ძებნის რეზულტატი:
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ხდება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება. ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში განხორციელდა.
ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „დილით მელიტოპოლში ოკუპანტებს არ ეძინათ. ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა", - წერს ფედოროვი. კონკრეტულად რა აფეთქდა და არის თუ არა მსხვერპლი, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა
პირველი იანვრიდან, დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად შეაჩერა. „ჩვენ ვუკეტავთ პუტინს მისი უკანონო ომის დაფინანსების გზას და მხარს ვუჭერთ ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, საკუთარი დამოკიდებულების შემცირების გზაზე", - წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საკუთარ გვერდზე. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც სხვა ბევრმა ქვეყანამ, რუსული ენერგიის მოხმარება შეამცირა.
მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება
მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება, 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. კანონით დაკონკრეტებულია, რომ კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, სტატისტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ, სამწუხაროდ, მკვლელობების 53 პროცენტში ცივი იარაღი ფიგურირებდა. „ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ლიბერალური მიდგომები და კანონის ნორმები, რაც ცივ იარაღთან დაკავშირებით არსებობდა. კანონის გამკაცრებას ექნება პრევენციული ხასიათი, შემცირდება ცივი იარაღის ტარება. ცივი იარაღის ტარება აღიქმება უწყინარ ქმედებად, თუმცა კანონით ეს დასჯადია. საუბარი არ არის იმაზე, როცა ცივი იარაღის ტარება ხდება პროფესიული საქმიანობისთვის. საუბარია იმაზე, როცა ცივ იარაღს ჯიბით ატარებენ, ე.წ. ბარსატკებით. როცა კონფლიქტი ხდება, ხშირად ლეტალური შედეგები სწორედ ცივი იარაღით დგება. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ასეთ გაუაზრებელ საქციელს. ჩვენი მიზანი არ არის დანებთან ბრძოლა, ჩვენი ამოცანაა მძიმე დანაშაულთან, მკვლელობასთან ბრძოლა. ზოგჯერ მსხვერპლები არიან ძალიან მცირე ასაკის ადამიანები, რაც ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა და ეს ცვლილებები სწორედ მძიმე დანაშაულის პრევენციას ემსახურება“, – განაცხადა დარახველიძემ.
აზერბაიჯანმა ტრანსადრეტიკული მილსადენით, რუმინეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
SOCAR-სა და რუმინულ კომპანია Romgaz S.A-ს შორის გასული წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან რუმინეთმა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა ხელშეკრულება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის გეგმურ ტრანსპორტირებას საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის გავლით (ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) კომოტინის (საბერძნეთი) გასასვლელი წერტილიდან), რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტს. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუმინეთისთვის, პირველ აპრილამდე 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს. თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს
ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის აეროპორტში, 20-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო
ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის ახალ აეროპორტში 20-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა. საბიჰა გოკჩენის აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავების მისაღებად დაკეტილია, საჰაერო ნავსადგურიდან ფრენები ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ნორმალურ რეჟიმში განახლდება. „მოველით, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - განაცხადეს აეროპორტში. მანამდე, ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა.
სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მოემზადონ უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის. ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მიზნებზე უკრაინაში. სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მობილიზაცია მიუთითებს რუსეთის ჯარების შესაძლო, ახალი შეტევის მცდელობაზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ხელშეკრულების პირობები დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. „ომების უმეტესობა სამშვიდობო მოლაპარაკებებით მთავრდება. სავარაუდოდ, იგივე იქნება ამ ომშიც. მაგრამ ცნობილია, რომ პირობები, რომლითაც მშვიდობა მიიღწევა უკრაინაში, მთლიანად დამოკიდებულია ძალთა ბალანსზე ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა სტოლტებერგმა. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დასავლეთმა განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა დაარწმუნოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო. „მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფილიპინებზე წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაკარგულად ითვლება. როგორც რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წყალდიდობამ ქვეყნის 10 რეგიონში 583,4 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. 67 ქალაქსა და 71 მუნიციპალიტეტში სასწავლო დაწესებულებებში მუშაობა შეწყდა. 22 დასახლებაში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. მთავრობამ უკვე გამოყო 48,2 მილიონი პესო (865,800 აშშ დოლარი) დახმარებისთვის.
2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიაში იქნება - სავალუტო ფონდი
გლობალური ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში იქნება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წელი „უფრო რთული“ იქნება, რადგან აშშ-ის, ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. IMF-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, ევროპისთვის რეცესია გარდაუვალია, აშშ კი მის ზღვარზეა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბაზისო მაჩვენებელი თავიდან აიცილებს გლობალურ რეცესიას მომდევნო წლის განმავლობაში, ამის შანსები არასასიამოვნოდ მაღალია. ევროპა ვერ გადაურჩება რეცესიას და აშშ ზღვარზეა", - განაცხადა გრეგორევამ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს 190 ქვეყანა. გეორგიევას კომენტარები საგანგაშო იქნება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, რომელმაც მძიმე წელი გადაიტანა 2022 წელს. ინფლაცია სტაბილურად იზრდება მთელ რეგიონში, ძირითადად უკრაინის ომის გამო, ხოლო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ასევე დაზარალდება შინამეურნეობები და ბიზნესი.
