ძებნის რეზულტატი:

ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჯონსონის თქმით, ის „დაბნეული და შეძრწუნებულია“ მას შემდეგ, რაც მიიღო წერილი კომიტეტისგან, რომელიც იძიებს, მოატყუა თუ არა მან ბრიტანელი კანონმდებლები, რომლებიც „ფართიგეითის“ სკანდალს იკვლევდნენ. საუბარია ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის დროს წესების შესაძლო დარღვევაზე, სადაც გავრცელებული ცნობით, ყოფილმა პრემიერმა საკუთარ დაბადების დღეზე რეგულაციით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი სტუმარი შეკრიბა. ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გასული წლის სექტემბერში დატოვა.  

უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, უკრაინელი ომის ტყვეები, მათი შუამავლობით, უნგრეთში გადაიყვანეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. „უნგრეთის ვიცე-პრემიერის საჯარო განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ რუსეთმა ბუდაპეშტს უნგრული წარმოშობის თერთმეტი უკრაინელი გადასცა“, - განაცხადა ნიკოლენკომ. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, უკრაინელი ომის ტყვეები, მათი შუამავლობით, უნგრეთში გადაიყვანეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყვეების გადაცემა უნგრეთმა მოითხოვა, რადგან ისინი იმიერკარპატების, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ოლქიდან არიან, სადაც ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ფიშერი

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას. „მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.  

მედია: ყაზახეთმა ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ

ყაზახეთის ხელისუფლებამ ყირგიზულ კომპანიას ჩამოართვა დრონები, რომლის რუსეთში გადატანას ცდილობდნენ. ამ ინფორმაციას Newsinfrance ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის თანახმად, 14 DJI AgrasT30-ის ტიპის დრონის პარტია, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 16 მილიონი რუბლია, ჟამბილის რეგიონში, საზღვრარზე, გადატანის მცდელობისას დააკავეს. ტვირთი ყირგიზულ კომპანია „იმპულს-ინვესტს“ გადაჰქონდა, თუმცა მას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გავრცელებული ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები რუსული სამშენებლო კომპანია „ნოვასთვის“ იყო განკუთვნილი. „იმპულს-ინვესტს" ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ჟამბილის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის დეპარტამენტმა ჩამორთმეული დრონები აუქციონზე გაიტანა. მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ყაზახეთი ეხმარება რუსეთს დრონებისა და ჩიპების შეძენაში. ყაზახური კომპანიები მოქმედებენ როგორც შუამავლები ჩინეთსა და რუსეთს შორის, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა ორმაგი დანიშნულების საქონლის შესყიდვის ტრანზაქციებისას. გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთის ხელისუფლება მეორადი სანქციების რისკის შესახებ გააფრთხილა. ამის შემდეგ ყაზახეთმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს ბრძოლას სანქციების გვერდის ავლის მცდელობებთან. ივნისში, ქვეყნის ბანკებმა რუსული კონპანიებკს გადარიცხვების დაბლოკვა დაიწყეს. 

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობისთვის

ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის. განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მინისტრმა ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. „აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.       

თოყაევი რუსეთში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი სანკტ-პეტერბურგში, ყოველწლიურ ფორუმს არ დაესწრება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.  ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წლევანდელ ფორუმზე ცენტრალური აზიის ქვეყანას მხოლოდ ორი ოფიციალური წარმომადგენელი წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინ მჯდომმა თოყაევმა, შარშან ამ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას აღმოსავლეთ უკრაინაში ან სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ათწლეულების განმავლობაში, მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოებისა და სავაჭრო ბლოკების წევრი ყაზახეთი რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. შეკითხვას, ვინ დაესწრება კონფერენციას წელს, ყაზახეთის მთავრობის სპიკერმა უპასუხა, რომ ფურუმზე მხოლოდ ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ჟაკსილიკოვი წავლენ. თოყაევის ოფისში არ საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტი წელს, სანქტ-პეტერბურში დაგეგმილ ფორუმზე არ  ჩავა.   აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმაც უარი განაცხადა რუსეთში ჩასვლაზე. რუსულ მედიას სხვა მსოფლიო ლიდერების მონაწილეობის შესახებ კი, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.  ფორუმი სანქტ-პეტერბურგში, 1997 წლიდან ტარდება და როგორც რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არის მიჩნეული, ეს არის მოსკოვის პასუხი ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში, შვეიცარიაში იმართება.

კანადამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ -მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში ორმხრივ შეხვედრაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი და განაცხადეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. „დღეს, ჩვენს ერთობლივ განცხადებაში დავაფიქსირეთ კანადის მხარდაჭერა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისადმი“, - წერს თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის, იგორ ჟოვკვას თქმით, კანადა მე-20 სახელმწიფოა, რომელმაც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერა ხელი. „კანადა სრულად უჭერს მხარს NATO-უკრაინის საბჭოს, როგორც ადგილს შემდგომი თანამშრომლობის გაზრდისა და გაფართოებისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინის წინსვლას ევროატლანტიკური ოჯახისკენ, ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად, და მხარს უჭერს უკრაინას, გახდეს NATO-ს წევრი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემს“, - წერია დოკუმენტში. ამავე დეკლარაციით, უკრაინა და კანადა თანხმდებიან რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე შემდგომი სანქციების გზით, რათა შეასუსტონ რუსეთის უნარი, გააგრძელოს აგრესიის უკანონო ომი.ცნობისათვის, კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც  სანქცირებული პირების ან ორგანიზაციებისთვის საკუთრების ჩამორთმევისა და კონფისკაციის მიმართულებით წამოიწყო პროცესი.    

ვოლოდიმირ ზელენსკი: კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. „ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი  და თავდაცვითი მოქმედებები“, - განაცხადა ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან კიევში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ზელენსკი კონტრშეტევის შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა ამბობს: „მჯერა, რომ ჩვენ ამას ვიგრძნობთ“. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ სამხედრო მეთაურებთან, მათ შორის მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან და გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკისთან და რომ ყველა მათგანი „დადებითად არის განწყობილი“. ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავიშირებით, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განაცხადა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უნდა ვენდოთ უკრაინელ სამხედროებს და არა პუტინს. „მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახლახან დაიწყო და აღნიშნა, რომ უკრაინის ძალებს ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი პოტენციალი.

ტრუდო უკრაინის პარლამენტში: ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინის პირობებით

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პარლამენტის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ კანადის ვიცე-პრემიერი, კრისტია ფრილანდი და უკრაინელი მინისტრები. ტრუდომ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავად უნდა აირჩიოს, როგორ დაიცვას თავი და კანადა მხარს დაუჭერს მის NATO-ში გაწევრიანებას. „ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინული პირობებით. რუსეთმა მთლიანად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინიდან", - განაცხადა ტრუდომ.მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, რომ „ყოველდღიურად რჩებიან ჩემპიონები და დემოკრატიის დამცველები“. ტრუდოს თქმით უკრაინის გამარჯვება ისტორიის წიგნებში შევა და უკრაინელები განსაზღვრავენ 21-ე საუკუნის მომავალს. „თქვენ არ დანებდით და ჩვენც არ დავნებდებით“, - აღნიშნა ტრუდომ 25-წუთიანი გამოსვლისას.   

ხერსონის ოლქში დატბორილი ტერიტორიების ფართობი შემცირდა - გუბერნატორი

მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, ხერსონის რაიონში წყალდიდობის საშუალო დონე 27 სმ-ით შემცირდა, დატბორილი ტერიტორიების ფართობი თითქმის ნახევრით შემცირდა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „[10 ივნისის] დილასთან შედარებით წყალდიდობის საშუალო დონე 27 სმ-ით შემცირდა და ახლა 4,45 მ-ია. დატბორილი ტერიტორიების ფართობი თითქმის განახევრებულია. წყალი ჩამოვიდა მიკოლაივკადან, ლვოვედან და ოლჰივკადან. 32 დასახლება მარჯვენა სანაპიროზე კვლავ დატბორილია, 3784 საცხოვრებელი კორპუსი წყალდიდობის ქვეშაა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. შაბათის საღამოს მდგომარეობით, საშიში დასახლებებიდან ევაკუირებულია 2699 ადამიანი, მათ შორის 178 ბავშვი და 67 შეზღუდული მობილურობა.   

აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი

სამშვიდობო მისია, რომელიც შედგება ექვსი აფრიკული ქვეყნის ლიდერებისგან, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს.   ამის შესახებ სიერა ლეონეს პრეზიდენტმა ჯულიუს მაადა ბიომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.   ზამბიის, სენეგალის, ეგვიპტის, კონგოს რესპუბლიკის, უგანდისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები კიევსა და მოსკოვს ამ თვის ბოლოს ეწვევიან და ომის დასრულების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარმოადგენენ.   ბიოს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ბევრი ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა მის ქვეყანას და აფრიკის სხვა სახელმწიფოებს.   Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთი და უკრაინა დასავლეთ აფრიკისთვის ხორბლისა და სასუქის მთავარი მომწოდებლები არიან. ომმა კი, ამ საქონლის იმპორტის ღირებულებ გაზარდა.   „საერთაშორისო კრიზისმა დაასუსტა ჩვენი სახელმწიფოები იმ გაგებით, რომ აქ არსებული ეკონომიკური ზეწოლა და კრიზისი მარტივი საბაბია ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა ბიომ.   კონკრეტულად გაურკვეველია, რას შესთავაზებს ექვსი აფრიკელი ლიდერი კიევსა და მოსკოვს.    

კანადა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში მონაწილეებს სანქციებს უწესებს

კანადა, რუსეთის აგრესიის კონტექსტში უკრაინის კულტურული ძეგლების, დაწესებულებებისა და იდენტობის ნგრევაში მონაწილე რიგ ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებ სანქციებს უწესებს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის მცდელობებზე, გაანადგუროს უკრაინული კულტურული ძეგლები, ინსტიტუტები და იდენტობა. თავის მხრივ, კანადის მთავრობის ცნობით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათასობით უკრაინული კულტურული არტეფაქტია დაკარგული ან მოპარული რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მანამდე კი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობის დროს. „უკრაინის იდენტობის წაშლის მცდელობისას, რუსეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ გამოიტანა არტეფაქტები უკრაინიდან და დააზიანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - იუწყება კანადის მთავრობა. მისივე თანახმად, კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ უკრაინული კულტურული ობიექტების ქურდობასთან დაკავშირებულ პირებს. სანქცირებული პირების სიაში შედიან უკრაინელებიც, რომლებიც მუშაობენ მუზეუმებსა და სხვა კულტურულ ცენტრებში და თანამშრომლობდნენ რუსეთთან. სანქციები ასევე მოიცავს ახლად შექმნილ სუბიექტებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიცაა, ე.წ. განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ასევე, ზომები შეეხება კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს და სუბიექტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. შეგახსენებთ, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი უკრაინაში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდნენ. ეს ტრუდოს მეორე ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში წყალი სავარაუდოდ, მალე შეწყდება - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების, ოკუპირებულ ყირიმში ჩრდილოეთ ყირიმის არხის გავლით წყლის მიწოდება სავარაუდოდ, მალე შეწყდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიატენთის დაზვერვა იუწყება. „2023 წლის 6 ივნისს კახოვკის კაშხლის ჩამონგრევამ თითქმის სერიოზულად შეაფერხა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მტკნარი წყლის ძირითადი წყარო, ჩრდილოეთ ყირიმის არხი (NCC). წყლის დონე წყალსაცავში სავარაუდოდ, 2023 წლის 9 ივნისისთვის დაეცა და წყალი მალე შეწყვეტს დინებას“, - აცხადებენ სამინისტროში. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, შემცირდება მტკნარი წყლის ხელმისაწვდომობა სამხრეთ ხერსონის რეგიონსა და ჩრდილოეთ ყირიმში. „თუმცა, რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს მოსახლეობის წყლის მოთხოვნებს წყალსაცავების, წყლის რაციონირების, ახალი ჭაბურღილების გაბურღვისა და რუსეთიდან  მოწოდებული რესურსით, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

ესტონეთმა სანქციები განაახლა და რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა კვლავ აუკრძალა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს ქვეყანში შესვლა აუკრძალა. ეს აკრძალვა სულ რუსეთის 58 მოქალაქეს შეეხო. ხსენებული ნაბიჯი ნაწილობრივ, ადრინდელი ბრძანების ვადის გასვლით გამომდინარეობს. „პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი მიმდევარი და მომხრე", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განმარტებით, სიას გადახედვა სჭირდებოდა, რადგან მთავრობის ბრძანებით დაწესებული შესვლის აკრძალვის ვადა ამოიწურა. „ჩვენ ასევე განვაახლეთ იმ ადამიანების სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას“, - აცხადებენ უწყებაში. მაგალითად ასევე მოყვანილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება. პატრიარქ კირილისთვის აკრძალვის დაწესების გარდა, განახლებულ სანქციების სიას დაემატა ცხრა პირი, რომლებიც ჯერ არ ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს.  

12 ივნისს, ევროპის თავზე, NATO ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საჰაერო წვრთნებს იწყებს

NATO მრავალეროვნულ წვრთნებში - Air Defender 23, მონაწილეობას 25 ქვეყანა მიიღებს. გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, Air Defender 23 საჰაერო ძალების ყველაზე დიდი განლაგების წვრთნებია ალიანსის ისტორიაში და ის ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას ასახავს. 12-23 ივნისს, გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურობით, წვრთნებში ჩაერთვება 25 სახელმწიფოს 10 000 სამხედრო და 250 სამხედრო თვითმფრინავი. 250-მდე თვითმფრინავი, 12-დან 23 ივნისამდე 6 სამხედრო ბაზაზე განთავსდება. მხოლოდ აშშ, ატლანტის ოკეანის გადაღმა 100 თვითმფრინავს გზავნის. წვრთნების მონაწილეები კრიზისულ სიტუაციებში ფრენის სამ ზონაში განაწილდებიან: ჩრდილოეთ გერმანიის თავზე, ჩრდილოეთ ზღვაში, აღმოსავლეთში და სამხრეთ გერმანიის პატარა ზოლში. ეს ზონები სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში მონაცვლეობით დაიკეტება. „NATO-ს სურს შეკავების პოლიტიკური გზავნილი გაგზავნოს საჰაერო დამცველის წვრთნებით. რა თქმა უნდა, ეს წვრთნები მკაფიო სიგნალია, რომ „ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განუცხადა DW-ს გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ტორბენ არნოლდმა. სცენარებში ასევე შედის სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა ჰაერიდან, საჰაერო სადესანტო ბრძოლები მტრის თვითმფრინავების წინააღმდეგ და NATO-ს გამანადგურებელი ბომბდამშენების მიერ საშუალო მანძილის რაკეტებისთვის შეფერხების შექმნა. „ჩრდილოეთ ზღვა იხილავს თავდაცვითი წვრთნებს მტრის წყალქვეშა ნავების ან გემების წინააღმდეგ“, - აღნიშნა არნოლდმა. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, აშშ-ის ძალები ალიანსის ყველაზე თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავს, F-35-ის ტიპის საბრძოლო ხომალდს გზავნიან. „საიდუმლო არ არის, რომ როდესაც საქმე „მტერს“ ეხება, ევროპაში ბევრი პირველ რიგში რუსეთსა და უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრაზე ფიქრობს“, - წერს DW. აშშ-ის ელჩმა გერმანიაში, ემი გუტმანმა აღნიშა, რომ წვრთნები იქნება ერთგვარი ძალის დემონსტრირება შთაბეჭდილების მოსახდენად მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. „ეს უდავოდ ცხადყოფს NATO-ს ჩვენი მოკავშირე ძალების სისწრაფეს, მიუთითებს პირველი რეაგირების უნარზე“, - განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას ბერლინში. „ძალიან გამიკვირდება, თუ რომელიმე მსოფლიო ლიდერი არ გაითვალისწინებს იმას, რასაც ეს წვრთნები აჩვენებს ალიანსის სულისკვეთების თვალსაზრისით, რაც იმთავითვე ასევე ნიშნავს NATO-ს სიძლიერეს", - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიის ცნობით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი იგულისხმა. NATO ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო წვრთნებისთვის ემზადება წვრთნების დროს ყურადღება გამახვილდება მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ოპტიმიზაციასა და გაფართოებაზე. სცენარი შექმნილია NATO-ს მე-5 მუხლის დახმარების სცენარის მიხედვით. სწავლება გერმანიამ 2018 წელს დაიწყო.  

ჯეიმს კლევერლი: ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პირველად დაადანაშაულა ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებაში, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კლევერლის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები პასუხისმგებელ პირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ალიანსმა პასუხი აგოს. „ირანი უზრუნველყოფს რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალების მუდმივი ნაკადით, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში სამოქალაქო პირების მკვლელობისთვის ”, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სანაცვლოდ რუსეთისგან ირანი იღებს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას სამხედრო მიზნებისთვის, და ასევე, ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციებს, რაც ირანის რეჟიმს შეუძლია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დაშინებასა და პროტესტების ჩახშობისთვის გამოიყენოს.  

საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - რობერტა მეცოლა

საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ქართველ ახალგაზრდას ევროპარლამენტში, ევროპის ახალგაზრდული ღონისძიების (EYE) გახსნისას, რომლის ნაწილიც კითხვა-პასუხსაც დაეთმო.  „თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ თუ გჯერათ, რომ რაიმეს მიღწევა შესაძლებელია, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მე მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა არის ევროპული, ჩვენი კულტურა, ტრადიცია, ფუნდამენტური კრიტერიუმები არის ევროული. გასულ წელს, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ - ევროპული პერსპქეტივა - ამით ბედნიერები ვართ, რადგან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის“, - მიმართა ქართველმა ახალგაზრდამ რობერტა მეცოლას. რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა, რომ თიოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს და არსებიბს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. „ჩემი გამოცდილებით შემიძლია, გითხრათ, ჩემს ქვეყანას (მალტა, რედ.) ზოგჯერ ეუბნებოდნენ - დაელოდე, ზოგჯერ - სწრაფად იარე წინ, ზოგჯერ - ბევრი გააკეთე, მაგრამ ჩვენ ყოველი ნაბიჯის დროს ვრწმუნდებოდით, რომ შეგვეძლო, ევროკავშირის წევრობას მივახლოვებოდით. ეს არის ევროპარლამენტი - ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის ამბობს, რომ გაფართოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა იყოს. და ჩვენ ამას ვამბობთ, რადგან ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი. ეს არის ღირებულებების, მშვიდობის, თავისუფლების ბლოკი. თქვენ შეგიძლიათ, შეიგრძნოთ გულისცემა იმ მოსახლეობისა, რომელიც ამბობს: ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირში. გასულ კვირას აქ, ევროპარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი და ზუსტად ის განაცხადა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ჩემი ერთგულება, ეს ერთგულება ძალაშია და ჩვენ წინ ვივლით“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.  ინფორმაციისთვის, EYE ევროპარლამენტში აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას მთელი ევროკავშირიდან და მსოფლიოდან, რომ მონაწილეებმა გაუზიარონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი იდეები ევროპის მომავლის შესახებ.  

უკრაინულმა ძალებმა სოფელი ბლაჰოდატნე გაათავისუფლეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ბლაჰოდატნე დაიკავეს. Ukrinform-ი ამის შესახებ 68-ე ბრიგადის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. თავდასხმის დროს რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. „მათგან მიღებული ინფორმაცია დაგვეხმარება უკრაინის მიწების შემდგომ დეოკუპაციაში“, - აღნიშნეს ბრიგადაში. სოფელი ბლაჰოდატნე მდებარეობს ბახმუტის ჩრდილოეთით, რომელიც ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.   იანვარში რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ბლაჰოდატნე დაიპყრეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევის დაწყება 10 ივნისს დაადასტურა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.    

საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ

აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და თურქეთის სარკინიგზო დეპარტამენტები შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ, განუცხადა Trend-ს TITR-ის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა. აბდიკერიმოვმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი საწარმოწ შექმნის მიზნით, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „საერთო საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალ ხარისხს, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაციას და ჩინეთიდან თურქეთში ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვას“, - განაცხადა გაიდარ აბდიკერიმოვმა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ერთობლივი საწარმოს შექმნის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო დერეფნის გაერთიანება კასპიის ზღვის პორტებთან; დერეფნის გაფართოება ირანსა და არაბულ ქვეყნებში სპარსეთის ყურის, აღმოსავლეთ აფრიკისა და ინდოეთის გასწვრივ. ცნობისთვის, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ზელენსკიმ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 178 პირის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება (No321/2023) პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეზღუდვები ხუთი წლის განმავლობაში დაწესდა. სანქციები რუსეთის 178 მოქალაქის მიმართ ამოქმედდა, თუმცა სიიდან 81 პირს ასევე აქვს უკრაინის მოქალაქეობა. სანქციების სიაშია რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ზორკინი.