ძებნის რეზულტატი:

დამწვრობის ცენტრის დირექტორი: პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა

საქართველოში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 40% ბავშვები, ხოლო 60% მოზრდილები არიან. ამის შესახებ Europetime-ს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. ამასთან, ქაშიბაძემ მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. "ქვეყანაში პიროტექნიკით დაზიანების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 40% ბავშვები არიან, ხოლო 60% მოზრდილები. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სერიოზულად არავინ დაშავებულა.  მინდა კიდევ ერთხელ, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდო. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ პიროტექნიკის გამოყენება იციან, თუმცა ყველაფერი სამწუხაროდ, სხეულის დაზიანებით მთავრდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, ვიყოთ ფრთხილად", - განუცხადა ქაშიბაძემ Europetime-ს. კალაძე პიროტექნიკის გამოყენებაზე: სამომავლოდ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ლირით პირველი ტრანზაქცია განახორციელა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა (CB) ციფრული თურქული ლირის გამოყენებით პირველი ტრანზაქცია განახორციელა. „ციფრული თურქული ლირის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, პირველი გადახდის ტრანზაქცია ციფრული თურქული ლირის ქსელში წარმატებით დასრულდა. 2023 წლის პირველ კვარტალში ბანკი გააგრძელებს ამ საპილოტე ტესტებს, რომლებიც ტარდება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ტექნოლოგიების სფეროში“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში. „2023 წელს ციფრული ლირის პლატფორმას დაემატება რამდენიმე თურქული ბანკი და ფინტექ კომპანია. სისტემის ტესტირება გაგრძელდება უფრო ინტენსიურ რეჟიმში და მონაწილეთა დიდი რაოდენობით. დაგეგმილია პლატფორმაში ჩადგმული განაწილებული გამოთვლითი სისტემის მუშაობის ტესტირება, ციფრული ლირის ინტეგრირება გადახდის ეკოსისტემასა და მყისიერი გადახდის სისტემაში. ცენტრალური ბანკი და ხელისუფლება ასევე აპირებენ იმუშაონ ანგარიშსწორებაში ციფრული ეროვნული ვალუტის გამოყენების ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებზე“, - წერს მედია.  

კახა კალაძე: თბილისის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება. "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად, ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა წელს $1,4 ტრილიონი დაკარგა - Bloomberg

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წელს $1,4 ტრილიონი დაკარგა, მათ შორის თითქმის $100 მილიარდი რუს ოლიგარქებზე მოდის. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს Bloomberg-ი წერს,რომ 2022 წელს ამავდროულად, მილიარდერებმა ზარალის უმეტესი ნაწილი საკუთარ თავს თავად მიაყენეს. გამოცემა სამ შემთხვევას ასახელებს:  სემ ბენკმან-ფრიდის FTX თაღლითობა; რუსეთ-უკრაინის დამანგრეველი ომი, რომელმაც ათეულობით მილიარდი დოლარით შეამცირა რუსი ოლიგარქების აქტივები; Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის „ხრიკები“, რის შედეგადაც მან $138 მილიარდი დაკარგა. ამ წელს მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა მილიარდერების იმ ჯგუფისთვის, რომელთა ქონებაც პანდემიის დროს „მარტივი ფულის ეპოქაში“ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე რომ, ილონ მასკმა, ჯეფ ბეზოსმა, ჩანგპენგ ჟაომ და მარკ ცუკერბერგმა ჯამში, დაახლოებით $392 მილიარდი დაკარგეს. ამავდროულად, 2022 წელს ყველა მილიარდერი არ გრძნობდა თავს ერთნაირად ცუდად - ინდოელმა მაგნატმა გაუტამ ადანიმა, ბილ გეითსსა და უორენ ბაფეტს გაუსწრო სიმდიდრის ინდექსით და თავისი ქონება წელიწადში $42 მილიარდით $119 მილიარდამდე გაზარდა. 2022 წელს ის მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ეს აზიელი მილიარდერისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგია.  ამერიკელი ტექნიკური ტიტანებისთვის რთულ წელსაც კი, მარკ ცუკერბერგის ზარალი გამოირჩევა. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, მისი წმინდა ქონება პირველი იანვრიდან $71 მილიარდ დოლარით შემცირდა, ანუ 57%-ით. ამის მიზეზია Metaverse-ზე გადასვლა და ზოგადად ინდუსტრიის ვარდნა, რამაც Meta-ს აქციების ფასი შეამცირა.  კრიპტოვალუტის ბირჟა FTX, რომელიც ეკუთვნის Benkman-Fried-ს, მას შემდეგ დაინგრა, რაც ლიკვიდურობის კრიზისმა მის კრიპტო იმპერიაში „ხვრელები“ გამოავლინა. ფრიდის $16 მილიარდიანი ქონება, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაქრა. ამ მოვლენამ გამოიწვია Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩანპენგ ჟაოს ქონების $84 მილიარდით შემცირება.  

