ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის კონგრესში $1.7 ტრილიონის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის $44.9 მილიარდის, NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის კი -$40.6 მილიარდის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება $44.9 მილიარდი, NATO-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - $40.6 მილიარდი. დაფინანსების მიზანია, აღნიშნული ქვეყნებისთვის ბუნებრივი კატაკლიზმებისა ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში დახმარების გაწევა. სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა $858 მილიარდს შეადგენს, რაც $118 მილიარდით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანია კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნა.
პოდოლიაკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს სააკაშვილი
შეუძლებელია პირდაპირ ეთერში უყურო, როგორ კვდება ადამიანი, რომელსაც იცნობ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. „შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ ცივილიზებული სამყაროს თვალწინ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, -წერს პოდოლიაკი.
პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. ვლადიმერ პუტინი ბელორუსში ჩავიდა პუტინის მტკიცებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში მისივე თქმით, პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. "პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთელი რიგი ობიექტები და მთლიანად მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა კულებამ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს და ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტმა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ პირს სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით კონკრეტული თანხა მოსთხოვა, რომელიც მეორე მხარემ ბრალდებულს სხვადასხვა დროს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე საჯარო მოხელემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, პირადი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს უპირატესობა მიანიჭა და გარემოს დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება არ განახორციელა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი სამშენებლო მასალა მიიღო. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 19 დეკემბერს დააკავეს. საჯარო მოხელეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება, 2 ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საგამოძიებო სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების არსებობის საკითხს შევისწავლით
კლინიკა „ვივამედში“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. "მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების არსებობის საკითხს შევისწავლით", - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლმა, ვასილ კაკალაშვილმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ლიეტუვა ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე-დრონს შეისყიდის
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მსოფლიოში პირველი იქნება აშშ-ის გარდა, ვინც ამერიკულ Switchblade 600 ტიპის კამიკაძე დრონს შეისყიდის. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ ხელი მოაწერა შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან $495 მილიონად HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შესაძენის შესახებ. კონტრაქტს ლიეტუვის მთავრობასთან, ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი გააფორმებს.
რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტი შეიქმნება
რუმინეთსა და საქართველოს შორის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სტრატეგიულ დონეზე ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. პარლამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: თავდაცვის პოლიტიკა, სტრატეგიული კოორდინაცია და თანამშრომლობა, თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა, თავსებადობისა და შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი საკითხები, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. გარდა ამისა, შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და კოორდინირებისთვის რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) შექმნას ითვალისწინებს. „ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა, ეს თანამშრომლობა გადადის ახალ ეტაპზე. იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას. ამიტომაც, ეს შეთანხმება იქნება ახალი ნაბიჯი განსაკუთრებით ნატო-სთან დაახლოების გზაზე,“ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ციცაგიმ.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ზე დაწერა. „ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ კომპრომისულ ტექსტზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ვიდრე ევროკავშირის საბჭო საკითხს საბოლოოდ დაამტკიცებს“, - წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციის პროექტი ითვალისწინებს, რომ კოსოვოს პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრება 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ეს რეჟიმი ამოქმედდება ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა. ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, შეეცვალა იმ სახელმწიფოების მოქალაქეების საზღვრის გავლის პროცედურა, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. 2018 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ადგენს პარამეტრებს ახალი სისტემისთვის, სახელწოდებით ETIAS. რეგულაციის ტექსტი ახლა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.
როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მანამდე პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება ჩატარდა და დადგინდა რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი. „კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან. ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა“, - აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში. სატენდერო პირობებით, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით პროექტს მხარს უჭერს აშშ. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეთანხმება „ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორებთან დააახლოებს და დაეხმარება ორივე რეგიონს სუფთა ენერგიის ტრანზიტის მიღწევაში“. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით შედეგებს მსოფლიო ბანკის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. Europetime-თან ინტერვიუში, ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 10 თვეში დასრულდება. Europetime-ს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია და ამ დროისთვის შუალედური დასკვნა არ არსებობს. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ის ადამიანები აქტიურობენ, ვინც ის საქართველოში ჩამოიყვანა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა პოდოლიაკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს სააკაშვილი „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“.
