ძებნის რეზულტატი:
გაეროს კომიტეტმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა შუა დერეფნის განვითარებაზე იმსჯელეს
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ქვეყნების საკოორდინაციო კომიტეტის წევრებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გაერო და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აქტიურად მუშაობენ რეგიონში სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის კავშირის უზრუნველყოფაში. „სატრანსპორტო მარშრუტების გაღრმავება და განვითარება იყო და რჩება მნიშვნელოვან საკითხად და მოითხოვს ერთობლივ, საერთაშორისო კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. დღის წესრიგში განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო პროგრამის პროექტის განხილვას და (2023-2025) ორწლიანი პროგრამის მიღებას“, - აცხადებენ სამთავრობო კომისიის პრესსამსახურში. ცნობისათვის, Europetime-მა EBRD-ისა და ევროკავშირის დოკუმენტებზე დაყრდნობით სტატია მოამზადა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხსენებული ინსტიტუტების ანგარიშის თანახმად, შუა დერეფანი ყველაზე მდგრადი მარშრუტად განიხილება. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა სატრანსპორტო კავშირებზე: შუა დერეფანი ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება
სტატუსის მიღების შანსები 50/50-ზეა - კობახიძე
ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან, შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „დღესაც მიფრინავს ბრიუსელში პრემიერი, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ხელისუფლება და მათ შორის პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე ოპოზიცია ახორციელებს საბოტაჟს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პრემიერი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. ამისათვის იმართება შეხვედრები ბრიუსელში, ამისათვის იმართება შეხვედრები ელჩებთან, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი ამოცანა. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან. შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, მაგრამ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია. გლობალურ ომის პარტიას შეუძლია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოსწიოს და ამ შემთხვევაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით წინა შემთხვევაში ივნისში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია საქმეში არ ჩაერთვება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ერდოღანი ალიევთან შეხვედრაზე: შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ყველა სფეროში განვავითაროთ ურთიერთობები, რომელიც „შუშის დეკლარაციით“ ალიანსის დონეზე ავიყვანეთ. მზად ვართ, გავხსნათ ჩვენი გენერალური საკონსულო შუშაში. თუ შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულო გაიხსნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა 2021 წელს გააფორმეს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება, “შუშის დეკლარაცია”, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს.
პროკურატურამ, ლილოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ, ლილოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა ბრალი. "საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, თბილისში, პატარა ლილოს დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, სანადირო თოფით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს", აცხადებს პროკურატურა. დაკავებულ ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ალიევი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება
დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანის გავლით, კერძოდ, კასპიის ზღვის გავლით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და კიდე უფრო გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ. „ამიტომ, აზერბაიჯანში სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები გაფართოვდა. ჩვენ ვამატებთ ბაქოს პორტის გამტარუნარიანობას 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებლობა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზეა აყვანილი“, - აღნიშნა ალიევმა. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ბენ ჰოჯესი: უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მთავარი კონტრიერიში – არა
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი უკრაინის კონტრშეტევას აფასებს. ხსენებულ საკითხზე ჰოჯესის ანალიზი CEPA-ს ვებგვერდხზე გამოქვეყნდა. ამერიკელი გენერლის შეფასებით, დიდი განსხვავებაა შეტევის დაწყებასა და ოპერაციის მთავარ შეტევასა თუ მთავარ ძალისხმევას შორის. ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მაგრამ არა - მთავარი კონტრიერიში. „როდესაც ვნახავთ ორ ან სამ ბრიგადას (დაახლოებით 500-750 საბრძოლო ჯავშანმანქანა) ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ მთავარი შეტევა დაიწყო. ასევე ვიტყვით, სად დაიწყო. ოღონდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკრაინულ გენერალურ შტაბს ენდომება, რუსებმა რაც შეიძლება დიდხანს არ იცოდნენ მთავარი შეტევის წერტილი და სულაც არ შეწუხდებიან (და ალბათ მიესალმებიან კიდეც), თუ Twitter-ში ამ წერტილს არასწორად გამოიცნობენ“, - წერს ბენ ჰოჯესი. დასავლეთი თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს უზრუნველყოფს, ჰოჯესი მოელის, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს. ვფიქრობ, ეს არის შეტევის ერთ-ერთი მიზანი. ამ მომენტისთვის უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს შეეძლება, მიაღწიოს სევასტოპოლს, საკის, ჯანკოისა და სხვა საკვანძო სამიზნეებს, რაც ნახევარკუნძულს დაუცველს გახდის რუსული ძალებისთვის. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი ბრიტანეთის მიერ Storm Shadow -ს ტიპის რაკეტების გადაცემა, რომელსაც 250 კილომეტრზე მეტი დისტანციის დაფარვა შეუძლია.
