ძებნის რეზულტატი:

ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთის გარეშე ბალკანეთში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება. მისი თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში კონკრეტულ პოზიციაზეა.„თავდაცვის, უსაფრთხოების, დიპლომატიის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში ჩვენი წარმატებები ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რათ უფრო შორს წავიდეთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. „ზოგი აკრიტიკებს ამფიბიური თავდასხმის გემს TCG Anadolu და ჩვენს ეროვნულ წარმოებას Togg-ი. ეს არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ვაწარმოეთ ATAK-1 ვერტმფრენი, ახლა გადავედით ATAK-3-ზე. თითოეული ვერსია უფრო მოწინავეა. ვიდრე წინა“, - განაცხადა აკარმა. თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. უფრო ადრე ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის უდიდესი ხომალდი TCG Anadolu სტამბოლიდან შავი ზღვისკენ მიემართება მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში კი, 12 აპრილს შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.  

ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა

უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. Europetime-ის ინფორმაციით, აპატურაი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ოთხშაბათს, სამ მაისს დაიწყებს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი საქართველოს გასული წლის აპრილშიც სტუმრობდა. NATO-ს ოფიციალურ პირს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს. მაშინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის შეფასებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც.  „NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - აცხადებდა აპატურაი მედიასთან. ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO  

თუ მოგვცემენ სტატუსს, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რამეს ვაყვედრით. ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინელების წარმატება, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, პარამეტრებით და ციფრებით, საქართველო არის პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული - რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს. ამის შემდეგ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ყველას შეუძლა, მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.  "30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა. ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ქართული კომპანიები არ უნდა გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად - ჰერჩინსკი

ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ევროკავშირმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა. ჩვენი მიზანია რუსეთის ქცევის შეცვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რაც შეიძლება მალე და ეს საშინელი ომი დასრულდეს. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო მიერ ხდება და ასევე ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ვიცი, რომ ამ ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარად შეაქვს. საქართველომ შემოიღო ზოგიერთი ჩვენი სანქცია, არა ყველა მათგანი. ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ საქართველო ხელს უწყობს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევის ედრთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება. „ამ კვლევის ერთადერთი მიზანი იყო დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში. ეს არის პროპაგანდის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რათა კრახი, რომელიც დადასტურდა 29 აპრილის არჩევნებით, კრახი, რომელიც განიცადა ოპოზიციამ, შეიფუთოს, თითქოს რაღაც სხვა რეალობა არსებობს. ერთია ვირტუალური რეალობა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ე.წ. კვლევაში და მეორეა რეალური რეალობა, ის, რაც არის ჩვენი მოსახლეობის რეალური განწყობა და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ შედეგები, არამედ ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერცკი გაბედა, კანდიდატები დაეყენებინა. სხვა გამართლება, ახსნა არ აქვს, რომ მათ კანდიდატები არ დააყენეს, მაგალითად, ცაგერში ან თერჯოლაში მერის კანდიდატურები. თუ ისინი საუბრობენ, რომ წალენჯიხაში წარმატებულად უძღვება ოპოზიციონერი მერი ადგილობრივ თვითმმართველობას, დაემტკიცებინათ ეს ცაგერშიც და თერჯოლაშიც. გარდა ამისა, ახლა თავადვე ამბობენ, რომ აკლიათ ხმები პარლამენტში და ნანობენ, რომ სია აქვთ ჩახსნილი, დაეყენებინათ კანდიდატურა ფოთში და აეღოთ ერთი დამატებითი მანდატი. ხომ ამბობენ და ამ კვლევასაც ხომ იმის თქმა უნდოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საქმე იმაშია, რომ ყველამ კარგად იცის რეალობა – ე.წ. კვლევის ავტორებმაც და ოპოზიციამაც. რეალობა არის, რაც ვნახეთ 29 აპრილს. იმ არჩევნებში, რომელიც გადამწყვეტი არ იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც რეალურად იყო საპარლამენტო არჩევნების დონის არჩევნები, რადგან იქ იდგა 43-პროცენტიანი ბარიერის საკითხი, თუ გახსოვთ, ადგილობრივი თემები საერთოდ არ განიხილებოდა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური თემები იყო წამოყენებული, რეფერენდუმადაც კი განიხილავდნენ იმ არჩევნებს, ახლა, როცა რიგ შემთხვევებში კანდიდატის კონკურენტიც არ იყო, უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი მოტივაცია იყო, დემონსტრაციულად, ქართველმა ხალხმა როგორც შიგნით, ისე გარეთ დაანახა ყველას, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ქართველი ხალხი ქართული ხელისუფლებისგან, დაანახა ამ ადამიანებს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირი რეიტინგი გაზრდილი არ არის, პირიქით, ვხედავთ, რომ ყველანაირად არის დემოტივირებული ზოგადად ოპოზიციაც. IRI-ის კვლევის ერთადერთი მიზანი იყო ვირტუალური რეალობის შექმნა და ოპოზიციის მოტივირება, რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

უზბეკეთის რეფერენდუმზე მიიღეს შესწორება, რომელიც ახანგრძლივებს პრეზიდენტობის ვადას

უზბეკეთის რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო შესწორებას, რომლითაც, პრეზიდენტი შავკატ მირზოევი პოსტზე დარჩენას 2040 წლამდე შეძლებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ შესწორებას მხარი ამომრჩევლის 90,2 პროცენტმა დაუჭირა. მედიის ცნობით, რამდენიმე ცნობა დარღვევების შესახებაც გავრცელდა.  

გვინდა, გაფართოება, გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენს ოჯახს შემოუერთდნენ - ჰერჩინსკი

გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ქართული კომპანიები არ უნდა გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად - ჰერჩინსკი „ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89 პროცენტი. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი. ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

აქციის მონაწილე მშობლები: ჩვენთვის დიალოგი არავის შემოუთავაზებია

ჩვენთვის დიალოგი არავის შემოუთავაზებია, - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ უხერხულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მოწოდება, რომ პროცესები კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადავიდეს.  თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტებზე: უნდა მოვახერხოთ, რომ კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ პროცესი „ქალბატონმა თამარმა ყველანაირი მზაობა გამოხატა, რომ მედიკამენტი შემოიტანონ, დაიწყონ პროტოკოლის, გაიდლაინის გამართვა. ასევე მზაობა გამოთქვა, შეგვხვდეს. ჩვენ ვართ მზად შეხვედრისთვის. ცოტა უხერხულია მისი მხრიდან მოწოდება, რომ ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს ქუჩაში, არამედ დიალოგის რეჟიმში გადაინაცვლოს, მაშინ, როცა ამას არ გვთავაზობს. ჩვენთვის ეს არავის შემოუთავაზებია. ტელევიზიით გავიგეთ. შემოგვთავაზოს, ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის. ამ განცხადებებს „ფეისბუქიდან“, ტელევიზიებიდან ვისმენთ და აქ ღამეებს ვათენებთ. მოვიდეს ჩვენთან, პირადად გვითხრას. პროტესტი არ არის პროტესტისთვის, პროტესტი არის მედიკამენტისთვის. რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, თუ მათგან ამ ნაბიჯების შესახებ პირადად მოვისმენთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია  

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს. „მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 10,000 ლარიდან 100,000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას - ფინანსთა სამინისტრო

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით. შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.  

ბაქოს პორტი ევროპულ პორტებთან თანამშრომლობას აფართოებს - მედია

იტალიისა და ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უდიდესი პორტის ტრიესტის პორტის გენერალური დირექტორი ზენო აგოსტინო ბაქოს პორტს, ორ პორტს შორის პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შესასწავლად ეწვია, იუწყება Reportaz-ი. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი პორტის ოპერაციულ ჯგუფს შეხვდა და ბაქოს პორტის სიმძლავრესა და ოპერაციულ შესაძლებლობებს გაეცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის გავლით, სტრატეგიულ მარშრუტზე გასაგზავნ ტვირთებს. ბაქოსა და ტრიესტის პორტებს სურთ, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში თანამშრომლობისთვის ახალი პარტნიორობის სფეროები გამოიკვლიონ და ტვირთების ექსპედიტორები მიიზიდონ, რათა არსებული ბიზნეს შესაძლებლობები გამოიყენონ. შეხვედრისას კიდევ ერთი თემა ბაქოს პორტის გაფართოების სტრატეგია იყო. ტრიესტის პორტი, რომელიც ცნობილია თავისი სტრატეგიული მდებარეობით, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კარიბჭე, იტალიისა და ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უდიდესი პორტია. მისი წლიური ბრუნვა 60 მილიონ ტონაზე მეტია.  

ირანი საუდის არაბეთში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ხსნის - მედია

ირანის საელჩომ რიადში, ისევე როგორც ირანის გენერალურმა საკონსულომ და ირანის წარმომადგენლობამ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განაახლეს მუშაობა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის სამმა წარმომადგენლობამ - საელჩომ რიადში, გენერალურმა საკონსულომ და ირანის წარმომადგენლობამ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ჯედაში - ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა“, - ციტირებს რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის სიტყვებს. მისივე თქმით, ეს ამ წარმომადგენლობითი ოფისების მუშაობის განახლების მხოლოდ პირველი ეტაპია.  

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა. მისივე ცნობით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავიდა. „უნეჩის რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის", - დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, „რუსეთის რკინიგზამ“ ოპერატიული შტაბი შექმნა.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სანქციებისთვის გვერდის ავლის შესახებ განცხადებაზე: რა ბრალდებაც ყოფილა აქამდე, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული

თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება, იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს. „ბევრი ბრალდება იყო, რომელსაც საფუძველი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ექნება არცერთ ბრალდებას საფუძველი. მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, რომ არ მოხდეს არცერთი ფაქტი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და დააზიანებს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანა ვართ და თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება. აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწყლებული“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება, იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.  

ჩინეთმა რუსეთი უკრაინაში აგრესორად პირველად აღიარა - მედია

ჩინეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს „აგრესორს“ უწოდებენ, ეს გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც Twitter-ზე განათავსა. ჩინეთმა და სომხეთმა გაეროში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ - მედია ჩინეთის გარდა, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ყაზახეთმა და ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა, ისევე როგორც ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება „მეგობრულად“ მიიჩნევს. მათ შორისაა ინდოეთი, ბრაზილია და თურქეთი. რეზოლიციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგნი კი, რუსეთის გარდა იყვნენ ბელორუსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიკარაგუა და სირია. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი უარს ამბობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზე. მან 12 პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება წარმოადგინა, რომლის ნდობაც ვერც უკრაინისგან და ვერ დასავლეთისგან დაიმსახურეს, რადგან დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ ჯარის დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.  

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთში, Sinochem-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაკარგულია. აფეთქება შანდუნის პროვინციის ქალაქ ლიაოჩენში მოხდა. ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4940 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4940 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4940 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7449 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7441 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ - აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა ივნისიდან შეეძლებათ. „140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა მიდის შესაბამის პორტალზე. საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რამდენადაც მახსოვს, ხვალ თუ ზეგ სრულდება ეს პროცესი და გვეცოდინება კლინიკები, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სანამ საქართველოში პროტონოთერაპიის შესაძლებლობა გვექნება, ამასაც დავაფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში. შეთანხმებები დაიწყება ამ კლინიკებთან. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

საქართველში ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაეროსთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან. ელჩების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. გარდა ამისა, დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან ადგილზე არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტარციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.