ძებნის რეზულტატი:

დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფრო და უფრო ღრმა იქნება - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს არ დაუდასტურებია უკრაინის მონაწილეიბა რუსეთის საჰაერო ბაზებზე დარტყმებში, მაგრამ ვარაუდობს, რომ ასეთი დარტყმები უფრო და უფრო ღრმა იქნება. ამის შესახებ კირილო ბუდანოვი ABC News-თან ინტერვიუში ამბობს, რომლიც ამონარიდიც არხის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კითხვას, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთის ავიაბაზაზე, ბუდანოვმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა ამჟამად არ შეუძლია და ამას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. მან ააქვე აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმების ხილვით მოხარულია. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტის მახლობლად „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიაღწევს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბახმუტთან რუსი სამხედროებისა და „ვაგნერის“ ჯგუფის წევრების მიერ თავდასხმების რაოდენობამ პიკს მიაღწია დეკემბრის შუა რიცხვებში. თუმცა სამინისტრომ აქვე განაცხადა, რომ ეს ოპერაციები „ცუდად იყო ორგანიზებული“. 3 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ განახლებაში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკრაინამ „მნიშვნელოვანი გაძლიერება“  ბახმუტის მიმართულება, მაშინ, როცა რუსეთის ჯარის წინსვლის მცდელობების სიხშირე სავარაუდოდ, შემცირდა. „ორივე მხარემ განიცადა დიდი მსხვერპლი“, ნათქვამია ინფორმაციაში. „რუსეთის შეტევითი ოპერაციები რეგიონში ახლა, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცეულის ან განყოფილების დონეზე ტარდება. საეჭვოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს“. დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბახმუტის მახლობლად, ბოლო თვეების განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე ყველაზე მძიმე საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ადრე, 1 იანვარს, ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსული სამხედროების საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგის ამოწურვა, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მათ უნარზე, დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტში ინფრასტრუქტურის 60%-ზე მეტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა „მუდმივი დაბომბვის“ გამო.  

საჰაერო ძალები: უკრაინელებმა სექტემბრის შემდეგ 500-მდე ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ სექტემბრიდან მოწინააღმდეგის კუთვნილი 500-მდე ირნაული „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდო. „ჩვენ ვანადგურებთ დრონებს. როგორც ხედავთ, ორ დღეში - ახალი წლის ღამეს და მეორე დღეს 84 დრონი ჩამოვაგდეთ. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაშვებული დრონების 100% გაანადგურეს. ასეთი შედეგები აქამდე არასოდეს ყოფილა მიღწეული. 11 სექტემბრის შემდეგ ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 500-ს უახლოვდება“, - აღნიშნა იური იგნატმა. იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ მტერი მიზანმიმართულად ზრდის ირანული უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ტერორისტულ თავდასხმას ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოწურვის მცდელობის მიზნით.

უკრაინა: ხერსონის ოლქში კუნძულის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინელმა სამხედროებმა ველიკი პოტომკინსკის კუნძულზე სახელმწიფო დროშა აღმართეს, მაგრამ მაგრამ „გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, განაცხადა სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ კუნძული დაიბრუნა. მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებებმა გარკვეული ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ, „შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამხედრო ოპერაციების შემდგომ განვითარებაზე“. მანამდე, 2 იანვარს, ონლაინ გაზეთმა „უკრაინსკა პრავდამ“ და დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ველიკი პოტომკინსკის კუნძული გაათავისუფლეს. კუნძული მდებარეობს მდინარე დნიპროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაპირებს შორის ქალაქ ხერსონთან, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა 11 ნოემბერს რუსეთის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ გაათავისუფლეს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე" წერს, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის, როგორც ერთი გუნდი. „დიდ ომში პატარა ქმედებები არ არსებობს. არ არსებობს არც არასაჭირო ქმედებები. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი - მთელი ქვეყანა, ყველა ჩვენი რეგიონი“, - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქცი  

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7038 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.18 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8498 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8844 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.46 თეთრი შეადგინა. უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1443 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2216 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 იანვრიდან შევა ძალაში.  

ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით აფეთქებების ხმა ისმის

ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები იყო.   უკრიანული მედიის ცნობით, ოკუპანტები აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.   სხვა დეტალები არ ვრცელდება. უფრო ადრე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.  

აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა

გერმანიამ ჩრდილოეთ ზღვაზე მის ერთ-ერთ ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო. ტვირთი აშშ-დან ვილჰელმშავენში განთავსებულ ობიექტზე შევიდა.  გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი გააპროტესტებენ გემის ჩამოსვლას და ამტკიცებენ, რომ გერმანიამ არ უნდა შემოიტანოს წიაღისეული საწვავი, განსაკუთრებით გაზი, რომელიც ფრეკინგის მეთოდით არის შეძენილი. მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირებისა, ნაწილობრივ, დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილი პერიოდიდან გამომდინარე, გერმანიის გაზის მარაგმა 90%-ს გადააჭარბა.  

SpaceX უკრაინულ ნანოსატელიტს ორბიტაზე გაუშვებს

აშშ-ის კოსმოსური კომპანია SpaceX 3 იანვარს უკრაინულ ნანოსატელიტს (PolyITAN-HP-30) დედამიწის ორბიტაზე Falcon-9 მანქანის გამოყენებით გაუშვებს, იტყობინება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა სატელიტი 2021 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისთვის შექმნეს. სამინისტროს ცნობით, თანამგზავრი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენება. უკრაინული თანამგზავრის გაშვება SpaceX-ის Transporter 6-ის მისიის ფარგლებში ფლორიდაში მდებარე კეიპ-კანავერალის კოსმოსური სადგურიდან განხორციელდება. SpaceX არის ამერიკული კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი, გამშვები და სატელიტური კომუნიკაციების კორპორაცია, რომელიც ილონ მასკმა დააარსა.  

„გალერეა თბილისში“ ხანძარი ლოკალიზებულია

„გალერეა თბილისში“ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. გამოცხადდა ევაკუაცია. არავინ დაშავებულა. ამ დორისთვის „თბილისი გალერეა“ დახურულია. სავაჭრო ცენტრი ხვალიდან განაგრძობს მუშაობას.  

ერდოღანმა თურქეთში მინიმალური საპენსიო ასაკი გააუქმა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპენსიო ასაკის მინიმალური ასაკი გააუქმა. ხსენებულმა გადაწყვეტილებამ პენსიაზე გასვლის საშუალება ორ მილიონზე მეტ მუშაკს მისცა.  იტყობინება გაზეთი Hürriyet. ახალი გადაწყვეტილებით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა 1999 წლის სექტემბრამდე დაიწყეს და რომლებსაც 20-დან 25 წლამდე სამუშაო სტაჟი აქვთ. აქამდე საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი იყო დადგენილი. 2023 წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასი თვეში 8500 ლირამდე უნდა გაიზარდოს. 2022 წელს მინიმალური ხელფასი 4253 ლირა იყო. მედია წერს, რომ მინიმალური საპენსიო ასაკის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლოა, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მზადების ნაწილი იყოს. არჩევნები იმავე დღეს - 2023 წლის 18 ივნისს ჩატარდება, როცა კანონი ამოქმედდება.   

ბოლო 100 წელიწადში პირველად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია

ბოლო 100 წელიწადში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ ვერ მიიღო საკმარისი ხმები. კევინ მაკარტიმ, მხოლოდ 203 ხმის მიღება შეძლო, ხოლო არჩევისთვის კი, სულ მცირე, 218 ხმა სჭირდებოდა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მიიღო. „დემოკრატიულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა კონგრესის ქვედა პალატაში, ამიტომ ჯეფრისის კანდიდატურა, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურ ხასაითს ატარებს. მაკარტის ხმები ენდი ბიგსმა წაართვა, რომელიც კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ტრამპისტულ ფრთის წარმომადგენელია“, - წერს მედია.   

ზურაბიშვილი ილია მეორეს: ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ იუბილეს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 90 წლის იუბილეს ულოცავს.  „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.   

ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ აზერბაიჯანიდან გაზის ნაკადის გასაზრდელად პროექტი მოამზადა

აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტის მსგავსად, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაფართოების პროექტიც რეალობად იქცევა. ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ მოამზადა აზერბაიჯანული „ლურჯი“ საწვავის მიწოდების გაზრდის კონკრეტული პროექტი და მის წარდგენას 3 თებერვალს ბაქოში აპირებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიღებისას განაცხადა. „ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმალური თანხებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის გადატანა აზერბაიჯანიდან ევროპაში. ამ პროექტს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის ინიციატივით შეუერთდნენ", - განაცხადა რადევმა. ფაქტობრივად, ეს პროექტი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის პრაქტიკული განხორციელება, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წლის ივლისში ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ევროპაში გაზის ექსპორტის მინიმუმ ორჯერ გაზრდა იგეგმება. „ასე რომ, დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს გაძლიერებისა და გაფართოებისკენ. აზერბაიჯანი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, დროულად და ეფექტურად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რეალურად იქცევა საიმედო მომწოდებლად არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - წერს აზერბაიჯანული მედია.   

თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. მილერი: რუსეთმა და თურქეთმა, გაზის ჰაბის პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TVnet-ის ეთერში განაცხადა. „წინასწარი მომზადების დრო ერთი წელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და დეტალების შეფასება", - განმარტა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს დონმეზის თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნების ინტერესი პროექტის მიმართ გაიზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფასთან კავშირი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი სუპერმარკეტი, სადაც იქნება შეთავაზებები. თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს „აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რომ საერთაშორისო გაზის ჰაბი გახდეს. ამ იდეის განხორციელება იგეგმება საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, LNG ობიექტების შექმნისა და რეგიონში გაზის სავაჭრო ერთადერთი ბაზრის არსებობის ფაქტორით“, - წერს მედია.  აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის - ჩხაიძე

ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება. ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს", - განაცხადა ჩხაიძემ.  

გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. "ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

განუზომელია ილია მეორის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე - ღარიბაშვილი

თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე. „განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს! განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  

ჩინეთსა და ირანის პორტ ჩაბაჰარს შორის, პირდაპირი გადაზიდვის ხაზი შეიქმნა

პირველი საკონტეინერო გემი ჩინეთიდან ირანის ყველაზე მნიშვნელოვან პორტ ჩაბაჰარში შევიდა, რაც ჩინეთსა და ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტს შორის,  პირველი პირდაპირი გადაზიდვის ხაზის შექმნას ნიშნავს. ამის შესახებ ამირ მოღადამმა, (ჩაბაჰარის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა) განაცხადა.  მოგადამმა თქვა, რომ ჩინური გემები, მანამდე ტვირთს საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში, სამხრეთ პროვინციის ჰორმოზგანის ცენტრში ტოვებდნენ, შემდეგ კი ტვირთები მცირე გემებს ჩაბაჰარის პორტში გადაჰქონდათ. მანძილი სანაპირო ზოლის გასწვრივ ამ პორტებს შორის დაახლოებით 550 კილომეტრია.  

101 კლინიკიდან ინფექციების კონტროლის კუთხით დარღვევები 98 კლინიკაში დაფიქსირდა

101 შემოწმებული კლინიკიდან ინფექციების კონტროლის კუთხით დარღვევები 98 სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლიკა ჭუმბურიძემ უწყების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „რეგულირების სააგენტომ ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის მიზნით 101 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა და 98-ში დარღვევები გამოვლინდა. ასევე ფარმაცევტული უკანონო საქმიანობის კუთხით შევამოწმეთ 137 დაწესებულება. მოხდა 600 ათასამდე ერთეული მედიკამენტის კონფისკაცია. ჯარიმის სახით დაიწერა მილიონ 100 ათასი ლარი,“ – აღნიშნა ჭუმბურიძემ. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ის რეფორმები, რომლებიც მედიკამენტების ბაზრის რეგულირების მიზნით დაიწყო, უმნიშვნელოვანესია, თუმცა რეგულირება ბიუროკრატიის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს. „უმნიშვნელოვანესია წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნა. მივესალმებით, რომ იქნება მეტად კონტროლირებადი ელექტრონული რეცეპტების გამოწერა, მათ შორის იქნება ბრძოლა პოლიპრაგმაზიასთან ანუ მედიკამენტების ჭარბად გამოყენებასთან, ასევე მნიშვნელოვანია რეფერენტული ფასწარმოქმნა. ძალიან ბევრი სიახლეა, რეგულაცია ბევრი ბიუროკრატიის გარეშე ნამდვილად ამართლებს და ამას გვაჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.