ზელენსკი: უკრაინამ ახალ წელს რუსეთის პირველი შეტევისას 45 დრონი ჩამოაგდო
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 45 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსული ძალების მიერ იყო გაშვებული დედაქალაქ კიევზე თავდასხმის დროს. ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა შაბათს გვიან ღამით, 13, კვირას კი, 32 დრონი გაანადგურეს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები ქვეყნის მასშტაბით ირანული წარმოების კამიკაძე-თვითმფრინავებს იყენებენ. „მათ არ შეუძლიათ უკრაინის ერთი წლის მოპარვაც კი. ისინი ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას", - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო
ბრაზილიელიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო. მემარცხენე ლიდერის ინაუგურაცია კვირას გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ოფიციალურმა პირებმა პელეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ცერემონიას არ დაესწრო. თუმცა ღონისძიებას ესწრებოდა 19 უცხოელი ლიდერი, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ბრაზილიის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს მონაცემებით, 30 ოქტომბერს, ლულამ ბოლსონარუს აჯობს და და ხმების 50,9% დააგროვა. ლულა ასევე იყო კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვიდრე ფულის გათეთრების ბრალდებებს წაუყენებდნენ. 2019 წელს ლულა ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი მსჯავრი გააუქმა, რამაც მას საშუალება მისცა, ხელახლა ეყარა კენჭი.
უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა, კიევი ისევ დაბომბეს
რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში კიევი კამიკაძე დრონების საშუალებით კვლავ დაბომბეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. "დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები ხორციელდება", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელდა 51 ავიადარტყმა, ასევე გამოიყენეს 44 ირანული დრონი და 55-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან. მათი დიდი ნაწილი საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოში, 2023 წლიდან ასაკობრვი პენსია გაიზარდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა. 40 ლარით, 300 ლარამდე იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია; 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 65 ლარით, 365 ლარამდე; მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის ზრდა 43 ლარს, 70 წელს გადაცილებულთათვის კი 80 ლარს შეადგენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ახალი წლის ღამეს, 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი წლის ღამეს დონეცკის რეგიონში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში მობილიზებული რუსი სამხედროების თავშეყრის ადგილს დაარტყეს, რის შედეგადაც 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 300-მდე რუსი სამხედრო დაიჭრა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ჯგუფებთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს
კოლუმბიის პრეზიდენტმა მთავარ შეიარაღებულ ჯგუფებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. 6-თვიანი შეთანხმება ხუთ შეიარაღებულ ჯგუფზე ვრცელდება. ხუთი ორგანიზაცია, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმისაცას მოიცავს. შეთანხმება 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში და მოლაპარაკებებში პროგრესზე იქნება დამოკიდებული. აგვისტოს თანამდებობის დაკავების შემდეგ, გუსტავო პეტრო „სრული მშვიდობის“ პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს, რათა 50-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოსა და მემარცხენე პარტიზანებისა და მემარჯვენე სამხედროების სხვადასხვა ჯგუფს შორის დასრულდეს. სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა ივან დუკემ შეაჩერა, კოლუმბიის მთავრობამ გასულ თვეში განაახლა. ჯგუფთან მოლაპარაკებები 2017 წელს, ხუან მანუელ სანტოსის მთავრობის დროს დაიწყო.
2023 წლიდან საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი შემცირდება. ამასთან, საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან. როგორც ცნობილია, პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება.
მედია: იაპონია ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას გეგმავს
იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს. სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. უკრაინული მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობები შექმნას. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთში შიშია გამეფებული, რადგან ომს აგებენ
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ომს აგებენ. „ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის, სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეს იგრძნობა და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 45 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსული ძალების მიერ იყო გაშვებული დედაქალაქ კიევზე თავდასხმის დროს.
ვატიკანში, ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს
ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო. პონტიფიკოსის ცხედარი ბაზილიკის ცენტრში კუბოს გარეშეა გამოფენილი, ის წითელ ლიტურგიკულ სამოსშია გამოწყობილი და ხელში როზარია (ლოცვის როსარიონი) უჭირავს. დამშვიდობების ცერემონია სულ სამი დღე გაგრძელდება. დღეს, 2 იანვარს, ცერემონიას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ მელონი დაესწრო. დაკრძალვას სავარაუდოდ 60 000-მდე ადამიანი დაესწრება. ბენედიქტ XVI 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო პირველი მოქმედი პაპი, რომელიც ჯანმრთელობის მიზეზების გამო გადადგა და ბოლო ათი წელი მონასტერში ცხოვრობდა.
ფინეთის პრეზიდენტი: პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებაა, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს. მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა. ფინეთის პრეიზიდენტის თქმით, ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. „თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.