ძებნის რეზულტატი:
საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - მარგველაშვილი
ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან. „მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის თაობაზე შეიძლება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელი მოაწეროს, ვისაც გულწრფელად წამს, რომ წამება და მკვლელობა მიუღებელია. ხელმოწერა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეს", - განაცხადა მარგველაშვილმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს - ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო, შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს ბრალდება წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - განაცხადა პოროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. „მეგი ბაქრაძე ჩვენს კლინიკაში შემოყვანის დროს გარდაცვლილი არ იყო", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე, 2021 წლის მარტში განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ექთანი მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში მიყვანის დროს, 19:45 წუთზე გარდაცვლილი იყო, სიმართელს არ შეესაბამება. როგორც რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის ექთანი ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes
მილიარდერები დიდ როლს თამაშობენ გლობალური ეკონომიკის, პოლიტიკისა და ფილანტროპიის ჩამოყალიბებაში. Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში 2022 წელს 2668 მილიარდერია. მათ შორის ყველაზე მდიდარია (LVMH) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო, რომელიც 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. 73 წლის ბერნარ არნოს ქონება $172.9 მილიარდია 2. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის მფლობელი 51 წლის ილონ მასკი, რომლის ქონებაც $168,5 მილიარდია. 3. Adan Group-ის დამფუძნებელმა გაუტამ ადანიმ 2022 წლის მარტში მუკეშ ამბანის გადაუსწრო, რომელიც აზიის უმდიდრესი ადამიანია. Adan Group-ის გარდა ის ძირითად წილებს ექვს საკვანძო ინდურ კომპანიაში ფლობს. მისი ქონება $125 მილიარდია. 4. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთზეა 67 წლის ბილ გეითსი, რომლიც მსოფლიოში უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, Microsoft-ს ფლობს. მისი ქონება $115 მილიარდია. 5. მილიარდერთა რეიტინგში მეხუთეა 58 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც კომპანია Amazon-ს ფლობს და 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $114 მილიარდია. 6. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეექვსეა 92 წლის უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც 108 მილიარდს შეადგენს. ბაფეტი არის ცნობილი მეტსახელით „ომაჰას ორაკული“. ის უდიდესი ქველმოქმედია და 2006 წელს თავისი ქონების 85% ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს გადასცა. 7. მსოფლიო მილიარდერების სიაში მეშვიდეა 78 წლის ლარი ელისონი. მისი გამდიდრება კომპანია “Oracle“-ს უკავშირდება. 2012 წელს ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული ლანაი შეიძინა 300 მლნ დოლარად, სადაც მდიდრული საცხოვრებელი და გასართობი სამყარო მოაწყო. ელისონს აქვს მსოფლიოში სიდიდით მე-4 იახტა, რომელიც 200 მლნ დოლარი ღირს. 2022 წლის მონაცემებით, მისი ქონება $93,7 მილიარდია. 8. აზიის უმდიდრესი ადამიანი, 65 წლის მუკეშ ამბანი 2022 წელს მილიარდერთა რეიტინგში მერვეა. 2005 წელს მამისგან გადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნეს იმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ამბანი ცდილობდა ენერგეტიკული გიგანტი ექცია საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია. მისი ქონება $89,6 მილიარდია. 9. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-9 პოზციაზეა 66 წლის სტივ ბალმერი. ბალმერი ფლობს Microsoft-ის დაახლოებით 4%-ს, რაც მას პროგრამული გიგანტის უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად აქცევს. 2014 წელს, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბალმერმა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა Los Angeles Clippers-ის საკალათბურთო გუნდი. მისი ქონება $89,3 მილიარდია. 10. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-10 პოზიციაზეა 49 წლის ლარი პეიჯი. რომელიც Google-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი ქონება 86,9 მილარდია.
