ძებნის რეზულტატი:

მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში - ხმალაძე

ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში ირაკლი ხმალაძის თქმით, ასეთივე საახალწლო სოფლები ეწყობა ევროპაშიც. „ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.  

თურქეთის ორი მაღალჩინოსანი მოსკოვში ჩავიდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი ჰულუსი აკარი და ეროვნული დაზვერვის სამმართველოს უფროსი ჰაკან ფიდანი რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში ვიზიტით იმყოფებიან. თურქული მედიის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ოფიციალურ პირთან. ამ დოისთვის, ვიზიტის მიზანი არ გახმაურებულა.  

არცერთი გაერთიანება ევროპაში არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე - ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მან უმაღლეს რადას მიმართვაში ყოველწლიურ შეტყობინებაში განაცხადა. „წელს ჩვენ მივიღეთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ჩვენი მიღწევა მხოლოდ ეს არ არის. ეს მხოლოდ მიღწევის ნაწილია. უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში იმსახურებს ამ სტატუსს, თუნდაც 20 წლის წინ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, წლის მთავარი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში არის ის, რომ უკრაინა ევროკავშირს და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. „ჩვენ ყველას გავუმხილეთ, რომ უკრაინის გარეშე ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეთა თავდაჯერებულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და უკრაინის გაწევრიანების იდეას ევროკავშირი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი და რუსეთის არავის არასოდეს აღარ შეეშინდება

ომის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  არცერთი გაერთიანება ევროპაში არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე - ზელენსკი „ჩვენ დავეხმარეთ ევროკავშირს ეგრძნო ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის. ეს იყო უკრაინა, რომელმაც გააერთიანა ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში უკრაინა დაეხმარა დასავლეთს გლობალურ ასპარეზზე დაბრუნებაში. „დასავლეთში რუსეთის არავის ეშინია. ახლა ევროპა იცავს საკუთარ თავს. ევროპა ძლევს კრიზისებს, მიუხედავად იმ კოლოსალური რესურსისა, რომელიც რუსეთმა ჩვენი კონტინენტის გასატეხად გამოიყენა. ყველაფერი, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობდა ევროპის წინააღმდეგ, არ გამოვიდა. რუსეთის ყოველი ნაბიჯი შეცდომა იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად პირველად გადახედა ნეიტრალიტეტის კონცეფციას და წინააღმდეგობა გაუწია აგრესიას. „ისტორიაში პირველად ევროკავშირი ეხმარება თავდაცვაში ასეთი მასშტაბური აგრესიისგან. პირველად ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ შეცვალა თავისი კანონმდებლობა და პოლიტიკური წესები და ახლა შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევს ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.   

ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო

ოდესაში, სპეციალისტთა ჯგუფმა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟი დაიყო.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ Ukrinform-მა მერიის პრესსამსახურზე Telegram-ზე დაყრდნობით იტყობინება. „დღეს, ოდესის საქალაქო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო „ოდესის დამფუძნებლების“ ძეგლის დემონტაჟი, რომელიც პოპულარულია ეკატერინე II-ის ძეგლის სახელით. ეს ძეგლი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა“, - აღნიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოდესის მერის მოადგილე ოლეგ ბრინდაკმა. მისი თქმით, ამ გზით ისინი არა მხოლოდ ასრულებენ სხდომის გადაწყვეტილებას, არამედ იწყებენ „საკუთარი ისტორიის გადახედვის რთულ, ხანგრძლივ, მაგრამ აუცილებელ პროცესს, ყველა საბჭოთა, იმპერიული მითებისგან განთავისუფლებას“.  

ერდოღანი: თურქეთი, მსოფლიო ეკონომიკების TOP 10 -ში შესასვლელად, მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება

თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მიზანს, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ათეულში ერთ-ერთი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია კადრების შევსების ფორმირება და სპეციალისტების საზღვარგარეთ გაჟონვის პრევენცია. „მხოლოდ გასულ წელს თურქეთის მთავრობამ 1,5 მილიარდ თურქულ ლირაზე მეტი გამოყო ქვეყნის 174 უნივერსიტეტის კვლევებისა და პროექტებისთვის. სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერების წყალობით, თურქეთში ძლიერი სამეცნიერო ეკოსისტემა ყალიბდება. ასეთი ნაბიჯები საშუალებას იძლევა შეცვალოს ქვეყნიდან ტვინების გადინება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კურსის შედეგები ვლინდება თურქეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. „თურქეთი მიიწევს ახალი მიღწევებისკენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი ქვეყანა კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი. ჩვენ ვენდობით ახალგაზრდობას - Teknofest-ის თაობას თურქეთის ხელისუფლება არა მხოლოდ წაახალისებს ახალგაზრდებს უცხოური გამოცდილების შესწავლაში, არამედ ცდილობს გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეცნიერებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.   