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო.  ემდეგი პროცესი 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მედიას განუცხადა, რომ სხდომის გადადების მიზეზი, მოსამართლის სათათბიროდ სხვა საქმეზე გასვლა გახდა. ადვოკატის თანახმად, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მოსამართლეს აქვს კონსტიტუციური უფლება, უარი თქვას სხვა სხდომების ჩატარებაზე. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა. პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10% იყო. მიმდინარე წლის ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 31.8%-ით, ხოლო იმპორტი - 32.4%-ით. ამასთან, მხოლოდ ნოემბერში საქართველოში, 7 207 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62.3%-ითაა გაზრდილი. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 16.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 796 მლნ ლარი შეადგინა. ორნიშნა ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მიგრაციის შედეგად გაზრდილმა მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა აცხადებდა, რომ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც 2022 წლის ბიუჯეტი იყო დაგეგმილი, რთული იქნებოდა. ნოემბერში კი ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა. ახალი წლიდან მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.  

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტზე, ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის, იანვარ-თებერვალში ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას დაიწყებენ და პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.  ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება პირველი ეტაპის სამუშოები $300 მილიონი დაჯდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოიყენონ, რადგან ეკონომიკაში ეს ფონდი ზუსტად ამ როლს ასრულებს. „ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. როგორც პრემიერმაც გამოაცხადა, სახელმწიფოს როლი იქნება წამყვანი ამ პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების აბსოლუტურად მართებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი. არსებობს გრძელვადიანი დაფინანსების წყარო, რომელიც უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი სტრატეგიული პროექტების შესაქმნელად. იცით, რომ ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდს ვაძლევთ საშუალებას, ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება შეძლოს. ვფიქრობ, რომ 2023 წლის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მთელი წლის განმავლობაში, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდება. „პირველ ეტაპს დასჭირდება ალბათ, დაახლოებით ორი- სამი წელი. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, რა თქმა უნდა, გრძელვადიანია. ათ წელზე მეტს მოიცავს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი იქნება დატვირთვა, უნდა მოხდეს პროექტის მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების შესაბამისად დაგეგმვა. ესეც არის განსაზღვრული წინასწარ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მნიშვნელოვანია, რომ მალევე დავიწყოთ სამუშაოები. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპერატიულად შევძლებთ ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია, ეს ერთ დღეში არ შეიქმნება. საბოლოოდ, ეს იქნება დამატებითი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც უბრალოდ უნდა ქმნიდეს უკეთეს კონკურენტულ გარემოს შავ ზღვაზე, განსაკუთრებით, ჩვენს დერეფანში. ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას უნდა უწყობდეს ხელს და მერწმუნეთ, ასეც იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.  შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება

„საახალწლო სოფელს“ რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს - კახა კალაძე

თბილისის მერმა საახალწლოდ დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გალაკონცერტი 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერიაში მთავრობის 2022 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. „მინდა, ყველა - ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები, მოვიწვიო საახალწლო გალა-კონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე, 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ადგილზე ვიქნები და მექნება შესაძლებლობა, რომ ერთად შევხვდეთ 2023 წელს. საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე, „საახალწლო სოფელი“, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოველ საღამოს ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. 31 დეკემბერს კი, ყველას გელოდებით საახალწლო გალაკონცერტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში  

დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ ექნებათ

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება, - ამის შესახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც 2023 წლის 2 იანვრის კვირას ეხება, ძალაში რჩება. პარლამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 3 ოქტომბრიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე 228 ნებართვა გაიცა. „2022 წლის 27 დეკემბერის წერილით, იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით აცნობა და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ყოფილიყო. პატიმრობის კოდექსი აწესებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ.), რომელთაც აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება პარლამენტის რომელიმე წევრს ერთჯერადად მიანიჭოს. 2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე 228 ნებართვა გაიცა, რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს - პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას - და გამოიყენება, უშუალოდ პატიმართან, პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ საჯაროდ მიუთითა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს, უპირველეს ყოვლისა, მისი ადვოკატები აწარმოებენ, რომლებმაც დღემდე სააკაშვილთან 533 ვიზიტი განახორციელეს. გარდა ამისა, აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც პატიმრობის კოდექსის თანახმად ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაბრკოლების გარეშე, მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი. სააკაშვილის მიმართ, ამ უფლებით მათ უკვე 57-ჯერ ისარგებლეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება. ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც 2023 წლის 2 იანვრის კვირას ეხება, ძალაში რჩება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო „ეს არ არის მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგება, ეს არის მათ შორის გაზით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ენერგეტიკის, ენერგოსისტემის დაკავშირება მოხდება ევროპის ბაზართან“, - აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ევროპის ბაზართან დაახლოების მიზნით საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. „ჩვენ ვართ ენერგოგაერთიანების შეთანხმების წევრი. ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გახდება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. მათთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას.  როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ამასთან, საქართველოს განახლებადი ენერგიისა და მწვანე ენერგიის წარმოების კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც, ჩვენ ამ პროექტის ინიცირება მოვახდინეთ. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შესრულებს, ეს უკვე არის დამატებითი სიკეთე. საქართველო არის მთავარი ქვეყანა რუმინეთთან ერთად. ამ პროექტის ინიცირება დავიწყეთ ორი წლის წინ. დღეს ეს პროექტი გააქტიურდა, იმიტომ, რომ ევროპას დაუდგა ენერგოსაჭიროება. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აქ არანაირ კონსპირაციებზე არ გვინდა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმხელა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს არ ვდგამთ და არ გადავდგამთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.  

შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება - ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შიდა და გარე ფაქტორებს უკავშირდება  ტრანსკასპიური დერეფნის მარშრუტის განვითარებითვის, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მუშაობენ ამ კუთხით, საინტერესოა შუა დერეფანი, რომლის მიმართაც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ინტერესი გაიზარდა. „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველადაა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს მიყოლებით. ეს არ იყო მარტივი მისაღწევი.  განსაკუთრებით ომიდან გამომდინარე, გაურკვევლობის ფაქტორი ძალიან დიდი იყო, თუმცა რა შესაძლებლობებიც გაჩნდა, სახელმწიფომ იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოახერხა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე გარე ძლიერი მოთხოვნით და ჩვენ მოვახდინეთ იმ ფაქტორების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ხელთ გვქონდა. პირველ რიგში, შუა დერეფნის მიმართ გაიზარდა ინტერესი, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა ტვირთის ნაკადების გადამისამართება. ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა სექტორს როცა ვუყურებთ, ერთ-ერთი განმაპირობებელია სატრანსპორტო დასაწყობების მომსახურება, სადაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდა. ასევე, ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა მოვახერხეთ. იცით, რომ ამ მიმართულებით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ჩვენ 2019 წლის მონაცემებსაც გადავასწარით. ქვეყანამ 3.2. მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს განპირობებულია იმით, რომ სამინისტროს პოლიტიკა გვაქვს სრულად ადეკვატური. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული ტურისტული ბაზრები, მათ შორის ტრადიციული ბაზრები, ისეთი, როგორიცაა უახლოესი მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა მოვახერხეთ, იგივე სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების შექმნა, რამაც თანხაში საშუალება მოგვცა, რომ 2019 წელთან მიმართებით ტურისტული სექტორი სრულად აღგვედგინა. ასევე, გაზრდილია ექსპორტი და ექსპორტის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. 31%-ით გაიზარდა მიმდინარე წელს ექსპორტი და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა აღინიშნოს - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფიქსირდება და ესეც რეკორდულად მაღალია, გაორმაგებულია წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.  

დმიტრო კულებას თქმით, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა უკრაინამ შესაძლოა, მომავალ წელს მიიღოს

საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით. Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ლევან დავითაშვილი რუსეთიდან კომპანიების რელოკაციეზე: ეს აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესებია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოში უცხოური ბიზნესების რელოკაცია დადებითი ტენდენციაა. ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში ხდება აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესების რეგისტრაცია. „რაც შეეხება ბიზნესებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, თავიანთი სერვისებისა და ოფისების გადმოტანა და რელოკაცია მოეხდინათ. ასევე, დარეგისტრირებული ბიზნესებიდან 1%-ზე ოდნავ მეტია, სადაც რუსული კაპიტალი მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც ძალიან მცირე რაოდენობაა საერთო ბიზნესებში და ეს ვერანაირ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვერ უნდა წარმოადგენდეს. აქაც შეიძლება აღინიშნოს, რომ უმრავლესობა, როდესაც ვსაუბრობთ რუსული კაპიტალით შექმნილ ბიზნესებზე, არის ეთნიკურად ქართველების მიერ დაარსებული ბიზნესები, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში გადმოდიან. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 900 ათასი რეგისტრირებული კომპანიიდან 10 ათასამდეა, სადაც რუსეთის მოქალაქეების გარკვეული მონაწილეობაა მთლიანად საქართველოში, არა მხოლოდ ამ პერიოდში. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ან არის უცხოური კომპანიების ოფისები, რომლებიც, პირველ რიგში, ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულები, რომ რუსეთიდან მოეხდინათ რელოკაცია, ან კომპანიები, რომლებიც შექმნილია, ძირითად, ეთნიკურად ქართველების მიერ, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე საინვესტიციო ბინადრობაზეც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.   

