ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, კრიტიკის მიუხედავად, შოიგუს თავისი იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ცდილობს, შეინარჩუნოს პოზიტიური იმიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთში სულ უფრო აკრიტიკებენ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ შოიგუ საკმაოდ აქტიური იყო საჯარო სივრცეში გასული კვირის განმავლობაში და ალბათ, ცდილობდა დაერწმუნებინა ხალხი, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხს ის აკონტროლებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იხსენებს, რომ რუსმა მინისტრმა სულ მცირე ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვის ოპერაციებთან დაკავშირებით, მათ შორის განცხადებები უკრაინის მსხვერპლის შესახებ, რომელიც მკვეთრად გაზვიადებულია. მიმოხილვის თანახმად, შოიგუმ ასევე მოუწოდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, გააორმაგოს ძალისხმევა და გააკრიტიკა დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცრები იმის გამო, რომ სარეზერვო ჯავშანტექნიკა ფრონტზე საკმარისად სწრაფად არ გაგზავნეს. „შოიგუ, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებს პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობას ზოგიერთი რუსი თანამემამულეების მზარდი კრიტიკის ფონზე“, - წერს ბრიტული დაზვერვა ახალ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, ხერსონიდან 2 318 ადამიანია ევაკუირებული - რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი
12 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, მხოლოდ ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. "მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია", - აცხადებს ხერსონის რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
რა ვითარებაა კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებულ ხერსონის ოლქში
12 ივნისის დილის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში, წყლის დონე 3 მ 29 სმ-მდე დაეცა, ხოლო მიკოლაივში წყლის დონე, ღამით 6 სმ-ით შემცირდა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგებზე რეაგირების მეშვიდე დღეა. ამ დროისთვის წყალი აგრძელებს კლებას, უკვე მიაღწია 3 მ 29 სმ-ს და გუშინდელთან შედარებით, 64 სმ-ით არის შემცირებული. 46 ქალაქი, დაბა და სოფელი დატბორილი რჩება - 32 მარჯვენა სანაპიროზე და 14 - მარცხენა სანაპიროზე (რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია). გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 3801 სახლი დაიტბორა. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილი ადგილებიდან 2743 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 228 ბავშვი და 77 შეზღუდული გადაადგილების მქონე ადამიანი. „მხოლოდ ხერსონიდან 2318 ადამიანის ევაკუაცია განვახორციელეთ. მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. რუსები ევაკუაციას ბლოკავენ და თვითონ არ ახორციელებენ. ისინი ასევე ცეცხლის გახსნით გვიშლიან ხელს ჩვენი ხალხის გადარჩენაში. ჩვენი სამაშველო ოპერაცია მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. იქიდან უკვე 112 ადამიანი გამოვიყვანეთ. მე არ შემიძლია ყველა დეტალის გამხელა“, - ამბობს პროკუდინი უკრაინული მედიის ცნობით. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია. მანამდე კი, 11 ივნისის დილით ამის შესახებ უკრაინელი სამხედროები იუწყებოდნენ. 12 ივნისს, კიდევ ერთი დასახლების დეოკუპაციის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, დონეცკის ოლქის სოფელ სტოროჟოვეს თავზე, საზღვაო ქვეითებმა უკრაინის დროშა აღმართეს. ეს ცნობა უკრაინის თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადის მიერ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის გავრცელდა. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარმაც. 35-ე ბრიგადის თანახმად, კონტრშეტევაში მონაწილეობდნენ ოდესელი საზღვაო ქვეითები, რომლებმაც საოკუპაციო ძალების 50-მდე წარმომადგენელი გაანადგურეს, 4 დაატყვევეს და სოფლის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელი სტოროჟევი რუსმა ჯარებმა 2022 წლის მარტში დაიპყრეს. რუსმა ოკუპანტებმა იანვარში განაცხადეს, რომ ბლაჰოდატნე დაიპყრეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წარმატების მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს. ISW-ს თანახმად, მოსკოვი რწმუნება, რომ უკრაინელები მოქმედებენ ე.წ. რუხ ზონებში - იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის ძალები სრულად ვერც კონტრშეტევის დაწყებამდე აკონტროლებდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას - დომინიკ ჰასლერი
მინდა აღგითქვათ, რომ ლიხტენშტაინი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენს ახალგაზრდა ორმხრივ მჭიდრო ურთიერთობებს. ძალიან კარგი ეკონომიკური წინაპირობები გვაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს შორის არსებობს მემორანდუმი, არსებობს შეთანხმება და საქართველოს აქვს განსაკუთრებული ადგილი თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაღრმავებთ. ლიხტენშტაინს და საქართველოს აერთიანებს ძალიან ბევრი ღირებულება, ფასეულობა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით როგორიც არის გაერო, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ეუთო და ევროსაბჭო. სწორედ ევროსაბჭოში სამომავლოდ იქნება ჩვენი გაღრმავებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ლიხტენშტაინი ნოემბრიდან იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა. ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ჩამოსვლა, რათა უკეთ გავიცნო თქვენი ქვეყანა. ადგილზე ჩამოსვლა არის გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთგაგების კიდევ უფრო გასაძლიერებლად,“ - განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.
სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან - იოსელიანი
სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით თავისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველს შეზღუდული მანდატი აქვს. “შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირებასა და მონიტორინგს, ვინაიდან ეს შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, კონკრეტულ საქმეების მონიტორინგს ვაკეთებთ, დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ნაწილია და ამას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია.
ცნობილია, რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და EUMM-ის ხელმძღვანელმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM ) ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას - დარჩიაშვილი
„ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ამასთან, ამ ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებას ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას - დომინიკ ჰასლერი მინისტრის განცხადებით, დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რის მყარ საფუძველსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პროფილის მიმზიდველობაზეც. მისი თქმით, „საქართველო, როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძი და საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებაში“. ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრის თქმით, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ლიხტენშტაინი საქართველოს საიმედო და სანდო პარტნიორია. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოება ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის დაცვას და ეს არის ის ფასეულობა, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოს აერთიანებს.
სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. BBC იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლუსკონი ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიის დიაგნოზით, 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მილიარდერი, მედია მაგნატი, ბერლუსკონი პირველად პრემიერის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და ოთხ მთავრობა,ს 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია - Forza Italia-ს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის დროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ, კოალიციაში შევიდა, როდესაც იტალიის ზედა პალატაში, სენატში აირჩიეს.
პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).
Anadolu: ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში ჩადის
თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანს ეწვევა. Anadolu-ს ცნობით, თურქი ლიდერების დიდი ხნის ტრადიციის დაცვა, ერდოღანი ორშაბათს, 12 ივნისს გაემგზავრება ჩრდილოეთ კვიპროსში, სადაც პრეზიდენტ ერსინ თათარს და პრემიერ-მინისტრ უნალ უსტუნელს შეხვდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, „მხარეები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებს და კვიპროსის საკითხზე შესაძლო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ“. შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ინფორმაციისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს. ერდოღანი საგარეო მოგზაურობის მეორე დღეს, აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში
არ მინდა, უსამართლო გადაწყვეტილებით, მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს - კალაძე კანდიდატის სტატუსზე
მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მოსახლეობა ამას დაინახავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ხელისუფლების ცვლილება ეს არის ოპოზიციის ოცნება, მაგრამ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს 2024 წლის არჩევნებზე. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული და გაკეთებული იქნება, რას ნიშნავს ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული? წარმოდგენილი იყო 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც მიეცა სტატუსი, პირველი იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებითა და თვალსაზრისით. ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, მაგრამ იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის გამოეყენებინებინათ", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი დღეიდან ამოქმედდა
ფქვილის იმპორტოს გაფორმებისთვის გადასახადი დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა. იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ ერთ ტონაზე 200 ლარს უტოლდება. გაფორმების გადასახადი ძალაში პირველ ნოემბრამდე იქნება. ცნობისთვის, იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და ხელისუფოებისგან მხარდაჭერას ითხოვდნენ.
საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭო რეკომენდაციებს აქვეყნებს - ანგარიში
ევროპის საბჭო, საქართველოში ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვის დოკუმენტს აქვეყნებს. მიმოხილვაში, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტმა, პიტერ ნორლანდმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" 2019 წლიდან, ხოლო ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რამდენიმე დადებით ელემენტს, საკმარისად არ იცავს ჟურნალისტებს. რადიო თავისუფლების თანახმად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმოხილვის მთავარი რეკომენდაციაა დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შექმნა, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული პირი ან უწყება/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ჩაატაროს კვლევა და შეიმუშავოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება მთავრობას. ასევე, რეკომენდებულია, რომ მაღალი დონის არჩეულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მკაფიოდ დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სიძულვილი, ხოლო თავად თავი შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან. ამას გარდა, მიმოხილვა ყურადღებას ამახვილებს ოთხ საკითხზე: "ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის საქმეების გამოძიება და დევნა; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები (ინსტიტუციური შესაძლებლობები, ისევე როგორც ტრენინგის საჭიროებები); მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება; უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტებისა და მედიის პერსონალის შესაძლებლობები და ცოდნა. მწვავე საჭიროებაა, გაუმჯობესდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის მიმართ". ევროპის საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისა და დევნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] ახლებურად ჩამოყალიბება. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ კანონის ამ ნორმამ უნდა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ჩატარდეს სისტემატური მოკვლევა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და შემდეგ შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად. ევროპის საბჭო, ასევე სთავაზობს საქართველოს, შეაგროვოს ყოვლისმომცველი სტატისტიკა, რაც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ჩაშლილ მონაცემებს მოიცავს, ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. დოკუმენტით რეკომენდებულია, გაიზარდოს სასჯელი ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან, "რათა ასახოს დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე". ასევე, რეკომენდებულია პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფების შექმნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ასევე სპეციალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს იმასაც, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ ტრენინგი, რას უნდა ელოდონ იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან, რომელშიც თავად არიან დაზარალებულები და რას მოელიან მათგან, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. მიმოხილვაში, ევროპის საბჭო შსს-ს სთავაზობს, გადახედოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებას, რომ მან მოიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ცვლილებას, რათა გაუქმდეს მოთხოვნა ჟურნალისტების მიმართ, ატარონ საიდენტიფიციკაციო ნიშნები. „სამართალდამცავმა ორგანოებმა და მედიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რათა შეათანხმონ სახელმძღვანელო პრინციპები მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია, რომ შეხვედრები ჩატარდეს ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მანიფესტაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, როგორიცაა არჩევნები, საპროტესტო აქციები ან დიდი სპორტული ღონისძიებები, რათა მათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად შეათანხმონ უსაფრთხოების ოქმი", - წერია დოკუმენტში. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა - საქართველოს წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალების რაოდენობა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე მკვეთრად გაიზარდა, 0-დან (2017-2019 წწ.) 16-მდე (2020-2022 წწ.), ხოლო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ მედიის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა - 29 ადგილით ჩამოქვეითდა წინა წელთან შედარებით.
კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება - ირაკლი ღარიბაშვილი
აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია. „6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და არ გაჩერდება, უკრაინაში თუ გაიმარჯვებენ, მოლდოვით დაიწყებენ, ეს უკვე სცადეს საქართველოში - ანტონიო ტაიანი
უკრაინის დაცვა ევროპის დაცვაა. თუ იქ რუსები გაიმარჯვებენ, მაშინ მოლდოვით დაიწყებენ. ეს უკვე სცადეს საქართველოში... პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და ის არ გაჩერდება უკრაინაში. ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ესპანურ Elpais-თან ინტერვიუში განაცხადა. რა შესაძლო სცენარებს ამუშავებთ უკრაინაში? ჟურნალისტის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის ამოცანაა, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით დახმარებას, დიპლომატის თქმით, იტალიის დახმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო დონეზე თანამშრომლობით. „ჩვენ არ გავგზავნით თვითმფრინავებს, მაგრამ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში: ახლა და მოგვიანებით, რადგან უკრაინა იქნება ევროკავშირის ნაწილი. მშვიდობის დამყარებაში ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს წვლილი, მათ შორის ჩინეთმაც. მშვიდობაზე საუბარი კარგია, მაგრამ თუ რუსები უკრაინაში დარჩებიან, შეთანხმება ვერ იქნება“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.
უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს
უნგრეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად დაიცავს, იტყობინება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრესის სააგენტო (TASR). მისივე თანახმად, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სკლენარმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დანიელ ბლაზკოვეცთან და უნგრეთის თავდაცვის მინისტრ, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკისთან, ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი) დეკლარაციას მოაწერა ხელი. „აქამდე ასეთი შეთანხმება გვქონდა პოლონეთთან და ჩეხეთთან - ეს პარტნიორები რამდენიმე თვეა პატრულირებენ ჩვენს ცაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ უნგრეთთან შეთანხმება და ის ამ ინიციატივაში ჩაერთვება“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სლოვაკეთს შეუძლია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სამივე ქვეყნის შესაძლებლობებისა და თვითმფრინავების გამოყენების იმედი ჰქონდეს. „ვიდრე შეკვეთილი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი არ ჩამოვა სლოვაკეთში“, - განაცხადა მარტინ სკლენარმა. სლოვაკეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის კიდევ 9 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა
უკრაინელი სამხედროები კიდევ ერთი სოფლის დეოკუპაციის შესახებ იუწყებიან
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი ნოვოდარივკა დაიბრუნეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა Facebook-ზე იუწყება. ბრიგადის განცხადებით, მტრის ძალების მრავალჯერადი მცდელობა, დაებრუნებინათ დასახლება კონტროლის ქვეშ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო 12 ივნისს, დონეცკის ოლქის სოფლის სტოროჟოვეს, 11 ივნისს კი, იმავე ოლქის ბლაჰოდატნეს, ნესკუჩნესა და მაკარივკის განთავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი.
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი პირველი იანვრიდან შეიზღუდება
ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. „პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის და ბენზინიც და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა. მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, - განაცხადა პრემიერმა.
სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია. „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის იმიჯს და ა.შ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო შევქმენთ. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ამ თემაზე დიდი ხანი მუშაობდა ზურაბ აზარაშვილის უწყება. მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, სუროგაცია მთლიანად, სრულად არის აკრძალული. არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ჰიბრიდული მოდელი ნაწილობრივ არსებობს, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც ხდება, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ, ჩვენ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენ მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს... არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს. „შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენ ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე ვიცი, ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენ მოქალაქეებს“.