ძებნის რეზულტატი:

შვედეთის და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან - მედია

შვედეთისა და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რადგან რუსეთის გემები შენიშნეს იმ არეალებში, სადაც წყალქვეშა კაბელები გადის და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს. ფინური გამოცემა Iltalehti წერს, რომ ჰელსინკსა და სტოკჰოლმში ენერგეტიკულ ქსელებზე რუსეთის შესაძლო დარტყმის ეშინიათ.  შვედეთის საზღვაო ძალების სარდალმა ევა სკუგ ჰასლუმმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ, თუმცა განაცხადა, რომ წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება. რუსულ მხარეს ამ პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად, 4 აპრილს გახდა.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების მიერ გასროლილი 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 18 Х-101/Х-555 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „დაახლოებით 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა „ტუ-95“ თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი „ტუ-160“ თვითმფრინავით -კასპიის ზღვის რეგიონიდან“, - დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“.  

ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში. თავის მხრივ, სააგენტო Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია ჩატარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანდარისში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ. 30 აპრილს საღამოს, თურქეთის რამდენიმე ტელეარხის ერთობლივ, პირდაპირ ეთერში ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთის დაზვერვა ალ-ყურაშის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მისი ნეიტრალიზაციის ოპერაცია კი, 29 აპრილს ჩატარდა. აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად ექსტრემისტული დაჯგუფების წინა ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის შემდეგ გამოცხადდა. 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ადგილსამყოფელს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა მიაკვლიეს და მან თავი აიფეთქა.  

პრიგოჟინს ბახმუტში უკრაინის კონტრშეტევების ეშინია - ISW

სამხედრო კომპანია „ვაგნერ ჯგუფის“ ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი შიშობს, რომ რუსეთის პოზიციები ბახმუტის უკანა მხარეს დაუცველია უკრაინის არმიის კონტრშეტევებისგან. ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებულმა ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა თავის ახალ ანგარიშში. ამის მაგალითად ანალიტიკოსებს მოჰყავთ ის ფაქტი, რომ პრიგოჟინი დაიმუქრა ბახმუტიდან ვაგნერის ძალების გაყვანით, თუ რუსული სამხედრო სარდლობა ვერ მიაწვდის მეტ საბრძოლო მასალას ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს. 29 აპრილს მან თქვა, რომ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები გააგრძელებენ ბრძოლას ბახმუტში, მაგრამ მოუწევთ "ორგანიზებულად გაიყვანონ ან დარჩნენ და მოკვდნენ", თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ არ გაუმჯობესდება. მანვე აღნიშნა, რომ მისი ჯგუფი 4000 ჭურვიდან, დღეში მხოლოდ 800-ს იღებს. „პრიგოჟინი სავარაუდოდ, ცდილობს დაიბრუნოს მეტი საბრძოლო მასალის ხელმისაწვდომობა, რადგან პუტინი კიდევ ერთხელ ცვლის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ისე, რომ შესაძლოა, პრიგოჟინისთვის ეს სასარგებლო იყოს“, - აცხადებენ ექსპერტები. პრიგოჟინმა ასევე განაგრძო ძალისხმევა, დაერწმუნებინა კრემლი, გადასულიყო თავდაცვაზე აღმოსავლეთ უკრაინაში. მან განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეიძლება, განხორციელდეს 15 მაისამდე, მაგრამ რუსი სამხედროები არ ჩქარობენ თავდასხმების მოსაგერიებლად მომზადებას.  

ვატიკანი ჩაერთო სამშვიდობო მისიაში და ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის - რომის პაპი

ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას და აღნიშნა, რომ ის ასევე მზად არის, ჩაერთოს უკრაინელი ბავშვების რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დეპორტაციის საკითხში. როგორც ცნობილია, შესაბამისი თხოვნით მას უკრაინის პრემიერმა ვატიკანში ვიზიტის დროს მიმართა. პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიტროპოლიტ (ეპისკოპოს) ილარიონს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს ბუდაპეშტში. „მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.  

თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტებზე: უნდა მოვახერხოთ, რომ კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ პროცესი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადმოვიდეს ისევ და დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს, გადავიტანოთ ეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს. ახლა, აქ, ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის ხელსაყრელი არ არის, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ლევან იოსელიანი: ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ „ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები, რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება, ან ის რისკები, რაც შეიძლება მედიკამენტს ჰქონდეს, ეს ჩვენთვისაც ცნობილი იყოს. ბევრი წლის მანძილზე, ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში, მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ქონია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ ზოგადად, მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე, მედიკამენტის, ან სერვისის დაფინანსებისთვის. პაციენტის უსაფრთხოება არის პირველი. არ ავნო - ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა, მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე, გარდა იმისა, რომ ეს 52-კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი ნამდვილად აქვს. ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მე პირადად მივმართე, რომ კიდევ მეტი, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას ჭირდება გარკვეული, მეტი დრო", - განაცხადა გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია  

გერმანია იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 27 წლის წინ დახურულ მაღაროს ხელახლა გახსნის - მედია

გერმანიაში, Käfersteige-ის მაღარო, 27 წელია, უმოქმედოდ არის, მისი მდიდარი მინერალური საბადოები კი, მიტოვებული იყო. ახლა მაღაროს კარი ჩაკეტილია და გვირაბები წყალშია ჩაძირული. Financial Times-ის ცნობით, ახლა ეს კარიბჭეები ხელახლა გაიხსნება, რადგან გერმანია ცდილობს, იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულება, მათი მეტი მოპოვებით შეამციროს. Käfersteige, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნედლ ფტორს შეიცავს, 2029 წლის შემდეგ წელიწადში 100 000 ტონა რესურსის წარმოება შეუძლია, რაც გერმანიის მოთხოვნის 40 პროცენტს და ევროკავშირის მოთხოვნის 13 პროცენტს დააკმაყოფილებს. „თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რევოლუცია მოვახდინოთ ტრანსპორტში, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა, Deutsche Flussspat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც მაღაროს ხელახლა გააქტიურებას გეგმავს. ყველა ბატარეა Volkswagen ID.4-ში, (კომპანიის პირველი ელექტრო ჯიპი) დაახლოებით 10 კგ მინერალს მოითხოვს. გერმანიას ამჟამად მისი დიდი რაოდენობა მექსიკიდან შეაქვს. ეს არ არის ერთადერთი ახალი სამთო პროექტი გერმანიაში. Zinnwald Lithium ასევე გეგმავს ლითიუმის უზარმაზარი საბადოს მოპოვებას გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე საქსონიაში, ხოლო კარლსრუეს მახლობლად, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, Vulcan Energy Resources თერმული წყლისგან ლითიუმის წარმოებას ისახავს მიზნად. ინფორმაციისთვის, ფტორსპარი და ბარიტი მოიპოვებოდა Käfersteige-ში 1997 წლამდე. ევროპაში ფტორსპარის ყველაზე დიდი საბადო, ვარაუდობენ, რომ სწორედ Käfersteige-ს მხარეშია.    

სამხრეთ აფრიკა პუტინის დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, მოსკოვთან მოლაპარაკებას მართავს - მედია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას რუსეთთან მაღალ დონეზე აქვს მოლაპარაკება, რათა თავიდან ქვეყანაში პრეზიდენტ პუტინის ჩასვლით მოსალოდნელი შედეგი აიცილოს. ამის შესახებ ადგილობრივი წამყვანი გამოცემა Sunday Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მისი დაპატიმრება მოუწევთ, ამიტომ, მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა ონლაინ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღოს. 25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს.  რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. 26 აპრილს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს. უფრო ადრე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. მარტის ბოლოს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

3 თვეში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 1190 პირი დაბრუნდა - შსს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1190 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 1196 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1190-ზე თანხმობა გაიცა, 6-ზე კი - უარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 785 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (149), საბერძნეთი (57), შვეიცარია (38); ჰოლანდია (35), ბელგია (26); პოლონეთი (20). შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება.  