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 900 გენერატორსა და ათას ერთეულ ზამთრის ფორმას აგზავნის - თავდაცვის მინისტრი
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 900 გენერატორსა და ათას ერთეულ ზამთრის ფორმას აგზავნის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დღეს, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოსალოდნელია, რომ კიდევ 10,000 კომპლექტის (ზამთრის ტანსაცმლის) მიწოდება შობის წინ. ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებამ დაახლოებით 1,23 მილიონი ზამთრის კომპლექტი გადასცა უკრაინას", - აღნიშნა ბენ უოლესმა.
2022 წელს რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა
2022 წლის დასაწყისიდან რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა, რაც რუსეთის IT კომპანიებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ია. ამის შესახებ ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკსუტ შადაევმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციიდან IT სპეციალისტების წასვლის ორი ტალღა დაფიქსირდა. „თანამშრომლების 10%-მდე დატოვა ქვეყანა და არ დაბრუნდა”, - განაცხადა მაკსუტ შადაევმა. „ერთიანი რუსეთი“ აპირებს სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს დისტანციურ მუშაობას მათთვის, ვინც დატოვა რუსეთი და დაკარგა საგადასახადო რეზიდენტობა. აკრძალვას დაქვემდებარებული პროფესიების საბოლოო ჩამონათვალს მთავრობა დაადგენს.
HRW: რუსებმა ხერსონის მუზეუმებიდან ათასობით ექსპონატი გაიტაცეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სამხედრო დაკვეთით მოქმედებდნენ, ხერსონის მუზეუმიდან ათასობით ძვირფასი არტეფაქტი და ხელოვნების ნიმუში გაიტანეს. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი. რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, უფლებადამცველები ხერსონის კულტურულ დაწესებულებებში მივიდნენ და მუშებს და მოვლენების თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათივე თქმით, ნოემბრის ოკუპაციის ბოლო დღეებში რუსებმა მანქანებში ჩატვირთეს ნახატები, სამკაულები, რელიგიური ხატები და ისტორიული დოკუმენტები და ექსპონატები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიტანეს. Human Rights Watch-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს ძარცვის აშკარა ნიშნები ორ მუზეუმში, მათ შორის ცარიელი სურათების ჩარჩოები, გატეხილი ყუთები და ვიტრინები. სად არის ამჟამად მუზეუმის ექსპონატები, უცნობია. უფლებადამცველები თვლიან, რომ ზოგიერთი ნივთი ანექსირებულ ყირიმში გადაიტანეს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საომარი მოქმედებების დროს მუზეუმებისა და კულტურული დაწესებულებების ქონების გაძარცვა, მითვისება ან ჩამორთმევა კვალიფიცირებულია როგორც ომის დანაშაული. Human Rights Watch მიიჩნევს, რომ რუსეთის წარმომადგენლების ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზებულ ოპერაციად, უკრაინელებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ჩამორთმევის მიზნით. რუსეთის ხელისუფლება უფლებადამცველთა ანგარიშზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
სალომე ზურაბიშვილი: ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ეროვნულ გვარდიას აკისრია
„ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების ორგანული ნაწილია, მას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, რამეთუ ეროვნულ გვარდიას ევალება, შეიარაღებული ძალების რეზერვების მომზადება, გადამზადება და სამობილიზაციო რესურსის მართვა, რაც ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ორბელიანების სასახლეში, სადაც ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მეუღლეებთან ერთად, წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. „1920 წლის 20 დეკემბერს, ანუ 102 წელის წინ, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეროვნული გვარდია. ასევე, უნდა გავიხსენოთ ის, რომ 12 დეკემბერს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდია. ღირსშესანიშნავია, რომ 1918 წლიდან გვარდიამ მონაწილეობა მიიღო ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ყველა ბრძოლაში, ყველა ომში და ამისთვის ჩვენ მათ მიმართ მართლაც დიდი მადლიერება გვევალება. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა იმასაც გავიხსენებ, რომ თუკი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში არსებობდა გარკვეული დაძაბულობა ორ, პარალელურ სამხედრო ფორმირებას - გვარდიასა და ჯარს შორის, დღეს ასეთი რამ უკვე გამორიცხულია, რამეთუ დღეს, ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალების ორგანული ნაწილია, მას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, რამეთუ ეროვნულ გვარდიას ევალება, შეიარაღებული ძალების რეზერვების მომზადება, გადამზადება და სამობილიზაციო რესურსის მართვა, რაც ყველას გვესმის ჩვენი თავდაცვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს.. ღმერთმა არ ქნას... მას ასევე ევალება საგანგებო სიტუაციების, სამოქალაქო ოპერაციების მხარდაჭერა და ეს ყველა ქვეყნისთვის დღევანდელ პირობებში უფრო და უფრო დიდი გამოწვევა და ამდენად, მისი უფრო და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ეროვნულ გვარდიას და ჩვენს თავდაცვის ძალებს ვუსურვებ დიდ წარმატებას, დღევანდელ დღეს ვულოცავ გვარდიას და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველა თაობისა და წოდების გვარდიელს მადლობას მოვახსენებ სამსახურისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბახმუტის დამცველებმა ზელენსკის აშშ-ის კონგრესისთვის განკუთვნილი დროშა გადასცეს
