ძებნის რეზულტატი:

ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს, იუწყება სააგენტო Anadolu. ორივე ლიდერმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით.თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის განახლების საკითხზე კონცენტრირება. მან დაარწმუნა კიევი, რომ ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. თავის მხრივ, ზელენსკიმ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანთან კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. აღსანიშნავია,რომ ერდოღანის ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.    

თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზაპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გამართეს. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ლიდერებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან.ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება აღსანიშნავია,რომ ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ერდოღანი პუტინს კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა - Anadolu

თურქეთის პრეზიდენტმაm რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყობინება, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე აფეთქების ობიექტური გამოძიების მნიშვნელობას. ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, შესაძლო წვლილი შეიტანოს კომისიის ფორმირებაში, რომელშიც შეიძლება, ექსპერტები შევიდნენ როგორც რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან და თურქეთიდან. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების საკითხს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი ინფორმაციისთვის, დღესვე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება  

პრემიერ-მინისტრი ფრანგული ენერგოკომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს ბეატრის ბუფონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო განვითარების აქტიურ ფაზაშია. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის იდგმება. აქვე, ხაზი გაესვა თანამედროვე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობას. EDF-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში განახლებადი ენერგიების სფეროში ინვესტირების, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებში და ასევე, დაინტერესდა ქარისა და მზის პროექტებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ბეატრის ბუფონს ფრანგულ ენერგოკომპანიასთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა. შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF -ის ევრაზიის დირექტორი მარკ ჟირარდი, პროექტის ხელმძღვანელი სედრიკ ლავისიერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი

ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-ს ესაუბრა კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს.  ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე  უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება

ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით - საგარეო უწყება

კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხდებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ. აღსანიშნავია, რომ განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება  

გერმანიაში პრორუსი აქტივისტი, უკრაინის წინააღმდეგ ომის საჯაროდ მხარდაჭერისთვის დააჯარიმეს

გერმანიის სასამართლომ პრორუს აქტივისტს 900 ევროს (966 დოლარი) ოდენობით ჯარიმა დააკისრა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის აგრესიული ომის“ საჯაროდ მხარდაჭერისთვის.  Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 48 წლის ელენა კოლბასნიკოვამ მედიას განუცხადა, რომ „რუსეთი არ არის აგრესორი“ და ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ნაცისტების მიერ იყო კონტროლირებადი“. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს „ალტერნატივა“ არ აქვს. ქალაქ კელნის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ მან დაარღვია კანონები, რადგან საჯარო განცხადებებში სამხედრო აგრესიის გამართლება გერმანიის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს. კოლბასნიკოვამ, რომელიც საკუთარ თავს „მშვიდობის აქტივისტს" უწოდებს, უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა. ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დაღუპული მებრძოლი სამეგრელოდან იყო, ის აფხაზეთიდან დევნილია. როგორც მისი თანამებრძოლები აღნიშნავენ, ზურა მუშუქია უკრაინაში გასული წლის აპრილში თავის არეში დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა და გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლის ველს დაუბრუნდა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად მეცნიერი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, როინ მეტრეველი აირჩიეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცნობით, ეროვნულ აკადემიაში აკადემიის საერთო კრება ჩატარდა, რომელზეც რიგი საორგანიზაციო და ამავდროულად, აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების საკითხი განიხილეს. „საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ისტორიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში უბადლო ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. როინ მეტრეველი 1991-2004 წლებასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

ლუკაშენკომ რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა შეიწყალა

ბელორუსის ციხეში მყოფი რუსი მოქალაქე, სოფია საპეგა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეიწყალა.  მიმდინარე წლის აპრილში სოფია საპეგა რუსეთში ექსტრადირებას დათანხმდა. მანამდე კი, შეწყალების მოთხოვნით მიმართა ლუკაშენკოს, მაგრამ მაშინ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბელორუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, რომ ის ციხიდან გაათავისუფლეს და პრიმორიეს ოლქიდან ჩასულ რუსეთის დელეგაციას უკვე გადასცეს. საპეგა 24 წლის იყო, როდესაც 2021 წლის მაისის ბოლოს დააკავეს თავის მეგობართან, ბელორუსის ოპოზიციური ტელეგრამის არხის, NEXTA-ს ყოფილ მთავარ რედაქტორთან, რამან პრატასევიჩთან ერთად. Ryanair-ის თვითმფრინავი, რომლითაც ისინი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდნენ, იძულებით დასვეს მინსკში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ყალბი ცნობა, რომ თვითმფრინავი დანაღმული იყო. ბელარუსის სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალური სიძულვილის გაღვივების, ძალადობის ან პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის მუქარის ბრალდებით. საპეგას ასევე ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვება და გავრცელება.   

