ძებნის რეზულტატი:

თურქეთი და ჩინეთი უზბეკეთში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებენ

თურქეთისა და ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები უზბეკეთის ეროვნული ელექტრო ქსელის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულები გახდნენ. კომპანიები ქალაქ ტაშკენტსა და სირდარიას რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებს ააშენებენ. ტენდერების შედეგების მიხედვით, თურქული კომპანია „Şa-ra Enerji Inşaat Ticaret ve Sanayi A.Ş“ 220 კვ ძაბვის გადამცემ ხაზს (213 კილომეტრის სიგრძით 31,89 მილიონი აშშ დოლარი) ააშენებს. ჩინური კომპანია "Xian Electric Engineering Co., Ltd." დამონტაჟებს 72 კმ 500 კვ გადამცემ ხაზს, რომლის სავარაუდო ღირებულება 14,68 მილიონი დოლარია. სამინისტროს ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი განხორციელება 2022-2024 წლებში იგეგმება. „პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ელექტრომომარაგების საიმედოობას სირიდარიისა და ტაშკენტის რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. გარდა ამისა, ენერგოსისტემის ტაშკენტის ნაწილში ახალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის წყალობით, ძირითადი ელექტრო ქსელების დატვირთვა შემცირდება და სიმძლავრე მორგებული იქნება მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - წერს მედია.   

მესტიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.  

თურქეთმა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გამოსცადა

თურქეთმა შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Siper-ის გამოცდა წარმატებით დაასრულა. თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ისმაილ თურქეთის ხელისუფლება საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებას 2023 წელს გეგმავს. „საახალწლო საჩუქარი თურქ ერს: ადგილობრივმა თურქულმა შორ მანძილზე მოქმედმა საჰაერო თავდაცვის რაკეტა Siper-მა წარმატებით გაიარა საცდელი გასროლა და მიზანს მოხვდა“, - წერს ისმაილ დემირი სოციალურ ქსელში.  

უკრაინა: პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს

ვლადიმერ პუტინი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა. „მათ ესმით, რომ მარცხდებიან, მაგრამ არ აპირებენ ომის დასრულებას. მოსალოდნელია მტრის ასეთი ქმედებები და ჩვენი ჯარები ამისთვის მზად არიან“, - განაცხადა ჩერნიაკმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ტრანსკასპიურ დერეფანს პრიორიტეტად ასახელებს - სავაჭრო კიმისარი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში

დიდი ბრიტანეთი, ცენტრალურ აზიაში მის ყველაზე პერსპექტიულ პარტნიორებად ყაზახეთსა და უზბეკეთს განიხილავს. ამის შესახებ Trend-ს მისი უდიდებულესობის სავაჭრო კომისარმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში კენან პოლეომ განუცხადა. „ზედამხედველობას ვაწარმოებ სავაჭრო სამუშაოებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 14 ქვეყანაში. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სავაჭრო ურთიერთობები დიდ ბრიტანეთსა და ამ 14 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 44 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. ცენტრალური აზია ჩვენი წარმატების მთავარი ნაწილია. სწორედ ამიტომ ცოტა ხნის წინ ყაზახეთსა და უზბეკეთში მეტი სავაჭრო რესურსის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა კენან პოლეომ. როგორც სავაჭრო კომისარმა აზერბაიჯანულ მედიასთან აღნიშნა, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრიორიტეტია, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის აღმოსავლეთიდან. TITR, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკისთვის, - განაცხადა სავაჭრო კომისარმა. პოლეომ აღნიშნა, რომ საჭიროა ტრანსკასპიური მარშრუტის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა და დიდი ბრიტანეთი მზადაა, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა, გაციფრულება თუ პორტების შესაძლებლობების გაზრდა, დაფინანსების უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მოზიდვა, რაც ხელს უწყობს რკინიგზის მუშაობის ოპტიმიზაციას.  

შსს-ს ცნობით, მესტიაში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. მათ 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებს შსს.  უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.  

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, 2022 წლის შედეგები შეაჯამა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 2022 წლის შედეგები შეაჯამა. ზალუჟნის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის დაახლოებით 40 000 კვადრატული კილომეტრი, 40% იმისა, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხელში ჩაიგდო.  ამ დროისთვის ფრონტის ხაზი ხმელეთზე თითქმის ოთხი ათასი კილომეტრზეა გადაჭიმული და აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს 1500 კილომეტრზე. გარდა ამისა, მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს საბრძოლო ზონიდან 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია, ასევე ორი მილიონი ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და განაწილება. ზალუჟნის შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან 1300 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაასუფთავეს და ასევე გაანადგურეს 41 000 ასაფეთქებელი ნივთირება.  ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც მათ მოახერხეს რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული უზარმაზარი ტერიტორიების განთავისუფლება. კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონი, ნოემბერში კი უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.  

ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები მოხდა

ორშაბათს საღამოს, 2 იანვარს, რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქებები გაისმა. ამის შესახებ RBC-Ukraine ადგილობრივი Telegram არხების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. სევასტოპოლის საოკუპაციო „ხელმძღვანელმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით,  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.   

მედია: უკრაინის ძალებმა კუნძულ ველიკი პოტომკინსკზე უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთში დეოკუპაციას განაგრძობენ. არსებობს მტკიცებულება მდინარე დნეპერთან კუნძულის განთავისუფლების შესახებ. უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ველიკი პოტომკინსკის აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის დროშის აღმართვის ვიდეოს TG არხი „უკრაინა 365“ აქვეყნებს. კუნძული მდებარეობს მდინარე დნიპროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაპირებს შორის ქალაქ ხერსონთან, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა 11 ნოემბერს რუსეთის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ გაათავისუფლეს. უკრაინული ძალებს კონტროლის ქვეშ კუნძულის დაბრუნების შესახებ, გენერალური შტაბს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.  

ცნობილია, ბორის ჯონსონის საახალწლო პროგნოზები

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე 2023 წლის პროგნოზები გამოაქვეყნა.  ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა „აქ არის ჩემი საახალწლო პროგნოზები! ინფლაციის შემცირება გაგრძელდება, ჩინეთი ომიკრონს დაამარცხებს, პუტინი უკრაინაში დამარცხდება. მთლიანობაში, 2023 წელი მნიშვნელოვანად უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი. გაბედეთ იოცნებოთ. გილოცავთ ახალ წელს!“- წერს ჯონსონი Twitter-ზე.   

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა რუსების Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა რუსების Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე 5 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი: რუსეთი ხანგრძლივ ტერორისტულ შეტევას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ტერორისტულ თავდასხმას ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოწურვის მცდელობის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონების რაოდენობა უკვე ოთხმოცზე მეტია. ეს რიცხვი შეიძლება,უახლოეს მომავალში გაიზარდოს, რადგან ამ კვირაში ღამეები შეიძლება, მშვიდი არ იყოს. „ახლა ის დროა, როცა ცის დაცვაში ყველა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, „რუსეთის რეჟიმს სჭირდება რაღაცის დემონსტრირება, რათა გააგრძელონ ტყუილის ტირაჟირება, რომ ყველაფერი „გეგმის მიხედვით“ მიდის. „ჩვენი ამოცანაა, უკრაინამ ყოველდღიურად მიაღწიოს წარმატებებს. თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებებს ტერორისტებსა და ტერორზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტს კიევი უმასპინძლებს

უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება, - შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მისივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სატელეფონო საუბრის დროს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინული მხარის მზადყოფნას, უახლოეს პერიოდში დაასრულონ შესაბამისი სამუშაოები, რათა მიმდინარე წელს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები დაიწყოს. „მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

NATO: მზად ვართ, საქართველოსთვის მხარდაჭერა გავზარდოთ

NATO მზადაა, კიდევ უფრო გაზარდოს ქართველოს მიმართ მხარდაჭერა. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა. NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, საუბარია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე მხარდაჭერის გაძლიერებაზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს კიბერ შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდაზე. NATO-ს ოფიციალური პირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. „NATO-ს საქართველოსთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ნოემბრის ბოლოს, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ესწრებოდნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნების მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ. ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით დავეხმარებით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.

ბორის ჯონსონი: როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკეთეს 2023 წელს პროგნოზირებს. ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა ჯონსონის თქმით, ინფლაციის შემცირება გაგრძელდება და ამის ნიშნები უკვე ჩანს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ჩინეთი ომიკრონს დაამარცხებს. „პუტინი უკრაინაში დამარცხდება და ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდრის. მთლიანობაში, 2023 წელი მნიშვნელოვანად უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი“, - წერს ჯონსონი Twitter-ზე.   

დღეიდან საპენსიო ზღვარი მცირდება

დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება. „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს რომ „ლიბერთი ბანკი“ კაბალურ 43% და 36%-ში სესხის გაცემას ვეღარ შეძლებს. (საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება). აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობაში მყოფ ჯგუფებთან. იმის მიზეზებზე სამსჯელოდ, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა - პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ინიციატივით არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით განხილვა გაიმართა. პარტია „მოქალაქეების“ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უწყებათაშორის კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი იყო. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომლის საფუძველზეც პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი გარანტირებული იქნება. საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ახალი საკონკურსო პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, სადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი, რომლის საფუძველზეც პენსიონერებზე სესხის გაცემა ისეთ პროცენტში მოხდება, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბოსტნეული და ბაღჩეული - 27.4%-ით, პური და პურპროდუქტები კი 22.1%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა.მათივე ცნობით, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3 პროცენტით, რაც, საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 27.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ფასებმა 21.4 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. ყავა, ჩაი და კაკაო 18.4 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 17.5 – პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1 პროცენტით; თევზეულზე ფასებმა 13.4 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ზეთი და ცხიმი – 6.8 პროცენტით.„საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8-პროცენტიანი მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (37.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (11.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2 პროცენტი);ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3-პროცენტიანი მატება, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება მოხდა და ეპიცენტრში ცხოველები მოხვდნენ - ზოოპარკის დირექტორი

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ წელს, ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება იყო და ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. „პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ყველაფერი. სპეციალური ზომები იყო მიღებული, მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები, ანტისტრესული პრეპარატები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ასეთი შიში, ასეთი სტრესული სიტუაცია უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. შემდეგ შეიძლება, გაუჩნდეთ გარკვეული დაავადებები, ხშირ შემთხვევაშიც შეიძლება, კიდევ უფრო მძიმედაც განვითარდეს გარკვეული პერიოდის მერე, რომლის მიზეზიც უკვე სწორედ სტრესში უნდა ვეძებოთ. გნუ საკმაოდ ძლიერი ცხოველია, მაგრამ სროლების და აფეთქებების ეშინია. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც დაგვეღუპა პატარა. წინა წელს დაგვეღუპა პატარა გნუ. ნებისმიერი ცხოველის გამრავლება საკმაოდ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და დიდ სირთულეებთან და რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია. იმავეს მოვუწოდებდი, რასაც ყოველთვის ვამბობთ, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, განსაკუთრებით, ჩვენი თხოვნა იქნება,ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ახალ წელს პირდაპირ ზოოპარკის მიმართულებით იყო სროლები, მიზანმიმართულად არა, მაგრამ ასე გამოვიდა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.  

LIVE: მსოფლიო პელეს ემშვიდობება - ლეგენდის უკანასკნელი წუთები სტადიონზე

მსოფლიო პელეს ემშვიდობება. ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დღეს სამშობლოში დაკრძალავენ. ანდერძის მიხედვით ის სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაიკრძალება, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი მოჩანს. ამ წუთებში პირდაპირი ეთერი მიმდინარეობს სტადიონიდან, სადაც გულშემატკივარების უწყვეტი რიგი პელეს ემშვიდობა.  შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი, საფეხბურთო ლეგენდა 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში პელეს თირკმლისა და პროსტატის პრობლემები ჰქონდა. 21-წლიან კარიერაში პელე იყო ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა 1 363 თამაშში 1 281 გატანილი გოლით, მათ შორის სანაკრებო დონეზე 92 თამაშში 77 გატანილი გოლით. ის ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული - 1958, 1962 და 1970 წლებში. 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოშკის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნავს სუსი.