თბილისში, სილამაზის ცენტრი გაქურდეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სილამაზის ცენტრი გაქურდეს.გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 11 000 ლარზე მეტი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ობიექტიდან ნიმუშების აღებაც მოხდა, სამართალდამცავებმა კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს.ესთეტიკის ცენტრი "გენეზისი" დაახლოებით დილის 05:00 საათზე გაძარცვეს. დადგენილია დამნაშავეთა ვინაობა, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.  

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოდან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტი გამორიცხულია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, რაზეც ბოლო დროს განვითარებული რეექსპორტის ტენდენცია მიუთითებს.  „არამხოლოდ რუსეთსა და სომხეთში, რეექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გაზრდილია. ექსპორტთან ერთად, რეექსპორტიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ერთ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ეკონომიკური კუთხით ყოველთვის შეეძლო დამაკავშირებელი როლის შესრულება. როცა საქართველოს ეკონომიკურ ფუნქციაზეა ვსაუბრობთ, საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, შესაბამისად, ექსპორტის და რეექსპორტის ოპერაციები არის ზუსტად ამ ჰაბის ფუნქციის ნაწილი. ასე ხდება ისეთ ეკონომიკებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამაკავშირებელი როლი რეგიონში და საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს როლი შეასრულოს. ეს არის დამატებითი შემოსავალი ჩვენს ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს ამ ფუნქციას, იქნება ჰაბი. ამისთვის ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება უფრო მეტად ადეკვატური სტრუქტურა, კომპეტენციები, რაც ეტაპობრივად იზრდება ქვეყანაში, რომ მეტი რეექსპორტი, მეტი პროდუქციის დასაწყობება და გადამისამართება მოახდინოს საქართველომ და არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე გვქონდეს ორიენტირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მათ შორის, რეექსპორტის ოპერაციებისთვისაც“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლით ტვირთების რეექსპორტი გამორიცხულია.  „თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აქ შეიძლება რაიმე ტიპის სანქციების გვერდის ავლას ჰქონდეს ადგილი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენი საბაჟო ოპერაციები არის ტრანსფარენტული, გახსნილი, კონტროლის სისტემები, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არის აღიარებული საუკეთესო პრაქტიკად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გამორიცხულია რაიმე ტიპის გვერდის ავლაზე ან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტზე საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  

გიული ალასანია სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი

მესამე პრეზიდენტის დედაის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გუშინდელ სხდომაზე "ვივა მედის" ნევროლოგის, თამარ აბაშიძის ჩვენება გმირობა იყო."პრეცესს ადევნებს, რა თქმა უნდა, თვალს მოეწონა, კმაყოფილი იყო, მასაც მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. საშინელი მდგომარეობაა, დარჩენილია ცარიელი ჩონჩხი, მე მიკვირს ხანდახან რომ უხდება ვთქვათ აბაზანამდე მისვლა, თუნდაც იმ დამხმარე საშუალებით როგორ გადაადგილდება არ ვიცი ეს ცარიელი ჩონჩხი", - თქვა გიული ალასანიამ.ცნობისთვის, თამარ აბაშიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ცნობილია, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 22,2 მილიარდი აშშ დოლარი (62,9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 97,5%-ია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი ორი კომპონენტისგან შედგება: სახელმწიფო ვალი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სექტორს, სახელმწიფო საწარმოებს, ეროვნულ ბანკს და კერძო სექტორს, რომელიც მოიცავს როგორც საბანკო ისე სხვა სექტორებს. სებ-ის ინფორმაციით, ამ სექტორებზე საერთო საგარეო ვალის მოცულობა ასე გადანაწილდა: „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 51.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7 პროცენტია. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 32.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 868.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 443.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - წერს ეროვნული ბანკი. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 127.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 373.5 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო ვალი 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 485.5 მლნ აშშ დოლარით და 20.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.  

კელი დეგნანი: წარმატებას გისურვებთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა, ისტორიულ გადაწყვეტილებას მიუახლოვდა. ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს დეგნანის შეფასებით, ევროპა საქართველოსგან, ერთიან პოზიციას ელოდება. „პირველ რიგში მშვიდობა, ყველასთვის, განსაკუთრებით უკრაინისთვის, მთლიანი რეგიონისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა. მინდა ვუსურვო წარმატება ქართველ ხალხს, მშვიდობა, ერთობა, მეგობრობა, ჯანმრთელობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან, თუ ქართველები გადადებენ გვერდზე თავის განსხვავებულ პოზიციებს, გაერთიანდებიან და ერთად გააკეთებენ ამ ყველაფერს, ზუსტად ამის ნახვა უნდა ევროპას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მკაფიო არჩევანს ევროპისკენ. სწორედ ამას გისურვებთ. გილოცავთ ახალ წელს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7020 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7103 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.83 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8844 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8832 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1443 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2581 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ. დაგეგმილია მსვლელობა, რომლის დროსაც ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში მიასვენებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.