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხარკოვის ოლქზე რუსმა სამხედროებმა ჰაერიდან მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სამშობიარო პალატა, საბავშვო ბაღი და ათობით სახლი. ხარკოვის დაბომბვის შემდეგ საჰაერო განგაში უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებშიც გამოცხადდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებული ყველა შადრევნის უსაფრთხოება შემოწმდება და ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისას მისი ექსპლუატაციაში გაშვება. „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებული, დაახლოებით, 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, უკვე დასრულდება და მოხდება პროექტებში ყველა იმ ცვლილების გათვალისწინება, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზა შემოგვთავაზებს. ამას გარდა, პარალელურად მიმდინარეობს თბილისში არსებული შადრევნების ელექტრული ქსელის უსაფრთხოების ნაწილში შესწავლა, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისთანავე ამ შადრევნების ექსპლუატაციაში გაშვება“, - განაცხადა ხმალაძემ. „გულდასაწყვეტია, როცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს მშენებლობებზე. წარმოიდგინეთ, 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი პროექტი განხორციელდა დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა ქუჩებში, უბნებში, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არათუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაო პროცესშიც, იმ ადამიანებს, ვინც სამუშაოებს ახორციელებს. ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ კითხვას, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა და ა.შ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დავალებით მოხდება ყველა იმ ობიექტის შემოწმება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „მშენ-ექსპერტის“ მიერ იქნა ექსპერტიზა ჩატარებული, ასევე, იმ პროექტებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა, პროექტის სახით მერიაში დევს და ექსპერტიზის დასკვნა „მშენ-ექსპერტის“ მიერაა გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
28 დეკემბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა, რათა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხები განიხილოს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევს ეწვევა ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ოლექსი რეზნიკოვთან. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება უკრაინისთვის ფრანგული იარაღის მიწოდების საკითხი. იმავდროულად, ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ ჩამოსვლისთანავე მინისტრი მივიდა დაღუპული გმირების ხსოვნის კედელთან, რათა პატივი მიაგოს მათ ხსოვნას და გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
იტალიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთს თუ ომში დამარცხება დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ რუსეთს თუ ომში დამარცხება დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამისინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „თუ შესაძლებელია, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ თავის დაცვაში. რუსეთმა გადაკვეთა საზღვარი, რომელიც არ უნდა გადაელახა. მიწოდება უნდა შეესაბამებოდეს შეიარაღების მარაგების შევსების შესაძლებლობას და კიევს კარგ, მუშა მდგომარეობაში უნდა გადაეცეს“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მასკის თქმით, ირანში ინტერნეტს Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს
SpaceX-ისა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში ინტერნეტის მიწოდებას Starlink-ის 100-მდე თანამგზავრი უზრუნველყოფს. მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის თანამგზავრებს განათავსებს, რათა ირანში დემონსტრანტებს კომუნიკაცია შეეძლოთ იმ პროტესტის ფონზე, რომელმაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ იფეთქა. ილონ მასკი, ირანში, აქციების ფონზე, Starlink-ის გააქტიურებას გეგმავს უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონამდე ლარით გაიზარდა
უთაისის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მათივე ცნობით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 101 484,7 ათასი ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 11 607,9 ათასი ლარით აღემატება. “ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 24 500,6 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 470,0 ათასი ლარით მეტია. დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076,6 ათასი ლარი, გაიზარდა 345,5 ათასი ლარით; განათლების სფეროს განვითარება - 17 483.7 ათასი ლარი, გაიზარდა 3 026, 7 ათასი ლარით; სპორტის სფეროს განვითარება - 10 228,1 ათასი ლარი, გაიზარდა 1 806.1 ათასი ლარით; კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 10 415.3 ათასი ლარი, გაიზარდა 1 071.7 ათასი ლარით; ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 241.0 ათასი ლარი, გაიზარდა 616,0 ათასი ლარით; სოციალური პროგრამების დაფინანსება - 5 694.2 ათასი ლარი, გაიზარდა 790.7 ათასი ლარით; მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 470,0 ათასი ლარი (ზრდა 361,0 ათასი ლარი), ასევე 261-დან 318-მდე გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება. აღნიშნული ბიუჯეტი მზარდია და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, ისევე როგორც ეს იყო 2022 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში. 2023 წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისა და ქუთაისელებისთვის”, - განაცხადა ქუთაისის მერმა.
ყირგიზეთი და ყაზახეთი $35 მილიონის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებენ
ყირგიზეთმა და ყაზახეთმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელიც ისიკ-კულში 35 მილიონი დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებს. 50 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ეროვნული ენერგეტიკული ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „თაზაენერჯისა“ და ყაზახეთის საინვესტიციო კომპანია „TGS-Energy“-ს შორის გაფორმდა. სოფელ თორუ-აიგირში პროექტისთვის 80 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი. მხარეები გეგმავენ, რომ სადგურის მშენებლობა 2023 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე მეტი იქნება და ქსელს წელიწადში მინიმუმ 90 მილიონი კვტ/სთ მიაწვდის, - აცხადებენ ეროვნული ენერგოჰოლდინგში. მთლიანობაში მხარეები ყირგიზეთში რამდენიმე მზის სადგურის აშენებას გეგმავენ, რომელთა საერთო სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება
მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება, რადგან ის ამის აზრს ვერ ხედავს - ამის შესახებ „ვივა მედიდან“ გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს გიული ალასანიამ განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო „აზრი არ აქვს, მაინც არ ჩართავენ და ხომ იცით, როგორც მთავრდება", - განაცხადა ალასანიამ. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო ამასტან მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის კონსულმაც მოინახულა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის სასჯელის გათავისუფლების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს. პროცესზე იგეგმება ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩართეს. მალევე მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესში მონაწილეობა ვაღარ გააგრძელა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა
საფრანგეთი პოლონეთს საფრთხეების ადრეულ გამოვლენაში დაეხმარება
საფრანგეთი პოლონეთს ორ სადამკვირვებლო თანამგზავრს და მიმღებ სადგურს მიაწვდის. პოლონეთის თქმით, ვარშავაში დადებული შეთანხმება დაეხმარება მის შეიარაღებულ ძალებს საფრთხის ადრეული ამოცნობაში. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ფრანგ კოლეგა სებასტიენ ლეკორნუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთის არმიის ორი სადაზვერვო თანამგზავრით აღჭურვის შესახებ შეთანხმება Airbus-სა და პოლონურ სააგენტოს შორის უკვე დამტკიცებულია. პოლონეთის შეიარაღების სააგენტომ გარიგების ჯამურ ღირებულებად 575 მილიონი ევრო (612 მილიონი დოლარი) დაასახელა და განაცხადა, რომ თანამგზავრების კოსმოსში გაშვება 2027 წლისთვის შესრულდება. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თანამგზავრების წყალობით, მისი სამხედროები სადაზვერვო მონაცემების მაქსიმალური სიზუსტით მიღებას შეძლებენ. ბლაშჩაკმა მას უწოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო საფრთხეების, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გავიდა
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და განუცხადა, რომ მის შესახებ ჭორებს ავრცელებენ და „მესიჯბოქსებს“ ქმნიან. „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ, როცა მე ქუჩაში ვიდექი. მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც დღეს მესიჯ ბოქსებს ავრცელებენ, ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობაზე, ან „ქართუ ბანკში“. თურმე იციან, მე რას, როდის და რატომ გავაკეთებ. ვინ შეიწყალა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით?!“, - განუცხადა ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს. კითხვას, აპირებს თუ არა ის სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არ უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თორნიკე მოლაშვილისა და ია მეტრეველის ორგანიზებით გაიმართა. ისინი ითხოვენ, პრეზიდენტმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 000-მდე ქალის მიმართვა გადასცეს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს მოქალაქეების სახელით, ხელმომწერი ქალები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასაც სთხოვენ. ხელმომწერთა შორის არიან ნინო კასრაძე, თამარ ჭოხონელიძე, მაკა ჩიჩუა, ელენე ხოშტარია, ჯანა ჯავახიშვილი, ნინო სუხიშვილი, ვერა ქობალია, ეკა ბესელია, ნინო დანელია, რუსუდან გოცირიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ქათამაძე და სხვები. ცნობისთვის, პრეზიდენტის ბრიფინგი 17:00 საათისთვის დაინიშნა. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.
ირანი ცდილობს, ასტარა-რეშტის რკინიგზის მშენებლობის დასასრულებლად დაფინანსება რუსეთიდან მიიღოს
ირანს 800 მილიონი ევრო სჭირდება ასტარა-რაშტის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ITC) ნაწილია. რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს ამის შესახებ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ ჰეიროლა ხადემიმ განაცხადა. „ასტარა-რაშტი სარკინიგზო პროექტებს შორის მთავარი პრიორიტეტია... ამ პროექტის დასასრულებლად 800 მილიონი ევრო გვჭირდება“. მინისტრის მოადგილის თქმით, ირანი რუსული მხარისგან პასუხს უახლოეს კვირებში ელის. ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ თეირანს სურს ამ პროექტის განხორციელებისა და ექსპლუატაციისთვის სახსრები მოსკოვიდან კრედიტით ან რუსული კერძო სექტორისგან მიიღოს. ამავდროულად, ირანი მზადაა განიხილოს დაფინანსების სხვა წყაროები. ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს „რუსმა სპეციალისტებმა ირანული მხრიდან მიიღეს ტექნიკური დოკუმენტაცია და კვლევები, ჩაატარეს ტექნიკური დათვალიერება. ამ დროისთვის ირანული მხარე მოსკოვიდან ელოდება ინფორმაციას ფასებისა და სამუშაოს დაწყების პროცედურის შესახებ", - დასძინა ხადემმა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს „ასტარა-რეშტი არის მულტიმოდალური მარშრუტის ნაწილი სანკტ-პეტერბურგიდან მუმბაის პორტამდე (ინდოეთი), რომლის სიგრძე 7,2 ათასი კილომეტრია. ეს არის საზღვაო გზის ალტერნატივა, რომელიც აკავშირებს ევროპას, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთის ოკეანეს სუეცის არხის გავლით. არსებობს სამი ITC მარშრუტი: ტრანსკასპიური (რკინიგზისა და პორტების გამოყენებით), დასავლეთი და აღმოსავლეთი (სახმელეთო). ირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ასტარა-რეშტის სარკინიგზო მშენებლობის პროექტზე ჯერ კიდევ 2005 წელს. მშენებლობის აქტიური ეტაპი მხოლოდ 2018 წელს დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ კონტრაქციას მიზანმიმართულს უწოდებს იმ მიზნით, რომ პრეზიდენტზე მომხდარიყო ზეწოლა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ დღევანდელი ბრიფინგი დაუგეგმავი იყო და დღეს არაფერს აპირებდა. ამასთან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან იმის გამო გავიდა, რომ ბევრ მათგანთან ბრძოლის საერთო წარსული აკავშირებდა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გავიდა „ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან, არსად არ იყვნენ 2007 წელს, ახლა მასწავლიან და მიკითხავენ მორალს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან აქეთ-იქით, თუ როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, უკვე გამოიკვეთა და ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში ძალებს შორის, რომლებიც თითქოსდა ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულები არიან. „ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსი, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება, დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7055 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7009 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8789 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8800 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა
„მთავარ შეკითხვაზე, პასუხი გაეცემა როცა გაეცემა“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას, შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს. საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია მას შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლესთან აქცია „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ კონტრაქციას მიზანმიმართულს უწოდებს იმ მიზნით, რომ პრეზიდენტზე მომხდარიყო ზეწოლა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გავიდა „ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან, არსად არ იყვნენ 2007 წელს, ახლა მასწავლიან და მიკითხავენ მორალს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან აქეთ-იქით, თუ როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში
„მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს, ზეწოლა და ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფნგზე. „მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, მუქარა, დამცირება, რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრია და გემოვნება. მემუქრებიან კარიერით, თურმე, ამ კარიერას დავემშვიდობები, სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე. მე ეს ქვეყანა მაინტერესებს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის. ვერ ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა, ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ. ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლესთან, თბილისის მერიის ორგანიზებით, საახალწლო სოფელია გახსნილი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა
ორივე ძალას აწყობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე ძალას აწყობს, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია. „რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული?! პირველ რიგში, მიშას {მიხეილ სააკაშვილი} ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ერთნი, როცა აქეზებდნენ - ჩამობრძანდი, ჩამობრძანდი და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი! ლაჩარი ხომ არ ხარ, ჩამოდი! ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს. სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არცერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებები, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით – 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია – 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება – 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები – 171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება, ჯამურად, 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს წინაშე 2022 წლის ანგარიშით წარდგა.