ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს - ჰერჩინსკი „საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის მონაწილეებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.
Bloomberg: ევროკავშირმა შესაძლოა, თავისი ბუნებრივი აირისთვის უკრაინის საცავები გამოიყენოს
ევროკავშირში, ზამთარში საწვავზე მოთხოვნილების და ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, თავისი ბუნებრივი აირის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცავებში შენახვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მედიის თანახმად, მათ შორის განიხილება (Більче-Волицько-Угерське) საცავი ლვოვის ოლქში, რადგან იქ შესაძლებელია ოთხჯერ მეტი ბუნებრივი აირის შენახვა, ვიდრე გერმანიის ყველაზე დიდ საცავში, ადვილად უერთდება ევროკავშირის ქსელებს, რადგან ათწლეულების განმავლობაში სატრანზიტო მარშრუტის როლს ასრულებდა რუსული ენერგომატარებლებისთვის. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივის აირის საცავები თითქმის შევსებულია - 70%-ზე მეტით და მოსალოდნელია, რომ სიმძლავრის ლიმიტს ისინი უკვე სექტემბრისთვის მიაღწევენ. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწვავის შენახვა ქვეყანაში, რომლის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სარაკეტო დარტყმებისა და იერიშების მიზანია, ბევრს უაზრო იდეად მიაჩნია, მაგრამ ამას ბევრი მომხრეც ჰყავს, რადგან საცავები ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს არის განლაგებული ", - წერს Bloomberg. მედიის თანახმად, ხსენებული ნაბიჯი არის იმ პანიკის თავიდან აცილებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი, რომელმაც გასულ წელს, ევროპა ბუნებრივ აირზე რეკორდულ ფასებამდე და სახელმწიფო ჩარევამდე მიიყვანა. უკრაინის საცავები მიწის ქვეშ 2 კმ-ის სიღრმეზეა განლაგებული - შედარებით უსაფრთხო ზონაში და მათი მოცულობა 30 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრს შეადგენს.
პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს შანსი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის შვედ კოლეგას უმასპინძლა. მინისტრებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო წერს. პოლონელმა ზბიგნევ რაუმ და შვედმა ტობიას ბილსტრომმა ორშაბათს მოლაპარაკებები ვარშავაში გამართეს, იტყობინება პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი. პოლონეთის უმაღლესმა დიპლომატმა შვედეთს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა. რაუმ ხაზი გაუსვა, რომ მისი ბოლო შეხვედრები ბილსტრომთან, ფოკუსირებული იყო „ჩვენი ქვეყნების საერთო საზრუნავზე - რეგიონში უსაფრთხოებაზე“. რაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პოლონეთი სრულად უჭერს მხარს შვედეთის წევრობას NATO-ში და იყო ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა სტოკჰოლმის გაწევრიანება“. პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს 11-12 ივლისს ვილნიუსში, ლიეტუვაში NATO-ს მოახლოებულ სამიტზე მითითებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მისიაა, პატივი ვცეთ უკრაინის გადაწყვეტილებებს და უზრუნველვყოთ ჩვენი ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა“. პოლონური რადიოს თანახმად, პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის და მოლდოვის მისწრაფებებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამ წლის ბოლომდე: „ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა რაუმ პოლონური რადიოს ცნობით. ანალოგიურ ციტატას ავრცელებს პოლონური ტელეარხი tvn24.
უკრაინულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში შვიდი დასახლება გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციის დროს შვიდი დასახლება დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დონეცკისა და ტავრიის რაიონებში შეტევითი ოპერაციის დროს უკრაინული ძალები 6,5 კილომეტრით დაწინაურდნენ. კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული კილომეტრია. „გათავისუფლებულია შვიდი დასახლება: ლობკოვე, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, სტოროჟოვე, მაკარივკა, ბლახოდატნე“, - განაცხადა მალიარმა. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს. ვენეციის კომისია 14 მარტის დასკვნაში ასახულ ჩანაწერს და ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. „ამ მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მომზადებით აირჩია, რომ ოლიგარქიზაციის გავლენას განსხვავებული „პერსონალური მიდგომით გაუმკლავდეს“, - წერია დოკუმენტში. ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღებას აანონსებს დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში ამოღებულია მისი შესაძლოა სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილი, შესწორებული კანონპროექტის შედეგების პოტენციურად, ბოროტად გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება შესაძლოა, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები: კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის უნდა შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს შემდეგს: ეფექტიანი კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება. ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ნათქვამია დასკვნაში. „ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით. ეს „პირადი მიდგომა“ მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა. ხსენებული ზომები კი, უნდა შემუშავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით. ვენეციის კომისიის შეფასებით, ამჟამად, კანონპროექტი არ შეიძლება, განიხილებოდეს დემოკრატიულ და ეფექტიან პასუხად. „დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება, ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო ინსტრუმენტი გახდეს", - ნათქვამია დასკვნაში.
NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გამოცხადებით, პუტინს გავუგზავნით სიგნალს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ბლინკენი
ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის „მყარ პაკეტს" გადასცემენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს, 12 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, რასაც სამიტზე შეიძლება, ელოდოთ, ეს არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი“, - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.
კოალიცია F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადებას ზაფხულის განმავლობაში დაიწყებს - Reuters
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები და სხვა მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს დაიწყებენ F-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე წვრთნას უკრაინელი პილოტებისთვის. თავდაცვის მინისტრის თქმით, დანია არის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი შესაძლო ადგილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ F-16 ფრენისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურას ფლობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს.
ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა
ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას საერთაშორისო მისიით, რომელიც საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაიწყება და პარიზში, საფრანგეთში დასრულდება. კემპი საქართველოში 13 ივნისს გამოემგზავრება. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით. „მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით“, – განაცხადა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა. „ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“. საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან . საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის. „ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა. “ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის.” გუბერნატორი კემპი და GDEcD-ის წარმომადგენლები მისიას გააგრძელებენ პარიზში და მონაწილეობას მიიღბენ “პარიზის საჰაერო შოუში”. დელეგაცია შეხვდება საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია ან განიხილავენ ინვესტირებას ჯორჯიის შტატში. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მეშვეობით დელეგაცია ხელს შეუწყობს ყველა იმ აქტივის პოპულარიზაციას, რის გამოც ჯორჯიის შტატი 9-ჯერ დასახელდა საუკეთესო შტატად ბიზნესის კეთების კუთხით. „კავშირები ბიზნეს საქმიანობის საწინდარია და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით“, – განაცხადა GDEcD-ის კომისარმა პეტ უილსონმა. „სეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს.”
რა მიზნით ჩამოდის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ბრაიან კემპის გზავნილი საქართველოს
„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით“, – ამის შესახებ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი საქართველოში ვიზიტის წინ აცხადებს. „ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია, გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს, შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“, - ამბობს კემპი გზავნილში. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა
გენერალ-მაიორი ტომ კარდენი: ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის
„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა გუბერნატორ ბრაიან კემპის ვიზიტის შეფასებისას. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა რა მიზნით ჩამოდის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ბრაიან კემპის გზავნილი საქართველოს „ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა ტომ კარდენმა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ტომ კარდენის გარდა, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, ასევე, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან, საქართველოში 13 ივნისს გამოემგზავრება.
8 წელი გავიდა, თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან
13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო, მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. ამათან, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.
უკრაინელებმა მარინკასთან მტრის 14 შეტევა მოიგერიეს - გენშტაბი
უკრაინელმა დამცველებმა მარინკას მახლობლად რუსეთის 14 შეტევა მოიგერიეს. ჯამში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 26 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მთლიანად ოკუპაციის მცდელობებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორზე 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით - ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი
„კავშირები ბიზნეს საქმიანობის საწინდარია და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარმა პეტ უილსონმა საქართველოში ვიზიტის წინ. „ასეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს“. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი საქართველოს ეწვევა პეტ უილსონის გარდა, დელეგაციაში არიან გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტი, ტომ კარდენი, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, ასევე, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა - მაკრონი
საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა - უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდა
აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში, იანვარ-მაისში 9,6%-ით გაიზარდა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა. „ევროპაში ტრანსპორტირდა 4,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში - 4,3 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში - 1,2 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. იანვარ-აპრილის მონაცემით, აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 10,5%-იან ზრადს ნიშნავს. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, იაბლონოვსკის ხიდთან, ნავთობის საცავში ხანძარია. უკრაინული გამოცემა Правда რუსულ Telegram არხებზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნავთობის საცავიდან კვამლი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც შეიმჩნევა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი ლოკალიზებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება - დუდა
უკრაინა ელოდება მკაფიო სიგნალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. „იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ნატო-ს მომავალი სამიტი კარგ სიახლეებს მოუტანს კიევს, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მომავალში აშკარად ჩანს. ასევე იმას, რომ გვირაბის ბოლოს არის შუქი, რომლის დანახვაც თავად უკრაინელებს სურთ, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. ეს გამოჩნდება ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით“, – აღნიშნა დუდამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ძალიან მალე გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამერიკამ სამხედრო დახმარება უკრაინას რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ზუსტად იცის, რა სჭირდება უკრაინას, მათ შორის მისი ამჟამინდელი კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის. კერძოდ, აშშ-მ განაცხადა, რომ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის დახმარების გაწევის ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც მრეწველობასთან და პარტნიორ ქვეყნებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას ითვალისწინებს, შესაბამისად აღჭურვილობა უკრაინას უახლოეს პერიოდში არ გადაეცემა. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს რაკეტებს Patriot-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, Hawk-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს, 105 მმ და 203 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, Puma უპილოტო საავიაციო კომპლექსებს, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის ლაზერული დამიზნებით, ასევე, დახმარებას ტექნიკის მომზადებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და უზრუნველყოფაში. „შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას უკრაინისთვის შესაძლებლობების მისაცემად, რომელიც საჭიროა ბრძოლის ველზე საჭიროებების და უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
ხერსონის რეგიონში გუშინდელთან შედარებით წყლის დონემ 27 სმ-ით დაიწია - უკრაინა
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, 13 ივნისის დილის მდგომარეობით ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 2 მ 70 სმ-მდე დაეცა. "წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, 13 ივნისის დილის მდგომარეობით წყალდიდობის საშუალო დონეა 2 მ 70 სმ, რაც 27 სმ-ით ნაკლებია წუხანდელთან შედარებით. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი 31 დასახლებაში", - განაცხადა პროკუდინმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. AZERTAC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები. Anadoluს-ს ცნობით, ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდა. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში