ძებნის რეზულტატი:
ბელგოროდის ოლქში, 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა - გუბერნატორი
ბელგოროდის ოლქში, 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ შემთხვევა ალექსეევკის რაიონში მოხდა. ყველა ვაგონი ცარიელი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ხდება საარტილერიო დაბომბვები და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები, რაშიც რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა დაბომბვებზე კომენტარს არ აკეთებს. მოსკოვიდან სამხრეთით მდებარე კალუგის ოლქში ღამით, ჟუკოვისა და მედინის რაიონებში ორი დრონი ჩამოვარდა. ჟუკოვის რაიონში ორი სახლი ნაწილობრივ დაინგრა. დრონების დაცემა გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ დაადასტურა.
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, დომინიკ ჰასლერი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხნტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.
ყაზახეთში 12 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 12 ივნისი გლოვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა, იუწყება ყაზახური მედია. სახელმწიფოს მეთაური ეწვია აბაის რეგიონს, სადაც ტყის ხანძრის შედეგად დაღუპული მეტყევეების ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. „ვარაუდობენ, რომ ხანძარმა 60 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ქრობის პროცესში შვეულმფრენები არიან ჩართულნი. ტყის ხანძრის ჩაქრობაში მაშველები სამი რეგიონიდან გაგზავნეს. სააგენტო Kazinform-ის ცნობით, ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.
აშშ ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე სადაზვერვო ბაზას ინარჩუნებს - მედია
აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე ჯაშუშთა ბაზას ინარჩუნებს. თავდაპირველად, თეთრმა სახლმა მსგავსი ცნობები უარყო. ამის შესახებ DW წერს. WSJ: ჩინეთი კუბაზე ჯაშუშების ბაზას შექმნის მედიის ცნობით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთმა კუბაზე სადაზვერვო ობიექტები 2019 წელს განაახლა. საინფორმაციო სააგენტოებთან ანონიმურობის პირობით საუბრისას, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სათვალთვალო ოპერაციები პეკინის გლობალური ძალისხმევის ნაწილია, გააძლიეროს დაზვერვის შესაძლებლობები. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კუბაზე ახალი ჯაშუშური ობიექტების განთავსების მცდელობის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს. „ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის მიერ ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ამ ადმინისტრაციის პირველივე დღიდან შეშფოთებულები ვართ ჩინეთის მოქმედებით მთელ მსოფლიოში; რა თქმა უნდა, ამ ნახევარსფეროში და ამ რეგიონში, ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - აცხადებდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი. კომენტარის მოთხოვნისას, ჩინეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ის დედაქალაქში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, პეკინმა ვაშინგტონი ჭორების გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. ამერიკელი ოფიციალური პირი კი ანონიმურობის პირობით ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის შესაძლო ჯაშუშური მისიების თავიდან ასაცილებლად ძალისხმევა გაზარდა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიის და სხვა ქმედებების გზით, გარკვეულ პროგრესს მიაღწია.
ევროკავშირის კვლევა: ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მოდერნიზაციისთვის 18,5 მილიარდი ევროს ინვესტიციაა საჭირო
ევროკავშირმა და EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი) ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის წინსწარი შედეგები გამოაქვეყნა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN), რომელიც კვეთს სამხრეთ ყაზახეთს (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მთლიანად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. ეს ქსელი მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური დერეფანი“ (შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR ) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“( ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო ანგარიში 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.
რუსეთის განცხადებით, შავ ზღვაში მის გემს უკრაინამ დრონებით შეუტია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეზე“ შავ ზღვაში, ანექსირებული სევასტოპოლიდან 300 კილომეტრში. რუსული მხარის მტკიცებით, ხომალდი არ განადგურებულა. უწყების განცხადებით, გემი „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენებს იცავდა. „პრიაზოვიე“ არ დაზიანებულა, აცხადებენ სამინისტროში. გემებზე თავდასხმების შესახებ კიევში კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ წუხელ რუსეთის არმიამ კამიკაძე დრონებით, „შაჰედებით“, შეუტია სუმისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა რაიონებს. ამასთან, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
შუა დერეფნის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება - TITR-ის ასოციაციის გენმდივანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია (TITR ან შუა დერეფანი) ხსენებულ სტრუქტურაში რამდენიმე ქვეყნის შესვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Trend-ს TITR-ის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა განუცხადა. მარშრუტის გეოგრაფია ფართოვდება და ამ თვეში ასოციაციაში სინგაპურის, ბულგარეთისა და ლიეტუვის გაწევრიანებას ვარაუდობენ. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან და გერმანიასთან. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, გავაფართოოთ ჩვენი დერეფნის გეოგრაფია", - აღნიშნა აბდიკერიმოვმა. მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება TITR-ის ინფრასტრუქტურისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ხსენებული მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტის ფარგლებში ერთად, 2017 წლიდან მუშაობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ორი დასახლება დეოკუპირებულია
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 11 ივნისს საღამოს განაცხადა. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი ბლაჰოდატნე გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, სამხრეთში პროგრესია ორი მიმართულებით 300 მ-დან 1500 მ-მდე. ასევე ბერხივის წყალსაცავის მიდამოში წარმატებაა. „დასახლებული პუნქტები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. „ამავდროულად, არცერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები თავდაცვით არიან“, - აღნიშნა ჰანა მალიარმა. მაკარივკა, ისევე როგორც მეზობელი ბლაჰოდატნე, დონეცკის ოლქის ველიკონოვოსილკოვის რაიონში, ზაპოროჟიეს ოლქის „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარეობს. რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. აპრილში უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს ოკუპანტები უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებიდან, ხოლო შემოდგომაზე მათ დეოკუპაცია მოახდინეს ხერსონის, მიკოლაივის და ხარკოვის რეგიონების ნაწილში. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები ახლა დონბასში მიმდინარეობს. 5 ივნისს ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეული მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ და უკრაინელ დამცველებს გარკვეული წარმატება აქვთ დონეცკის რეგიონში, ბახმუტთან. ვოლოდიმირ ზელენსკი: კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს 8 ივნისს მალიარმა განმარტა, რომ ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქში ველიკა ნოვოსილკასთვის, ხოლო ოკუპანტები თავდაცვით პოზიციებზე არიან ზაპოროჟიეს რეგიონში, ორიხოვოს მახლობლად.
კიმ ჩენ ინი რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, „ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას“. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა „ღირებულ სტრატეგიულ აქტივად“ იქცა. კიმ ჩენ ინი მზადაა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელოს. „დღეს რუსი ხალხის ბრძოლა მტრული ძალების მხრიდან მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება, ახალ გადამწყვეტ ფაზას გადის. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიის დიდებას“, - ციტირებს კიმ ჩენ ინს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA).
კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო - ზელენსკი
კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს, გენერალურმა პროკურორმა გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება და გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის ზონის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით.
ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში მიიღებს
12-13 ივნისს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში გაემგზავრება. NATO-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და სენატის ალიანსის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებს (SNOG) შეხვდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი განცხადებები 13 ივნისს არის დაგეგმილი.
ვისაუბრეთ NATO-ს სამიტის მოლოდინებზე - ზელენსკი დუდასთან საუბარზე
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს. „ანჯეი დუდასთან, როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვისაუბრეთ ვილნიუსში NATO-ს სამიტის მოლოდინებზე. ჩვენ გვესმის ალიანსის გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
დონეცკის ოლქის სოფელში საზღვაო ქვეითებმა უკრაინის დროშა აღმართეს - უკრაინული მედია (ვიდეო)
დონეცკის ოლქის სოფელ სტოროჟოვე თავზე, საზღვაო ქვეითებმა უკრაინის დროშა აღმართეს. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს. დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელი სტოროჟოვე რუსმა ჯარებმა 2022 წლის მარტში დაიპყრეს. „სახელმწიფო დროშა კვლავ ფრიალებს სტოროჟევზე და ასე მოხდება ყველა დასახლებაში, რადგან ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. მადლობას ვუხდით 35-ე ბრიგადას", - ნათქვამია ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია. მანამდე კი, 11 ივნისის დილით ამის შესახებ უკრაინელი სამხედროები იუწყებოდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 12 ივნისამდე პერიოდს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით - 216 180; ტანკი - 3 931; ჯავშანტექნიკა - 7 636; საარტილერიო სისტემა - 3 746; სარაკეტო სისტემა - 601; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 362", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კადიროვის რაზმთან პირველი კონტრაქტი გააფორმა - მედია
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „რია ნოვოსტის“ და „ტასის“ მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის მიერ უკრაინასთან საომრად შექმნილ მოხალისეთა რაზმ „ახმატთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა. მისივე თანახმად, კონტრაქტი „სამართლებრივად არეგულირებს მოხალისეთა ქვედანაყოფების საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომები მოხალისეებსა და მათ ოჯახებზე გავრცელდება. კონტრაქტსრუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი კიმმა და რუსეთის „სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის“ დირექტორმა, ადამ დაშაევმა მოაწერეს ხელი. ოფიციალური ინფორმაციით, რაზმი „ახმატი“ სწორედ ამ „უნივერსიტეტმა“ მოამზადა. კადიროვის ინიციატივით, 2013 წელს შექმნილი "სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი" ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარეობს.
თსუ-ში ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ომბუდსმენი გამოეხმაურა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“. „ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. „მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.
ჭიათურაში მაღაროელები მე-6 დღეა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიასთან მე-6 დღეა, იკრიბებიან და ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 3 ათასზე მეტი მაღაროელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია, თანამშრომლები კი ქუჩის პროტესტის რეჟიმზე არიან გადასული.
ბათუმში, კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა
ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1312 ბავშვი გახდა
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 67-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1312 ბავშვი გახდა. ილია მეორის ნათლული ჯამში 46 693 ბავშვია. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. საყოველთაო ნათლობის პირველი ღონისძიება 2008 წელს გაიმართა.
მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვას, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, რასაც შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეაქცია მოჰყვა. მისივე განმარტებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ფაქტია, რომ პრობლემა არ შექმნილა და ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას და მუშაობას აგრძელებს. ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს. „რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.