ქაოსური 72 საათი აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის ნაკლებად არის მზად - CNN

ქაოსური 72 საათი აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის ნაკლებად არის მზად, ამის შესახებ CNN ანალიტიკურ მასალაში წერს.  ავტორის შეფასებით, როგორც ჩანს, უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევა გარდაუვალია. და ის, თუ როგორ ემზადება თითოეული მხარე, მეტყველებს მათ მზადყოფნაზე. კიევის ფრონტის ხაზები სავსეა მანქანების გადაადგილებით და საარტილერიო დარტყმებით, რეგულარული აფეთქებებით, რომლებიც ურტყამს რუსეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამიზნეებს ოკუპირებულ რაიონებში. „ხარკოვისა და ხერსონის დაკარგვის შემდეგ რუსეთს სულ მცირე შვიდი თვე ჰქონდა, რათა მოემზადებინათ უკრაინის თავდასხმის შემდეგი სავარაუდო სამიზნე: ზაპორიჟიე. ეს მოხდა, თხრილის დაცვის უზარმაზარი ქსელებით, რომლებიც კოსმოსიდან ჩანს. მათი სიდიდის აღიარება სულაც ვერ ჩაითვლება კომპლიმენტად 2023 წელს - ეს მაღალი სიზუსტის რაკეტების და სწრაფი ჯავშანტექნიკის წინსვლის ეპოქაში მთლად კარგად არ გამოიყურება. თუმცა ეს არის ბოლო 72 საათი, რომელმაც შესაძლოა, ყველაზე მეტად უმტყუნა რუსეთის ნაკლებ მზადყოფნას: პირველი, უნდა აღინიშნოს, თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხაილ მიზინცევის გათავისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი იყო ლოგისტიკაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ დააკონკრეტა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, მხოლოდ განკარგულება გამოსცა იმის შესახებ, რომ ალექსეი კუზმენკოვს ახლა თავისი სამსახური აქვს. „მარიუპოლის ჯალათს", როგორც მიზინცევს მოიხსენიებენ, ნამდვილად ჰქონდა საკმარისი წარუმატებლობები რუსეთის ომთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვერ პასუხობს კითხვას: რატომ ახლა? მთავარი მინისტრების გადაყენებით იმ მომენტებში, ვიდრე მისი არმია უკრაინის კონტრშეტევას შეეწინააღმდეგება, მოსკოვი არეულობის გზავნილს აგზავნის“, - წერს CNN.  

რუსები ავითარებენ ნარატივს მეორე ფრონტზე, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს მშვიდობიანი ქვეყანა - NATO-ში აშშ-ის ელჩი

NATO-ში შეერთებული შტატების ელჩი განცხადებებს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს უწოდებს. ამის შესახებ ჯულიენ სმიტმა "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში ისაუბრა. სმიტის თქმით, რუსეთი ცალკეულ ქვეყნებში საზოგადოების გასახლეჩად ჰიბრიდულ ტაქტიკებს იყენებს. „რუსები დიდი ხანია, ავითარებენ ალტერნატიულ ნარატივს მეორე ფრონტის შესახებ, ეს ყალბი ნარატივია და ამას ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა დავუპირისპირდეთ. მთავარი, რაც ამერიკას და NATO-ს სურთ, არის რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა და რომ ყველამ პატივი სცეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. იმედი მაქვს, ქართველიო ხალხი გაერთიანდება და ერთიანი ძალისხმევით უკუაგდებს რუსულ კონტრნარატივს მეორე ფრონტის თაობაზე. სასურველია, ქართველი ხალხი და პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. სწორედ ეს ერთობაა ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე, მათ შორის რუსული ცრუ ნარატივის მოსაგერიებლად. რუსეთის მცდელობები გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, ძალიან ძალიან რეალურია. რუსეთი ახლა ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებს, რომ ეს გახლეჩა საზოგადოების შიგნიდან მოხდეს, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში", - განაცხადა ჯულიენ სმიტმა.  

თურქეთმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით, ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. სტუმრებმა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. ცერემონიის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს - „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას. თურქეთის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში განხორციელებული სამაშველო მისიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შორის 2018 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ქართველი მაშველების გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და ქართველი მაშველების გადამზადების პროგრამა განხორციელდა.  

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები: გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს

მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია, - გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. „ველოდებით, თვითონ პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ ის განცხადება და ინფორმაცია, რაც გამომძიებლის მიერ გავრცელდა, ობიექტურის და სამართლიანი სისტემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა საქმის განახლება. დაველოდებით დღევანდელ დღეს. თუ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, მერე უკვე ჩვენ თვითონ მივმართავთ. დღეს თუ არ იქნა, ხვალ ჩვენ უკვე მივმართავთ და არა მარტო პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს და აბსოლუტურად ყველას. რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში თავიდანვე ვამბობდით, როგორ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და რას ჩადიოდნენ საგამოძიებო ორგანოები, სისტემის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაადასტურა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან". ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.  

უკრაინელებმა ბახმუტში მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა - სახმელეთო ძალების მეთაური

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა. უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით წერს, რომ მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების თავდაცვის ხაზის გარღვევა. „მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის აღებას“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის ცნობით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი თავდასხმა მოიგერიეს და რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. „უკრაინელებმა 10 ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს“, - განაცხადა ალექსანდრე სირსკიმ. ქაოსური 72 საათი აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის ნაკლებად არის მზად - CNN პრიგოჟინს ბახმუტში უკრაინის კონტრშეტევების ეშინია - ISW  

რა ცვლილებები შევიდა „112-ის“ აპლიკაციაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, განახლებული მობილური აპლიკაცია და ვიდეორგოლი წარადგინა. ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით, დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია „112"-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. განახლების ფარგლებში, ჩანართში - „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი. „112"-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან "112"-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ. ღონისძიების დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ღონისძიება "112"-ის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობისთვის" - ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.  

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა დასრულდა

დღეიდან, პირველი მაისიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია იქნება. შვეიცარია, რომელმაც როტაციის წესით რუსეთი შეცვალა, საბჭოს ერთი თვით უხელმძღვანელებს. გაეროში შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა მედიას განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში შვეიცარია იმოქმედებს მისი, როგორც შუამავლის და დიალოგის ხელშემწყობის რეპუტაციიდან გამომდინარე. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ. გაეროს გენმდივანმა ლავროვის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე რუსეთი გააკრიტიკა  

დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კადიროვი აცხადებს, რომ სურს, შექმნას არმია, რადგან მთელ მსოფლიოში „ჩაგრული ხალხები" დაიცვას

რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ სურს, შექმნას დაქირავებულ მებრძოლთა არმია მთელ მსოფლიოში, რომელიც დაიცავს „ჩაგრულ ხალხებს“. მისი აზრით, ასეთი რაზმის მონაწილეები უნდა იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან, გაოღონ სიცოცხლე არა გროშისთვის, არამედ წესრიგისთვის“. თებერვალში კადიროვმა ისაუბრა გეგმებზე, შექმნას საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია საჯარო სამსახურის დასრულების შემდეგ და ამით კონკურენცია გაუწიოს ევგენი პრიგოჟინის Wagner PMC-ს.  

ბლინკენი ალიევს: ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს. ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც ისაუბრეს. მდივანმა ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საგუშაგო აზერბაიჯანის სუვერენული უფლებებისა და ყველა საერთაშორისო წესების შესაბამისად შეიქმნა. აშშ-ის შეფასებით, აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის  

უკრაინის ქალაქ ბახმუტში ამერიკელი მოხალისე დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაცვისთვის ბრძოლაში ამერიკელი მოხალისე კუპერ ჰარის ენდრიუსი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კუპერ ჰარისი ბახმუტში საევაკუაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაიღუპა. უკრაინელებმა ბახმუტში მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა - სახმელეთო ძალების მეთაური მედიის ცნობით, 26 წლის კუპერ ჰარისი ყოფილი საზღვაო ქვეითი იყო. ამერიკელი მოხალისე იყო უცხოური ლეგიონის, შემდეგ კი წინააღმდეგობის კომიტეტის წევრი. ქაოსური 72 საათი აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის ნაკლებად არის მზად - CNN პრიგოჟინს ბახმუტში უკრაინის კონტრშეტევების ეშინია - ISW ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.