ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი ევრო 5-ის სტანდარტის შემოღებაზე: არ შეეხება არცერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს
გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვას, მონიტორინგს - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელი გვაქვს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. „ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები, მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. კერძოდ, ამ დამბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში. გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია საგრძნობლად ეს მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება. ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია ეს სტანდარტია დაწესებული. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, - განაცხადა პრემიერმა.
მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს - ჰერჩინსკი
შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას განუცხადა. „შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია წარადგენს ოქტომბერში გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.
WSJ: Patriot-ის მწარმოებელი უკრაინას თავდაცვის მეტ სისტემას ჰპირდება
Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი, Raytheon Technologies წარმოებას ზრდის და უკრაინას 2024 წლის ბოლომდე, კიდევ ხუთ სისტემას დაჰპირდა. იტყობინება Wall Street Journal-ი (WSJ). მისივე თანახმად, წარმოების მაჩვენებელმა წელიწადში 12 სისტემას უნდა მიაღწიოს, რადგან მათი ეფექტიანობა უკრაინაში, მოლოდინს აღემატება. „Patriot-ის ტიპის სისტემამ კიევის მიერ გამოყენებულ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, რუსეთის თავდასხმების 90%-ის აღკვეთა შეძლო“, - ციტირებს WSJ, Raytheon-ის აღმასრულებელი დირექტორს, გრეგ ჰეისს. უკრაინამ Patriot-ის ტიპის სისტემები პირველად, აპრილში მიიღო. საჰაერო თავდაცვა, სავარაუდოდ, უკრაინის პრიორიტეტად დარჩება, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს თვეში 67-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია და ქვეყანა მაისში განსაკუთრებით ხშირი საჰაერო თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას Patriot-ის კოალიცია“, რომელიც არსებული „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მსგავსი იქნება და რომელიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას კოორდინაციას გაუწევს.
აშშ-მ ჩინეთის გავლენის შესამცირებლად, UNESCO-ში დაბრუნება და ვალის გადახდა გადაწყვიტა - AP
გაეროს კულტურულმა და სამეცნიერო სააგენტო UNESCO-მ ორშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, ხელახლა შეუერთდეს სააგენტოს და 600 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი გადაიხადოს, ათწლეულის განმავლობაში მომდინარე უთანხმოების ფონზე, რომელიც ორგანიზაციის მიერ პალესტინის შემოერთებას მოჰყვა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება ნაკარნახევი შეშფოთების იმის შესახებ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის მიერ დანატოვარ სიცარიელეს, ჩინეთი ავსებს. აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს UNESCO-ის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას 2011 წელს პალესტინა წევრ სახელმწიფოდ შეუერთდა. ტრამპის ადმინისტრაციამ 2017 წელს გადაწყვიტა, საერთოდ დაეტოვებინა ორგანიზაცია, რის მიზეზადაც ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოება და მართვაში არსებული პრობლემები დაასახელა. ჩინეთის ელჩმა იუნესკოში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ორგანიზაციის მიერ აშშ-ის დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას„აფასებს“ და რომ მის არარსებობას „ნეგატიური გავლენა“ აქვს სააგენტოს მუშაობაზე.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში, სუროგაციის გარდა, ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაც იგეგმება
მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული ინიციატივა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ტყვეობიდან 2526 უკრაინელი დავაბრუნეთ
