ძებნის რეზულტატი:

კოსოვოს ჩრდილოეთით ბარიკადების დემონტაჟი დაიწყო

კოსოვოს სერბებმა, ჩრდილოეთ კოსოვოში აღმართული ბარიკადების დემონტაჟი დაიწყეს.  აშშ და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ ერთი დღით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, სერბებს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში აღმართული ბარიკადების დემონტაჟისკენ მოუწოდა. სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-დან და ევროკავშირიდან მიიღეს გარანტიები, რომ კოსოვოში არც ერთი ეთნიკური სერბი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციებში ან ბარიკადებს აგებდა, არ დააკავებენ და მათთან მიმართებით არც დევნა დაიწყება. სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვევადა, რაც 10 დეკემბერს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი დააკავეს, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პანტიჩის დაკავების პროტესტის ნიშნად, კოსოვოს სერბები 10 დეკემბრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მათ მიერ მოწყობილ ბარიკადებზე მორიგეობდნენ.  

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, ოქროს ყიდვა რეკორდული ტემპით დაიწყეს

ცენტრალური ბანკების მიერ „ყვითელი მეტალის“ შეძენის მაჩვენებელი 1967 წლიდან რეკორდული გახდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 673 ტონა ოქრო შეიძინეს, აქედან 400 ტონა ივლის-სექტემბერში. იმავდროულად, ყველაზე დიდ მოცულობებს რუსეთისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ყიდულობს. მარეგულირებლების მიზანია ოქროს და სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია და დოლართან დაშორება,- ნათქვამია სტატიაში.  2022 წლის პირველი ცხრა თვის შედეგების მიხედვით, რუსეთი ოქროსა და სავალუტო რეზერვების მიხედვით მეოთხეა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის. 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია ფლობდა (დასავლეთის ქვეყნების მიერ გაყინული აქტივების ჩათვლით) 540 მილიარდ დოლარს. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 9-დან 16 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების მოცულობა 5,2 მილიარდი დოლარით ანუ 0,9%-ით გაიზარდა. 16 დეკემბრის მდგომარეობით კი 581,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.  

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „დივერსიული საქმიანობისთვის" უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რომელიც „დივერსიული საქმიანობისთვის" უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. წერს რუსული მედია.  მედიის ცნობით, კემეროვოში, ქალმა სამხედრო კომისარიატს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა „დივერსიული საქმიანობისთვის ხელშეწყობა“ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 20 წლამდე ან უვადოდ; „დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით სწავლების გავლა“ და „დივერსიული საზოგადოების ორგანიზება“ - თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ან უვადო; „დივერსიაში“ მონაწილეობა - თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებულია 5-დან 10 წლამდე ვადით. მოსკოვთან ახლოს, შჩოლკოვოში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს - მედია რუსეთში, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო კომისარიატებსა და სხვა ადმინისტრაციული შენობებში ხანძრების სტატისტიკა გაიზარდა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში სამხედრო გამწვევ პუნქტებს, პოლიციის განყოფილებებსა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობებს ცეცხლი არაერთხელ წაუკიდეს. ეს ქმედება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას მოჰყვა. „მედიაზონას“ ცნობით, ნოემბრის დასაწყისისთვის რუსეთში დაფიქსირდა სულ მცირე 75 თავდასხმა ადმინისტრაციულ შენობებზე, 52 შემთხვევაში ეს ობიექტები (სამხედრო მოსამსახურეები და რეკრუტირების ცენტრები) ცეცხლის სამიზნე გახდა.  

Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთის დრონით მიწოდება დაიწყო

Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთების მიწოდება დრონების გამოყენებით დაიწყო. Ars Technica-ს ვებსაიტის მიხედვით, Amazon Prime Air-ის მიწოდების სერვისმა ფუნქციონირება ლოკფორდში, (კალიფორნია) და კოლეჯ სთეშინში, (ტეხასი) დაიწყო. სერვისი მომხმარებელს 2,3 კილოგრამამდე წონის შეკვეთების დრონით მიწოდებას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, მიწოდებული პაკეტების 85 პროცენტამდე ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მიწოდებას ერთი საათი სჭირდება. ამაზონმა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) თანხმობა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.  

ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ 352 სატელეფონო საუბარი და 110 შეხვედრა გამართა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან 352 სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის ასევე ჰქონდა 186 ონლაინ კომუნიკაცია ან გამოსვლა, 110 შეხვედრა სახელმწიფოების, კომპანიების ან კერძო პირების წარმომადგენლებთან და უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის 44 სხდომა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა განაცხადა. სტატისტიკა 24 თებერვლიდან 28 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით 352-ჯერ ესაუბრა სხვა სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მისი პირველი სატელეფონო ზარები 24 თებერვალს (ქრონოლოგიურად) იყო ჯოზეფ ბაიდენთან, ოლაფ შოლცთან, ბორის ჯონსონთან, კარლ ნეჰამერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მაგდალენა ანდერსონთან, შარლ მიშელთან და ემანუელ მაკრონთან. ბოლო საუბარი მან იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართა. აღსანიშნავია, რომ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საგარეო ვიზიტი ზელენსკის აშშ-ში 20-21 დეკემბერს ჰქონდა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბახმუტიდან მოსახლეობის 90% ევაკუირებულია - მერი

დონეცკის რეგიონის ბახმუტის თემის მცხოვრებთა თითქმის 90%-მა, ანუ 70 000-ზე მეტმა ადამიანმა, ტერიტორია დატოვა, ხოლო 8700 ადამიანი დაბომბვის ქვეშ ცხოვრებას აგრძელებს. ამის შესახებ ბახმუტის მერმა ოლექსი რევამ განაცხადა. „უსაფრთხოების რთული ვითარების მიუხედავად, ბახმუტიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბახმუტის თემის მცხოვრებთა თითქმის 90%, რომელიც 70 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, უკვე გადავიდა უსაფრთხო რეგიონებში ან დროებით დატოვა უკრაინის ტერიტორია“, - წერს მერი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს ევაკუაციისკენ.

სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ცარიელი სიტყვებია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა დანარჩენ საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ის რუსულ gazeta.ru-სთან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის, განახორციელოს ინვესტიცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში. „ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო - ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში. ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“ , - განაცხადა სერგეი შამბამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელია პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდეს.

ანდრი ერმაკი: ზელენსკი არ ფიქრობს არჩევნებსა და მეორე ვადაზე, მისი მთავარი მიზანი ომში გამარჯვებაა

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნესა და მეორე ვადით არჩევაზე, რადგან მისი მთავარი მიზანი ომის მოგებაა, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. კითხვას, რას ეტყვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე პოლიტიკურ რეიტინგებს ზომავენ, ერმაკმა უპასუხა, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა. „ჯერჯერობით ჩვენ არც კი ვფიქრობთ ამ თემაზე [არჩევნებზე]. დღეს ომი და გამარჯვება არის მთავარი საკითხები, რაზეც ვფიქრობთ", - განაცხადა ერმაკმა უკრიანული მედიიის ცნობით. „ომი ჯერ არ დასრულებულა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვიგოთ. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვისთვისაც ჩვენი გამარჯვება მარცხია. ვიღაცას ჰგონია, რომ პოლიტიკური დივიდენდებს ვიღებთ ომისგან. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. პრეზიდენტი ამაზე 100%-ით არ ფიქრობს, ის ფიქრობს გამარჯვებაზე. ეს არის მისი მთავარი მიზანი", - განაცხადა ერმაკმა. კითხვას, აპირებს თუ არა ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას, ერმაკმა უპასუხა, რომ ეს თემა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლა არ განიხილება.  „ჩვენ არ განვიხილავთ ამ თემას, მაგრამ თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, დიახ. ქვეყანას ჰყავს საუკეთესო პრეზიდენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში. მას კიდევ ბევრი რამ შეუძლია, გააკეთოს ამ ქვეყნისთვის. ჩემი პირადი აზრია, რომ მან მეორე ვადით კენჭი უნდა იყაროს“, - განაცხადა ერმაკმა.

ფეხბურთის მეფე პელე გარდაიცვალა

ფეხბურთის ბრაზილიელი მეფე, რომელმაც რეკორდული რაოდენობის, სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ფიგურა გახდა, ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა, ჯო ფრაგამ დაადასტურა პელე 2021 წლიდან მკურნალობდა მსხვილი ნაწლავის კიბოზე და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. კარიერა პელემ ბრაზილიის ნაკრებში მთლიანობაში 114 მატჩი ჩაატარა და რეკორდული რაოდენობის, 95 გოლი გაიტანა, მათ შორის 77 ოფიციალურ მატჩებში. მან კარიერა 1977 წლის პირველ ოქტომბერს, „ ნიუ-იორკ კოსმოსისა“ და „სანტოსის“ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დაახლოებით 77 000 გულშემატკივრის წინაშე დაასრულა. პელე სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში, სიღარიბეში იზრდებოდა. ახალგაზრდობაში თამაშობდა რამდენიმე სამოყვარულო გუნდში, რომელთა შორის იყო: Sete de Setembro, Canto do Rio, São Paulinho და Amériquinha. 1958 წელს, „სანტოსთან“ ერთად, პელემ პირველი მთავარი ტიტული - პაულისტას ლიგა მოიგო. 1975 წელს, პელე აშშ-ის კლუბ ნიუ-იორკ კოსმოსში ჩაირიცხა. ფეხბურთის პოპულარობა აშშ-ში და ამერიკელი მაყურებლის ინტერესი ხსენებული სპორტისადმი ამის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1977 წელს, მისი ლიდერობით გუნდმა ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ლიგა მოიგო. პელეს პირველი საერთაშორისო მატჩი 1957 წლის 7 ივლისს „მარაკანას“ სტადიონზე შედგა, რომელიც ბრაზილიამ არგენტინასთან ანგარიშით 2–1 წააგო. ერთადერთი გოლი ბრაზლიის ნაკრებიდან ამ დღეს პელემ გაიტანა; ის მხოლოდ 16 წლის იყო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო მატჩში გოლი გაიტანა. 1958 წლის 19 ივნისს პელე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „საუკუნის ფეხბურთელად“დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. ის აქტიურად მონაწილეობდა სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში, თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა. მოიხსენიებდნენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra) და „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol. 

ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება. ამ თემაზე Politico-სთან განაცხადა. გამოცემა სტატიაში განიხილავს რა იქნება აშშ-ის შემდგომი დახმარება უკრაინის მიმართ. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ DW წერს. დოკუმენტების მიხედვით, აშშ გერმანიას ყოველწლიურად, სამ მილიარდ კუბური მეტრ თხევად გაზს 15 წლის განმავლობაში მიაწვდის. თუმცა, მიწოდება შეიძლება, მხოლოდ 2027 წელს დაიწყოს. LNG ტვირთების მიწოდება RWE-ს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ანდრე სტრაკემ, RWE Supply & Trading-ის ხელმძღვანელმა, შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ კონტრაქტს, გერმანიის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისა და ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გრძელვადიანი გაძლიერებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის მცდელობების შესახებ, ომში ჩართოს ბელორუსი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის, ბელორუსში მომხდარი ინციდენტი გამოიძიოს. სამინისტროს განმარტებით, ასეთ გამოძიებაში შეიძლება, ექსპერტები ჩაერთონ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს რაიმე ფორმით მხარს არ უჭერენ. მინსკის მტკიცებით, უკრაინული რაკეტა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩავარდა. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა. ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ კარგად იცის რუსეთის მცდელობების შესახებ, რომელიც ომში ბელორუსის ჩართვას გულისხმობს. „უკრაინა არ გამორიცხავს ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციას“, - აცხადებს უწყება.  რაკეტა ბრესტის ოლქში, ერთ-ერთ სოფელთან ჩავარდა. ბელორუსი რუსეთის აგრესიაში მონაწილეობდა და ნება დართო რუსეთს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. თუმცა ბელორუსს ჯარები უკრაინაში ჯერ არ გაუგზავნია.

2022 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.  

bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს

Bloomberg-ის გათვლებით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უმდიდრესმა რუსებმა $93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. სააგენტოს ცნობით, 24 თებერვალს რუსმა ბიზნესმენებმა $46,6 მილიარდი დაკარგეს. დასავლური სანქციების დაწესებიდან რამდენიმე თვეში მათმა დანაკარგმა კიდევ $47 მილიარდი შეადგინა.  უკრაინული Forbes-ის მონაცემებით, უკრაინის უმდიდრესი ბიზნესმენების ერთობლივი ქონება თებერვლის შემდეგ $20 მილიარდზე მეტით შემცირდა, - $40 მილიარდიდან $22,5 მილიარდამდე. Bloomberg-ის შეფასებით, 2022 წელს მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება $1,4 ტრილიონითაა შემცირებული.   

უკრაინის სამ რეგიონში დრონების თავდასხმა მოიგერიეს

30 დეკემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა, კიევის რეგიონში დროენების თავდასხმა მოიგერიეს. „რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ტავდასხმა მოიგერიეს“, - წერს შეტყობინებაში რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლექსი კულება. კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანის წარმოების ხუთი „შაჰედი კამიკაძე“ დრონი ქალაქის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. ერთ-ერთი თვითმფრინავი გოლოშეევსკის რაიონში ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა. შენობა ნაწილობრივ დაინგრა, მეზობელ საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია ფანჯრები. ვოსტოკის საჰაერო სარდლობა ასევე იტყობინება, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათი უოილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში. ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმებში ასევე მონაწილეობს თვითმფრინავები, რომლებსაც რუსეთი ირანისგან ყიდულობს. 29 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა კვლავ დაბომბეს უკრაინა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, გაშვებული 69 რაკეტიდან ჩამოაგდეს 54. მანამდე, რუსული ძალების მიერ, უპილოტო თვითმფრინავიებით მასშტაბური თავდასხმა კიევზე 19 დეკემბრის ღამეს განხორციელდა. 35 თვითმფრინავიდან 30 განადგურდა.  

უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და დამატებითი რაკეტების გადაცემა ომის დასასრულს მოაახლოებს - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და დამატებითი რაკეტების გადაცემა ომის დასასრულს მოაახლოებს. ამის შესახებ პოდოლიაკმა განცხადება "ტვიტერზე" დაწერა. „უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემა საშუალებას მოგვცემს: პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის ლოკალიზების და იმის, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდეს. მეორე, მოაახლოებს ომის დასასრულს და 1991 წლის საზღვარზე გასვლას“,- განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, განაღმვის აღჭურვილობა გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 1000-ზე მეტი VALLON ლითონის დეტექტორი და 100 ბომბის განადგურების ნაკრები გადასცა.  „განაღმვის აღჭურვილობის მიწოდება, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ქვეყანა უკრაინას 2022 წლის განმავლობაში უწევდა და ეს პროცესი 2023 წლამდე გაგრძელდება“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ. VALLON-ს შეუძლია დაეხმაროს ჯარებს დანაღმული ველების გასუფთავებასა და უსაფრთხო მარშრუტების გაწმენდაში გზებსა და ბილიკებზე. ამ აღჭურვილობას ასევე შეუძლია უზრუნველყოს ასაფეთქებელი ნივთიერებების გაწმენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სახლებიდან, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ბომბის განადგურების კომპლექტები შექმნილია რუსული ბომბების, საბრძოლო მასალისა და ისეთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოსაღებად, რომლებიც არ აფეთქდა. ასაფეთქებელი იარაღის განადგურების ეს მოწყობილობა, ერთ-ერთი უახლესია იმ აღჭურვილობის ფართო სპექტრს შორის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, რუსეთის უკანონო შემოჭრის წინააღმდეგ, ბრძოლის მხარდასაჭერად გადასცა.  

დანილოვის თქმით, თუ საჭირო იქნება, უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე გადავა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, უკრაინის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას არ გამორიცხავს. Kyiv Post-თან ინტერვიუში, შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა უკრაინის არმია ქვეყნის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს, დანილოვმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია.  „თუ ჩვენი ქვეყნის დასაცავად უნდა ვიყოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით“, - განაცხადა დანილოვმა. დანილოვი სისულელეს უწოდებს საუბრებს იმის შესახებ, რომ ვიღაცის გაღიზიანება საჭირო არ არის. დანილოვი ამბობს, რომ კრემლი არ კარგავს კიევის აღების იმედს. ამისთვის რუსეთმა უნდა დაარწმუნოს ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს შეუერთდეს. „ეს უკანასკნელი მაინც არ დათანხმდა, რადგან ესმოდა ასეთი გადაწყვეტილების შედეგები“,- აღნიშნა დანილოვმა.   

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეერთებული შტატების 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტს. დოკუმენტში შედის უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ხელი მოაწერა „ორპარტიულ ყოვლისმომცველ კანონპროექტს, რომელიც ისტორიული პროგრესის ერთ წელს დაასრულებს". „ბიუჯეტში გათვალისწინებულია ინვესტიციები სამედიცინო კვლევებში, უსაფრთხოებაში, ვეტერანთა ჯანდაცვაში. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს კატასტროფების დროს დახმარებისთვის, თანხებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და კრიტიკულ დახმარებას უკრაინისთვის“, - თქვა ჯო ბიდენმა. ბიუჯეტიდან აშშ-ის მთავრობა სექტემბრის ბოლომდე 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მათ შორის 858 მილიარდი დოლარი დაიხარჯება თავდაცვის საჭიროებისთვის და 45 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის. აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტიდან 132 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას მიიღებს საქართველო.  

1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება

ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განცხადა კახა კალაძემ.