ძებნის რეზულტატი:
საპატრიარქო მრევლს მიმართავს
31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ გაიხსნილონ თევზით, - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს."31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ გაიხსნილონ თევზით", - წერია განცხადებაში.
პროკურატურა: „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 13 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებული 13 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კ.ქ.-მ დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთახში მყოფმა სამმა პირმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო. აღნიშნული დაპირისპირების დროს, კ.მ.-მ და დ.ც.-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, დაპირისპირების ოთახის გარეთ,ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა 12 პირმა იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარი ფაქტის შემდგომ სხვადასხვა დროს დააკავეს. კ.მ.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), 11 პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), ხოლო ერთ პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცამეტივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და კ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, 2 ბრალდებულს 4 წლით, ხოლო 10 ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ 2 პირია ბრალდებული. ერთ პირს ბრალდება 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო მეორე პირს – 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.
Covid19-ის ახალი ტალღის გამო, ჩინეთი წარმოებას მკვეთრად ამცირებს
ჩინეთში, წარმოება მცირდება, რადგან Covid19-ის ახალი ტალღა ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. შესაბამისად, ოფიციალური შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) დეკემბერში 47.0-მდე დაეცა ნოემბრის 48.0-დან, განაცხადა შაბათს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS). ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფექციების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუშახელის დროებითი დეფიციტი და გაზრდილი მიწოდების ჯაჭვის შეფერხება. „საგარეო მოთხოვნის შემცირებამ გლობალური რეცესიის მზარდი შიშის ფონზე და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, ინფლაციამ და ომმა უკრაინაში შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს ჩინეთის ექსპორტი, ზიანი მიაყენოს წარმოების სექტორს და შეანელოს ეკონომიკური აღდგენა“.- წერს Reuters.
ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს. "ახალი წლის ღამეს უკრაინაზე ეს ცინიკური შეტევა სრულად აჩვენებს რუსეთის ამაზრზენ არსს. დანგრეული სახლები, მკვდარი ხალხი და ეს ყველაფერის ფონზე სადღესასწაულო ფეიერვერკით, აჯილდოებენ მსუქანი რუს-გენერალებს. ბოროტების დღესასწაული დიდხანს არ გაგრძელდება. 2023 წელს ყველა სამხედრო დამნაშავე უნდა მიიღოს სასჯელი" - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2023 წლის დადგომა უკვე იზეიმეს
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა იზეიმეს. 2023 წლის დადგომას ყველაზე ადრე საშობაო კუნძულზე ზეიმობენ, (კირიბატი), რომელიც ცენტრალურ წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ისევე როგორც კუნძული სახელმწიფო სამოა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში და ამავე არქიპელაგის დასავლეთ ნაწილს იკავებს. 2023 წლის დადგომა უკვე იზეიმეს ჩათამის კუნძულებზე (ან რეკოჰაში), რომლებიც ახალი ზელანდიის ნაწილია. ასევე ახალ ზელანდიაში, ფიჯიზე, კუნძულ რავაკიზე (მდებარეობს ფენიქსის არქიპელაგში და ეკუთვნის კირიბატს), ტონგას კუნძულებზე. ახალი წელი უკვე დადგა მარშალის კუნძულებზე, ნაურუში, ტუვალუში, ქალაქ ბაირიკში, რომელიც მდებარეობს ტარავას ატოლზე ცენტრალურ წყნარ ოკეანეში (კირიბატი), სოფელ კინგსტონში (ავსტრალიის სამხრეთ წყნარი ოკეანის გარე ტერიტორიის დედაქალაქი). ნორფოლკის კუნძული). 2023 წელი უკვე იზეიმეს ავსტრალიის ქალაქებში სიდნეიში (ახალი სამხრეთი უელსი), მელბურნში (ვიქტორია), კანბერაში (ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორია), ჰობარტში (ტასმანია), ლორდ ჰოუის კუნძულზე (ავსტრალია), მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში, სოლომონის კუნძულებზე. ახალ კალედონიაში, ვანუატუში და ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში (სამხრეთ ავსტრალია).
უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 140 სამხედრო გაათავისუფლა
უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 140 სამხედრო გაათავისუფლა. მათ შორის ჯარისკაცები მარიუპოლიდან და გველების კუნძულიდან. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი იუწყება. „ახალი წლის ღამეს ჩვენ არა მხოლოდ ვიგერიებთ მტრის სარაკეტო თავდასხმებს, არამედ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლებში", - თქვა ერმაკმა. საერთო ჯამში, დღევანდელი გაცვლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 82 ჯარისკაცი, [ჯარიდან 15, ეროვნული გვარდიიდან 22, საზღვაო ძალებიდან 11 და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან 10], 132 კაცი და 8 ქალი გათავისუფლდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბოსნიაში სპორტული თვითმფრინავი ჩამოვარდა
ბოსნიაში სპორტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, თუმცა ეშმაკის მხარეს არიან
ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდეენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსეთის სარაკეტო თავდასხმა - ეს წლის შედეგი არ არის, როგორც არ უნდა უნდოდეთ ტერორისტებს, ეს თავად რუსეთის ბედის შედეგია. ტერორისტი სახელმწიფო არ მიიღებს პატიებას, ხოლო ისინი, ვინც ასეთი იერიშების ბრძანებებს გასცემენ, ვინც ახორციელებს - შეწყალებას არ მიიღებენ, რბილად რომ ვთქვათ. წინასაახალწლო დღეს სარაკეტო დარტყმების რამდენიმე ტალღა, ხალხის წინააღმდეგ რაკეტები - ეს არაადამიანებმა გააკეთეს. არაადამიანები წააგებენ! ტერორისტები ამას ვეღარ შეცვლიან! აღდგომაზე აკეთებდნენ ასეთ დარტყმებს, შობაზე, ახალ წელს. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან”, - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსულ ენაზე რუსებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტერორს მსოფლიოში არავინ არ აპატიებს. „მთელი ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, თქვენ - რუსეთი, ის ნატო-ს წინააღმდეგ არ არის, როგორც თქვენი პროპაგანდისტები იტყუებიან, ის რაღაც ისტორიულისთვის არ არის, ის იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩეს. ხოლო რა დარჩება თქვენგან, რუსეთის მოქალაქეებო - მას არ ადარდებს… უკრაინა არასდროს აპატიებს და თქვენ თავადაც არ აპატიებთ მას ამ ყველაფერს - რასაც გაანადგურებს და ყველას, ვისაც მოკლავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
2022 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოები მსოფლიოში - ცრემლი, ომი, პროტესტი, სიხარული...
გასული წელი მსოფლიოსთვის პანდემიის შემდეგ, ალბათ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გამორჩეული წელი იყო. 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულმა ომმა გულგრილი არცერთი ქვეყანა არ დატოვა. ომის გარდა იყო სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც, პროტესტი ირანში, სტიქიური მოვლენები სხვადასხვა ქვეყნებში და დიდი ბრიტანეთი საუკუნის მონარქს ელისაბედ მეორეს დაემშვიდობა... თვალი გადავავლოთ ვიდეოებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ყველაზე კარგად ასახავს... ხერსონის მოსახლეობა რუს ოკუპანტებს შიშველი ხელებით უწევს წინააღმდეგობას როგორ ხვდებიან იტალიის სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებს „მოსიყვარულე უფალო, ჩვენ შენ გვიყვარხარ! უფალო, გადაარჩინე ჩვენი უკრაინა და უკრაინელი ხალხი...“ - პატარა უკრაინელი ბიჭის თხოვნა ღმერთს... პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ჩასულ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს ხვდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა კანის კინოფესტივალის გახსნაზე ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტეს კაპელაში ასრულებს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საგალობელს - "ავე მარია" ემოციური კადრები - დედოფლის რვა შვილიშვილი ელიზაბედ II-ის სასახლესთან… ირანელი სკოლის მოსწავლე გოგონების წარმოუდგენელი სიმამაცე და პროტესტი დიქტატორის წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A - ში, სადებიუტო მატჩში პირველი გოლი გაიტანა ილონ მასკი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ჯულიეტ ბინოში, სოფი მარსო და სხვა ქალები „თავისუფლებისთვის“ - ფრანგმა მსახიობებმა ირანელი მასა ამინის მკვლელობის გასაპროტესტებლად თმა მოიჭრეს
