ძებნის რეზულტატი:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: გამოვხატავ იმედს, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ამპლუაში შეხვდება

უკვე მიღებული გვაქვს გზავნილი, რომ გაფართოების პაკეტში საქართველოს შეფასება გაზაფხულიდან დაიწყება - გამოვხატავ იმედს, რომ საქართველო ალბათ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ამპლუაში შეხვდება! - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გააკეთა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თებერვლისთვის ის ყველა სამუშაო დასრულდება, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ჩარჩოს ფარგლებში კეთდება. როგორც ჯანჯალიამ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, უზარმაზარი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ პროცესი წარმატებით დასრულდეს. მისი თქმით, საქართველოს შეფასება წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო, თუმცა ევროკომისიამ ითხოვა დრო იმისთვის, რომ შეფასება უფრო ეფექტურად მოხდეს. “თავდაპირველი მოლოდინი იყო, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასება მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოხდებოდა, თუმცა კვლავ და კვლავ ევროკავშირის ინსტიტუციებიდან და კომისიიდან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი იმისა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასება ფორსმაჟორულ ვითარებაში მოეხდინათ. ამიტომ გვითხრეს: - მოდით, უფრო მეტი დრო ავიღოთ. ამასთან ერთად მათ გვითხრეს, რომ საქართველო აღარ მოხვდება და აღარ შეფასდება დამოუკიდებლად, არამედ მოხვდება გაფართოების ერთიან პაკეტში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროგრესი და შეფასების მხრივ მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ჩვენ კანდიდატ წევრ ქვეყნებთან ერთად ერთ კალათაში ვართ. ჩვენი შეფასება მათთან ერთად მოხდება“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ისაუბრა.  

ხვიჩა კვარაცხელია, 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა. ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. რაც შეეხება საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (ფიგურული სრიალი) გახდა. საუკეთესო სპორტულ ფედერაციად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია დასახელდა. 2022 წლის აღმოჩენა ("ოლიმპიური იმედი") კი გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა) გახდნენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელად ბეჟან ჭიჭინავა დაასახელა (კრივი); საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში კი ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა) გახდა.  

ლენტეხის მერიის შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს დაბა ლენტეხში ბრალდებულმა დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა აღნიშნული შენობა, რასაც მოჰყვა ხანძარი. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნულ პირს დაუზუსტდა ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი აიარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პუტინის თქმით უკრაინაში ტრაგიკული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის რუსეთის პოლიტიკის შედეგი

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ტრაგედია, მაგრამ ეს არ არის რუსეთის პოლიტიკის შედეგი, არამედ მესამე ქვეყნების შედეგი, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა ე.წ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ სტრატეგიულ მტრებს ეს არ სურდათ და საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ რუსეთის დაშლას. უკრაინაში შექმნილი ვითარება იმის შედეგია, რომ მოსკოვის გეოპოლიტიკურმა მეტოქეებმა გადაწყვიტეს ტვინის გამორეცხვა (როგორც პუტინმა თქვა) პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის და უკრაინისთვის პირველ რიგში. „არაფერია ჩვენთვის დასაბრალებელი. ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით უკრაინელებს, როგორც მოძმე ხალხს და ახლაც ასე ვფიქრობ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ახლა რუსეთს NATO-ს მთელი ბლოკი ეწინააღმდეგება. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს NATO-ს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები რუსეთისთვის გაბედულად და მტკიცედ, თავდაჯერებულად იბრძვიან და ნაბიჯ-ნაბიჯ წყვეტენ დასახულ ამოცანებს“, – განაცხადა პუტინმა. მან სამხედრო ელიტას მოუწოდა გააანალიზონ NATO-ს გამოცდილება, ტაქტიკა და გამოიყენონ არმიის საბრძოლო შესაძლებლობებისა და სპეცსამსახურების ეფექტურობის ასამაღლებლად. პუტინმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ე.წ. სპეცოპერაციის ამოცანები შესრულდება.  

საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

დღეს საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შეიძინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში  იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა. გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც საქართველოს მთავრობას, პირადად, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება „სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში,” - აღნიშნა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს გაგზავნილი მაღალი სიმძლავრის გენერატორების პარტია უკრაინაში, მცირედით მაინც შეუმსუბუქებს უკრაინელ ხალხს არსებულ პრობლემებს. უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.  

საბერძნეთი ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

საბერძნეთმა, ბელორუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ათენმა აკრძალა ფრენები ბელორუსში. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა შესაბამისი ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საბარძნეთის თვითმფრინავებმა „არ უნდა იფრინონ ​​მინსკის (ბელორუსი) მიმართულებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საჰაერო სივრცის გამოყენება  უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად საჭიროდ ჩაითვლება.   დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, ბელორუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებს „ეკრძალებათ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვება, მისგან აფრენა ან გადაფრენა“. გამონაკლისი დაიშვება გადაუდებელი, ჰუმანიტარული და სამედიცინო თვითმფრინავების ფრენებზე.  ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.  

კელი დეგნანი: ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს

  კარგად ჩანს, როგორ აფასებენ საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ღონისძიებაზე განუცხადა. „ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, უაღრესად ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარში დაუდგეთ მათ და ასევე მათ ოჯახებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ომში დაშავებული და დაჭრილი ჯარისკაცებითვის, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცენტრისა და ფონდის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს, რომ სამხედროებმა გაიარონ რეაბილიტაცია და ხელახლა დაიწყონ ცხოვრება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ფონდს მხარს ვუჭერთ“, - განაცახდა კელი დეგნანმა მედიასთან.  

აზერბაიჯანი და სერბეთი „მწვანე ენერგიის" სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი სერბეთის ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს სინისა მალის და ენერგეტიკის მინისტრს დუბრავკა ჯედოვიჩს სეხვდა. სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. შეხვედრაზე განიხილეს ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის და მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, რომ სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს.  

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა - უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახმარების საქმეს შეუერთდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში. საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სამრეწველო გენერატორები გაიგზავნა, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს საავადმყოფოების, თბოელექტროსადგურებისა და ელექტროსადგურების უწყვეტი მუშაობისთვის, სასმელი წყლის სატუმბი დანადგარებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისთვის. „ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების, მათ შორის მოძმე საქართველოს დახმარებითა და მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში მსოფლიო ბოროტების – რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. არავითარ ფრთოსან ან ბალისტიკურ რაკეტებს, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებსა და კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც ამჟამად თითქმის ყოველდღიურად უშვებენ პუტინის რუსი სამხედრო კრიმინალები საცხოვრებელი შენობებისა და ელექტროსადგურების მიმართულებით, არ ძალუძს უკრაინის ხალხის დაჩოქება და მხოლოდ გააძლიერებენ ჩვენს ძალისხმევას რუს დამპყრობლებზე სრული და შეუქცევადი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოდან უკრაინაში 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა.  

საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს რამდენიმე საათში ის თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ენდრიუს საჰაერო ძალების ბაზაზე ვაშინგტონთან ახლოს, ადგილობრივი დროით შუადღისას (17:00 GMT) დაეშვა. უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით (ბოინგ 737 NG-ის სამხედრო მოდიფიკაცია) პოლონეთის ქალაქ ჟესოვიდან ჩავიდა. მედიის ცნობით, ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა. მოგზაურობისას მას თან ახლდა აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.  

პრემიერ-მინისტრმა ელჩებს საახალწლოდ უმასპინძლა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა – საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.  ირაკლი რარიბაშვილმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის $1.85 მილიარდის ღირებულების დახმარების ფარგლებში, ქვეყანა Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. „დღევანდელი დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს საკრუიზო რაკეტები, მოკლე დისტანციური ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავები მნიშვნელოვანი სიმაღლიდან, ვიდრე ეს ადრე მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეძლო", - თქვა ბლინკენმა. მისივე თქმით, პენტაგონი ასევე გამოაცხადებს $850 მილიონის ღირებულების ახალ დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის.  

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებს სახალხო დამცველის არჩევას. „ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები [ოპოზიციასთან]. დარწმუნებით შემიძლია, შედეგი გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან [ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა], რომლებიდანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი კანდიდატურა, მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო საერთო კანდიდატზე შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას. გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ. სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.  

ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება. BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის კართან შეხვდა. ფოტოსესიის შემდეგ თეთრ სახლში პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.   მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.  

მაია სანდუს თქმით, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ უმკურნალონ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართონ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა. პოდოლიაკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს სააკაშვილი „მაღელვებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი გართულებები. მოლდოვა უერთდება ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის საზღვარგარეთ წასვლის ნება დართონ", – წერს სანდუ.  

უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა, რომელიც მას ზელენსკიმ გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინელი სამხედროსგან საჩუქარი გადასცა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს თავისი ჯილდო და წერილი ბახმუტიდან გაუგზავნა. ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება ინფორმაციას Reuters-ის ჟურნალისტი სტივ ჰოლანდი Twitter-ზე ავრცელებს.  „ამ ჯიდლოს არ ვიმსახურებ, მაგრამ მადლობელი ვარ“, - განაცხადა ბაიდენმა. ორი ქვეყნის პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარეობს. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.   

ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით (ბოინგ 737 NG-ის სამხედრო მოდიფიკაცია) პოლონეთის ქალაქ ჟესოვიდან ჩავიდა. ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება CNN-ს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, თუ რა ზომები იყო მიღებული უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს. უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა, რომელიც მას ზელენსკიმ გადასცა ორივე მხარე შიშობდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა სცადოს.  პირველ რიგში, წყარო ამბობს, რომ რუსული თავდასხმის საფრთხის გამო, ვიზიტის განრიგის შესახებ ინფორმაცია არც აშშ-ში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს და არც მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ. წყაროს ცნობით, ზელენსკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა რამდენიმე თვის განმავლობაში სურდა, მაგრამ ვიზიტის საჭიროება მას სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით უნდა შეეფასებინა. სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებული იყო სამხედრო რისკები, რათა პრეზიდენტის მოკლე ვიზიტი საზღვარგარეთ არ გაართულებდა ფრონტზე არსებულ ვითარებას. მედიის წყარო ასევე ამბობს, რომ ზელენსკი მზად იყო ვიზიტისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდებოდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში. ასეთი გარღვევა, CNN-ის ცნობით, იყო ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც უკრაინას „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები გადაეცემა.  

ბაიდენი ზელენსკის: თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ

„პრეზიდენტო ზელენსკი, აშშ დგას უკრაინის შესანიშნავი ხალხის გვერდით. ჩვენ აქ გვაქვს ასეთი წესი, რომ TIME-ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ“, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.   ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა, რომელიც მას ზელენსკიმ გადასცა ორი ქვეყნის პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარეობს. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.  Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა  

ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1,8 მილაირდი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა, რომ მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან 300-დღიანი ომის შემდეგ შედგა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე „სასტიკ შეტევებს აძლიერებს". აშშ-ის პრეზიდენტმა მსგავს ქმედებებს შემზარავი უწოდა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი ზამთარს იარაღად იყენებს“. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერა, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას უწევს კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უკრაინის დახმარების მომხრეები არიან. ბაიდენმა განაცხადა, რომ „განსაკუთრებით სასიამოვნოა“ ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირადად შეხვედრა და ერთმანეთისთვის „თვალებში ჩახედვა“. თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.  უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.