ძებნის რეზულტატი:

უკრაინა მოკავშირეებისგან უფრო მოწინავე იარაღს ელოდება - დაზვერვა

უკრაინა ახალი იარაღის, მათ შორის უფრო მოწინავე იარაღის მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბუდანოვის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება დაძაბულია, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა. „ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი იარაღის მიწოდებას და უფრო მეტად ველოდებით მოწინავე იარაღს“. მისივე თქმით ,რუსეთი ახლა სრულიად ჩიხშია და ძალიან მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. ამასთან, ბუდანოვი ბელორუსის ჯარების მხრიდან რეალურ, გარდაუვალ საფრთხეს ვერ ხედავს. 28 დეკემბერს ბუდანოვმა ბახმუტში უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები მოინახულა.  

WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი დეკემბერში 22%-ით შემცირდა.  მედიის ცნობით, პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საპასუხო განკარგულება გამოსცა 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საშუალო დღიური ექსპორტის მოცულობა ამ თვეში დაახლოებით 2,5 მილიონი ბარელი იყო, იუწყება The Wall Street Journal ანალიტიკოსთა ფირმა Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები ამ შემცირებას უკავშირებენ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის ოფშორულ მიწოდებაზე აკრძალვის დაწესებას და რუსეთიდან ზღვით ტრანსპორტირებულ ნავთობის ბარელზე ($60) ზღვრულ ზღვარს. ამ ფასზე შეთანხმდნენ ევროკავშირი, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია. „ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული ნავთობის შემსყიდველების წრე დავიწროვდა. რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობს ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და ბულგარეთი, რომელიც გათავისუფლებულია ევროკავშირის სანქციებისგან“, - თქვა Kpler-ის ანალიტიკოსმა მეტ სმიტმა. მისივე თქმით, ექსპორტის შემცირება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ზამთრის ამინდითაც, რაც გავლენას ახდენს ნავთობის გადატვირთვაზე.  აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.  

მინსკის მტკიცებით, უკრაინული რაკეტა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩავარდა

ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება, რომ უკრაინული S-300 ტიპის რაკეტა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩავარდა. მინსკის თავდაცვის სამინისტრო იძიებს, ჩამოაგდო თუ არა ბელორუსის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტა, თუ ეს იყო „შეცდომით გასროლის“ შედეგი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბოშვილმა, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაცვალების შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.  ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცელებს.  ასევე, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“, პრეზიდენტმა დევი მეზურნიშვილი დააჯილდოვა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს ორი მოზარდი გადაარჩინა.   „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცახდებაში. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.   შსს-მ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 პირი დააკავა ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

Bloomberg-მა 2023 წელისთვის, გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე დაასახელა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე დაასახელეს. მათ შორისაა მაღალი ინფლაცია, ომი უკრაინაში, ჩინეთში COVID19-ის შემთხვევების ზრდა და პანდემიის ახალი ტალღის საფრთხე. ანალიტიკოსების აზრით, 2023 წლის მთავარი ეკონომიკური რისკი არის ინფლაციის მაღალ დონე.  „არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ხელფასების და ენერგეტიკული ფასების ზრდა გაგრძელდება. ინფლაციას გავლენა ექნება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ამ ვითარებაში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზნით, რომელსაც ბაზრები 2023 წლის შუა რიცხვებში ელოდებიან, გამოირიცხება და სესხების ღირებულების ზრდამ შესაძლოა, რეცესია გამოიწვიოს. კიდევ ერთი მთავარი საფრთხე გლობალური ბაზრისთვის არის COVID19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ჩინეთში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. ამასთან, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნებისმიერი სიგნალი ძირს უთხრის მოთხოვნას სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სამრეწველო ლითონებზე და რკინის მადნებზე. პანდემიის ახალმა ტალღამ ასევე შესაძლოა, შეანელოს გლობალური ეკონომიკის აღდგენა, რაც კვლავ გაანადგურებს მიწოდების ჯაჭვებს და გამოიწვევს ბიზნესის აქტივობის შენელებას. Wall Street-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკურ გავლენას ამ შემთხვევაში უფრო ძლიერად იგრძნობენ მსხვილი ეკონომიკისა და განვითარებული ვაჭრობის მქონე ქვეყნები. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი შედარებით მშვიდ ფაზაშია, ბრძოლები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს. თუ დასავლეთი რუსეთის სავაჭრო პარტნიორების, კერძოდ ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს დააწესებს, ეს სერიოზულად დააზარალებს ენერგიისა და სურსათის ბაზრების მიწოდების მხარეს, ასევე სასუქების, რიგი ლითონებისა და ქიმიკატების ბაზრებს“. Wall Street-ის ანალიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო შემაშფოთებელი სცენარია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შორეული, მაგრამ ძალიან რეალური შესაძლებლობა, რასაც მყისიერი გავლენა ექნება უკრაინის სურსათის ექსპორტზე. ამასთან, ინფლაციის შეკავება გააუქმებს 2023 წელს დოლარის სუსტი ვარდნისა და ენერგიის დაბალი ფასების დადებით ეფექტებს, რაც გამოიწვევს განვითარებადი ბაზრების ვარდნას. ამასთან, რჩება რისკები, რამაც შეიძლება კვლავ გამოიწვიოს ენერგოფასების მკვეთრი ზრდა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავება, ამ რისკების შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.  2022 წლის გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხეებს შორის Bloomberg-ის ავტორებმა დაასახელეს Omicron-ი და ეკონომიკური ზრდის შენელება ჩინეთში, „სასურსათო ბუნტი“ და „ევროსკეპტიკოსების“ ძალაუფლება ევროკავშირის ქვეყნებში.  