მედია: ლავროვის ვიზიტის შემდეგ, ტაჯიკეთმა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებაზე უარი განაცხადა

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩოხინ სამადიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის გაწევრიანება არ განიხილება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სერგეი ლავროვი ტაჯიკეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.  ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.  "ვედომოსტის" ცნობით, ორშაბათს ლავროვმა დუშანბეში ვიზიტისას განაცხადა, რომ "იმედოვნებს ტაჯიკეთის გაწევრიანებას" ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ამ დროისთვის ორგანიზაციაში შედის რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სამადიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა არც ტაჯიკეთის ხელმძღვანელთან ემომალი რაჰმონთან რუსი მინისტრის შეხვედრისას და არც სამინისტროების მეშვეობით მოლაპარაკებების დროს არ განიხილება მიუხედავას იმისა, რომ დღის წესრიგში დადგა ქვეყნებს შორის „თანამშრომლობის გაღრმავება“. რუსული მედია (Moscow Times) აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რუსეთი ამაოდ ცდილობს, დაარწმუნოს ტაჯიკეთი ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაში. ტაჯიკეთი კვლავ რჩება რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად, თუმცა დუშანბე ზრდის ვაჭრობას ჩინეთთან, რომელიც თანდათან მოიპოვებს რუსეთზე უპირატესობას რეგიონში.   

თეთრი სახლი: კახოვკის კაშხალი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და ამ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ

აშშ-ის განცხადებით, კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად. „ვაგრძელებთ მომხდარის შეფასებას. ნგრევა და განადგურება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გულსატკენია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ეს კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და ამ ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

მაკრონი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე: საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს - საფრანგეთი უკრაინას უახლოეს საათებში დახმარებას გაუგზავნის

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს. მაკრონმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს. "პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში ჩვენ გავაგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  „განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი [კახოვკის კაშხლის აფეთქების] მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინელი მფრინავების მომზადების სწრაფად დაწყებას. განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატები, მოლოდინები NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან და მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ ზელენსკიმ. 

ზელენსკი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილზე: შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს, საერთაშორისო ორგანიზაციები სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა. ზელენსკის შეფასებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია. უკრაინის ლიდერის თქმით, ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული. აქედან გამომდინარე, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რაც ახლა ხდება. „შეუძლებელიც კი არის ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პირველკლასელთა რეგისტრაციის III-ე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის III-ე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.registration.emis.ge განხორციელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. „IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, ოკუპირებული„აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი 77-ე სესიის ფარგლებში მიიღეს და ის საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. „ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გააუარესა“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. „გასული წლების მსგავსად, გაეროს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს. ქართული მხარის მიერ ინიცირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS - კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში“, - წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი. გვატემალა, უნგრეთი,ისლანდია, ირლადია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლიუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია,პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.

ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 486 ბავშვი მოკლეს - უკრაინა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 486 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 009 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. "ბავშვები დაშავდა - დონეცკის რეგიონში - 464; ხარკოვის ოლქში - 283, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 70, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 105, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 80", - ნათქვამია ინფორმაციაში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

NATO-ს ყოფილი გენმდივანი არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა ზომები ინდივიდუალურად მიიღონ და უკრაინაში ჯარები გაგზავნონ

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ. რასმუსენის შეფასებით, თუ NATO ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები. ის მაგალითად გამოყოფს პოლონეთს, რომელიც ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვნენ ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით. „ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად განიხილავენ შესვლას და მსურველთა კოალიციის შეკრებას, თუ უკრაინა ვილნიუსში არაფერს მიიღებს. ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ პოლონეთის გრძნობები, პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ”, - აღნიშნა რასმუსენმა. ის ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღოს, სასურველია სამიტამდე, მაგრამ NATO-ს ჩარჩოს მიღმა. ეს უნდა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივ წვრთნებს, საბრძოლო მასალის გაძლიერებულ წარმოებას, NATO-სთან თავსებადობას და შეიარაღების მიწოდებას, რომელიც საკმარისი იქნება რუსეთის შემდგომი თავდასხმისგან შეკავებისთვის. რასმუსენი აქვე მიუთითებს, რომ რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება საკმარისი. „NATO-ს ზოგიერთი მოკავშირე შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების მომხრე იყოს, რათა რეალურად თავიდან აიცილოს რეალური დისკუსია უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. ისინი იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებით, შეძლებენ თავიდან აიცილონ ეს კითხვა. არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, NATO-ს საკითხი ვილნიუსის სამიტზე დადგება“. „ისტორიამ აჩვენა, რომ სახიფათოა უკრაინის NATO-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვება“, - აცხადებს ალიანსის ყოფილი გენმდივანი. რასმუსენს მიაჩნია, რომ გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთი წინაპირობების დადგენას, როგორიცაა NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, რაც არც შვედეთს და არც ფინეთს არ მოეთხოვათ. მან ასევე უარყო არგუმენტი, რომ არ არის შესაძლებელი უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების გზის შეთავაზება, ვიდრე ომი არ დასრულდენა. რასმუსენი ხაზს უსვამს, რომ ეს პუტინს ვეტოს მიანიჭებს.

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას. პარლამენტში აცხადებენ, რომ სხდომის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები არიან: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან.  

ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა - უკრაინა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.