ძებნის რეზულტატი:
ვიმედოვნებთ, დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით - ჰერჩინსკი
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს გამოსცემს ოქტომბერში, 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებამდე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრების და პრეზიდენტების დონეზე. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ ქვეყანას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ თავისი შეფასება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე „ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. გასული წლის 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს - ჰერჩინსკი
როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სახალხო დამცველის აპარატს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს. ეს აპარატი ასრულებს დიდ როლს, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ დავრწმუნდეთ, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებები საქართველოში კარგად დაცულია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზნიკოვი აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე: რუსებს სახლისკენ გზის პოვნაში დაეხმარება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა შეერთებულ შტატებს უკრაინის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საბრძოლო მასალა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა და დავეხმაროთ რუსებს, იპოვონ გზა სახლისკენ. ეს არის ჩვენი გეგმა ამ ზაფხულისთვის და მის შემდეგ - სანამ არ გავიმარჯვებთ. მადლობა ლოიდ ოსტინს (აშშ-ის თავდაცვის მდივანს) და ამერიკელ ხალხს უსაფრთხოების დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის!“ აღნიშნა რეზნიკოვმა. სამშაბათს პენტაგონმა უკრაინისთვის მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. დახმარება მოიცავს HIMARS საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ჯავშანტექნიკას. უკრაინა მიიღებს უფრო მეტ ბრედლის ქვეით საბრძოლო მანქანებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გაანადგურა დასავლეთის მიერ მიწოდებული რამდენიმე ტანკი. აშშ უკრიანას დამატებით 325 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. უკრაინა NASAMS-ისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლოს მასალას მიიღებს. დახმარება ასევე მოიცავს „სტრაიკერისა“ და „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც უკრაინის კონტრიერიშისას დაკარგულ ტექნიკას ჩაანაცვლებენ. აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, 40 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარება გაუწია.
დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ - კობახიძე
დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ, როგორც კი დალაგდებიან, ჩვენი მხრიდან მაშინვე იქნება გადაწყვეტა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ~ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ „ჩვენ გვჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე, კანონი გაუქმდება“, – აღნიშნა კობახიძემ. ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. გასული წლის 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ დროისთვის კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.
გერმანიამ რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა
გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. AP-ის თანახმად, უკრაინის ომმა გაამძაფრა გერმანიაში შეშფოთება საკუთარი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ, რის გამოც შოლცმა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, „გარდამტეხი ეტაპი“ გამოაცხადა. ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს გერმანია ჰიბრიდულ საფრთხეებზე დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების ჩათვლით, და ასევე, დიდი ძალების მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლაზე, მაგალითად, როგორიცაა, ჩინეთი. დღევანდელი რუსეთი, უახლოეს მომავალში, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი მრავალპოლარულობის ეპოქაში, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა „ცდილობს, შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი სისტემატური მეტოქეობის შესახებ მათი შეხედულებისამებრ“, - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იგი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.
რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში
„ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელიც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის შიგნით აუცილებელია. გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
ბელგიის სამეფოსა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს შორს თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ტერიტორიული მთლიანობა, გლობალური გამოწვევები - ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერს შეხვდა „საქართველოს მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხოლო ბელგიის სამეფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, აჯა ლაბიბმა. საქართველოსა და ბელგიის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას. მემორანდუმის მიზანია ხელი შუწყოს ეკონომიკური დიპლომატიის განვითარებას გამოცდილების, ექსპერტული ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების გზით. ამასთან, დოკუმენტი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ კონტაქტების გაძლიერებაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში. მემორანდუმი ასევე ქმნის ჩარჩოს განათლების, მათ შორის დიპლომატიური სწავლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმში აღიარებულია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ხაზგასმულია ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის სრულად განხორციელების აუცილებლობა. დოკუმენტში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესტონეთი უკრაინას 457 000 ევროს დახმარებას მიაწვდის
ესტონეთი უკრაინას 457 000 ევროს დახმარებას მიაწვდის, რაც კიევს კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარება. ამ მიზნით ლატვიამ კიევისთვის 453 000 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. 13 ივნისს, ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების დასაძლევად, ჰუმანიტარული დახმარება ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, - წერია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. „შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
სუს-ის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრუწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა
საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი ჩანაწერი გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გაჩნდა. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის. დოკუმენტის თანახმად, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განსავითარებლად, ევროკავშირი და მისი ფართო სპექტრის ინსტრუმენტები ცენტრალურ როლს თამაშობენ. ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ყველა იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულნი არიან. „ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელსაც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის ფარგლებში აუცილებელია. დოკუმენტის თანახმად, კავშირს უნდა შეეძლოს თავისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა. ამ მიზნით კი, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) ევროპელ პარტნიორებთან და მტკიცედ განხორციელდეს „სტრატეგიული კომპასის“ პროექტები (სამოქმედო გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად რედ.). „ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობითა და თავისუფლებით გაერთიანებული ევროპა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, - წერია დოკუმენტში. გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6153 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6057 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8136 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის როსტოვის ოლქის ნოვოჩერკასკში თერმოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ელექტროსადგური ოლქისთვის ენერგიის უდიდესი წყაროა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადგურის სახურავს გაუჩნდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ათობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ელექტროსადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ქარხნის შენობაში გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია და ობიექტებმა მუშაობა განაახლეს. ადგილობრივი მედია სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და სამი ადამიანი დაშავდა.
პრეზიდენტმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ,,ანა გოგუაძის მაგალითი სარჩელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეგიწყვეს, ადვოკატები, რომელთა გარეშეც არ იქნებოდა ის შედეგი, რაც დადგა. ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენგანს დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი. მე არ ვიცი დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებით, მაგრამ ამ მაგალითით ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამის უფლება აქვთ და გამოიყენონ ეს უფლება. თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება იბრძოლოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის არის შედეგი და გამარჯვება. თანაბარი უფლებები ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და საძირკველია. თუ ეს ყველასთვის არ იქნება, მაშინ არაფერი არ იქნება. ყველასთვის უნდა არსებობდეს ეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე! გისურვოთ წინსვლა და წარმატება!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ,,ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, ვისაც ესაჭიროებოდა პირადი ასისტენტის სერვისი. მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და შენებაზე“,- განაცხადა ანა გოგუაძემ და საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს მას ღირსების მედალი გადასცა, მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დაჯილდოვა. „საჭიროა, მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა იქნება ეს სახელმწიფოსგან თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა დავაჯილდოვო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
მიშელი ღარიბაშვილს: სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საქართველოს ახალი ტრაექტორია განსაზღვროთ თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. საქართველოს ხალხისთვის”, - წერს შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკასა და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. „ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - წერია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, პრემიერი.
ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. ბრალდების მხარის თქმით, კი საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა. ცნობისთვის, გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა თავს.