორები. ასევე ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, რომელიც ქვეყნისთვის დაკავშირებადობას ევროპასთან ზრდის. თქვენ ნახეთ, რომ საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ძალიან დიდი სურვილი და მათ შორის ამაზე იყო საუბარი პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროსაც“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს ბახმუტის დამცველების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი სამხედროების ხელმოწერაა. თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის დროშა უსახსოვრა, რომელიც ზელენსკის ვიზიტის დღეს, კაპიტოლიუმის თავზე იყო აღმართული. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროშა მას ბახმუტის დამცველებმა გადასცეს. „გუშინ, როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ. მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. „მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ. შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, „წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლის განცხადებით, „თუ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, გათიშავდნენ".  

პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი ვიზიტისდღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა. „ეს დროშა დღეს კაპიტოლიუმის თავზე აფრიალდა პრეზიდენტის ვიზიტის პატივსაცემად“, - განაცხადა პელოსიმ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი სამხედროების ხელმოწერაა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროშა მას ბახმუტის დამცველებმა გადასცეს. „გუშინ, როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი. „მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ისინი არიან დღეს არჩეულნი. ამ კანდიდატებში არიან კვალიფიციური, გამორჩეული გამოცდილებისა და ღირსეული კანდიდატები, შესაბამისად ის, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, არ ნიშნავს და არ უსვამს ხაზს მათთან მიმართებით კვალიფიციურობის დეფიციტს ან გამოცდილების დეფიციტს. თუმცა როდესაც ეს ადამიანები თავის დროზე კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ამ ადამიანებმა პარლამენტის ნდობა გაამართლეს და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას მათი კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ აისახა შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.  

უკრაინის გენშტაბი: რუსულმა ძალებმა უკრაინაში 100 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგეს

რუსეთმა უკრაინაში 100 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში. „თითქმის 9 თვის განმავლობაში, რუსეთმა უკვე დაკარგა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 3 000 ტანკი და დაახლოებით 6000 სხვა ჯავშანტექნიკა უკრაინაში“, - აცხადებენ გენშტაბში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი აშშ-ში ვიზიტზე: შინ კარგი ამბებით ვბრუნდები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შინ კარგი ამბებით ბრუნდება. ამის მაგალითად მან ბაიდენის განცხადება მოიყვანა, რომლის თანახმად, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პაკეტი მიეწოდება. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომლის ოდენობა დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. „მადლობა ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის! შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი ინვესტიციის ყოველი დოლარი თავისუფლების დასაცავად ნიშნავს გლობალური უსაფრთხოების რეალურ და ხელშესახებ გაძლიერებას", - აღნიშნა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. უკვე გამოცხადებული პაკეტის უძლიერესი ელემენტია Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის ეფექტური საჰაერო ფარის შესაქმნელად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოვართმევთ ტერორის მთავარ ინსტრუმენტს - ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხალხზე თავდასხმის შესაძლებლობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯების კოორდინაცია. „დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ველით მომავალი წლიდან და რისთვის ვემზადებით. ეს მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის და ეს არის დიდი დახმარება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბაიდენი ზელენსკის: არასდროს იქნებით მარტო, ყველამ ვიცით, რა დევს სასწორზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მისთვის (პუტინისთვის) და ყველა დანარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, რომ მე და პრეზიდენტი ზელენსკი გაერთიანებულნი ვართ, ორი ქვეყანა ერთად ვდგავართ, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „თქვენ არასდროს იქნებით მარტო,“ - მიმართა ბაიდენმა ზელენსკის. ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩრდილიატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირის ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. „არასდროს მინახავს NATO და ევროკავშირი ასეთი ერთიანი არაფერში და ვერ ვხედავ ამ კუთხით რაიმე ცვლილების ნიშანს. ყველამ ვიცით, რა არის აქ სასწორზე, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მით უმეტეს. არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ისინი ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ პუტინი აპირებს, რაიმე შეცვალოს, თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ და არ დავეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე. სუვერენიტეტის იდეა, გაეროს წესდება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსჯავრდებულ პრეზიდენტს მოსამართლემ პერანგის აწევის უფლება არ მისცა

მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ ვიდეოთვალით ჩართვის დროს, პერანგის აწევის უფლება არ მისცა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ერთვება, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა წამოდგარიყო და პერანგი აეწია. „მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ. მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. „მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.  

„საათი უკრაინისთვის“ ფარგლებში, NATO-ს შენობა ჩაბნელდა

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის) ფარგლებში, NATO-ს შენობა ჩაბნელდა. სულ 60-ზე მეტ ცნობილ ადგილზე გამოირთვება სინათლე, მათ შორის ბრიუსელში, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობებში   An Hour For Ukraine-ის ფარგლებში ასევე ჩაბნელდება რომის კოლიზეუმი, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში და სიდნეის ოპერა სოლიდარობის სიმბოლური აქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით ჩატარდა, უკრაინის სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის 1000 გენერატორის შეძენის კამპანიის ნაწილია.  

მიხეილ სააკაშვილის ძმა: სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს წირავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მის ძმას წირავს. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო "მოსამართლე არევაძისგან მოვისმინეთ, რომ პროცესი 21 დეკემბერს არ ჩაინიშნებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და არ სურდა დამთხვეოდა. მოვიდა 22 რიცხვი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გაძლებს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე არევაძემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ მინიმუმ ჩართონ. თავად დიდი სურვილი ჰონდა, რომ მოსულიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რომ ჩართონ, საზოგადოება დაინახავს, რა მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ. მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. „მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.  

დონეცკში, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი როგოზინი ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი და „DPR-ის მთავრობის" თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო დონეცკში შეშ-ბეშის სასტუმროში ყოფნისას დაშავდნენ.  რუსული მედიის ცნობით, დონეცკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა განხორციელდა. ეს ინფორმაცია მედიას დონეცკის რეგიონის ანექსირებული ნაწილის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმაც დაუდასტურა. მისივე თქმით, თავდასხმას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა.  „ნაღმის ნამსხვრევით ზურგში დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს პუშლინი.  უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ერთი თვის წინ დიმიტრი როგოზინმა მედიას „სამეფო მგლების" ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ განუცხადა, რომელიც გამოცდილი სამხედრო მრჩევლებისგან და ექსპერტებისგან შედგება. ინსპექტირების ჯგუფის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.  

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ცუდად გახდა და სასამართლო სხდომა მსჯავრდებულის გარეშე გაგრძელდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა. სხდომა ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო „იქ იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი ილია ლომია, რომელიც ახლახან დამიკავშირდა. თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, ექიმი გამოიძახეს და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს ჩართვას, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ. მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. „მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.