ძებნის რეზულტატი:
აშშ NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის „ძლიერ პაკეტს“ აანონსებს
ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის „მყარ პაკეტს" გადასცემენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს, 12 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, რასაც სამიტზე შეიძლება, ელოდოთ, ეს არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი. ჩვენ მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გამოცხადებით, პუტინს გავუგზავნით სიგნალს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ბლინკენი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.
შარლ მიშელი ხვალ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აუდიენცია ხვალ, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. უცნობია იქნება თუ არა საერთო განცხადება ან პრესკონფერენცია შეხვედრის შემდეგ.
დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და არ გაჩერდება, უკრაინაში თუ გაიმარჯვებენ, მოლდოვით დაიწყებენ, ეს უკვე სცადეს საქართველოში - ანტონიო ტაიანი „ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
სატრანსპორტო კავშირებზე ევროკავშირისა და EBRD-ის დასკვნა ცნობილია
ევროკავშირმა და EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი) ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის წინსწარი შედეგები გამოაქვეყნა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN), რომელიც კვეთს სამხრეთ ყაზახეთს (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. კვლევას ევროკომისიის დაფინანსებით EBRD ატარებს.
2015 წლიდან დღემდე, საქართველოდან 700 000 კატალიზატორი გაიტანეს - გარემოს დაცვის სამინისტრო
2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი გაიტანეს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება - ირაკლი ღარიბაშვილი „სამწუხაროდ,შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მასშტაბურია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე, 700 000 კატალიზატორი იქნა ქვეყნიდან გატანილი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, კატასტროფული მაჩვენებელია. რეგისტრირებული ავტომობილები დაახლოებით, მილიონ ნახევარია, მაგრამ გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით, მილიონი დადის ჩვენ გზებზე, 700 000 კატალიზატორი ძალიან მძიმე სურათია. სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი. ტექინსპექტირების დროს ეს მოწმდება. მეორე მხრივ, აღვნიშნავ, რომ ეს არ უნდა იყოს ნათხოვარი კატალიზატორით გავლილი ტექინსპექტირება. სწორედ ამიტომ, გზაზე ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
ჭიათურაში, 9 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო
ჭიათურაში, ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო სამცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია. მოლაპარაკებათა პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჭიათურის მაღაროელების გაფიცვაზე განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იქ მომუშავეებს არ უკმაყოფილდებათ ელემენტარული შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნები, რის გამოც ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ.„მე-8 დღეა, ჭიათურის ქუჩებში 3000-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახის წევრები უმძიმესი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მუშაობა შეჩერებულია მაღაროებში. საუბარია ისეთი ბაზისური შრომითი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა; სანგრების განიავება; საშხაპეების მოწყობა; ახალი, მეტად დატვირთული და ნაკლებად ანაზღაურებული სამუშაო გრაფიკიდან ძველ განრიგზე დაბრუნება.ცხადია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი მმართველობის პერიოდში, შრომით დარღვევებს სისტემატური ხასიათი აქვს. მიუხედავად ჭიათურაში სხვადასხვა დროს მიმდინარე მწვავე გაფიცვებისა, ამ პროტესტის ფარგლებშიც უცვლელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, უსაფრთხო და სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნა.აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფოს სპეციალური მმართველი განაგებს, როგორც წლების განმავლობაში, კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) აღმოსაფხვრელად, ისე დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიუხედავად სახელმწიფო მმართველის უშუალო ჩართულობისა, ცხადია, რომ 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით აღდგა.ერთი კვირაა მაღაროელები ამაოდ ცდილობენ, მიიპყრონ სახელმწიფოსა და მეინსტრიმული მედიის ყურადღება. უშედეგო პროტესტის გამო, მაღაროელთა განცხადებით, ისინი გეგმავენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას.შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს, მედიასა და სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ შემდეგი მიმართულებით:შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; მათ საჯარო სამართლის პირს, შრომის ინსპექციის სამსახურს:დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით. ადგილზე შეისწავლონ დასაქმებულთა შრომის პირობები, მათ შორის უსაფრთხოების დაცვისა და აღჭურვილობის საშუალებების მდგომარეობა, კვებისა და სანიტარული კვანძების მდგომარეობა და გასცენ კომპანიაზე სავალდებულო მითითებები;სახალხო დამცველს - პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს; გამოსცეს წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიმართ, გააკეთოს განცხადებები მაღაროელთა შრომითი უფლებების დასაცავად.მედიას - აქტიურად გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია. ხელი შეიწყოს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას", - წერია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ღია საზოგადეობის ფონდი“ „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია“, „გილდია“, „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“, „სოლიდარობის ქსელი“. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ პირობების დაკმაყოფილებაზე საუბარი მაღაროების გახსნის და სამუშაო პროცესის აღდგენის შემდგომ შეიძლება, დაიწყოს. როგორც კომპანიაში რადიო თავისუფლებასთან განაცხადეს, ამ ეტაპზე ხელფასების 5%-ით მომატებაზე არიან თანახმა.
ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორების ახალ სამხედრო დახმარებას აანონსებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხასდა, რომ ახალი სამხედრო მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება. მან მიმდინარე კვირის მოლოდინებზე ისაუბრა. „ეს კვირა, როგორც ყოველთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, ჩვენ ვამზადებთ ახალ სამხედრო მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი მეომრებისთვის. მეორე, ჩვენ ვემზადებით მეტი გლობალური აქტორის ჩართვისთვის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში. მესამე, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტი მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინული მედიის ცნობით.
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9%-ით მეტია. მათივე ინფორმაციით, ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 18.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით). სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ფილიპინებზე 13800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
სულ მცირე 13,800 ადამიანია ევაკუირებული ფილიპინებზე, მაიონის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რომელიც 11 ივნისს დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი გამოყო ევაკუაციისთვის. ჰუმანიტარული დახმარების, წყლის, საკვებისა და პირველადი საჭიროებების მომარაგების ჩათვლით. მაიონის ვულკანი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება ფილიპინებზე. მაიონი ბოლოს 2018 წლის იანვარში ამოიფრქვა.
როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე
როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის წინააღმდეგობაა. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ. ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედებს ვადას 1-ელ მარტამდე. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს - კალაძე
გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს - თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წარმოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც ვიმსახურებდით. შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას იწყებს
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას დაიწყებს. მან ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთი საქონლის ექსპორტისთვის, საქართველოში ფოთის პორტს და აზერბაიჯანში, ბაქოს პორტს აქტიურად იყენებს. „ბაქოს პორტის მოდერნიზაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, ფუნქციონირებას დაიწყებს მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი, რომელსაც ასევე გამოვიყენებთ ჩვენი საჭიროებისთვის. ფაქტობრივად, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ოპერატიული აქტივობების გაუმჯობესების შედეგად, ჩვენ შევძელით ტრანსპორტირების დროის განახევრება - ერთი თვიდან ორ კვირამდე. დღეს, ამ ძალისხმევის შედგეად, არამხოლოდ უზბეკეთი იყენებს აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, არამედ, მთელი ცენტრალური აზია“, - განაცხადა მუმინოვმა აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებთან. მუმინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზბეკეთი უკვე აქტიურად იყენებს ბაქოს პორტის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით შაქრის იმპორტისთვის.წელს გვინდა, რომ აზერბაიჯანის გავლით შაქრის მიწოდება 300 000-მდე გავზარდოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავაგზავნეთ დაახლოებით 100 ვაგონს, რათა დავეხმაროთ აზერბაიჯანს შაქრის გადაზიდვაში“, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს ეწვია უზბეკეთის დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან კერძო კომპანიები, ასევე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.„ამ კომპანიებს შორის იყვნენ ჩვენი მთავარი ექსპორტიორები და იმპორტიორები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საქართველოს ფოთის პორტისა და ბაქოს პორტის გავლით. ჩვენ 10-მდე შეხვედრა გავმართეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ბაქოს პორტის მინერალური სასუქების ტერმინალი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში ან ივლისში შევა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.
ბლინკენი იმედოვნებს, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა აიძულებს პუტინს, ომის დასრულებაზე მოლაპარაკება დაიწყოს
უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეიძლება, აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მიზნით, კიევთან მოლაპარაკება აწარმოოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანტონიო ტაიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო, ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და რომ სრული შედეგის დადგენა „ძალიან ადრეა“. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. „კონტრშეტევის დროს უკრაინის წარმატება გააძლიერებს მის პოზიციებს ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც გამოჩნდება და ამან შეიძლება, ასევე იქონიოს გავლენა იმაზე, რომ პუტინი საბოლოოდ ფოკუსირდება მის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას მთელი გაზაფხულის განმავლობაში და პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება.
ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამასთან რუსთაველის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები იმართება
აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მაშველების წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება. წვრთნები ევროკავშირის საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ეგიდით ტარდება. სწვალების დროს შემუშავდება წინასწარ მომზადებული ტყის ხანძრის სცენარები. მათი მიზანია, მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს, შესაბამისი კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა. წვრთნებში საავტომობილო ტექნიკა და ავიაცია ჩაერთვება.
ჩვენმა ჯარისკაცებმა წინ წაიწიეს - უკრაინა
ჩვენმა ჯარისკაცებმა სხვადასხვა მიმართულებაზე წინ წაიწიეს, - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი კონტრშეტევის მიმდინარეობისას უკრაინული ჯარის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თავდაცვის მინისტრი Telegram-ზე წერს, ბოლო კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარმა ბახმუტის რეგიონში 250 მეტრით წაიწია წინ, ტორესტკში 200 მეტრით, ხოლო ბერდიანსკის მიმართულებაზე ერთი კილომეტრით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ბირთვული არსენალები გაფართოვდა - SIPRI
მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ფონზე, ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებმა თავიანთი არსენალების გაფართოება და მოდერნიზაცია განაგრძეს. Reuters-ის თანახმად, სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბირთვული არსენალის მქონე ცხრა სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს - შორის რამდენიმემ შარშან ახალი ტიპის იარაღი შეიტანა არსენალში. ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ბირთვული ქობინების მთლიანი რიცხვი შემცირდა 12 710-დან 12 512-მდე, თუმცა გამოყენებისთვის მზადყოფნაში არსებული იარაღის რაოდენობა გასულ წელს გაიზარდა და შეადგინა 9 576, ანუ მთელი რაოდენობის დაახლოებით ორი მესამედი, ამბობს სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI). ოფიციალური პოლიტიკის ფარგლებში, ისრაელმა უარი განაცხადა გაესაჯაროებინა, აქვს თუ არა ბირთვული იარაღი. 12 ივნისის ანგარიშში ატომური იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია (ICAN) წერს, რომ ატომური იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფომ, საერთო ანგარიშით, ბირთვულ იარაღზე გასულ წელს დახარჯა $82,9 მილიარდი დოლარი - ამ თანხის ნახევარზე მეტი, 43,7 მილიარდი დოლარი, მოდის აშშ-ზე, მსხვილი მხარჯველები არიან ასევე რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც, შესაბამისად, გაიღეს $11,7 მილიარდი და $9,6 მილიარდი.
შვედეთი ერდოღანის ერთ-ერთ კრიტიკოსს თურქეთს გადასცემს - მედია
შვედეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა, რომ თურქეთისთვის გადაეცა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერი, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამის შესახებ Ekho Kavkaza-ს ცნობით, შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT იტყობინება. თურქეთის 35 წლის მოქალაქეს 2013 წელს თურქეთის სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 4 წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 30 მაისს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადიციის კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, მისი თურქეთში ექსტრადირებისთვის რაიმე დაბრკოლება არ არსებობს. შვედეთის უზენაეს სასამართლოში წარმოებისას თურქეთის მოქალაქე თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნის რეალური მიზეზი PKK-ის მხარდაჭერა იყო. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მან თურქეთი კანონიერი გზით დატოვა მას შემდეგ, რაც პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. შემდეგ კი, შვედეთში მუშაობის ნებართვა მისცეს. მაუწყებლის ცნობით, ეს არის PKK-ის მომხრეების პირველი ექსტრადიცია თურქეთში მას შემდეგ, რაც შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. შვედეთმა და მეზობელმა ფინეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნეიტრალიტეტზე თქვეს უარი და ალიანსში გაწევრიანება გადაწყვიტეს. მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთი ჯერ კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს, რადგან თურქეთი კვლავაც აპროტესტებს მის წევრობას. ანკარა მოითხოვს, რომ შვედეთმა გამოიჩინოს მკაცრი პოზიცია PKK-ის წინააღმდეგ და მოახდინოს 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირება, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. მაისში შვედეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის ანტიტერორისტულ კანონებს აძლიერებს. ცვლილებები ძალაში პირველი ივნისიდან შევიდა. შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას ლიეტუვის სამიტზე, 11-12 ივლისს ელის.
კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა
შავი ზღვის მარილიანობის შემცირებას კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევას უკავშირებენ კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ სპეციალურ შტაბზე დაყრდნობით წერენ. გარემოსდამცველები უფრო ადრე აღნიშნავდნენ, რომ შავი ზღვის გამტკნარება საფრთხეს შეუქმნის წყალმცენარეების ყვავილობას. კაშხლის განადგურების შედეგად შესაძლოა, ზღვის წყალს კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შერეოდა. სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამი ადგილიდან აიღეს შავი ზღვის წყლის სინჯები. ორ რაიონში მარილიანობა დადგენილ ნორმაზე 2,9-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ერთში კი - 2,7-ჯერ. ერთ რაიონში ზღვის წყალში რკინის შემცველობა გაზრდილია 9-ჯერ, მეორე ადგილას - 5,2-ჯერ და მესამეზე - 3,4-ჯერ. ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განცხადებით, ამის გამომწვევი მიზეზი კაშხლის გარღვევების შედეგად ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია. „დნეპრის წლიური შენაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, ახლა კი დამატებით 10 - ერთ კვირაში“. ოდესის სანაპიროებზე ზღვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება, წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ. კახოვკის კაშხალი 6 ივნისის ღამეს განადგურდა. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 20 - დაშავდა, 35 კი, დაკარგულად ითვლება. რუსული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.