ბახმუტის დამცველებმა ზელენსკის აშშ-ის კონგრესისთვის განკუთვნილი დროშა გადასცეს, რომელზეც სამხედროების ხელმოწერებია დატანილი. „მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მტერი რაოდენობას ზრდის. ჩვენი ბიჭები მამაცურად დგანან არიან და გვჭირდება იარაღით მათი გაძლიერება. ბიჭების მადლობის სიტყვებს აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტს გადავცემთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
The Economist-მა უკრაინა 2022 წლის ქვეყნად დაასახელა
The Economist-მა 2022 „წლის ქვეყნად“ უკრაინა აირჩია. The Economist-მა ხაზი გაუსვა უკრაინელების ოთხ თვისებას, რისთვისაც გამოცემამ ჯილდოს გადაცემა გადაწყვიტა. „წლის ქვეყნის არჩევა ადვილი არ არის. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, თავისუფალი დებატებით იწყებენ და ისინი კამათობენ ათეულობით ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად, მას შემდეგ, რაც 2013 წელს დავიწყეთ წლის ქვეყნების დასახელება, არჩევანი აშკარაა. ეს შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინა“, - წერს გამოცემა. პირველი თვისება არის უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გმირობა. მეორე - გამჭრიახობა, შემოქმედებითობა, რომელიც The Economist-ის შეფასებით, გამოიხატება უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარით, გამოავლინოს რუსული ჯარების სისუსტეები. მესამე - უკრაინელების გამძლეობა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების მიუხედავად, თავდასხმებმა როგორც ჩანს, ვერ შელახა (უკრაინელების) მორალი. მეოთხე - შთაგონება. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ქვეყანას შეუძლია, დაუპირისპირდეს მოძალადეებს, თუნდაც უზარმაზარი ძალის. ამასთაან, The Economist-მა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა „ომის დანაშაულებს ომის დანაშაულებით არ უპასუხეს... ცნობისთვის, Financial Times-მა და TIME-მა დეკემბერში ზელენსკი „წლის ადამიანად“ დაასახელეს. TIME-მა ასევე აღიარა „უკრაინის სული“, რომელსაც განასახიერებს უამრავი ადამიანი, ვისაც წვლილი შეაქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროსტატი: ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა
ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატის ცნობით, ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა. ექვსმა წევრმა სახელმწიფომ შეამცირა ბუნებრივი გაზის მოხმარება, მაგრამ ჯერ 15%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწიეს. მალტასა (+7.1%) და სლოვაკეთში (+2.6%) ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა. 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1%-ით შემცირდა 2017-დან 2021 წლამდე იგივე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ევროსტატის მონაცემებით, ამა წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15%-ის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო ზოგიერთში 40%-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტად გაზის მოხმარება შემცირდა ფინეთში (-52.7%), ლატვიასა (-43.2%) და ლიეტუვაში (-41.6%).
უკრაინამ აშშ-სგან საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $2 მილიარდი მიიღო
უკრაინამ აშშ-სგან 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მეორე ტრანში მიიღო. უკრაინის ფინანსთან სამინისტროს ცნობით, თანხა უკრაინელი სასწრაფო დახმარების მუშაკების პენსიების, ხელფასების და უფასო სამედიცინო მომსახურების დაფარვას მოხმარდება. „ასეთი დახმარება არამხოლოდ საშუალებას, გვაძლევს დროულად და სრულად დავფაროთ პრიორიტეტული სოციალური ხარჯები, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზე შემდგომი ვალის ტვირთს მოხსნის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ. საერთო ჯამში, 24 თებერვლის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას გრანტების სახით, 12 მილიარდი დოლარი გამოუყო, რაც ქვეყანას უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების უმსხვილეს დონორად აქცევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ში, ვაშინგტონში ჩასვლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ასევე მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. ვიზიტის დროს ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით, 1,8 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ამასთან, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.