ძებნის რეზულტატი:
New York Times: აშშ ცდილობს, რუსეთისთვის ირანული დრონების მიწოდება შეაჩეროს
დაზვერვის, სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების რამდენიმე წარმომადგენელმა New York Times-ს განუცხადა, რომ აშშ ცდილობს, რუსეთისთვის ირანული დრონების მიწოდება შეაჩეროს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლახან დააჩქარა ნაბიჯები, რათა ირანს ჩამოერთვას დასავლური წარმოების კომპონენტები, რომლებიც რუსეთისთვის გადაცემული თვითმფრინავების დასამზადებლად არის საჭირო. ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევებმა აჩვენა, რომ „ისინი ამერიკული ტექნოლოგიით იყო შეფუთული“. „იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა სხვა ტექნოლოგია უპილოტო თვითმფრინავებთან დასაპირისპირებლად, ბოლოს 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ნაწილის სახით“, - ციტირებს გამოცემა პენტაგონის მიერ 9 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარს.
საჰაერო ძალები: უკრაინელმა სამხედროებმა სექტემბრის შემდეგ 900-მდე რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს
საჰაერო ძალები იუწყება, რომ უკრაინის სამხედროებმა სექტემბრის შემდეგ 900-მდე რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ სექტემბრის შემდეგ უკრაინის საზენიტო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 420-ზე მეტი რაკეტა და 430 ირანული წარმოების კამიკაძე-დრონი. რუსეთი სექტემბრიდან უტევს უკრაინას ირანული წარმოების-კამიკაძე თვითმფრინავებით და ახორციელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა მიიღო 250 ირანული თვითმფრინავის ახალი პარტია. მოსკოვმა აღიარა, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჟენევის კონვენციების თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.
ვარშავა ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებს არ გამართავს
ვარშავის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ წელს საახალწლო ზეიმი არ გამართოს. რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას ვარშავა ასე გამოხატავს. ვარშავის მოსახლეობას მოუწოდეს, ახალი წლის ღამეს ფოიერვერკი არ გამოიყენონ, რადგან პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებში, განსაკუთრებით ბავშვებში, ომის ასოციაცია არ გამოიწვიონ. ინიციატივას მხარი დაუჭირა დედაქალაქის საკრებულომ. ვარშავის მერიის პრესსპიკერმა მონიკა ბეუტმა განმარტა, რომ სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმება უკვე ტრადიციად იქცა. „პანდემიის დროს ახალი წლის ღამეს ღონისძიება არ გვქონდა. ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, ამიტომ ხარჯების შეკვეცა, პირველ რიგში, გართობის ნაწილს შეეხო. ახლა არ შეგვიძლია, თავს მსგავსი დანახარჯების უფლება მივცეთ. ამასთან, უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა მიდის სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, რომლის გამოც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მათ შორის სამოქალაქო პირები. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ის კლიმატი არ არის, რომელიც გვიბიძგებდა განსაკუთრებული სამხიარულო ღონისძიებების ორგანიზებისკენ“, - განაცხადა პრესსპიკერმა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოსთვის პოლონეთში უკრაინის 2,3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათგან 950 ათასზე მეტი ლტოლვილია. დეკემბერში უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა პოლონეთში 400 000-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ზაფხულში.
წლები გადის და საზოგადოება კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების, უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამონარიდს ავრცელებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2011 წლის გადაწყვეტილებიდან. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.” – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წელი“. ამასთან, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს.
ელჩი დეგნანი: ევროკომისიის 12 პრიორიტეტი უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს
თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის შეფასებით, ქართველებმა იციან, რომ ევროკავშირის წევრობა მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის ტოლფასია. „ეს არ არის მარტივი, ეს მოითხოვს კომპრომისსა და დიდ შრომას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
სააკაშვილის ადვოკატი დააყენებს შუამდგომლობას, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურად გაიმართოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ დააყენებენ შუამდგომლობას პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნოს. "მოწმეები გამოჩნდებიან სასამართლო პროცესი რომ დაიწყება, მერე დავასახელებთ, რაც შეეხება შუამდგომლობას, პროცესის დასრულებისკენ გვექნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა ბატონ სააკაშვილს, მას ფაქტიურად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება", - თქვა ხაჭაპურიძემ. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რეზნიკოვი ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაგრძობს
საფრანგეთი კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეს ვიზიტი არ არის მხოლოდ მამაცობის აქტი. ეს ასევე გამოხატავს საფრანგეთის ძლიერ მხარდაჭერას“, - თქვა რეზნიკოვმა Twitter-ზე. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა ასევე მოიცავს ფრანგული წარმოების დიდ სისტემებს, თუმცა მას იარაღის ტიპი არ დაუზუსტებია. 21 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა სარაკეტო გამშვებები და Crotale-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამასთან, კიევს დაჰპირდა იარაღის შემდგომ მიწოდებას მომავალი წლის დასაწყისში. ეს მოიცავს „კეისრის“ ტიპის საარტილერიო დანაყოფებს. ლეკორნუმ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ საფრანგეთმა უკრაინას 18 „კეისრის“ ტიპის ჰაუბიცები გადასცა. ამასთან, კიევს მიაწოდა 550 მილიონი ევროს (569 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარება, რითაც საფრანგეთი უკრაინაში მეხუთე ადგილზეა.
ნიკა მელია: არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი
არ ვუარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხდი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გასცდა არათუ ოჯახის წუხილის, არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავ საკითხს, შეიძინა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებთან. სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია "არის საკითხები, როცა ბოლომდე გუალხდილი ვერ ხარ, თუმცა არ უარვყოფ, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი", - ამბობს მელია. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა „ევროპული მომავალის სტატუსი, რომელსაც თაობები მუდმივად ესწრაფოდნენ, სამწუხაროდ, სრულფასოვნად ვერ მოვიპოვეთ. დღეს გაჩნდა ეს შანსი გარემოებებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთი ათად არის დაჩქარებული და საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა არის გახსნილი. ამის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა. რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის ჰყავთ არაჩვეულებრივ პირობებში, ფაქტია, ადამიანი რაც საავადმყოფოში მოთავსდა, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 352 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
რუსეთის ფედერაციასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში 352 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენის ოფისის პრესსამსახური „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. „2022 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, ბავშვების ძებნის სახელმწიფო პორტალი „ომის ბავშვები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიღუპა 450, დაშავდა 871, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 352, ნაპოვნია 8573“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ძალებს გერმანია უხელმძღვანელებს
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა გერმანიამ საფრანგეთისგან გადაიბარა. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, NATO-მ VJTF-ის ელემენტები ქვედანაყოფის კოლექტიური თავდაცვის პირველი მისიით, რუმინეთში განათავსა. „გერმანია მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ჩვენ მადლობას ვუხდით მას ხელმძღვანელობისთვის 2023 წელს. რადგან რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. VJTF არის NATO-ს პირველი სწრაფი რეაგირების ძალები და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მთავარი ნაწილი. გერმანიის ხელმძღვანელობა არის მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების ძლიერი დემონსტრირება“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა. VJTF NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტია. მისი ხელმძღვანელობა და წევრობა მოკავშირეებს შორის ყოველწლიურად იცვლება. 2023 წელს, VJTF-ის სახმელეთო ჯარები დაახლოებით, 11,500 ათას სამხედროს შეადგენენ. საერთო ჯამში, აღნიშნულ ძალებში თავისი წვლილი NATO-ს ცხრა მოკავშირეს (ბელგია, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია) შეაქვს. ამასთან, გერმანია პირველად ხელმძღვანელობს VJTF-ის სპეცდანიშნულების რაზმს. NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF) 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და ახლო აღმოსავლეთში კრიზისების შემდეგ შეიქმნა.
ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა
ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ინტოქსიკაცია 2022 წლის მარტში მოხდა. კითხვას სააკაშვილი ციხეში მოწამლეს თუ არა, სმიტი პასუხობს, რომ მძიმე მეტალებისგან ინტოქსიკაციამ გამოიწვია ტვინის დაზიანება და კრუნჩხვები. „მას სიმპტომები უკვე ჰქონდა სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი მოწამვლა, არამედ მანამდე, ციხეში". „ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მოხდა მარტში, ვიდრე მას გადაიყვანდნენ (კლინიკაში.რედ.)და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოები", - განაცხადა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაზე საუბრისას. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა მისივე თქმით, განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა, დაზიანდა თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. „მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ადგილ აქვს კუნთების განლევას. მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში, და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში, ისეთებში როგორიცაა, გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული", - განაცხადა სმიტმა. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ბენი განცი: ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმა ორ-სამ წელიწადში შეეძლება
ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა ორ-სამ წელიწადში შეეძლება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა საჰაერო ძალების კურსანტებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ შეგიძლიათ, ორ-სამ წელიწადში გადაკვეთოთ ცა აღმოსავლეთით და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღოთ, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით“, - ციტირებს Reuters-ი ბენი განცს. ისრაელის სამხედრო დაზვერვის 2023 წლის პროგნოზის მიხედვით, ირანი ბირთვულ სფეროში შენელებული პროგრესის ამჟამინდელ გზას გააგრძელებს. ირანისგან განსხვავებით, ისრაელი 1970 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი არ არის. დოკუმენტი ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, ბირთვულ ტექნოლოგიაზე მშვიდობიანი მიზნებით წვდომას უზრუნველყოფს.
არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით - ვოლსკი
არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. ამერიკელი ტოქსიკოლოგი სასამართლო პროცესზე: სააკაშვილი, სხვადასხვა მეტალით იყო მოწამლული, მათ შორისაა, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი „ამერიკელი ექსპერტის თაობაზე გავრცელებულია ინფორმაცია, როცა მან გარკვეულწილად ითაღლითა კონკრეტული ადამიანის შეფასებაზე. არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით. უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. მისი საკითხი ამით უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური განცხადებებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
New York Times: აშშ-ის საიდუმლო სამხედრო მონაცემები იპოვეს EBay-ზე გაყიდულ ბიომეტრიულ მოწყობილობებში
გერმანელმა უსაფრთხოების მკვლევრებმა, რომლებიც აშშ-ის არმიაში პოპულარულ ბიომეტრიულ მოწყობილობებს სწავლობენ, იმაზე მეტი ინფორმაცია მოიპოვეს 68 დოლარად, ვიდრე ელოდნენ იტყობინება The New York Times-ი. მოწყობილობის მეხსიერების ბარათი 2632 ადამიანის სახელებს, ეროვნებას, ფოტოებს, თითის ანაბეჭდებსა და სხვა მონაცემს შეიცავდა. მონაცემთა ბაზაში ადამიანების უმეტესობა ავღანეთიდან და ერაყიდან იყო, მათ შორის ბევრი ცნობილი ტერორისტი და ძებნილი, მაგრამ არიან სხვებიც, ვინც როგორც ჩანს, მაგალითად, აშშ-ის მთავრობასთან მუშაობდნენ. ზუსტად როგორ მოხვდა მოწყობილობა აზიის ბრძოლის ველებიდან ონლაინ აუქციონის საიტზე, გაურკვეველია, მაგრამ მონაცემები, რომელიც ინდივიდების დეტალურ აღწერას გვთავაზობს , შეიძლება, საკმარისი იყოს სამიზნედ ქცევისთვის იმ ადამიანების, რომლებიც ადრე უცნობი იყო, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებთან მუშაობდნენ. როგორ მიიღეს eBay-ზე ეს მოწყობილობები, გაურკვეველია. მოწყობილობა ტეხასური კომპანიის მიერ გაიყიდა. როგორც The New York Times-ი წერს, კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათთვის უცნობი იყო, რომ მოწყობილობა საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა.
პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას უფრო ცივილური პროცესები მოუხდებოდა - სერგეენკო
პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას უფრო ცივილური პროცესები მოუხდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი: ადამიანები, რომლებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია „რასაც თვალყურს ვადევნებ, ჩემთვის მძიმე საყურებელია. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის უმეტესობის ხმა მიიღო. ამის ერთადერთი მიზეზი, რაც მინდა, ვიფიქრო, არის ის, რომ რამდენიმე წლის წინ საპარლამენტო მოდელზე გადავედით, ფუნქციები გადანაწილდა და პრეზიდენტს ის ფუნქციები არ აქვს, რაც ადრე იყო. ალბათ, საჭირო არის დრო, რათა ეს ფუნქციები სწორად იყოს აღქმული. ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში ისეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური ბულინგი არ მიდიოდეს არავისზე, მათ შორის არც მაღალი თანამდებობის პირებზე. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე გავლენის მცდელობაა, რადგან ორი სახის აქცია თუ კონტრაქცია იყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თვლიან, არჩევნებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. იმის კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ პრეზიდენტზე რაღაც სახის ზეწოლა მოხდეს, ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის. ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ უფრო ცივილურად მიმდინარე პროცესები მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, შეიძლება, ემოციური განცხადება იყო. არ მინდა, პრეზიდენტის განცხადებაზე ვაკეთო განცხადება. გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ჩემთვის კომფორტული საყურებელი არ არის ეს ყველაფერი“, – განუცხადა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს.
მერი: ლვოვის 90% ელექტროენერგიის გარეშეა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერის თქმით, შესაძლოა, წყალმომარაგებაც შეწყდეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით იმუშავებენ. ლვოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებულია. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 დეკემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით ახალი მასობრივი შეტევა დაიწყო.
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, ახალი მასიური შეტევა დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსმა ტერორისტებმა ერთი-ერთი ყველაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა წლის ბოლო დღეებისთვის „შემოინახა“. „რუსი ტერორისტები სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას წლის ბოლო დღეებისთვის ინახავდნენ. მათი ოცნებაა, რომ უკრაინელებმა ახალი წელი სიბნელესა და სიცივეში აღნიშნონ, მაგრამ უკრაინელი ხალხის დამარცხება არ შეუძლიათ“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში. ამასთან, პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა 120-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაენადგურებინა და მშვიდობიანი მოსახლეობა მოეკლა. ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, უკრაინის რვა რეგიონის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ რუსული რაკეტები მათ ოლქებს უტევდნენ, მაგრამ საჰაერო თავდაცვა მათ ჩამოგდებაზე მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათობით რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინაში, მათ შორის 21 რაკეტა ოდესის ოლქში. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი, 14 წლის გოგოა. თავდასხმის ქვეშაა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვიც. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება. აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვში. ლვოვის მერმა ანდრი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90%-ს ელექტროენერგია გათიშული აქვს. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 21 რაკეტა ჩამოაგდო, მაგრამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსეთის მიერ ოდესის ოლქში გაშვებული რაკეტების რაოდენობა უცნობია.
ბათუმში, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან გადავარდნის შემდეგ გარდაიცვალა
ბათუმში, 35 წლამდე ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
იუსტიციის მინისტრი: მარგველაშვილი საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა
მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - მარგველაშვილი „ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფის. ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო. სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“, – წერს რატი ბრეგაძე.
„ხალხის ძალის“ კანონპროექტით, „უცხოური აგენტების“ რეესტრი შეიქმნება და რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა NGO-სთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან
„ხალხის ძალის“ კანონის პროექტით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. როგორც „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება და ასევე მასში აღნიშნულ სფეროში რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აისახება. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განმარტებით, შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი “ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. მათივე ინფორმაციით, შემოღებული იქნება “უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. “ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა