ძებნის რეზულტატი:

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა - თურქული ანალიტიკური ცენტრი

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა.  Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. როგორც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყანას, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ყაზახეთთან და თურქმენეთთან“, - განაცხადა ემრაჰ კაიამ.  „უპირველეს ყოვლისა, სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვანი მოცულობა ხორციელდება პორტებით, როგორიცაა ალიატი აზერბაიჯანში, აქტაუ ყაზახეთში და კურიკი და თურქმენბაში თურქმენეთში. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური აზიის ენერგორესურსები, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ დაბალი ღირებულება, მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური სიტუაციის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. მისი აზრით, ამჟამად იზრდება აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროპისთვის, ვინაიდან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის რესურსებზე მიიღონ წვდომა.  

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის სიმძლავრე გაორმაგდება - ერდოღანის ოფისი

თურქეთმა ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი [TANAP] აზერბაიჯანთან ერთად შექმნა. ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც მუშაობას განვაგრძობთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა „TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება“, - თქვა კალინმა. მისი თქმით, რაც მთავარია, თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. „ეს რეზერვი თურქეთს ენერგეტიკული ბაზრის სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კალინმა. ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP), რომელიც აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიდის, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. TANAP-ის პროექტი, სამხრეთ კავკასიის მილსადენთან და ტრანსადრიატიკულ მილსადენთან ერთად სამხრეთის გაზის დერეფნის ერთიან სისტემას ქმნის. TANAP-ის მილსადენი წლიურად 6 მლრდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს გაატარებს თურქეთის მიმართულებით და დამატებით 10 მლრდ კუბურ მეტრს – ევროპის მიმართულებით. მილსადენი ტრანსადრიატიკულ მილსადენს უკავშირდება, რომელიც წლიურად 10 მლრდ კუბურ მეტრი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში. TANAP-ი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა.  

NATO: მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. საერთო მიზნისკენ ერთად მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“. ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან აცხადებს. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და მომავალი წლის მოლოდინებზე ისაუბრა. „რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო. ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ. წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ. ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო. დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს. და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.

რუსეთს რაკეტების მარაგი, კიდევ ორი ​​ან სამი დიდი დარტყმისთვის დარჩა - უკრაინის სამხედრო დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში, ოპერაციულ მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს რაკეტების საკმარისი მარაგი, კიდევ ორი ​​ან სამი მასიური დარტყმისთვის აქვს. „უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მარაგების შესავსებად, რუსეთს თვეში 30 ერთეული Kh-101 ფრთოსანი რაკეტისა და 15-20 კალიბროვის წარმოება შეუძლია.  რუსეთი არ ამხელს იარაღის მარაგს და მრეწველობის უნარს მათი წარმოებისთვის“, - ამბობს სკიბიცკი.  დამოუკიდებელ ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთის იარაღის მარაგი, [განსაკუთრებით მაღალი სიზუსტის იარაღის], მცირდება, მაგრამ სკიბიცკის მიერ მოყვანილი კონკრეტული ციფრების გადამოწმება შეუძლებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსული არმია შეეცდება აანაზღაუროს მაღალი სიზუსტის რაკეტების ნაკლებობა X-22, S-300 ტიპის რაკეტებისა და კამიკაძე თვითმფრინავების კომბინაციით. რაც შეეხება დრონებს, სკიბიცკის თქმით, რუსეთმა ირანისთვის შეკვეთილი 1 750 დრონიდან დაახლოებით 660 უკვე გამოიყენა.    

შალვა პაპუაშვილი ილია მეორეს: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს! ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი. საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადააჯაჭვა ჩვენი ერი ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს. მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას“, – აღნიშნულია მილოცვაში.  

ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვეს

ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. „ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“ - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მანანა ჯებაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

უკრაინა: რუსეთის მიერ უკრაინისათვის მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბური ომით მიყენებულმა ზარალმა 2023 წლის დასაწყისისთვის უკვე 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. „მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ სწრაფი აღდგენის კუთხით უკრაინის საჭიროებების მორიგ შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ ივნისში ეს [ზარალის] მაჩვენებელი 350 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ბოლო თავდასხმების გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა 700 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ყირგიზეთის ხელისუფლებამ მომღერლებს ფონოგრამაზე სიმღერა აუკრძალა

ყირგიზეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ მომღერლებს ფონოგრამით სიმღერის შესრულება აუკრძალა. შეზღუდვა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება. კულტურის მინისტრმა პირობა დადო, რომ ფონოგრამის აკრძალვის დაცვას პირადად დააკვირდება. საუბარია თეატრებზე, საკონცერტო დარბაზებზე, კინოთეატრებზე, კლუბებზე, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებზე. კონცერტებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე 2023 წლის პირველი იანვრიდან ცოცხალი სიმღერა აჟღერდება. შეზღუდვების შესახებ 2020 წლის ბოლოს  გამოცხადდა. 2021 წლის თებერვალში დეპარტამენტმა არტისტებს დაავალა, პლაკატებსა და ბილეთებზე მიეთითებინათ იმღერებდნენ თუ არა ცოცხლად.მაშინდელმა მინისტრმა ნურჟიგიტ კადირბეკოვმა განაცხადა, რომ კულტურა პატიოსნებით იწყება და მსმენელს მოუწოდა, არ მოტყუებულიყვნენ.  

ჭორვილაში, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ „მიხეილ სააკაშვილი იმ სისტემის სათავეში იყო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ისრაელი TANAP-ისა და TAP-ის საშუალებით, ევროპაში გაზის ექსპორტს განიხილავს

ისრაელი, ევროპაში გაზის ექსპორტს TANAP-ის (Trans-Anatolian Gas Pipeline) და TAP-ის (Trans-Adriatic Gas Pipeline) მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ჯორჯ დიკმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ „ჩვენ არ შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც განვიხილავთ, არის ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელსაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. არსებობს იდეები გაზის გათხევადების შესახებ, ეგვიპტის გავლით გაზსადენის მშენებლობა, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გაზსადენის მშენებლობა, ისევე თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების ვარიანტი. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ, მაგალითად, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენებს. ვნახოთ, რა სტრატეგიას აირჩევს ისრაელის ახალი მთავრობა“, - განაცხადა ელჩმა.  

პუტინის დავალებით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ ფილმებს გადაიღებენ და კინოთეატრებში აჩვენებენ

ვლადიმერ პუტინმა დაავალა კულტურის სამინისტროს, უზრუნველყოს დოკუმენტური ფილმების ჩვენება რუსეთის კინოთეატრებში, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა“ და „ნეონაცისტური და ნეოფაშისტური იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას“ ეძღვნება. კრემლის ოფიციალურ საიტზე 2 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი დავალება, რომელიც პუტინმა მთავრობას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე სამხედროების დედებთან 2022 წლის 25 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მისცა. რუსული მედიის ცნობით, დეპარტამენტი ასევე ვალდებულია მოაწყოს პატრიოტული დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ოლგა ლიუბიმოვამ ამისათვის წინადადებები 2023 წლის პირველ თებერვლამდე უნდა მოამზადოს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ 2023 წლის პირველ აპრილამდე უნდა შექმნან „საზოგადოებრივი სივრცეები, ხელოვნების ობიექტები და სასკოლო მუზეუმები“ „სპეციალური ოპერაციის“ მონაწილეების შესახებ და ამ თემაზე რუსულ სკოლებში გაკვეთილები ჩაატარონ.   

რომის პაპ ბენედიქტ XVI-ს ხვალ დაკრძალავენ

ვატიკანში, რომის ემერიტუსი პაპის ბენედიქტ XVI-ის დაკრძალვა ხვალ გაიმართება. სულის მოსახსენიებელ მესას პაპი ფრანცისკე აღავლენს. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც პეტრეს საყდრიდან გადადგა.  

გერმანია უკრაინის აღდგენის მიზნით, რუსული აქტივების კონფისკაციისთვის მზადაა - Bloomberg

გერმანია მზადაა, გამოიყენოს მილიარდობით ევროს მოცულობის გაყინული რუსული აქტივები, რათა უკრაინას აღდგენაში დაეხმაროს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს ხსენებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოსგან აქტივების ჩამორთმევის შესახებ პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ დაუფიქსირებია. „საკითხი კომპლექსურია და მმართველი კოალიციის წევრები სხვებთან შედარებით უფრო მტკიცენი არიან. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბურბოკი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი. მისი აზრით, გაყინული ქონების კონფისკაცია, ამ გეგმის მხოლოდ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. თუმცა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი უფრო ფრთხილია და შიშობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, - წერს Bloomberg. საერთო ჯამში, ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებში დაახლოებით 311 მილიარდი დოლარია გაყინული (რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები). გერმანია კიევის სიდიდით მეორე ფინანსური მხარდამჭერია. პირველ ადგილზეა აშშ, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - დიდი ბრიტანეთი.  

მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა! სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და ორმოცდახუთისა წელიწადისა დღიდან გამორჩევისა თქვენისა! წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისა ცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა! ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთა და ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და კერძოდ ჩვენისაცა, თქვენისა დიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნად მადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენით წინასწარმეტყველისებრითა მოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასა და რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთ სრულიადცა მორწმუნე ერი ესე! უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!“, - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მისალოც წერილში.  

იერუსალიმის პატრიარქი ილია მეორეს: ვლოცულობთ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი

იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილოს მესამე ილია მეორეს დაბადების დღეს და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლსობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს სასურველ უნეტარესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით. ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენის ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით. ვლოცულობთ, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად „საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს “ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ. გემშვიდობებით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი საფლავის ამბორით“, - აღნიშნულია მილოცვაში.

კულება: Partriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების რაც შეიძლება მალე განლაგებას ველოდებით

Partriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია და უკრაინა მათ უმოკლეს ვადაში განლაგებას ელის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა. „გასული წელი დასრულდა რევოლუციური გადაწყვეტილებით,  რაზეც შეთანხმდნენ უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-iს ამ ნაბიჯს. ჩვენ ველით Partriot-ის რაც შეიძლება მალე განლაგებას. ამ სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კულებამ. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი დიპლომატიური გუნდი ინტენსიურად მუშაობს ახალ გადაწყვეტილებებზე დასავლური ახალი ტიპის იარაღის, კერძოდ, ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრიანა: ოკუპანტები მარიუპოლის საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად აქცევენ

მარიუპოლში რუსი დამპყრობლები საზღვაო პორტს თანდათან სამხედრო ბაზად აქცევენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა. „ოკუპანტები ეტაპობრივად აქცევენ საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად. დეკემბრის ბოლოს პორტში მომუშავე მარიუპოლის ყველა მოქალაქე სამსახურიდან გაათავისუფლეს (გარდა ზოგიერთი სპეციალისტ-თანამშრომლისა) და მოსკოვიდან ახალი მუშები ჩამოიყვანეს“. მერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან საზღვაო პორტის ზოგიერთი თანამშრომელი ოკუპირებულ ყირიმში დეკემბრის მესამე დეკადაში „გაგზავნეს“. „ამის შემდეგ მათთან კონტაქტი დაიკარგა, მათი ადგილსამყოფელი ახლობლებისთვის უცნობია“, - წერს ანდრიუშჩენკო.  

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო შენაერთებს განათავსებს

რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო შენაერთებს განათავსებს, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრი ჩერნიაკი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ასევე ამაგრებს ხერსონის ოლქის ტერიტორიას და ნაწილებს. „ისინი (რუსეთი) მარცხდებიან. ამიტომ ქმნიან თავდაცვით სტრუქტურებს“. ჩერნიაკმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები ამჟამად „ყველა ღონეს ხმარობენ“ ყირიმის ე.წ. სახმელეთო დერეფნის შესანარჩუნებლად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების გავლით ქვეყნის სამხრეთით. „მათი მიზანი იყო დონეცკის ოლქის, აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავება, ასევე, უკრაინის შავი ზღვისგან მოკვეთა. უკრაინა დაარტყამს რუსეთის პოზიციებს მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ჩერნიაკმა. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინა გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს სამხედრო ძალისა და დიპლომატიის კომბინაციით.

რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლები Paramount-ისგან 55 წლის შემდეგ, შიშველი სცენებისთვის $500 მილიონს ითხოვენ

მსახიობები ლეონარდ უაიტინგი და ოლივია ხასი, რომლებმაც რომეო და ჯულიეტა ფრანკო ძეფირელის ამავე სახელწოდების ფილმში განასახიერეს, Paramount-ს შიშველი მოზარდების სურათების გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივიან. Variety-ის ცნობით, გადაღებების დროს ოლივია ხასი 15 წლისა იყო, მისი პარტნიორი კი 16 წლის. ახლა ოლივია ხასი და ლეონარდ უაიტინგი 70 წელს გადაცილებულნი არიან. 30 დეკემბერს, მათ სარჩელი შეიტანეს სანტა-მონიკას უზენაეს სასამართლოში, და Paramount-ი სექსუალურ ექსპლუატაციასა და შიშველი თინეიჯერი ბავშვების  სურათების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ისინი სტუდიისგან, მორალური ზიანისთვის $500 მილიონს ითხოვენ. სარჩელში ნათქვამია, რომ რეჟისორი ფრანკო ძეფირელიმ, (რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა), ორივე მსახიობი დაარწმუნა, რომ ფილმში შიშველი სცენები არ იქნებოდა, მაგრამ გადაღებების ბოლო დღეებში, მსახიობების თქმით, რეჟისორმა განაცახდა, რომ თუ ინტიმურ სცენებში შიშვლები არ გამოჩნდებოდნენ, „სურათი ჩავარდებოდა".  

მედიის ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. გავრცელებული ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. პარალელურად კი, რუსეთმა აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა. ამასთან, მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.