ძებნის რეზულტატი:
პროკურატურა: პირი, რომელმაც მეგობარს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ნაგვის ურნასთან დატოვა, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს მოხდა, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
დონეცკის ოლქში, ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს - უკრაინა
დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პაველ კირილენკო აცხადებს, რომ ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს. ახალი ამბებიუცხოეთიოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 486 ბავშვი მოკლეს - უკრაინა „დონეცკის ოლქში ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთელი ოჯახი : ბაბუა, მამა და შვილი დაიღუპა და კიდევ ოთხი ბავშვი დაშავდა. ქალაქ უკრაინსკის საცხოვრებელ უბნებს სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. 3, 4, 9 და 13 წლის კიდევ ორმა გოგონამ და ორმა ბიჭმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა - აეროპორტების გაერთიანება
პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მაისი64,745 – მგზავრი). აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. „პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი – მაისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502,323 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2019 წლის პერიოდს 74 %-ით აღემატება.ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ხუთ თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან, 66%-ით მეტია. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მაალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა. 2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება“,- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფრონტის მიმართულებების უმრავლესობაზე ინიციატივას უკრაინა ფლობს - ბრიტანეთის დაზვერვა
უკრაინის ომის ოპერატიული სურათი კვლავ უკიდურესად რთულია. მძიმე ბრძოლები ფრონტის რამდენიმე მიმართულებაზე გრძელდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მიმართულებების უმრავლესობაზე ინიციატივას უკრაინა ფლობს. მისივე თანახმად, როგორც ჩანს, რუსეთის არმიას ნაბრძანები აქვს, შეტევას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. „წარუმატებელი იყო ჩეჩნეთის ქვედანაყოფების მიერ დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, მარიევკის იერიშით აღების მცდელობა“, - წერს ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშში.
სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით - ნარმანია
სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, მოსალოდნელი არ არის არც გაზის ტარიფების გაზრდა, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. „რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია, უცვლელია. კომისიამ გასულ წელს გადახედა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფებს და უცვლელად დატოვა. ასევე, ჩვენ ბუნებრივი გაზის ტარიფები დავადგინეთ გასული წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. შესაბამისად, ხუთი წლით დავადგინეთ ახალი ტარიფები და აქაც ტარიფები დარჩა უცვლელი. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც, სულ მცირე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი ჩვენ ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ისევე როგორც ბუნებრივი გაზის ტარიფები ხანგრძლივვადიანი პერიოდით გვაქვს დადგენილი და აქაც ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში - სტოლტენბერგი
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, მაშინ მისი NATO-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ახლა გადაუდებელი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი და მოიგოს უკრაინამ, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. ასე რომ, ჩვენ ახლა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ძირს უთხრის უკრაინის მხარდაჭერის ერთიანობას. და კიდევ, მსურს, შევაქო შეერთებული შტატები, რომ მართლაც გამოიჩინა ლიდერობა მხარდაჭერის მობილიზებაში, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
საფრანგეთში, პარკში თავდასხმისას რამდენიმე ბავშვი დაჭრეს
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თავდასხმა მოხდა. BBC-ის ცნობით, რამდენიმე ბავშვი დაიჭრა. გამოცემა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებამ დაადასტურა, რომ დამნაშავე პოლიციამ დააკავა. რეგიონის დეპუტატმა თავდასხმას საზარელი უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლება მომხდარს იძიებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მიდის.
გაეროს რეზოლუცია: ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების სახლებში დაბრუნების უფლებას მხარი დაუჭირეს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 7 ივნისსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, გასულ წელთან შედარებით, 5-ით მეტმა, 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. ამ ქვეყნებს შორის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოა. რეზოლუციის წინააღმდეგ 9 სახელმწიფო (რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, სუდანი, ზიმბაბვე, ბურუნდი, ბელორუსი, კუბა, ჩრდილოეთი კორეა) წავიდა, 59-მა კი, თავი შეიკავა. გასულ წელს, ჩინეთმა, ლაოსმა და ვიეტნამმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ახლა ჩინეთმა თავი შეიკავა, ლაოსსა და ვიეტნამს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. „ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გააუარესა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ფაქტი "კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს". ქართული მხარის მიერ ინიციირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS-ის - კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის - სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC-ის სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების შეფასებით, „ამ გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“. რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ. საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. ნიკარაგუამ. 2009 წელს კი, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. - ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა. -ც. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ჯ.ჰ. და გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლიეტუვა უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად 20 მლნ ევროს გამოყოფს
ლიეტუვა სახელმწიფოს სახელით ნასესხები სახსრებიდან უკრაინისა და მოლდოვას დასახმარებლად 20 მილიონ ევროს გამოყოფს. "თანხებიდან 10 მლნ უკრაინისა და მოლდოვას აღდგენას მოხმარდება. კიდევ 10 მლნ კი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ანტიკრიზისული ღონისძიებების სპეციალურ პროგრამაში გადაირიცხება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამ დროისთვის ლიეტუვამ უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით 950 მლნ ევროზე მეტი გამოუყო. ქვეყანა უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაგზავნის, ხერსონის რეგიონში, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო.
ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს
1-ელ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება. „15 "გრემის" ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა "გრემის" დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც. ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა. სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად. ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia- ს ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება. Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ
ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. როგორც თვითონვე ამბობს, ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. „ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კალიურანდმა. კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო: „პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით. „ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი. „ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა კალიურანდმა IPN-ის ცნობით.
მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან - მაკრონი
საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. „აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ისევე როგორც მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც ადგილზე პირველი მივიდა“,- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. საფრანგეთში, პარკში თავდასხმისას რამდენიმე ბავშვი დაჭრეს
კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“
„წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. მარინა კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო: „პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით. „ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი. „ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია
ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. როგორც თვითონვე ამბობს, ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. „ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კალიურანდმა. კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის თქმით, საქართველო 5 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს - Politico
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც (რუსეთის წინააღმდეგ, რედ.) სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. კითხვას, რომელი ქვეყნები ქმნიან სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით ხუთი ქვეყანა, რომლებიც იწვევენ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას. ესენი არიან: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ევროკავშირი შიშობს, რომ ასეთი ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „ქართველი ბიზნესმენები „რულეტს თამაშობენ“ რუსეთში ელექტრონიკის გაგზავნით, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს“. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მფლობელები შეიძლება გახდნენ სანქციების დამრღვევები, ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ასეთი სახის ვაჭრობა. „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული საქონელი რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ჩანდეს, როგორც კარგი ბიზნეს შესაძლებლობა ამ ქვეყნებში ვინმესთვის. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც ჩვენ განვმარტავთ, ამ საქონლის ნაწილი შესაძლოა ბრძოლის ველზე აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ო’ბრაიენმა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან გულმოდგინედ ასრულებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს“, მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ ელექტრონიკის მიწოდებაზე „ჩვენ ვხედავთ ელექტრონული საქონლის ტრანზიტის ზრდას საქართველოს გავლით რუსეთისკენ“. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ფედერაციისთვის ელექტრონიკის მიწოდების ბრალდებას უარყოფს. განახლება რადიო თავისუფლების თანახმად: Politico-ს ცნობა შეეხებოდა ჯიმ ო’ბრაიენის გამოსვლას ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. ო’ბრაიენი 7 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს“ (ECFR) ორგანიზებულ დისკუსიაზე იმყოფებოდა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კარლ ბილდტი, ECFR-ის თავმჯდომარე და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოვიტა ნელიუპსიენე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არანჩა გონსალესი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი ჯიმ ო’ბრაიენი - სანქციების კოორდინატორი დისკუსია, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს. ასევე, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით. ო’ბრაიენის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლა „პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ექსპორტის კონტროლისა და სანქციების დამსახურებით, რუსეთის უნარი, აწარმოოს იარაღი, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“. „ვიცით, რომ [სანქციების გვერდის ავლა] სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში, ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში, სხვა ადგილებში… გვყავს ჯგუფი, რომელიც თურქეთში დადის და ა.შ.“, - განაცხადა მან. როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას? ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, როგორ მიუდგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პრობლემას: „პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამ ნივთების ექსპორტი თავად უნდა შეგვეწყვიტა. რადგან ეს ვაჭრობა, - იმის გამო, რომ ტექნიკურად ორმაგი დანიშნულების ტვირთი იყო, - ლეგალური იყო. ასე რომ, მაგალითად, ყაზახეთში მისი გაგზავნა ლეგალური იყო“, - განაცხადა მან. მისი განმარტებითვე, პირველად ევროკავშირმა დააწესა ამ მიმართულებით შეზღუდვები, რასაც დიდი შვიდეულის ქვეყნები თებერვალში მიჰყვნენ. „და ახლა უკანონოა ამ ნივთების გაგზავნა, თუკი ვფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ იყენებენ მათ. ვაჭრობის შესახებ მონაცემები ოდნავ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ ვხედავთ, რომ რიცხვები მცირდება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. „მეორე მხარეა ურთიერთობა იმ საკვანძო ქვეყნებთან, რომლებსაც იმპორტისთვის იყენებენ. მეორე მხარეა, მივიდეთ მათთან და ვუთხრათ: "ხომ იცით, რომ თქვენ ფულს ძირითადად შოულობთ ევროპასთან, ამერიკასთან, იაპონიასთან ურთიერთობით. და რატომ აყენებთ ამას რისკის ქვეშ რამდენიმე პარტიის გადაზიდვის გამო?" ამის გაკეთების შემდეგ ვნახეთ, რომ: თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები, და თქვა, რომ რეექსპორტს არ დაუშვებდა; ყაზახეთმა შეიმუშავა პროცედურების ახალი პაკეტი, და ვხედავთ, რომ [რუსეთთან აღნიშნული საქონლით ვაჭრობის] რიცხვები მცირდება; UAE მზადაა, იმოქმედოს, როდესაც კონკრეტული ინფორმაციით ვუპირისპირდებით; და სხვა რამდენიმე ქვეყანაც იწყებს ამ პროცედურების დანერგვას; ასე რომ, იმედია, ეს რიცხვები შემცირდება“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა. ო’ბრაიენის თქმით, ამ შეზღუდვების შედეგი არის ის, რომ „რუსეთი აღარ არის ცენტრალურ აზიაში ეკონომიკის ცენტრი“.
კახა კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე: ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს
ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია „სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები. ჯერ რას ნიშნავს - ზედაპირულად შესრულებულია. ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ, უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, რამხელა უბედურება ტრიალებს და რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია. ავიღოთ ნებისმიერი პარამეტრი, ეს ხომ არ არის ჩემ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებია და გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შედარებები, ნახავთ თუ როგორ არის ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ყველა თვალსაზრისით წინ. მაშინ, როცა არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული, უნდოდათ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ადამიანები მინდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით დაპირისპირება მოახდინონ, მოახდინონ რაღაც რევოლუციები. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესს ატარებს“, - განაცხადა კალაძემ.
ლუკ დევინი: საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს. ევროკავშირი ასევე სწუხს იმის გამო, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალება ეძლევათ. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია „მტკიცედ მოვუწოდეთ საქართველოს, არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას - ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ამ ფრენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის იზოლაციის მიზნით - ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების გამო, არ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილი“, - აღნიშნა ლუკ დევინმა. ცნობისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა. ცნობილია, რომ დეივიდ ო’სალივანი ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებთან მიმართებით. დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთში, სადაც განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს.
ჰუმენიუკი: კახოვკის ჰესზე აფეთქებამ მომავალი ბრძოლის ლანდშაფტი შეცვალა და არა გეგმები
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით შანტაჟი დიდხანს გაგრძელდა და თავდაცვის ძალებმა ეს გაითვალისწინეს თავიანთ გეგმებში. ამის შესახებ სამხრეთ თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა. „აშკარაა, რომ ამას გარკვეული გავლენა ექნება, რადგან საგრძნობლად შეიცვალა მომავალი ბრძოლის ველის ლანდშაფტი და შეიცვალა თავად ფრონტის ხაზიც, რადგან იყო მდინარე დნიპრო, და ახლა ღვარცოფია. მაგრამ ეს ასე არ არის კრიტიკული ცვლილება, რადგან დაგეგმვისას ყოველთვის არსებობს მოვლენების განვითარების ვარიანტები და მათზე რეაგირების ვარიანტები“, - განაც ხადაჰუმენიუკმა. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
რუსული ელიტა უკმაყოფილოა პუტინის მიერ ომში გამარჯვების პერსპექტივით - Bloomberg
რუსული ელიტა სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა პუტინის მიერ ომში გამარჯვების პერსპექტივით და ყველაზე ოპტიმისტებიც კიმ გაყინულ კონფლიქტს კრემლისთვის საუკეთესო შედეგად მიიჩნევენ, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის ბევრი წარმომადგენელი დაიღალა ომით და სურს მისი შეჩერება, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას“,- ნათქვამია სტატიაში. წყაროების თანახმად, ყველაზე ხელსაყრელი პერსპექტივა იქნება წლის ბოლოს მოლაპარაკებები, რაც კონფლიქტს „გაყინავს“ და პუტინს საშუალებას მისცემს, „პიროსის გამარჯვება“ მოიპოვოს დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის შენარჩუნებით. სტატიის ავტორი წერს, რომ დაუცველობის განცდა იზრდება რუსეთის შიგნით თავდასხმების გამო, მათ შორის ყველაზე დიდი უპილოტო დარტყმები მოსკოვზე, ომის დაწყების შემდეგ, გასულ კვირას მოხდა. ასევე, საომარი მოქმედებების გავრცელებამ ბელგოროდის რეგიონში, შეარყია პუტინის, როგორც რუსეთის უსაფრთხოების გარანტორის იმიჯი. „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ წყაროების თანახმად, ელიტის უმეტესობა აგრძელებს მუშაობას, დარწმუნებულია, რომ მათ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოვლენებზე. დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღეა, გრძელდება. მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დადებითად შეაფასა უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივა და აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების“ დაბრუნებას.