ოლაფ შოლცი: გერმანიამ რუსეთს შანტაჟის უფლება არ მისცა, როცა გაზზე წვდომა შეუწყვიტა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ომს დაუთმო. NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ძალებს გერმანია უხელმძღვანელებს მისი თქმით, პუტინი აწარმოებს „იმპერიალისტურ, მტაცებლურ ომს ევროპის ცენტრში“. „ამავე დროს, გერმანიამ არ მისცა შანტაჟის უფლება, როდესაც რუსეთმა გაზზე წვდომა შეუწყვიტა“, ამბობს შოლცი. გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა „გერმანია და მისი მოქალაქეები მზად იყვნენ და იქნებიან უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კანცლერმა. „პუტინმა ვერ დაიპყრო უკრაინა რამდენიმე დღეში, როგორც მან დაგეგმა. პირიქით: უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს - ჩვენი დახმარების წყალობითაც და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა შოლცმა.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: დაე, 2023 წელს თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და საქართველოს ახალი წელი მიულოცა. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა. „რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო. ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ. წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ. ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო. დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს. და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.
პატრიარქი: ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. პატრიარქმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ადამიანისა და ერის მომავალი მშვიდობიანი უნდა იყოს. „დაგვიდგა ახალი წელი. დღეს, ჩვენ გვესმის დავით მეფის წინასწარმეტყველის სიტყვები „მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.
სალომე ზურაბიშვილი: თუ დავამტკიცებთ, რომ ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია, 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ 2022 წელი, ყველაზე რთული საქართველოს მეგობარი ქვეყნისთვის - უკრაინისთვის იყო. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ გვიახლოვდება გარდამტეხი წელი, რომელიც ოკუპაციას დაასრულებს. დღეს მსოფლიოში ადამიანების ორი კატეგორიაა, ვისაც სჯერა, რომ სრულდება ერთი ეპოქა, ვისაც სჯერა, რომ არაფერი არ არის მუდმივი მსოფლიოსა და გეოპოლიტიკაში, რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის, რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება საკუთარ საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია. ეს არის ის პერსპექტივა, რაც გაგვიხსნა უკრაინის ბრძოლამ და რისთვისაც ჩვენ ვართ უზომოდ მადლიერი. „2022 წელი სრულდება, რაც იყო იყო - არ მინდა ახლა, რომ ამას ჩავუღრმავდეთ. რაც მთავარია, ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის და მათ შეძლეს და აჩვენეს მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს შემართება, თუ რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი აქვს ეს ძალიან მძიმე გზა, ამიტომაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უნახავი სოლიდარობა, ყველა შესაძლო ფორმით გამოუხატა თავის მეგობარ ქვეყანას, რომ მის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ბრძოლაში არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ იმ მომავალს, იმ პერსპექტივას, რომელსაც გვიხსნის დღეს უკრაინის ბრძოლა. დღეს მსოფლიოში ადამიანების ორი კატეგორიაა, ვისაც სჯერა, რომ სრულდება ერთი ეპოქა, ვისაც სჯერა, რომ არაფერი არ არის მუდმივი მსოფლიოსა და გეოპოლიტიკაში, რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის, რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება საკუთარ საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია. ეს არის ის პერსპექტივა, რაც გაგვიხსნა უკრაინის ბრძოლამ და რისთვისაც ჩვენ ვართ უზომოდ მადლიერი. ეს წელი ასევე იყო დიდი ახალი, ევროპული იმედების და ნაწილობრივ იმედგაცრუების, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს არის ევროპული პერსპექტივა, რამეთუ, ამან დაასრულა სამუდამოდ ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ: ვართ თუ არა ევროპაში?! პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ყველა აღიარებს ერთხმად, რომ ვართ! ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქართული ღირებულებები, რაც არის ამავდროულად ევროპული ღირებულებები, არის ის, რაც დღეს ჩვენ გვამოძრავებს. ამას თუ დავამტკიცებთ და ეს პრაქტიკულად ჩვენში არსებობს, ჩვენ იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი. მოდის ეს 2023 წელი და მინდა ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს. მინდა ეს ვუსურვო ყველა ოჯახს საქართველოში. მინდა, რომ თქვენ იყოთ წარმატებული, რომ თქვენს ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, დამკვიდრდეს ყველანაირი ფორმით ბედნიერება, ჯანმრთელობა. მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ იყოს მათი წელი, მათთვის არის ევროპული მომავალი. მე მინდა, რომ თქვენ ამ ქვეყანას არ ტოვებდეთ და პირიქით, ბრუნდებოდეთ იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყანას თქვენ ყველაზე მეტად სჭირდებით. მინდა მივმართო დიასპორას და ვუსურვო ასევე ძალიან ბედნიერი წელი. მათაც მინდა მივმართო და ვუთხრა: დღეს, ალბათ, დროა დაბრუნების, რამეთუ ახალი, ევროპული პერსპექტივა თქვენზეც არის დამოკიდებული. თქვენ ხართ ისინი, ვისაც შეუძლია ჩამოიტანოს აქ სწორედ ის წესები, სტანდარტები, რომლებიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ იმიტომ, რომ არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც მერე სხვების მიერ იქნება შევსებული. მინდა, 2023 წელი მივულოცო დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მძიმე პირობებში მყოფებს, რამეთუ ომი მათთვის და მათზე ვრცელდება პირდაპირ თუ ირიბად. ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენს ადგილას და ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ თქვენს გვერდით, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა. მე არ ვიცი ეს მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ მე ვიცი, რომ დღეს ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს და უნდა გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ბევრად ადვილად, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება. მინდა, ეს წელი მივულოცო ჩვენს პატრიარქს. რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ მის დაბადების დღეს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის თქვენ ხართ ასევე იმედის მომცემი მომავალი წლისთვის და შემდეგ და შემდეგ. მინდა ყველას მოგილოცოთ 2023 წელი და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით, შევხვდეთ ამ ახალ წელს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით და რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი, 2023 წლის შემობრძანებას. წელს, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შევიტანეთ და ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. ტრადიციულად, მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელ წლის განმავლობაში, თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანას და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირ პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენ ოფიცრებს, მეხანძრე-მაშველებს! გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს - თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა! ვულოცავ ჩვენ ვეტერანებს, ჩვენ ძვირფას უფროს თაობას და ჩვენ მომავალ თაობას, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს. ასევე, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ჩვენ უკრაინელ დებსა და ძმებს, ბავშვებს, ომის მალე დასრულებას და თავიანთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებ მათ. ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული, თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წევრს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომმა არამხოლოდ უამრავი ადამიანის ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ, სრულიად ახალი, გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენ რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა, ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა. მცირერიცხოვანი, მრავალ ჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ, მრავალრისკიან გარემოში. საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინი დაცულად, ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივით იქმნება და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მე მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. თავისუფლების მოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია. ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი წლის მოლოდინში. ჩვენი, საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა შიდა, თუ გარე დაბრკოლებასა და გამოწვევას, ერთად გავუმკლავდებით ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება, ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამიტომ, მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გულწრფელად გისურვებთ ყველა თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს ეროვნული, ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გერმანიის ელჩი: 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება. ამის შესახებ პეტერ ფიშერმა Europetime-თან ექსკლუზიურ საახალწლო გზავნილში ისაუბრა. „მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან, სადაც ახლა ჩემ უკან და პარლამენტის წინ, ულამაზეს ნაძვის ხეს ხედავთ. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ყველას, ჩვენს ქართველ მეგობრებს მივულოცო შობა-ახალი წელი. ახალი, 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება“.
აშშ-ის თავდაცვის ატაშე: ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. დაე, 2023 წელს უფრო გაძლიერდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის შესახებ ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურად, საახალწლო მილოცვაში განაცხადა. „ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ ჩემს მეგობრებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, მათ ოჯახებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც Europetime-ს ადევნებს თვალს. მადლობა შესაძლებლობისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს ნაწილი. დაე, 2023 წელი იყოს უფრო უკეთესი, უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა; საქართველოს მოქალაქეებს და თქვენს შვილებს კი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული, წარმატებული, უსაფრთხო და დაცული მომავალი ჰქონდეთ“.
პოლ გობლი: საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი საახალწლო გზავნილში ამბობს, რომ საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს. პოლ გობლი საქართველოს ახალ წელს, ექსკლუზიურად, Europetime-დან ულოცავს. „2023 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ასევე, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას. მე ვფიქრობ, ეს რეალისტური სურვილებია. რეალურად, ორივე მიმართულებით, საქართველოს ამ წელს აქვს ისეთი პერსპექტივები, როგორც არასდროს. იმედი მაქვს, საქართველოს ექნება შანსი, შეუერთდეს საზოგადოებას, რომელსაც წარსულში, რუსულმა იმპერიალიზმმა დააშორა. ასევე იმედი მაქვს, საქართველოს ხალხს ექნება აყვავებული და წარმატებული მომავალი“.
USAID-ის მისიის დირექტორი: USAID მხარს უჭერს საქართველოს, რომელიც გვინდა, რომ იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი აცხადებს, რომ USAID მხარს უჭერს საქართველოს, რათა იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა. წელს საქართველოსთვის USAID-ის პარტნიორბით შეიქმნა 2000-მდე სამუშაო ადგილი, ბიზნესებმა გაყიდვებით 90 მილიონი დოლარის გენერირება მოახდინეს. „ეს წელი მარტივი არ იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, უკრაინისთვის. USAID დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით. USAID მხარს უჭერს საქართველოსაც, რომელიც გვინდა, რომ იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა. წელს საქართველოსთვის USAID-ის პარტნიორბით შეიქმნა 2000-მდე სამუშაო ადგილი, ბიზნესებმა გაყიდვებით 90 მილიონი დოლარის გენერირება მოახდინეს. საქართველო როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, გავაცანით 20 მილიონზე მეტ პოტენციურ ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. სუფთა, განახლებადი ენერგიის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობით USAID მუშაობდა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. USAID-მა დაიწყო რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გავლევს, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა განათლების, დემოკრატიის და ეკონომიკის მიმართულებით. დაე, ახალმა წელმა ბედნიერება მოუტანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს. USAID 2023 წელსაც გააგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსთან“.
მეთიუ ბრაიზა: 2023 წელს უპირველეს ყოვლისა გისურვებთ მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანს ეფუძნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა 2023 წელს საქართველოს უპირველეს ყოვლისა მშვიდობას უსურვებს. საახალწლო გზავნილს ბრაიზა ექსკლუზიურად Europetime-ს უზიარებს. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. გისურვებთ სიხარულით, კეთილდღეობით და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობით სავსე 2023 წელს. მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანზეა დაფუძნებული და ეწინააღმდეგება თქვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაციას, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.
ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა და შენგენის ზონის წევრი გახდა
ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა. ხორვატია შენგენის თავისუფალ ზონაში დღეიდან ოფიციალურად შევიდა. შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა 8 დეკემბერს მისცა და ცნობილი გახდა, რომ ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდებოდა. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews წერდა, რომ ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.