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა - XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რიგ ქვეყნებში შეჩერდა რუსული გაზის ტრანზიტი, იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. გარდა ამისა, მილსადენის თითქმის ყველა ძირითადი მარშრუტი, რომლითაც რუსული გაზი ამარაგებს, გარკვეულწილად დაზარალდა. ახლა რუსული გაზი ევროპას მიეწოდება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის ერთ-ერთი პუნქტით და თურქეთის გავლით [უნგრეთსა და სერბეთამდე] „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ერთი ხაზით.  

ჩინეთი უდაბნოში მეგა ელექტროსადგურს აშენებს

ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანიებმა, ჩრდილოეთ ჩინეთის კუზუპჩის უდაბნოში, 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს. აზერბაიჯანული მედია, სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მზის და ქარის ენერგიის ეს პროექტი იქნება ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელიც უდაბნოში აშენდება. 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრედან 8 მილიონი კვტ არის მზის ენერგია, 4 მილიონი კვტ ქარის ენერგია და კიდევ 4 მილიონი კვტ არის მოწინავე მაღალი ეფექტურობის თერმული ენერგია. ელექტროსადგურს შეეძლება ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ  ენერგია რეგიონებს მიაწოდოს, რომელიც ქალაქებს პეკინსა და ტიანჯინს, ასევე ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციას მოიცავს.   

თურქეთში, გოკჩენის აეროპორტში ფრენები შეჩერდა

ტუზლას მახლობლად მილსადენში გაზის გაჟონვის გამო, სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. გადაწყვეტილება სიფრთხილის ღონისძიების ფარგლებში მიიღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდების აფრენის ზონაში გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი დროით 13:05 საათიდან დროებით შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია საჰაერო ნავსადგურთან.  

ნებისმიერ კონტინენტზე, როცა ხედავენ ლურჯსა და ყვითელს, იციან, რომ თავისუფლებაზეა საუბარი - ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენი ერთიანობის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისიც თითქმის არავის სჯეროდა მსოფლიოში. თითქმის არავინაა ჩვენს გარდა. უკრაინა გახდა ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, -  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში, რადაში სიტყვით გამოსვლისა და დეპუტატებისთვის მიმართვისას. „ჩვენი ეროვნული ფერები დღეს მთელი მსოფლიოს სიმამაცისა და შეუდრეკლობის საერთაშორისო სიმბოლოა. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონტინენტზე, ლურჯსა და ყვითელს რომ ხედავენ, იციან, რომ თავისუფლებაზეა საუბარი. ადამიანებზე, ვინც არ დანებდა, ვინც გაუძლო, ვინც მსოფლიო გააერთიანა და ვინც მოიგებს. მადლობა უკრაინას, მსოფლიოს სჯერა, რომ ღირებულებები ძალას იძლევა. ეს რწმენა გაჩნდა ჩვენი ბრძოლის შემდეგ. მსოფლიო დარწმუნდა რომ ტირანია დამარცხდება. მივყვებით ჩვენს რწმენას. მსოფლიომ დაინახა, რომ თავისუფლება შეიძლება იყოს გამარჯვებული. მივყვებით ჩვენს მიღწევებს ბრძოლის ველზე. ეს აუცილებლად მოხდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცახდა ზელენსკიმ.

ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა

ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრას გამო დაუწესდა, ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 85 მილიონ ევროს აღემატება. ასეთი მონაცემები ოთხშაბათს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.  2022 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ლიეტუვაში დაბლოკილია 77,883 მილიონი ევრო, სანქციების ქვეშ მოქცეული ცხრა იურიდიული პირისთვის რუსეთის ფედერაციიდან, ასევე 9,457 მილიონი დოლარი, რომელიც ბელორუსიდან ექვს იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს ეკუთვნის.  ლიეტუვის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახური ფულის გათეთრების, ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების, „საგადასახადო თაღლითობისა“ და ციფრული აქტივების გამოყენებით თაღლითობის საქმეებს იკვლევს.  

ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-ის კითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა. მას ვთხოვეთ, შეეფასებინა საქართველოს მთავრობის განცხადება 2023 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ. ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფარგლებში ეძლევა შესაძლებლობა, გაზარდოს და გამოკვეთოს თავის როლი და ფუნქცია, როგორც დამაკავშირებელმა რგოლმა ევროპა-აზიას შორის. ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

აშშ და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

აშშ და ევროკავშირი [საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში] შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული დაძაბული სიტუაციის გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ ვმუშაობთ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინო კურტისთან გამოსავლის ძიებაზე, რათა დაძაბულობა განიმუხტოს და შემდგომი ნაბიჯები შეთანხმდეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესების სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, კოსოვოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროსერბულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ რეგიონში. ამის შემდეგ ამ რეგიონებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.  

მილერი: რუსეთმა და თურქეთმა, გაზის ჰაბის პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს

მოსკოვმა და ანკარამ უკვე დაიწყეს მუშაობა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პროექტის განხორციელებაზე. ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა კონფერენციაზე განაცხადა. „გაზის ჰაბი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიან ფასებს ბუნებრივი აირის ბაზარზე“, - აღნიშნა მილერმა. აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა.  

თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში შეხვდნენ

მოსკოვში რუსეთის, სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. თურქეთის ორი მაღალჩინოსანი მოსკოვში ჩავიდა რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა სირიის კრიზისის მოგვარების გზები და ლტოლვილების პრობლემა განიხილეს.  ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ სირიაში ექსტრემისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ამ ფორმატში გამართული დიალოგის კონსტრუქციული ხასიათი აღნიშნეს და მისი გაგრძელების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.  „მხარეების საერთო ინტერესია რეგიონში სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია“, - წერ რუსული მედია.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფის განცახდებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის მიზეზი ერდოღანის მიერ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისას გაწეული ძალისხმევაა.„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად გაწეული ძალისხმევის გამო, მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

აზიის უმდიდრესი ადამიანი, ყაზახეთში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის პროექტით დაინტერესდა

აზიის უმდიდრესი ადამიანი, ინდოელი მილიარდერი და დივერსიფიცირებული ჰოლდინგის Adan Group-ის მფლობელი, გაუტამ ადანი, ყაზახურ მხარესთან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურისა და განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) მშენებლობაზე შეთანხმდა. 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - Forbes თითოეული პროექტის სიმძლავრე იქნება 1 გიგავატი, განუცხადა Kursiv-ს სამრუკ-კაზინას ჰოლდინგის სტრატეგიისა და აქტივების მართვის მმართველმა დირექტორმა იერნატ ბერდიგულოვმა. მისივე თქმით, ნახშირის სადგურის კონკრეტული ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები ინდურ მხარესთან მოლაპარაკების დროს დადგინდება. გაუტამ ადანის ბიზნეს იმპერიის აქტივებს შორის არის ქვანახშირის საბადოები და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. ბერდიგულოვმა აღნიშნა, რომ ზოგადად, სამრუქ-კაზინას აქვს ყაზახეთში ელექტროსადგურების გაფართოებისა და მშენებლობის პროექტების პორტფელი, საერთო სიმძლავრით 10 გვტ. ინდური კონგლომერატის Adan Group-ის ხელმძღვანელი გაუტამ ადანი ყაზახეთში საქმიანი ვიზიტის დროს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. მხარეებმა ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და გაზისა და ნავთობქიმიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, ინდოელმა მილიარდერმა ისაუბრა ტრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის, ასევე ნავთობქიმიის პროექტების მიმართ ინტერესზე. 2022 წლის ნოემბერში, ადანის ჯგუფის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ 280 მილიარდ დოლარს (17-ჯერ მეტი 2015 წლის 16 მილიარდ დოლართან შედარებით) მიაღწია. Adan Group-ი არის ინდური კონგლომერატი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს აჰმედაბადში. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი, გაუტამ ადანი, აზიის უმდიდრესი ადამიანია.   

იუსტიციის სამინისტრო: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა

იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. „შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „აქ ვიყავით ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის და აშშ-ის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრს შევხვდით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი. დეტალებში ვერ შევალ“, - 28 დეკემბერს განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ფორმულას“ ცნობით. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

იაპონიაში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში, 415 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში კორონავირუსით, ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა.  გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია. ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.  

უკრაინა დნიპროში ხუთი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობამ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქ დნიპროში, ირანული წარმოების დრონი ჩამოგადო. რუსეთმა 28 დეკემბერს უკრაინის რამდენიმე ოლქის თავზე გაუშვა დრონები. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქი ერთ დღეში მეორედ მოხვდა რუსეთის თავდასხმის ქვეშ. მიკოლაივის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმი ასევე იტყობინება, რომ რუსეთის ჯარებმა კამიკაძე დრონები გაუშვეს. მისივე თქმით, სამხრეთ ქალაქ ოდესას საფრთხე ემუქრება.