აშშ უკრაინას Bradley-სა და Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანებს უგზავნის
აშშ უკრიანას დამატებით 325 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. უკრაინა NASAMS-ისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლოს მასალას მიიღებს. „ამერიკის ხმას“ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ დახმარება ასევე მოიცავს „სტრაიკერისა“ და „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც უკრაინის კონტრიერიშისას დაკარგულ ტექნიკას ჩაანაცვლებენ. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ძალიან მალე გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგიზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება. ასევე ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 00:45 საათზე. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ბილეთების შეძენა შესაძლებელია აღნიშნულ ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
WSJ: აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები
აშშ უკრაინაში აგზავნის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს, რომელსაც რუსული სატანკო ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდა, მიეწოდებინა თუ არა ჭურვები უკრაინისთვის, გარემოზე და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების მიზეზთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. მაგრამ ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის ახლა დიდი წინაღობა არ არსებობს. ცნობისათვის, ასეთი ჭურვები უკრაინას ბრიტანეთმაც გადასცა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6057 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6057 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6057 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6034 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8136 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0092 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხერსონის რეგიონში 7 ეკლესია დაიტბორა - უკრაინა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, რუსების მეირ, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ეპარქიის შვიდი ეკლესია დაზიანდა და დაიტბორა „ეკლესია დატბორილია - წყალი ანგრევს როგორც თვით ეკლესიის შენობას, ასევე საეკლესიო ჭურჭელს, ავეჯსა და ხატებს. დაზარალდა ეკლესიის საცხობიც, რომელშიც დაზარალებული ხერსონელებისთვის პურს აცხობდნენ“, - ნათქვამია ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ინგლისში, ნოტინჰემში თავდასხმებისას 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, დაშავდა
ინგლისში, ნოტინგემში მომხდარი თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა სამი კი დაშავდა. დაკავებულია 31 წლის კაცი. ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ დაჭრეს, პოლიციამ გარდაცვლილი ილკესტონ როუდზე იპოვა. პოლიციამ, რომელმაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა, მოგვიანებით, კიდევ ერთი დაღუპული, მაგდალის გზაზე იპოვა.
ნოტინჰემის ცენტრში სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ნოტინჰემის ცენტრში სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 31 წლის კაცი დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ საქმეში ჩართულნი არიან კონტრტერორისტული დანაყოფის ოფიცრები. ოფიცრები გამოიძახეს ქალაქ ილკესტონის გზაზე, სადაც ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ქალაქში, მაგდალის გზაზე კი, ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ინგლისში, ნოტინჰემში თავდასხმებისას 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, დაშავდა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული - გაბუნია
მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული და ევროპის ქვეყნებმა ამის რეგულირება უფრო ადრე დაიწყეს, მთელი რიგი რეგულაციები არსებობს ევროპის სივრცეში ამ საკითხზე. საქართველოს ეს ვალდებულება განესაზღვრა ევროასაცირების შეთანხმების დროს. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულირება და მთავრობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სრულად აწესრიგებს ამ მიმართულებას. ეს არის არამხოლოდ იმ წრის განსაზღვრა ვისაც შეიძლება შეეხოს რეპროდუქციული სერვისების გამოყენება, არამედ კიდევ ძალიან ბევრი ეთიკური სამედიცინო ასპექტი და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, რაც უკავშირდება ამ მეტად სერიოზულ მაღალტექნოლოგიურ ჩარევას. მნიშვნელოვანია ის, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ევროპის ბევრ ქვეყანაში დანერგილია, საფრანგეთი მაგალითად და მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავს იმდენად რთულია ბოლომდე ეთიკური მხარის მოგვარება. ჩვენ შემთხვევაში არ იკრძალება, მაგრამ,. გადაწყვეტა არის იმგვარი, რომ სადაც შესაძლებელია, მეტად მკაფიოდ და გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული მოტივაცია, ასევე გვქონდეს მეტი გარანტია იმის, თუ რა მომავალი ექნება ბავშვს, რომელიც გაჩნდება მედიცინის დახმარებით. ახალი კანონპროექტი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა კუთხით“, - განაცხადა გაბუნიამ „ქრონიკასთან“.
უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგების დასაძლევად, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უკვე ევაკუირებულია 3700-ზე მეტი ადამიანი. შმიგალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა ახალი წყალსაცავის მშენებლობას დაიწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა
ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. რამდენიმედღიანი პროტესტის ფონზე, ჭიათურაში, ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.
პუტინის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. პუტინის მტკიცებით, კონტრეშეტევა 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზეც და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში. მისი მტკიცებით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს. „რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 15 მომხრე და 26 წინააღმდეგი ხმით დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან
რას უნდა ელოდოს უკრაინა NATO-ს სამიტზე - ბლინკენისა და სტოლტენგერგის შეხვედრა ვაშინგტონში
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა, ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციებს ცვლის და საშუალებას აძლევს უკრაინას, აწარმოოს კონტრშეტევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივლისში ვილნიუსის სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ და გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. ისინი ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდის მტკიცე ვალდებულების ჩათვლით. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის შვედეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე. თავის მხრივ, ბლინკენმა გადაუხადა მადლობა სტოლტენბერგს ამ კრიტიკულ დროს ლიდერობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ძლიერ პაკეტს მიიღებს. აშშ NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის „ძლიერ პაკეტს“ აანონსებს
პუტინი ამბობს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას განიხილავს
პუტინის თქმით, რუსეთი ახლა ფიქრობს მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლაზე, რადგან რუსეთის ფედერაციის პირობები მისი გახანგრძლივების შესახებ, არ არის შესრულებული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. პუტინის მტკიცებით, კონტრეშეტევა 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზეც და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში. მისი მტკიცებით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს. „რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა.