ძებნის რეზულტატი:

ჩინეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს

ჩინეთი მზადაა, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნო. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა. კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩინეთი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი კახოვკის ჰესის კაშხლისა განადგურებისა და მისი „ჰუმანიტარული, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგების“ გამო, „სერიოზულად არის შეშფოთებული“. პეკინის შეფასები, შექმნილ ვითარებაში ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია „დაზარალებული ტერიტორიების მცხოვრებლების გადარჩენა და სტიქიურ უბედურებებზე ადეკვატური რეაგირება“. პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

ბლინკენი კულებას ესაუბრა და კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებულ უკრაინელებს მხარდაჭერას დაჰპირდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შედეგები. კულებას თქმით, აშშ უკრაინას ზარალის შემსუბუქებაში ეხმარება. უკრაინელი მინისტრის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან ასევე განიხილა სამხედრო დახმარებისა და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის საკითხები. „აშშ გააგრძელებს ძალისხმევას მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც. მისი მიხედვით, მხარეებმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, რადგან კიევი მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან იცავს თავს. მდივანმა გამოთქვა შეშფოთება ათასობით უკრაინელის გამო, რომლებიც კახოვკის კაშხლის ბოლოდროინდელი განადგურებით დაზარალდნენ და კულებას შესთავაზა აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერა დაზარალებულთათვის. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი

ხერსონის რეგიონის დატბორილი ზონიდან 2400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

8 ივნისის საღამოს მდგომარეობით, ხერსონის რეგიონში წყალდიდობის ზონიდან 2339 ადამიანის, მათ შორის 120 ბავშვის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, მაშველებმა გადაარჩინეს 563 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია 201 ადამიანს. ცხრა ევაკუაციის პუნქტი სრულად ფუნქციონირებს. წინასწარი მონაცემებით, მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე სულ 32 დასახლებული პუნქტი და 3625 სახლი დაიტბორა. შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია 1817 ადამიანი და 345-ზე მეტი ტექნიკა, მათ შორის 809 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 171 ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ევაკუაცია გრძელდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

უკრაინელებმა 10 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს - საჰაერო ძალები

საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინელებმა 10 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. რუსულმა ძალებმა, 9 ივნისის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებითა და Х-101 / Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. „თავდასხმის დროს 16-მდე უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, 4 ერთეული X-101/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 10 Shahed-136/131 და Lancet-ის ტიპის დრონი და 4 ერთეული Orlan-10 და Supercam-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. საჰაერო ძალების თანახმად, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, რუსულმა ძალებმა ჩერკასის ოლქში, ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ გასულ და მიმდინარე დღეს 20-მდე საცეცხლე დარტყმა მიაყენა საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ლოგისტიკას, სამხედრო აღჭურვილობას და პოზიციებს“, - წერია ინფორმაციაში.  

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი. „პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან დღეს ბერლინში პირისპირ შეხვედრას გამართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში დღეს გამართავს. პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.  

დონალდ ტრამპს შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი იწყება. აშშ-ის ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას. ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-თან დაადასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და ეხება შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას. ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს. „მე უდანაშაულო ვარ. არაფერი დამიშავებია. უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წელს უკვე მეორედ წაუყენეს ბრალი. აპრილში, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას ბრალი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით 34 მუხლით წაუყენა.  

WSJ: ჩინეთი კუბაზე ჯაშუშების ბაზას შექმნის

ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს.  როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ჩინეთთან, რომ გადაუხადონ კუბას „რამდენიმე მილიარდი დოლარი“, რომ ადგილზე სადგურის განთავსება დაუშვას. „ჩვენ გავეცანით ამ ცნობებს და ეს არ არის ზუსტი", - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ და მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს "რეალური შეშფოთება" ჩინეთის კუბასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდება მას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა კი, შემდეგი განაცხადა: „ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ“. კუბის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ უარყო ხსენებული ინფორმაცია და მას „სრულიად მცდარი, უსაფუძვლო და აშშ-ის ფაბრიკაცია უწოდა, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს გაამართლოს ვაშინგტონის ათწლეულის განმავლობაში არსებული ეკონომიკური ემბარგო კუნძულზე. მანვე გაუსვა ხაზი, რომ კუბა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნას უარყოფს. „ჩვენ არ ვიცით საქმის შესახებ და შედეგად, ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა თავის მხრივ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა.  

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების პოზიციებზე ათობით დარტყმა განახორციელეს - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. „უკრაინის სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ იერიში მიიტანა ოკუპანტის მართვის ხუთ პუნქტზე, ცოცხალი ძალის თავის მოყრის ექვს რაიონზე, გაანადგურა ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და რვა საარტილერიო დანაყოფი“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

მედია: ჩეჩნეთში ჩინური წარმოების ჯავშანტექნიკა ჩაიტანეს, პეკინი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

მედიის თანახმად, ჩეჩნურმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფმა „ახმატმა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ახალი მანქანები მიიღო - მათ შორის რვა ჩინური წარმოების ShaanXi Tiger 4x4 ჯავშანტრანსპორტიორია. მანამდე ჩინეთმა არაერთხელ უარყო რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს. ახალი ტექნიკით ვიდეო ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ტელეგრამ არხზე 7 ივნისს გამოჩნდა. ის ახლო თანამოაზრეებთან ერთად მართავდა ერთ-ერთ ჯავშანტრანსპორტიორს. უცხოურმა წყაროებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის რუსეთს აწვდის სხვადასხვა აღჭურვილობას და კომპონენტებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს და ასევე განიხილავს იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ამავდროულად, ჩინეთი ამტკიცებდა, რომ ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტს და არ ყიდის იარაღს კონფლიქტის ზონებში. კერძოდ, აპრილში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთი არ აწვდის და არ მიაწოდებს იარაღს არც რუსეთს და არც უკრაინას. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ბლინკენი აპირებს ჩინეთში ვიზიტით ჩასვლას.  

უკრაინის კონტრშეტევის გამო, პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა გადადო - კომერსანტი

რუსული მედიის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის კონტრშეტევის გამო, ტრადიციული „პირდაპირი ხაზი“ გადადო. „კომერსანტის“ თანახმად, ზედიზედ მეორე წელია, რაც ივნისში არ ჩატარებულა ღონისძიება, სადაც რიგითი მოქალაქეები რუსეთის ლიდერს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური მოვლენა, რომელშიც პუტინი მონაწილეობდა, გადაიდო, ან საერთოდ გაუქმდა. გასულ წელს პუტინს არ გაუმართავს არც ყოველწლიური პრესკონფერენცია. „კომერსანტმა“ აღნიშნა, რომ კრემლს სურს სატელევიზიო მიმართვა იქამდე, ვიდრე ამ წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.  

ურყევი მხარდაჭერა უკრაინას - ბაიდენი სუნაკთან შეხვედრის შემდეგ

ურყევი მხარდაჭერა უკრაინას, - აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა, ეკონომიკური უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის მზარდი სფეროს რეგულირებისა და ჩინეთთან მოქცევის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობა განიხილეს.  პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 1 010 ჯარისკაცი, 10 ტანკი და 34 ერთეული საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 213 770 ჯარისკაცს, 3 901 ტანკს, 7 600 ჯავშანტექნიკას, 3 702 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 299 ვერტმფრენს, 6 410 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 247 უპილოტო საფრენ აპარატს, 502 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 171 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე შეხვდა და ლიცეუმში არსებულ გამორჩეულ სასწავლო გარემოსა და ლიცეუმის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა პრეზენტაციის ფორმატში თანატოლებს დეტალურად გააცნეს ლიცეუმში არსებული სასწავლო თუ საცხოვრებელი პირობები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ნახეს სასწავლო სივრცე, სიმულაციური კლას-კაბინეტები, სპორტდარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ მომზადებული სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები, ასევე, რობოტექნიკა. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში. ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციას 26 ივნისიდან დაიწყებს და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე. ლიცეუმი პანსიონის ტიპის, ავტორიზებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მაღალი დონის განათლება. ასევე გაიარონ დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი და ლიცეუმში არსებული სპეციალური პროგრამების მეშვეობით სწავლა გააგრძელონ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ისეთი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში როგორებიცაა: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი. ლიცეუმში ასწავლიან კვალიფიციური მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ლიცეუმს ჰყავს 19 მასწავლებლის ყველაზე მაღალი სტატუსის, მენტორის მქონე მასწავლებლები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები.  

დანია უკრაინაში, კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა, უკრაინაში, კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.  დახმარებას შორისაა ორი მაღალი სიმძლავრის ტუმბო, 35 კარავი, სამი ნავი სატრანსპორტო ჯოხებით, რამდენიმე გენერატორი. ასევე, დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის გადასატანად, ხუთი წყლის ავზის სატვირთო მანქანა უკვე მიემართება უკრაინისკენ. ტექნიკა უკრაინაში 10 ივნისს ჩავა.  

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის იანვარ-მარტში 13,7%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IVკვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება. „2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 %) ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11%). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1%-ს შეადგენს. 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3%), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7%)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ISW: უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაცია ფრონტის სულ მცირე სამ მონკვეთზე ჩაატარა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები. ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს უკრაინის ძალებმა ლოკალური კონრშეტევის შედეგად, დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.  

ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო. "საშუალოდ, მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ წყალი ღამით 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის რაიონის 32 დასახლებაში 3 624 სახლი დაიტბორა", - აცხადებს პროკუდინი. მისივე მონაცემებით, მოხდა 2 352 ადამიანისა და 550-მდე ცხოველის ევაკუაცია. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

გერმანიამ კიევს, F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნისთვის შესაძლოა, აეროდრომების გამოყენება შესთავაზოს

გერმანიას შეუძლია, უზრუნველყოს თავისი აეროდრომები უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის. ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, Bild-თან ინტერვიუში აცხადებს. „ჩვენ შეგვიძლია, გერმანიის აეროდრომები ხელმისაწვდომი გავხადოთ ჰაბის სახით, ან შევთავაზოთ საბაზისო ტრენინგი იმ პილოტებისთვის, რომლებიც აქამდე მხოლოდ MiG-ით დაფრინავდნენ. F-16-ებზე წვრთნა უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ასევე დაფრინავენ ამ თვითმფრინავით“, - განაცხადა სტრეკ-ციმერმანმა. გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია, მათ შორის რვა Bandvagn 206-ის ტიპის ყველგანმავალი მანქანა გადასცა.  

შვედეთი NATO-ს მის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების ნებას დართავს

შვედეთი NATO-ს ნებას დართავს, ჯარები მის ტერიტორიაზე განათავსოს იქამდე, სანამ ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ულფ კრისტერსონმა განაცხადა. „მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება გაიარონ მომზადება NATO-სა და NATO-ს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, შვედეთმა, შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, თუმცა, თურქეთისა და უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობამ პროცესი შეაჩერა. შვედეთის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ლიეტუვაში მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.