ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს არამხოლოდ ბრძოლის ველზე გაგვაძლიერებს, არამედ, სხვა პარტნიორებს სწორ სიგნალს გაუგზავნის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს Challenger 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არამხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ, სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტიპის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.
IAEA-ს გენერალური დირექტორი კიევში ჩადის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ქვეყნის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. IAEA-ს უკვე ჰყავს 4-მდე ექსპერტი უკრაინის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეში, ხოლო ორკაციანი გუნდი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს დღეებში განთავსდება.
პრეზიდენტი სტუდენტებს: დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ევროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით, სახელმწიფო დროშა აღიმართა. პრეზიდენტმა ეს დღე ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა და მათ მიმართა, იუწყება ადმინისტრაცია. ,,მინდა მოგილოცოთ ეს დღე და გისურვოთ, რომ ეს წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და იმ ყველაფრის მომტანი იყოს, რაც ჩვენ, ყველას ამ ქვეყნისთვის გვინდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც, თქვენი მომავლისთვის გინდათ, რომ ეს ქვეყანა ეროპული, წარმატებული და ყველანაირად მდიდარი იყოს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ თქვენც მონახოთ ამ ქვეყანაში თქვენი მომავალი და არ ეძებოთ ეს მომავალი სადმე სხვაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ ამ ღონისძებაში მონაწილეობთ, რადგან ეს თქვენი დროშაა. ეს სასახლეც, ასევე, სახელმწიფოსა და თითოეული თქვენგანისაა, ამითაა ეს სხვა უწყვეტობა ხალხსა და სახლემწიფოს შორი, ამასაც ხაზი უნდა გაესვას. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მოწვეულ სტუმრებს დროშის დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ. ,,ბმა დროშასა და სამშობლოს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის განმავლობაში, დროშა სანამ იდგა, ქართველები იბრძოდნენ, ასეთი ბმაც არსებობს.“ საქართველოს სახელმწიფო დროშის მნიშვნელობის შესახებ, ისაუბრა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ. „სახელმწიფო დროშა თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით, აღწერილობით, სრულად ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მატარებელი დროშაა. დღეს ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს განაცხადი, რომ საქართველოს სახელმწიფოს სურს დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. ის ფაქტიც, რომ ჩვენი სახელმწიფო დროშის გვერდით, მუდმივად, აღიმართება ევროპის დროშა ამ განაცხადის ერთ-ერთი დასტურია. ამ დროშას ჰყავს გმირი, ჩვენი დღევანდელობის გმირი - გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც თავისი დროშისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე უარი განაცხადა და ამისთვის სიცოცხლე დათმო. ეს არის ძალიან ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა. დროშისადმი პატივისცემა ეს გახლავთ, ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა და მისდამი თავდადება“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ. ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები, პრეზიდენტის მრჩევლები და მოწვეული სტუდენტები.
უკრაინული მედია: საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში. უკრაინის ხელისუფლება სარაკეტო იერიშებს ელოდება ლვოვის ოლქშიც. როგორც მედია წერს, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ნიკოლაევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, ომის წლისთავზე გაეროს ეწვიოს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინას, გენერალურ ასამბლეას მიმართოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ Associated Press-ს განუცხადა. მისივე თქმით, ვიზიტი, უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან სადაზვერვო სამსახურები არაერთხელ გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი „ძალიან სერიოზულ“ შეტევას გეგმავდა 2023 წლის დასაწყისში. ემინე ჯაპაროვას თქმით, ზელენსკის სურვილია, გაეროს ომის წლისთავის წინა დღეს ეწვიოს. ზელენსკის ვიზიტის შემთხვევაში, ეს მისი მეორე საგარეო ვიზიტი იქნება. უკრაინის ლიდერი ვაშინგტონს 21 დეკემბერს ეწვია.
რა დეტალები ვრცელდება ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება 13 იანვარს მოხდა. თავდასხმის შესახენ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, განაცხადა ლიეტუვურმა ოპერატორმა Amber Grid-მა. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ Twitter-ზე დაწერა, რომ ინციდენტის მიზეზებს გამოიძიებენ, თუმცა აღნიშნა, რომ დივერსია არ არის გამორიცხული. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აჩვენებს, რომ ხანძარი აფეთქების ადგილზე, ჩრდილოეთ ლიეტუვაში მძვინვარებდა. მილსადენის ქსელის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid „პირველადი შეფასებით, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ზიანის განზრახ მიყენების მიზეზს, მაგრამ გამოძიება ყველა შესაძლო ვარიანტს მოიცავს“, - განაცხადა Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე. გაზის მიწოდება შეწყდა, მაგრამ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა ორი პარალელური მილსადენიდან ერთ-ერთი, რომელიც გაზის მიწოდებას ლიეტუვიდან ლატვიაში უზრუნველყოფდა და რომ Amber-ი აპირებს მიწოდების აღდგენას უმოქმედო მილსადენის გამოყენებით. მილსადენს ლიეტუვის გაზის ეროვნული კომპანია Amber Grid, გაზის გადასატანად ქვეყნის ჩრდილოეთში და მეზობელ ლატვიაში მიწოდებისთვის იყენებს. რეგიონის მომხმარებლებს გაზი ალტერნატიული მილსადენით მიეწოდებათ. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. მომზადებულია BBC-ის და Euronews-ის მიხედვით
ისნის გამგებელი: ლიფტის გაუმართაობის გამო მოსახლეობას არ მოუმართავს
ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, იმ კორპუსის მოსახლეობას, სადაც 14 იანვარს, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს. მისივე განმარტებით, კორპუსის „ამხანაგობისგან“ გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს შევიდა, სადაც ლიფტის პრობლემის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი: პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ. რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება. ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვაში, სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელია იყო ავარიულ მდგომარეობაში“, - ამბობს ნიკა ელისაშვილi რადიო თავისუფლების ცნობით. ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.
ყოფილი პრემიერი და გადამდგარი გენერალი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ
14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა. ოლქების 90%-ზე მეტი დათვლილია. ორივე კანდიდატი მეორე ტურში გავიდა. ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა ბაბიშმა ხმების 36.02 პროცენტი, პაველმა - 34.38 დააგროვა, ეკონომისტი დანუსე ნერუდოვა 13.85 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ტური 27-28 იანვარს გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა. უცხოური მედია წერს, რომ ბაბიშს „ჩეხ ტრამპსაც“ უწოდებენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა". ბაბიში ევროკავშირის კრიტიკითაც გამოირჩევა. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ნაცვლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. მისი კიდევ ერთი მეტსახელია - „ბაბისკონი“, რაც სილვიო ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება. ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით გაჩენილ ნაცნობებს უკავშირებენ. კერძოდ, 2001 წლიდან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის მესამე პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაბიში 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ბოლო ბრალდებები მის მიმართ „პანდორას დოკუმენტებიდან“ ცოტა ხნის წინ გაისმა. ცნობისთვის, Forbes-ის 2012 წლის მონაცემებით, ბაბიშის ქონება $3.4 მილიარდს შეადგენს. ის ფლობს დიდ ჩეხური კომპანია Agrofert-ს (აგროქიმიური კომპლექსი) რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ასევე ფლობს მედიაჰოლდინგს Mafra Media Group-ი.
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩავარდა
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩამოვარდა. მოლდოვამ უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში პატრულების რაოდენობა გაზარდა, სამაშველო სამსახურს შეატყობინა და რაიონის დასაცავად დაუყოვნებლივი ზომები მიიღო. ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დარდნობით, CNN ავრცელებს. „რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის შედეგად, სასაზღვრო პოლიციის პატრულმა, დღეს დილით, ლარგას სასაზღვრო სექტორთან რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინა, რომელიც უკრაინაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად იყო გაშვებული”, - აღნიშნულია მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები 5 დეკემბერს და 31 ოქტომბერს ჩავარდა.
ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავდა სულ მცირე 27 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. ყველა მათგანი საავადმყოფოშია. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
უკრაინა: საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა
საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. შესაბამისი განცხადება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „საჰაერო თავდაცვის ეფექტიანი მუშაობის წყალობით, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა“, - აღნიშნა კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ. უკრაინული მედია: საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო თავის მხრივ, ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ მტერს ჯერ კიდევ არ შეუცვლია ტაქტიკა და აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. 14 იანვარს რუსეთის ძალებმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. აფეთქებები ხმა გაისმა ქალაქ კიევსა და კიევის რეგიონში.
ჰანა მალიარის თქმით, სოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება
დონეცკის ოლქში, სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რუსული ჯარები დიდ დანაკარგებს განიცდიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. „სოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის განუწყვეტელ შეტევებს - როგორც დღისით, ასევე ღამით", - განაცხადა მალიარმა. მისი თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის, მაგრამ აგრძელებს მათი მეთაურის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკიოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება. მისივე თქმით, დარჩენილთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია. "სოლედარში მყოფ ადამიანებს აქვთ საკვების საჭირო მარაგი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები", - აცხადებს კირილენკიო, ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. უკრაინა რუსული ძალების მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარებას არ ადასტურებს. 13 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლმა სერჰი ჩერევატმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. ნედ პრაისის თქმით, სოლედარში რუსეთის მცირე წინსვლა მოსკოვის სტრატეგიულ მარცხს ვერ შეცვლის გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას განაგრძობს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-თან განაცხადეს, რომ აშშ განაგრძობს დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიისკენ მიმართულ ძალისხმევას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ელჩი რიკერის წასვლა არ არღვევს ამ კუთხით შეერთებული შტატების ერთგულებას. „ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე და ხომ არ გაუქმდება ეს თანამდებობა, ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს ჟურნალისტებმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. ნედ პრაისმა უპასუხა, რომ „ფილიპ რიკერი საბედნიეროდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია, სულ მცირე, კიდევ 24 საათის განმავლობაში“.„მისი წასვლის შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელიც კვლავაც მიიქცევს ამ შენობაში უმაღლესი დონის პირების ყურადღებას. მოგეხსენებათ, ამ პროცესში პირადად არის ჩართული მდივანი ბლინკენი. მისი პირადი წვლილით შეიკრიბნენ ლიდერები - მისი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ისინი რეგულარულად მართვდნენ საუბრებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა დაუკავშირდეს ტელეფონით თავის კოლეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ასევე წამყვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება რიკერის პოზიციის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, პრაისმა უპასუხა, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის. „მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, და ეს არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე... ეს არანაირად არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას, ხელი შვუწყოთ უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა.
ლონდონში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლისას 4 ადამიანი დაშავდა
ოთხი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის გოგო დაშავდა ჩრდილოეთ ლონდონში, დაკრძალვის წინ მომხდარი სროლის შედეგად, განაცხადა მეტროპოლიტენის პოლიციამ. ოფიცრებმა განაცხადეს, რომ სამი ქალი - 48, 54 და 41 წლის - საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ 48 წლის კაცმა შედარებით სერიოზული დაზიანება მიიღო. დეტექტივების თქმით, შემთხვევა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა. პოლიციის თქმით, სავარაუდოდ, სროლა მოძრავი მანქანიდან განხორციელდა. მიმდინარეობს გამოძიება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა პასუხს აგებს. მისი თქმით, დნიპროში ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება. „ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტერორში. ყველა აგებს პასუხს მაქსიმალურად“, - განაცხად უკრაინის პრეზიდენტმა. ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავდა 39 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. ყველა მათგანი საავადმყოფოშია. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ძალებმა დნიპროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
საჰაერო ძალები: უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 25 ჩამოაგდო
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 14 იანვარს რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 25 ჩამოაგდო. კერძოდ, უკრაინამ ჩამოაგდო 18 ფრთოსანი რაკეტა, მათ შორის Kh-101/Kh-555 და Kalibr ტიპის რაკეტები, რომლებიც გაშვებული იყო ჰაერიდან და ზღვიდან. ასევე ჩამოაგდეს შვიდი მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59, განაცხადეს საჰაერო ძალებმა. უკრაინა: საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანი მუშაობის შედეგად, კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმის თავიდან აცილება მოხერხდა ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშენკოს განცხადებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ექვს ოლქში, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა უკრაინის უმეტეს რეგიონებში. აფეთქებები დაფიქსირდა უკრაინის სულ მცირე 10 რეგიონში, როგორიცაა კიევი, ხარკოვი, ხმელნიცკი, ტერნოპილი, დნიპროპეტროვსკი, ივანო-ფრანკოვსკი, ლვოვი, ვინიცა, მიკოლაევი და ოდესის ოლქები.
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, განაცხადა კომპანია AB Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბიკნიუსმა. პარასკევს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად, ცეცხლი ცაში, 50 მეტრამდე გავრცელდა. დაშავებულები არ არიან, მაგრამ პრევენციის მიზნით, ახლომდებარე სოფელ ვალაკელიაიდან 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი შუაღამისას ჩაქრა და მოსახლეობა შაბათს დაბრუნდა სახლებში, რადგან დაზიანებული მილსადენის შეკეთება დაიწყო. მილსადენი გაზს კლაიპედის პორტიდან, მეზობელ ლატვიას აწვდის. მიმდებარე მილსადენი არ დაზიანებულა და აგრძელებდა აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას, განაცხადა AB Amber Grid-მა. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. ლიეტვამ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ, რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში მთლიანად შეწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყანა რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს გაზის იმპორტს ათი წლის წინ აშენებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მეშვეობით. კლაიპედის ტერმინალი ლიეტუვის ბუნებრივი აირის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს და მეზობელ ქვეყნებში მიწოდების საშუალებას იძლევა.
დიდმა ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა. ეს ნაბიჯი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯას მოჰყვა. „დღეს სანქციები ხაზს უსვამს ჩვენს ზიზღს ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯის მიმართ”, - თქვა ჭკვიანმა Twitter-ზე. მისივე თქმით, გენერალურ პროკურორს ირანის მიერ სიკვდილით დასჯის გამოყენებაში ცენტრალური ადგილი უკავია. „ადამიანის უფლებების შემზარავი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობას რეჟიმს ვაკისრებთ“, - წერია ქლევერლის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის სასტიკი ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე. „მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ჩრდილოეთით, სოფელ ლარგასთან რაკეტის ფრაგმენტები იპოვა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმებს და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები დნიპროსა და მთელ უკრაინაში“, - წერია მაია სანდუს სახელით Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში. რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევები მესამედ ჩავარდა.