31 დეკემბრიდან WhatsApp სმარტფონის ზოგიერთ მოდელზე მუშაობას შეწყვეტს

31 დეკემბრიდან WhatsApp ზოგიერთი ძველი მოდელის სმარტფონებზე ფუნქციონირებას შეწყვეტს. WhatsApp-ის მიერ გამოქვეყნებული სია მოიცავს iPhone-ების ზოგიერთ ძველ ვერსიას, ასევე Huawei-ს, LG-ის, Samsung-ისა და Sony-ს მიერ წარმოებულ სმარტფონებს. უფრო კონკრეტლად, სმარტფონების სრული სია ასეთია: 24 ოქტომბერს WhatsApp-მა ასევე შეწყვიტა მუშაობა iPhone-ებზე, რომელთაც iOS 10 და 11 ოპერაციული სისტემები აქვთ. სანამ WhatsApp ფუნქციონირებას შეწყვეტს, ჩამოთვლილი სმარტფონების მომხმარებლები ოპერაციული სისტემის ან თავად მოწყობილობის განახლების აუცილებლობის შესახებ რამდენიმე შეტყობინებას მიიღებენ. „ტექნოლოგიის უახლესი მიღწევების შესანარჩუნებლად, ჩვენ რეგულარულად ვწყვეტთ ძველი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერას, რათა უახლესი სისტემების მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ტრანსკასპიური დერეფნის მარშრუტის განვითარებითვის, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მუშაობენ

TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი გაიდარ აბდიკარიმოვი ამბობს, რომ საერთაშორისო ტრანსკასპიური დერეფნის (შუა დერეფანი) ინტერესი განუხრელად იზრდება და 2022 წლის მონაცემებით, ამ დერეფანში ტვირთბრუნვა სამჯერაა გაზრდილი.  ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ გაზაფხულის დასაწყისში ყაზახეთმა და ტრანსკასპიური დერეფნის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, მთავრობის დონეზე  მარშრუტის განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა განიხილეს. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივი საწარმოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამჭოლი ტარიფების ბოლომდე დადგენისა და ტვირთის დეკლარაციის საკითხები, ასევე ერთიანი IT ინსტრუმენტების გამოყენება და ტრანსკაპიური მარშრუტის გასწვრივ სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაცია. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ამასთან, იგეგმებოდა, რომ მხარეებს ერთობლივი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეექმნათ.  „ეს პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, კოორდინაციაში მონაწილე მხარეები ადგენენ ურთიერთქმედების ფორმატს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული ვადები, როგორც ადრე იყო ნათქვამი. ჩვენ კონცეპტუალურად უნდა მივაღწიოთ მხარეებს შორის შეთანხმებას. სანამ ეს ყველაფერი სრულად არ მოგვარდება, ჩვენ ამ საკითხს განსახილველად არ ვაყენებთ“, - ამბობს გაიდარ აბდიკარიმოვი TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.     ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე

ცნობილია, როდის აშენდება ყაზახეთის აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბი

ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალმაზ იდრისოვმა დაადასტურა, რომ აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტის განხორციელება 2025 წლისთვის დასრულდება.  ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა პროექტის ღირებულება 13,7 მილიარდი ტენგეა. მშენებლობის ხარჯები სავარაუდოდ ყაზახეთის ბიუჯეტიდან დაიფარება. ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს „იგეგმება სატრანზიტო ტვირთის (TITR) ნაწილის გადაადგილება ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე და თურქმენბაში-აქტაუ-PRC საკონტეინერო ხაზის განვითარება“, - განაცხადა მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა. მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგი ხელშესახები იქნება 2025 წლისთვის და კონტეინერების ნაკადი 40000-დან 133000 TEU-მდე გაიზრდება. ასევე წაიკითხეთ  პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ  

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო და აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე დაკავებულის 5 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენებას არ დაეთანხმა. ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.  

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბის“ მილსადენით გეგმავს

Transneft-მა მიიღო განცხადება Kaztransoil-ისგან „დრუჟბის“ ნავთობსადენის დამატებითი სიმძლავრის რეზერვის შესახებ. ყაზახეთი გერმანიას ტრანზიტით, 2023 წელს 1,2 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის. წერს რუსული მედია. გერმანიამ სექტემბერში განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ყაზახეთთან ნავთობის შესყიდვის თაობაზე „დრუჟბის“ მილსადენით ტრანსპორტირებით, რათა უზრუნველყოს დამატებითი რეზერვი ქალაქ შვედტში და რუსული ნავთობის მოცულობები ჩაანაცვლოს. ახლა ყაზახეთი „დრუჟბის“ მილსადენის ტრანზიტს და დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს უსტ-ლუგას პორტის მიმართულებით აგზავნის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული კომპანია KazMunayGas-ი (KMG) 2023 წლის იანვარში, გერმანიაში ნავთობის საცდელად გადაზიდვის საკითხს განიხილავს.   

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7103 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7103 ლარი გახდა.  "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8832 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

დმიტრო კულება მორიგ თავდასხმაზე: უგუნური ბარბაროსობა

უგნური ბარბაროსობა - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რითაც რუსების მიერ გაშვებულ მორიგ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. „უგუნური ბარბაროსობა - ეს არის ერთადერთი სიტყვები, რაც აზრად მომდის, ვხედავ რა რუსების მიერ გაშვებულ მორიგ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე ახალი წლის წინა დღეებში. მსგავსი მასობრივი ომის დანაშაულების ფონზე, არ შეიძლება არსებობდეს ნეიტრალიტეტი. ნეიტრალურად თავის მოჩვენება უტოლდება რუსეთის მხარეს ყოფნას“,- განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იტალია მზადაა, უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების გარანტი გახდეს - პრემიერ-მინისტრი მელონი

იტალია მზადაა, იმოქმედოს როგორც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გარანტმა. ამასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს 2023 წლის თებერვალში გეგმავს.  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „იტალია მზადაა, გახდეს უკრაინის სამშვიდობო პროცესის გარანტი. ამიტომაც ვგეგმავ კიევში ჩასვლას თებერვლის ბოლომდე. რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან 24 თებერვალს გადის ერთი წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. რაც, ჩემი აზრით, შესაძლოა, გარკვეული ინიციატივების მიზეზი გახდეს“, - განაცხადა მელონიმ. მისი თქმით, საჭიროა ძალისხმევა, რომ მივიღოთ სიგნალები ორივე მხრიდან, მაგრამ „დიდი სიგნალები რუსეთიდან არ არსებობს". ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „აცნობიერებს უზარმაზარ შეცდომას“, რომელსაც უშვებს, მანამდე კი იტალია დაიცავს უკრაინას. „ჩვენ დავიცავთ უკრაინის საერთაშორისო უფლებებს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, - შეაჯამა მელონიმ.  

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან თურქმენეთისა და თურქეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთის მოქალაქე ჩ.რ. და თურქეთის მოქალაქე დ.თ. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნულ პირთა უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალის მიერ გაზიარებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აცხადებენ სუს-ში.  

ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცახდა. „კიდევ 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება",- თქვა უოლესმა.  მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება და რუსული ძალების გაძევება შეძლოს. ამასთან, უოლესმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რათა კიევმა საჰაერო თავდაცვის კოორდინაცია უკეთ შეძლოს.  

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა

სერბეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებით, სერბეთის შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გაუქმდა. საბრძოლო მზადყოფნა 26 დეკემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოცხადდა. სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.  

კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა. მისივე ქთმით, კლინიკაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ვირუსული ინფექციების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ზურაბ ჩხაიძემ ასევე მედიასთან განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან, კლინიკის ფოიეში კი შეიზღუდება ჟურნალისტების შესვლა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ბენიამინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა

დღეს, 29 დეკემბერს, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მეექვსე ვადით ოფიციალურად გახდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა ნეთანიაჰუმ ფიცი დადო და პრემიერ-მინისტრის პოსტი მეექვსე ვადით დაიკავა. მისმა წინამორბედმა იაირ ლაპიდმა პლენუმი მასთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა.  ნეთანიაჰუმ თავისი ახალი მთავრობის სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა: ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა; სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება - აქცენტი ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან გაერთიანებაზე; ისრაელში შიდა უსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ წარმატებით შექმნა ახალი კოალიცია და მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საფუძველს ამზადებდა.  ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას მთავრობის შესაქმნელად სრული უმრავლესობა მოაპოვებინა.   

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართება. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.  ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მეც მაქვს კენჭისყრის უფლება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რამზან კადიროვმა, წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არასოდეს იყრის კენჭს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამასთან აღნიშნა, რომ ამის სრული უფლება აქვს. რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს „მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მაქვს [კენჭისყრის]უფლება. სხვებს შეუძლიათ, მაგრამ ჩეჩნებს არ შეუძლიათ, არა? შეუძლიათ“, - ციტირებს კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ კადიროვის სიტყვებს. „მაგრამ მე ამას არასოდეს გავაკეთებ”, - აღნიშნა კადიროვმა და განმარტა, რომ ისეთი ლიდერის შემდეგ, როგორიც ვლადიმირ პუტინია, თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.