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ ტყვეობიდან 2526 უკრაინელი გაათავისუფლა. 11 ივნისს უკრაინამ 95 დამცველი დაიბრუნა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი (მათ შორის თავდაცვის ძალების 15 წევრი), ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური. მათგან ორი ოფიცერია, დანარჩენები კი, რიგითები და სერჟანტები არიან. ასევე გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ტყვეები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. 27 გათავისუფლებული დამცველი დონეცკის მიმართულებას (მათგან ხუთი ქალაქ ბახმუტის მახლობლად) იცავდა. ასევე არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და სუმის მიმართულებების დამცველები. „ყოველთვის, როცა ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან ვაბრუნებთ, გვახსოვს ჩვენი ფუნდამენტური მიზანი: მტერს არ დავუტოვებთ არაფერს უკრაინისას. გუშინ კიდევ 95 ჩვენი ბიჭი, ჩვენი მეომარი, დავაბრუნეთ ტყვეობიდან“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სუროგატობის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობასა და მშობიარობასთან აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი მისივე თმით, კანონში შესატანი ცვლილებები „უანგარობის პრინციპის“ დარეგულირებასაც მოიცავს. „მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - განაცხადა მინისტრმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6034 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6034 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6069 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8053 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საუდის არაბეთმა და ჩინეთმა მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგება გააფორმეს
საუდის არაბეთმა ჩინეთსა და არაბულ სამყაროს შორის მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. შეხვედრა ხდება პეკინსა და გამოცემა წერს, რომ რიადში კოფერენცია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მზარდი კომერციული და დიპლომატიური კავშირების ფონზე იმართება, მათ შორის აღსანიშნავია ჩინეთის შუამავლობით, ირანისა და საუდის არაბეთის დაახლოება, რამაც რეგიონული ურთიერთობები შეცვალა. „ორი დღის განმავლობაში, სამიტი აერთიანებს 3500-ზე მეტ სამთავრობო და ბიზნეს ოფიციალურ პირს ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან“, - ნათქვამია ინვესიტიციების საკითხებში საუდის არაბეთის სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების ფარგლებშ უკვე გაფორმდა 10-მილიარდიანი ხელშეკრულება. ეს მოიცავს 5,6-მილიარდი დოლარის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს საუდის არაბეთის საინვესტიციო სამინისტროსა და ჩინურ ელექტრო და თვითმართვადი მანქანების მწარმოებელს, Human Horizons-ს შორის. მასში დეტალურად არის აღწერილი შეთანხმებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, უძრავი ქონება, ბუნებრივი რესურსები და ტურიზმი. კონფერენციის დაწყებისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და არაბულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაზრდის პოტენციალს. „შეხვედრა არის შესაძლებლობა, ავაშენოთ საერთო მომავალი ახალი ჩვენი ხალხებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა. საუდის არაბეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ AMR ALuwlaa Company-სა და Zhonghuan International Group-ს (ჰონკონგი) შორის 533 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო, რომელიც საუდის არაბეთში რკინის ქარხნის შექმნას გულისხმობს. „საუდის არაბეთის ASK ჯგუფმა და ჩინეთის ეროვნულმა გეოლოგიურმა და სამთო კორპორაციამ ასევე გააფორმეს 500 მილიონი დოლარის თანამშრომლობის შეთანხმება სამეფოში სპილენძის მოპოვებაზე, ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრ დომინიკ ჰასლერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას. "ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად.შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
NATO: Air Defender23-ის მკაფიო გზავნილია, რომ ალიანსი მზადაა, მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვას
NATO გერმანიას უპრეცედენტოდ მასშტაბური წვრთნების მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. „Air Defender23 მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ და აღნიშნა, რომ „Air Defender23 აუცილებელია, რადგან ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ“. „როდესაც ჩვენ ვხვდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხები“. ამასთანავე, ეს სწავლება არის გერმანიის ერთგულების და შესაძლებლობების ძლიერი დემონსტრირება და ჩვენ მადლობას ვუხდით გერმანიას ამ რეკორდულად მასშტაბური წვრთნების მასპინძლობისთვის. Air Defender ასევე აჩვენებს ძლიერ კავშირს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის“, - აღნიშნა ალიანსსის სპიკერმა. NATO-ს მრავალეროვნულ წვრთნებში - Air Defender 23, რომელიც დღეს, 12 ივნისს დაიწყო, 25 ქვეყანა მონაწილეობს. Air Defender 23 საჰაერო ძალების ყველაზე დიდი განლაგების წვრთნებია ალიანსის ისტორიაში და ის ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას ასახავს. 12-23 ივნისს, გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურობით, წვრთნებში ჩაერთვება 25 სახელმწიფოს 10 000 სამხედრო და 250 სამხედრო თვითმფრინავი. 250-მდე თვითმფრინავი, 12-დან 23 ივნისამდე 6 სამხედრო ბაზაზე განთავსდება. მხოლოდ აშშ, ატლანტის ოკეანის გადაღმა 100 თვითმფრინავს გზავნის.
