ძებნის რეზულტატი:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ალ. პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რ.წ. და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი დ.ქ, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.კ-ს ჩაწერას. ბრალდებული ე.კ. ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო. ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

პუტინი წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით არ გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2022 წელს  ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე ყოველწლიური სიტყვით არ გამოვა. ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესმდივან, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო გასულ კვირას სახელმწიფო სათათბიროს მედია წყაროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გზავნილი პარლამენტში შესაძლოა 27 დეკემბერს განხორციელდეს, მაგრამ კრემლმა ეს ინფორმაციაუარყო. ის ფაქტი, რომ 2022 წელს პუტინის გამოსვლა არ შედგებოდა, მოგვიანებით TASS-მა და ჟურნალისტმა ფარიდა რუსტამოვამ განაცხადა. ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეის წინაშე სიტყვით 2021 წლის აპრილში გამოვიდა. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა გზავნილი ყოველწლიურად უნდა წაიკითხოს. თუმცა, ერთხელ პუტინის გზავნილი უკვე გადაიდო. ეს მოხდა 2017 წლის ბოლოდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს პუტინის დიდი პრესკონფერენცია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველი წლის დეკემბერში იმართებოდა, არ შედგა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ პრესკონფერენცია უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო გაუქმდა.  

ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩადის ვაშინგტონში. ზელენსკის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას განიხილავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს. ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი იქნება. უკრაინის პრეზიდენტი ამ დრომდე საერთაშორისო ტრიბუნებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით იყენებდა. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.  

ქვეყნები, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლია - პირველ ადგილზეა იტალია

ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1153 ძეგლია. პირველ ადგილს 58 ძეგლით იტალია იკავებს. 2021 წლის ივლისამდე  პირველ ადგილზე იყვნენ ჩინეთი და იტალია 55-55 ძეგლით, თუმცა მოგვიანებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, იტალიას კიდევ სამი ძეგლი დაემატა, ჩინეთს, ერთი. წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას, სადაც მოგზაურობისას თქვენს თვალწინ ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლები ცოცხლდება. 1. იტალია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 58 ძეგლით პირველ ადგილს იკავებს რომის იმპერიისა და რენესანსის სამშობლოს აქვს 53 არის კულტურული და 5 ბუნებრივი ძეგლი. გარდა ამ 58 ფიზიკური ადგილისა, იუნესკო აღიარებს იტალიის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 14 ტრადიცია, რომელთაგან ზოგიერთი იტალიას ეხება, ზოგი კი სხვა ქვეყნებს...   2. ჩინეთი: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 56 ძეგლით, მეორე ადგილზეა. ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი უნიკალური ძეგლია.   3. გერმანია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მესამე ადგილზეა 51 ძეგლით. განსაცვიფრებელი ძეგლები, პარკები, ქალაქები და სასახლეები გერმანიას თავისი მასშტაბით ეხმარება რომ პირველ სამეულში მოხვდეს.   4. ესპანეთი: 49 ისტორიული ძეგლით მეოთხე ადგილს იკავებს. ესპანეთს აქვს კულტურის დამაჯერებელი ნაზავი და განსაცვიფრებელი ბუნებრივი პეიზაჟების მრავალფეროვანი სპექტრი...   5. საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა 48 ძეგლით იუნესკოს სიაში, საიდანაც 42 კულტურული, 5 ბუნებრივი და ერთი შერეული ძეგლია.   მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებათა დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისთვის შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.) გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.) ზემო სვანეთი (1996 წ.) კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.) 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიო მეკვიდრეობის სიაშია 1153 ობიექტი 167 ქვეყნიდან. მათ შორის 897 კულტურულია, 218 – ბუნებრივი და 39 – შერეული. რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი მთელ კომპლექსებს და არქიტექტურულ ანსამბლებს მოიცავს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში, მდინარე ლუარას ხეობის გასწვრივ გადაჭიმული ციხესიმაგრეები... იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის (ანუ ფართობის ერთეულზე ობიექტების რიცხვის) მიხედვით წამყვანი პოზიციები ფართობით არცთუ დიდ, მაგრამ მჭიდროდ დასახლებეულ ევროპის სახელმწიფოებს უკავია: იტალიას, ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდის სამეფოს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს... უმეტესად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენს ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს.

პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა. „იპოთეკით დაცული ობლიგაცია (mortgage covered bond) სპეციალური კატეგორიის უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს. იპოთეკური ობლიგაცია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის დაფინანსებაზე წვდომის იაფიან და სტაბილურ საშუალებად ითვლება, დეპოზიტებისა და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიულ წყაროებთან ერთად. კანონის მიღებით, ამ ობლიგაციის გამოშვება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი. იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს დაიწყო. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კომერციულ ბანკებთან, როგორც პოტენციურ ემიტენტებთან. კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და გამოცდილებას იზიარებს, მათ შორის, ევროკავშირის 2019 წლის 27 ნოემბრის შესაბამის დირექტივას. წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა მიმდინარე წლის იანვარში ახალ ჩარჩოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: „იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში“. იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობას. იპოთეკური ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც თავად კომერციული ბანკები, ასევე, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, კომერციული ბანკები შეძლებენ, იპოთეკური ობლიგაციები ეროვნულ ბანკთან წარმოებულ მონეტარულ ოპერაციებში გირაოდ გამოიყენონ. კანონი გამოქვეყნებიდან (16/12/2022) სამი თვის შემდეგ ამოქმედდება. კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ეროვნული ბანკი, აღნიშნულ პერიოდში, შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს. სამართლებრივი აქტის პროექტები საკონსულტაციოდ და ბაზრის მონაწილეებისგან/დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ უკრაინას Patriot - ის საზენიტო სარაკეტო ბატარეას მიაწვდის

შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. თეთრმა სახლმდა დაადასტურა, რომ დახმარება Patriot - ის საზენიტო სარაკეტო ბატარეას მოიცავს. მედიის ინფორმაციით, ახალი დახმარების პაკეტშია გამანადგურებელ თვითმფრინავებისთვის საჭირო ზუსტი მართვადი ბომბები. თეთრი სახლის განცხადებით, ეს იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც უკრაინელ ხალხს და ინფრასტრუქტურას რუსეთის ბარბაროსული თავდასხმისგან დაიცავს. Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები უკრაინაში შესაძლოა, ომის ახალ ფაზაში გამოჩნდნენ - რეზნიკოვი შეერთებული შტატები ხსენებული სისტემის გამოყენების სწავლების მიზნით, უკრაინულ ძალებს წვრთნებს ჩაუტარებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მიემგზავრება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად. ეს აროს ზელენსკის პირველი საერთაშორისო ვიზიტი მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩადის ვაშინგტონში. ზელენსკის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას განიხილავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს. ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი იქნება. უკრაინის პრეზიდენტი ამ დრომდე საერთაშორისო ტრიბუნებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით იყენებდა. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ნოემბერს, თბილისში, ა. პუშკინის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტმა ბრალდებულს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. აღნიშნულმა პირმა, ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. „ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჩინეთში, ჩიპების 100 უმდიდრესი მწარმოებლის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა

ჩინეთში, ჩიპების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების მფლობელების პირადი ქონება გასულ წელთან შედარებით შემცირდა. ვებგვერდის Ijiwei.com-ის მიხედვით, ინდუსტრიის 100 უმდიდრესი ბიზნესმენის ჯამური სიმდიდრე გასულ წელთან შედარებით 28 პროცენტით შემცირდა. ამავდროულად, იმ ბიზნესმენთა რიცხვი, რომელთა პირადი ქონება 10 მილიარდ იუანს (დაახლოებით 1,43 მილიარდ აშშ დოლარს) აჭარბებს 22-დან 17-მდე შემცირდა.  ჩინეთში ნახევარგამტარების ინდუსტრია გახდა სექტორი, რომელშიც, მთავრობის წახალისებისა და საფონდო ბირჟაზე ჩამოთვლილი კომპანიების რაოდენობის ზრდის წყალობით, ბოლო წლებში ბევრი ახალი მილიარდერი გამოჩნდა. ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა მიიღო რეგულაცია, რომელიც მოიცავდა შეზღუდვებს ჩინეთში მიკროსქემების წარმოებისთვის საჭირო მასალების, მანქანებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე. 12 დეკემბერს, სამინისტრომ 36 კომპანია დაამატა სანქცირებულთა სიაში, რომელთაც ჩიპების ექსპორტი აეკრძალათ. მათ შორის 21 კომპანია ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ინდუსტრიაშია. მათ შორისაა ჩინეთის უმსხვილესი მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი Yangzte Memory Technologies (YMTC). შეერთებულმა შტატებმა შემოიღო მკაცრი ლიცენზირების მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად ზღუდავს ჩინური კომპანიების წვდომას ამერიკულ საქონელზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიაზე.  

ცნობილია, როდის გაიმართება კონცერტები „საახალწლო სოფელში“

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“ მოწყობილ სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. „გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები - გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერა და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“. საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, SKAZZ-ს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას. საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თურქეთი, ტრანსანატოლიური გაზსადენის სიმძლავრის გაზრდას განიხილავს

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) სიმძლავრის გაზრდა მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბრიფინგზე განაცხადა. ფატიჰ დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. „თურქეთი არა მხოლოდ დაფარავს საკუთარ ენერგეტიკულ საჭიროებებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, - დასძინა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა თურქეთის ენერგოვაჭრობის ცენტრად გადაქცევა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 10,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. თურქეთში გაზის ექსპორტმა 7,6 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2,2 მილიარდი კუბური მეტრი. გაზის ექსპორტი წელს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთში გაზის მიწოდების მოცულობამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში 5,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანმა 20,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა.  

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს

„საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. „როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს. როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა Europetime-ს ალექსანდრე ვინიკოვმა.

NATO მოუწოდებს საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი

„მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ.

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ფინეთი, ზღვაზე ქარის პირველ ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ტელეკომპანია Yle იტყობინება. კომპანიბმა Metsahallytus-მა და Vattenfall-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ფინეთის პირველი ოფშორული ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას კორსნასის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე. ობიექტის სიმძლავრე 1.3 გიგავატს მიაღწევს, ხოლო ელექტროენერგიის სავარაუდო გამომუშავება წელიწადში 6 ტვტ/სთ იქნება. ობიექტი ელექტროენერგიას მიაწვდოს 2 მილიონზე მეტ მრავალბინიან კორპუსს ან დაახლოებით 250 ათას კერძო სახლს. ფინეთის მიზანია, 2035 წლისთვის ნახშირბადისგან ნეიტრალური სახელმწიფო გახდეს. ამჟამად, ფინეთში წარმოებული ქარის ენერგია ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ექსპერტების აზრით, 10 წელიწადში ეს წილი 25%-მდე გაიზრდება.  

ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამიყენოს. - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. „ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-ს. 

პუტინის თქმით, მალე სარმატის კონტინენტთაშორის რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში РС-28 სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში პირველად მოიყვანენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. „ახლო მომავალში საბრძოლო მზადყოფნაში პირველად იქნება მოყვანილი სარმატის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები“, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, „რაღაც მოძრაობებია მარჯვნივ, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, ყველაფერი რეალიზებული იქნება", - აღნიშნა რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტმა. ამავე სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სარმატის წარმატებით გამოცდის შემდეგ, ამ სისტემის განლაგებაზე მუშაობა დაიწყო.  

რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტექნიკა გადასცა მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას. საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსაც შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება.

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6646 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6667 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.21 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8287 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8368 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1427 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2314 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

ცნობილია სამი ვალუტა, რომლებიც აშშ დოლართან ყველაზე მეტად გამყარდა - Bloomberg

უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, რუსების ემიგრაციამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტები მსოფლიო რეიტინგში წელს პირველ ადგილზე აიყვანა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დიდი ზრდა ტაჯიკეთის, საქართველოსა და სომხეთის ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა. „რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყნებში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რომელთაც სოლიდური ფულად სახსრები ჩაიტანეს. შესაბამისად დამან გამოიწვია ის რომ ქართული ლარი აშშ დოლართან 16%, ტაჯიკური სომონი 10%, ხოლო სომხური დრამი 22%-ით გამყარდა“, - წერს გამოცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 60% არის გაზრდილი და $1,75 მილიარდი შეადგინა. სომხეთში, მიმდინარე 10 თვეში რუსეთის ფედერაციიდან $2,8 მილიარდი გადაირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ტაჯიკეთში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა წლის პირველ ნახევარში, რამაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, (რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს) 7%-ით გამოიწვია.    

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.