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღედ აცხადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 8 მაისს ხსოვნისა და მეორე მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვების დღედ აცხადებს. ზელენსკის შეფასებით, სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ნაციზმზე გამარჯვების სიდიადეს. „მსოფლიო აღფრთოვანებულია ყველა იმ ადამიანით, ვინც სიცოცხლეს იცავდა; ვინც ჩამოაგდო ნაცისტური დროშები გათავისუფლებულ ტერიტორიაზე და ვინც გააღო საკონცენტრაციო ბანაკების კარი; ვინც ერებს აღადგინა თავისუფლება, ვინც გაანადგურა და დაგმო ნაცისტური ბოროტება. სწორედ 8 მაისს, მსოფლიო პატივს მიაგებს ყველას ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. ეს არის წმინდა ისტორია, იდეოლოგიური დანამატების გარეშე.და ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი სამყაროს ისტორია. დღეს მე წარვუდგინე უკრაინის უმაღლეს რადას კანონპროექტი, რომელშიც ვთავაზობ, რომ 8 მაისი იყოს ხსოვნისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე. მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს! დიდება ყველას, ვინც იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ და გაიმარჯვა! დიდება სხვადასხვა დროის ყველა ჩვენს გმირს, რომელთაც ერთნაირად ვალში ვართ! წერდა ზელენსკი Twitter-ზე, როდესაც აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა. უკრაინაში ამ დრომდე, 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე აღინიშნებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას 8 მაისს შესთავაზა, რომ 8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადებულიყო.
კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა - უკრაინა
კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. "დაკარგულად მიიჩნევა 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი", - აცხადევს უკრაინის შს მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ევროკავშირის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პრინციპზე, ინიციტიავით გამოდიან
ევროკავშირის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი განაცხადოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე, მინისტრები ბლოკს მოუწოდებენ, უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით. გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი წინადადება არ ეხება ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, არამედ, სთავაზობენ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. მინისტრების შეფასებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქმედების უნარიანობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კრიზისის დროს და, რადგან, ევროკავშირი გაფართოების გზას ადგას, წარმატებული ევროპული ინტეგრაცია მისი ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას საჭიროებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ომის დაწყების დროს ევროკავშირმა დაამტკიცა თავისი მოქმედებების უნარიანობა. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის მხარდაჭერით დიპლომატიურად, ფინანსურად და ასევე, დახმარებით სამხედრო სფეროში, რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულების შემცირებით და უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის შეთავაზებით“, - ნათქვამია განცხადებაში. მათი შეფასებით, ევროკავშიის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მიღების პროცესში ერთსულოვნებას საჭიროებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აფერხებს მოქმედების უნარიანობას. „ამ წესების საწინააღმდეგოდ და არა წყალობით, ჩვენ შევძელით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის მიღება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების საპასუხოდ ", - აღნიშნეს მინისტრებმა. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები გამოდიან მოწოდებით, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო ფართოდ იყო გამოყენებულ კონსტრუქციული თავშეკავების პოლიტიკა, რადგან ხსენებული პრინციპი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი სახელმწიფო გამოდის კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მაგრამ არ ეწინააღმდეგა მის მიღებას და, აქედან გამომდინარე, სხვა - 26 წევრს არ აჩერებს.
თალიბანი საქორწინო დარბაზებში მუსიკის აკრძალვის გამკაცრებას ითხოვს
თალიბანის რელიგიური პოლიცია კიდევ ერთხელ გამოვიდა მოთხოვნით, რომ ქაბულის საქორწინო დარბაზების მფლობელებმა ქორწილებზე და სხვა თავყრილობებზე, მუსიკის დაკვრისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამისტურ მმართველობას, თავი შეიკავონ. თალიბანი მუსიკას ისლამისტურ სწავლებებთან შეუთავსებლად განიხილავს. მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნდა, ბევრმა მუსიკოსმა ავღანეთი დატოვა და თავშესაფრისთვის დასავლეთის ქვეყნებში წავიდა. დარბაზების მფლობელები გააფრთხილეს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული აკრძალვები სრულად უნდა დანერგონ, იუწყება ავღანეთში თალიბანის ხელისუფლება.
მედიის ცნობით, ბელორუსში რვა ჟურნალისტი დააკავეს
ბელორუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სვეტლოგორსკში პოლიციამ 12 ივნისს ექსტრემიზმის ბრალდებით, რვა ჟურნალისტი, დააკავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსის სამსახური წერს. ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეეხება ბრალდებები. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც მედია განიხილავს, ისაა, რომ დაკავებას შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ქალაქის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი სისხლიანი აფეთქების შესახებ ცნობებთან. ჟურნალისტები ტელეარხ Ranak-ზე მუშაობდნენ.
დანია უკრაინას $36 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალას უგზავნის
დანიამ უკრაინას 36 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა უგზავნის, განაცხადა 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კოპენჰაგენი კიევში 2000 საარტილერიო ჭურვს გზავნის. „სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ ყველა ვხედავთ, კონტრშეტევა უკვე მიმდინარეობს. უკრაინამ მოახერხა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეკავება. უკრაინულ ჯარს უნდა მიეწოდოს საბრძოლო მასალა. “-განაცხადა მინისტრმა. დანია უკრაინას აწვდის სამხედრო აღჭურვილობას და იარაღს, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს. სკანდინავიური ქვეყანა უკვე იწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. დანიამ უკრაინისთვის 130 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდის სოციალური პროგრამა ახლახან დაიწყო.
სკანდინავიური ქვეყნების კომპანიებმა, რუსეთში პროდუქციის გაყიდვის გამო, Mondelez-ს ბოიკოტი გამოუცხადეს
სკანდინავიურმა კომპანიებმა რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდების გაგრძელების გამო, Mondelez-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ Nexta იუწყება. კორპორაცია Mondelez-ის მიმართ ბოიკოტს შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ შეწყვეტენ Mondelez-ის პროდუქციის გაყიდვას: SAS-ი და Norwegian Air-ი, SJ-ის სარკინიგზო ჯგუფი, Strawberry-ის სასტუმროების ქსელი, Elkjop-ის საცალო ქსელი, Fjord Line-ის გადაზიდვის ჯგუფი, ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია და სხვები. Mondelez-ი ცნობილ Oreo-ს ნამცხვრებს, Barny-ს ორცხობილებს, Milka-ს შოკოლადს, Alpen Gold-სა და Toblerone-ს აწარმოებს. რუსეთში კომპანია სამ ქარხანას ფლობს. სკანდინავიის ქვეყნებში კომპანია ფლობს Freia-სა და Marabou-ს შოკოლადის ბრენდებს. სკანდინავიურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება Mondelez-ის პროდუქციის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ, ეფუძნებოდა უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომ მწარმოებელი და სხვა ჯგუფები შავ სიაში შეიტანეს. ნორვეგიის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, Coop Norge-მა, განაცხადა, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, რჩევას ნორვეგიის მთავრობისგან დაელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დასავლურმა კომპანიამ თავისი რუსული აქტივები გაყიდა მოსკოვში მას შემდეგ, რაც გასულ წელს მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, სხვები, როგორიცაა Mondelez-ი, ბაზარზე დარჩა. Mondelez-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეეცდება, შეხვდეს შესაბამის სამთავრობო სამინისტროებს თავისი პოზიციის ასახსნელად. კომპანია აღნიშნავს, რომ რუსული წარმოების პროდუქტებს ნორვეგიაში არ ყიდის. ოფიციალური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს დასავლეთისა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებულ ოფიციალურ სანქციებს და ნებისმიერი სახელმძღვანელო უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც კომპანიებს თანაბრად ეპყრობიან, განაცხადა აშშ-ში დაფუძნებულმა ჯგუფმა.კომპანიამ განმარტა, რომ რუსეთში "შეზღუდულ" საქმიანობას ინარჩუნებს. Reuters-ის ცნობით, კომპანიაში ამასთანავე, აღნიშნეს, რომ „ომი დაგმეს“.
უკრაინის ძალებმა რუსული Ka-52-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს - გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული Ka-52 სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი უფრო ცნობილია, როგორც - ალიგატორი. წერს უკრაინული Unian-ი. გენერალურ შტაბს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მიმართულებით ჩამოაგდეს საფრენი აპარატი. ღია წყაროების მიხედვით, ერთი Ka-52-ის ღირებულება შეიძლება, 16 მილიონი დოლარიდან იწყებოდეს. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა უკრაინაში 299 ვერტმფრენი დაკარგა, მათ შორის ეს მოდელიც.
მოლდოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაშია
მოლდოვას მთავრობამ უკრაინელ მაშველებს ჰუმანიტარული დახმარების პარტია გადასცა, მათ შორის სატუმბი სადგურები, პლასტმასის და გასაბერი ნავები, რეზინის ჩექმები და სხვა აღჭურვილობა. „მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ, რომელსაც წარმოადგენდა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექცია, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ტექნოგენური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ორ სატუმბ სადგურს, შვიდ პლასტმასის ნავს, ხუთ გასაბერ ნავს, 161 წყვილი რეზინის ჩექმას, ძრავის ტუმბოს, კვების პროდუქტებს“, - წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Facebook-ზე. კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა მოლდოვური მედია 10 ივნისს იუწყებოდა, უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის. კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი