ძებნის რეზულტატი:

სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა - კალაძე

პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა, ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი, მაშინ ასე აწყობდათ, რომ ის პოლიტიკაში არ ერეოდა, არადა რეალურად მას ამის უფლება კანონით არა აქვს, რადგან ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობა, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად არასდროს ყოფილა დაშორებული პოლიტიკისგან. ჩვენ მოვისმინეთ, ვნახეთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა, დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკოსები. მე მაინტერესებს პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა, ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, - განაცხადა კალაძემ.  

ილია დარჩიაშვილი თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუსთან. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

ცნობილია რაზე ისაუბრეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.  

ევროკავშირი უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამუყოფს.   „დღეს ჩვენ კიდევ 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაში, თავისუფლებისთვის მამაც ბრძოლაში“, - წერს ლაიენი Twitter-ზე. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა ეს ტრანში 18 მილიარდი ევროს მაკრო ფინანსური დახმარების ნაწილია. 21 იცნისს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს.

პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან, 209 220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად, მხოლოდ 145 210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122 712.37 აშშ დოლარი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს. „სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე პირების დადგენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სრული ტყუილია, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. სტატია სათაურით – „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა“, ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა. საია: სასამართლომ Tik-Tok-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და პოსტის საფუძველზე, პირი სამართალდამრღვევად მიიჩნია როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა. გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს. აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.  

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია, საქართველოს შესახებ მოხსენებას აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელიც 2023 წლის 28 მარტს არის მიღებული, დღეს, 22 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. მოხსენების თანახმად, ECRI მიესალმება ამ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში. თუმცა, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, 6 ზოგიერთი საკითხი მაინც შეშფოთებას იწვევს. „სახალხო დამცველის ზოგიერთ ქმედებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მთავრობის პოლიტიკოსებისაგან, რაც ქმნის შეშფოთების საფუძველს, რადგან ამით ადვილად შეიძლება, შეილახოს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის სანდოობა, დამოუკიდებლობა და რეპუტაცია. რაც შეეხება ლგბტი პირებს, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ერთნაირსქესიანი პარტნიორობის დასარეგისტრირებლად. ამასთან, ხელისუფლების ორგანოებს არ განუხილავთ არსებული კანონმდებლობა იმ მიზნით, რომ შეეფასებინათ, სხვა რა სახის პრობლემებს აწყდებიან ერთსქესიანი წყვილები უფლებებზე თანასწორი წვდომისათვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, არ არსებობს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მთავრობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ლგბტი თანასწორობის საკითხებზე დისკუსია. მიუხედავად ECRI-ის რეკომენდაციისა მის ბოლო მოხსენებაში, ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რა პირობების შესრულებაა საჭირო სქესის ლეგალური აღიარებისათვის. სიძულვილის ენა ლგბტი პირების მიმართ, განსაკუთრებით ონლაინ სოვრცეში, მზარდი პრობლემაა და არა მხოლოდ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავრცელებს, არამედ, ამავდროულად, ბიძგს აძლევს დისკრიმინაციასა და ძალადობას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს რასისტული და ლგბტი თემის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა“, - წერია დოკუმენტში.  მისივე თანახმად, დღემდე არ შეფასებულა, რა გავლენა მოჰყვა სხვადასხვა ტრენინგაქტივობას სამართალდამცავების, პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის სიძულვილით ჩადენილი დანაშაულების თემაზე. მეტიც, პოლიციაში ჯერ კიდევ არ არსებობს საგანგებო განყოფილება, რომელიც სპეციფიკურად რასისტული და ლგბტი-ფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს. „ჯერ კიდევ უკიდურესად არასაკმარისია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების დონე ქვეყანაში მცხოვრებ იმ ისტორიულ ეთნიკურ უმცირესობებში, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის. ოფიციალური სახელმწიფო ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, ეს ადამიანები სრულიად არათანაბარ პირობებში ხვდებიან სოციალური ინტეგრაციისა და ინკლუზიის თვალსაზრისით. ამ საკითხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავი იჩინა ასევე COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, როცა ინფორმაცია, განსაკუთრებით დასაწყისში, ყოველთვის არ იყო მყისიერად ხელმისაწვდომი უმცირესობათა ენებზე, იმ არეალებშიც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროდ სახლობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჯერ კიდევ არ შეუცვლია თავისი 2015 წლის პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებულია „სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების დისკურსზე“, როცა საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ და კონსტრუქციულ ურთიერთობას არ ამყარებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭო“. ECRI იძლევა რეკომენდაციას, ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით, მთავრობის წევრებმა თავი შეიკავონ ისეთი კომენტარებისაგან, რაც არყევს სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობას, რეპუტაციასა და დამოუკიდებლობას. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მკაფიოდ უნდა დაარეგულირონ პირის ახალი სქესის ოფიციალური აღიარების პირობები. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა დანერგონ რასისტული და ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა, რომელიც დაეყრდნობა სახალხო დამცველისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტიზას, მათ შორის, ლგბტი თემის მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ევროპის საბჭოს მხარდაჭერა. ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ, რა გავლენა აქვს ტრენინგებს, რომლებიც ჩაუტარდათ იმ სამართალდამცავებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებიც მუშაობენ სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათები უმცირესობათა სკოლებში, დაწყებით და საშუალო საფეხურზე. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ჩამოაყალიბონ უწყებათაშორისი კომიტეტი, რათა შესრულდეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების თანასწორობის მიმართულება. ეს კომიტეტი უნდა მოიცავდეს წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ოფისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ორგანიზაციებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ECRI-თვის საყურადღებო ჯგუფებს. ECRI იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი პოლიტიკა რელიგიის სფეროში მიმართონ არადისკრიმინაციულ პრინციპზე და რელიგიური შემწყნარებლობის განვითარებაზე, ინკლუზიისა და ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე. ამასთან, „ECRI სერიოზული შეშფოთებით შენიშნავს“, რომ სახალხო დამცველის ზოგიერთმა ქმედებამ NPM-ის მანდატის ფარგლებში - კერძოდ, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, მიმართებით - გამოიწვია მკაცრი კრიტიკა ზოგიერთი სამთავრობო პოლიტიკოსის მხრიდან. „მართალია, ეს კრიტიკა სახალხო დამცველის მუშაობიდან ეხებოდა კონკრეტულად NPM-ის ნაწილს, მაგრამ ცხადია, რომ ამგვარი უარყოფითი კომენტარები მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის, სანდოობის, დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შელახვას. აგრეთვე, უარყოფითი გავლენის მოხდენას სახალხო დამცველის მუშაობის იმ სფეროებზე, რომლებიც რელევანტურია ECRI-თვის“, - წერია მოხსენებაში. CRI რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, შეაგროვოს მონაცემები, თუ როგორ ასრულებენ სკოლები ვალდებულებას, ჩაატარონ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები მოსწავლეებისათვის დისკრიმინაციის, ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე. ECRI ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ და შესაბამისად გააუმჯობესონ პროფესიული განვითარების აქტივობები მასწავლებლებისათვის ინკლუზიური განათლების, მულტიკულტურულ გარემოში სწავლების, მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კომენტარებმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების მხრიდან 2021 წელს თბილისში ლგბტი პრაიდის მოწყობამდე, პროცესში და შემდეგ. ECRI-ის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში მათი კომენტარები არამხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ ძალადობის წამაქეზებელიც პრაიდის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ მოვლენის მანძილზე სასტიკი ძალადობის აფეთქებების გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ თავი II.B), ეს ფაქტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. „საქართველოს მართლმადიდებლური საპატრიარქოს მაღალმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ECRI-ს აცნობეს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გმობს ჰომოსექსუალობას, როგორც ცოდვას და, ამდენად, წინააღმდეგია ლგბტი საჯარო მოვლენების. მაგრამ, ამავდროულად, თანაბრად ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმის ძალადობას ლგბტი პირების მიმართ, რამდენადაც ძალადობასაც მიიჩნევს ცოდვად და მკაცრად კიცხავს მას. ამასთან დაკავშირებით, ECRI-ს აცნობეს, რომ ძალადობის ნებისმიერი მოწოდება ან რეალურად ჩართვა ამგვარ საქციელში მხოლოდ სამღვდელოების ინდივიდუალური წევრების არასწორი მოქმედებაა და არამც და არამც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ოფიციალურად ნებადართული, მხარდაჭერილი ან შეწყნარებული ფაქტი. მართალია, ECRI-ის როლი ან ექსპერტიზის სფერო არ არის, კომენტარი გააკეთოს თეოლოგიურ მსჯელობასა და დოქტრინებზე ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, მაგრამ მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მომავალ ლგბტი პრაიდებზე გამოიყენონ ძალადობის უარყოფა საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის მხრიდან, მაგალითად, ერთობლივად მოუწოდონ პოტენციურ გამპროტესტებლებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან. მეორე მხარის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების ერთობლივი პატივისცემა უნდა იქცეს მრავალფეროვნების უკეთ პატივისცემის საფუძვლად“. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2021 წლის ივლისში, თბილისში, ლგბტი პრაიდის კოორდინატორთა მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გადაიზარდა მონაწილეთა, ორგანიზატორთა, მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა მიმართ ძალადობაში. მარში გაუქმდა და ორგანიზატორთა ოფისები დაარბიეს. „ლგბტი აქტივისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ. ორგანიზატორები ჩიოდნენ, რომ შესაბამის ადგილებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არ იყო საკმარისი. ჟურნალისტები, რომლებიც თავდასხმის სამიზნე გახდნენ, ასევე აღნიშნავდნენ პოლიციის უმოქმედობას. სულ მცირე, ერთი ოპერატორი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს შოკური ეფექტი ჰქონდა და შიში დანერგა საქართველოში ლგბტი თემის ბევრ წარმომადგენელსა თუ მათ მხარდამჭერებში. შეზღუდული რაოდენობით გამოსული პოლიციის ძალების უმოქმედობამ ასევე გამოიწვია ლგბტი აქტივისტთა უნდობლობა სამართალდამცავების მიმართ და შეირყა რწმენა, რომ ისინი მოისურვებენ დაიცვან პრაიდის ღონისძიებები მომავალში.30 ECRI მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2021 წლის 5 ივლისის „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის ეფექტიანი გამოძიება, ძალადობის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ და ძალადობის ამგვარი აფეთქება და ადამიანების დაშინება მომავალში აღარ განმეორდეს, მათ შორის, გადახედონ პოლიციის მოქმედებას ამგვარი ღონისძიებების დროს“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ყველაზე პრობლემური სფერო იმ ტიპის ძალადობის კუთხით, რაც ECRI-ის მანდატში შედის, არის ლგბტი პირების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაღალი დონე, მათ შორის, ძალადობა იმ პირთა მიმართ, ვინც მთავარ პრობლემად რჩება. ამგვარი მუქარები და თავდასხმები განსაკუთრებით ხდება - თუმცა არამხოლოდ - ლგბტი პრაიდის აქტივობების კონტექსტში ინფორმაციისთვის, ECRI-ის მონიტორინგი ქვეყნების მიხედვით თანაბრად შეეხება ევროპის საბჭოს თითოეულ სახელმწიფოს. სამუშაო სრულდება 5 წელიწადში ერთხელ. ანგარიშების წარმოდგენის პირველი ეტაპი დასრულდა 1998 წლის ბოლოს, მეორე - 2002 წლის ბოლოს, მესამე - 2007 წლის ბოლოს, მეოთხე - 2014 წლის დასაწყისში, ხოლო მეხუთე დასრულდა 2019 წლის ბოლოს. მეექვსე ეტაპზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის ბოლოს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპული კომისია ევროპის საბჭოს მიერ არის დაარსებული. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებზე: რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაცია (რასის, ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობის, ფერის, მოქალაქეობის, რელიგიის, ენის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე), ქსენოფობია, ანტისემიტიზმი და შეუწყნარებლობა. ის შედგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან თავიანთი მორალური ავტორიტეტისა და აღიარებული გამოცდილების საფუძველზე რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში. წესდებით დადგენილ საქმიანობათა ფარგლებში, ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა და შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის.  

საქართველოში 116 სატელევიზიო არხი და 43 რადიომაუწყებელია - ბექაური

საქართველოს პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა მაუწყებლობის სფეროში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო. მისივე თქმით, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ხოლო ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ს შეადგენს. კომიტეტზე კახა ბექაურმა მაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი – რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია.  

როგორ აფასებენ საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

გერმანიის ევროპულ საკითხთა მინისტრის, ანა ლუჰრმანის განცხადებით, საქართველოს ადგილი მკაფიოდ არის ევროპულ ოჯახში, ამისთვის კი, ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს. სტოკჰოლმში, სადაც ლიდერები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რეფორმების შესრულებას ითხოვენ არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა“. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „მე შევხვდი ბევრ ერთგულ ქართველს, რომლებმაც თქვეს, რომ ძალიან უნდათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ კომისიიდან, ხელისუფლება ამ მომენტში არ ამართლებს ამ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ძალიან მკაფიოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ამ რეფორმების შესრულებას ითხოვენ, არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას. რაც მოვისმინეთ კომისიისგან და გავიგებთ კიდევ უფრო მეტ დეტალს დღეს, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმებს, ბევრი საკითხია. ასევე, იყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას და უფრო დეტალებს მოგვიანებით გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში“, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა თავის მხრივ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ლოურენს ბუნმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. „ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება. საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლოურენს ბუნმა. კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, ლოურენს ბუნმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. „სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ - სააკაშვილი პაპუაშვილს

თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? - ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ! - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.  

საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა რკინიგზის სფეროში ერთობლივი საწარმო დააფუძნეს - მედია

აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნისა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები წერენ. დოკუმენტს ხელი მოეწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ, ალი ასადოვისა და ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის შეხვედრის ფარგლებში. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი დღესვე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ, შუა დერეფნის ფარგლებში, დიგიტალიზაციის კუთხით ურთიერთქმედების გაფართოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ. „საერთო საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალ ხარისხს, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაციას და ჩინეთიდან თურქეთში ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვას“, - აცხადებდა TITR-ის ასოციაციის გენერალური მდივანი, გაიდარ აბდიკერიმოვი. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

ბელორუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - მედია

უკრაინული მედიასაშუალებების თანახმად, ბელორუსში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა მოხდა დაახლოებით, 13:30 საათზე ბარანოვიჩის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. კატასტროფის დეტალები ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული.   უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა რუსი სამხედროების რაოდენობა ბელორუსში. მათი რიცხვი 1,5 ათასამდე გაიზარდა.   გასული წლის ბოლოს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსში რუსი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 10-11 ათასი იყო.   ბელორუსი აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება კიდეც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, შეჭრის პირველ დღეებში უკრაინაში რუსული ტექნიკა ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდა. ასევე, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მიიტანა იერიში.

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, საქართველოში ფრენებს ჯერჯერობით ვერ იწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wing-ი, საქართველოში ფრენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ იწყებს, განუცხადა „იზვესტიას“ კომპანიის წყარომ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა. „ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართული მხარემ ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული საკითხი, რომ ფრენები არ არის დაწყებული“, - განაცხადა თანამოსაუბრემ რუსულ მედიასთან. Red Wings-ის პრესსამსახურში „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან. მანამდე, „ეხო კავკაზა“ წერდა, რომ Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, მიუხედავად მიღებული ნებართვისა, ჯერ არ იწყებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ბილეთების სიძვირით უკმაყოფილონი არიან. ახლა რუსეთისა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისებს რუსული „აზიმუტი“ და Georgian Georgian Airways ახორციელებენ.  

ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა - მედია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში, ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაარსებული ბანკი შეიტანა. დოკუმენტში, რომელიც „ეხო კავკაზამ“ მოიპოვა, წერია, რომ  "საერთაშორისო ბანკმა" გახსნა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ის რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ მოქმედებს. გარდა ამისა, ბანკმა რეგიონში გახსნა ბანკომატები და ფილიალს ამუშავებს ლუგანსკშიც. „ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. „ეხო კავკაზა“ თვითგამოცხადებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „საერთაშორისო ბანკის“ გახსნის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა. „საერთაშორისო გადარიცხვების ბანკმა" დონეცკში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის ბანკის მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას ამერიკული გაზეთი The Washington Post 2018 წელს წერდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „გადაიქცა ფინანსურ ოფშორად, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში“ სეპარატისტებს აფინანსებს. სანქციების განახლებული პაკეტი ევროკავშირმა 21 ივნისს შეათანხმა. მისი დამტკიცება ხვალ, 23 ივნისს, იგეგმება.  

ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ეღირება - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6260 ლარი ეღირება, ევრო – 2.8891 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3552 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6208 ლარი ღირდა, ევრო – 2.8622 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3287 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ივნისს ამოქმედდება.  

ზელენსკი: თუ ომი წელს დასრულდება, უკრაინაში არჩევნები 2024 წელს გაიმართება

თუ ომი დასრულდა და მშვიდობა წელს უზრუნველყოფილი იქნება, 2024 წელს უკრაინაში არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს გლობალური საკითხია. უკრაინიე ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნები მშვიდობიან პირობებში უნდა ჩატარდეს: „ძალიან მინდა, რომ მომავალ წელს მშვიდობა დამყარდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

რუსეთის ელჩი, მოლდოვის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს. რუს დიპლომატეს მოსთხოვეს, განემარტა ხერსონში რუსეთის ე.წ. წარმომადგენლის ბოლო განცხადებები. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს ამ  განცხადებებს, რომელიც შეიცავს მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მუქარას შეიცავს. „ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ არ შევეგუებით მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს გამონათქვამებს", - აცხადებენ სამინისტროში. მანამდე, ვლადიმერ სალდომ ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ხიდები მოინახულა. ვიდეოში ის საპასუხო დარტყმაზე საუბრობდა და სოფელ გიურგიულესტში ხიდს ახსენებს. სოფელი გიურგიულესტი მოლდოვის კაჰულის რეგიონში, რუმინეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. ეს დასახლება უკრაინამ ტერიტორიული დავის მოგვარების ფარგლებში მოლდოვას გადასცა.  

პარლამენტის წევრები, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

პარლამენტის წევრები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. „თავისუფლება“ - ასე ეწოდება მათ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილებით პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება. ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარი დაუჭირეს.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, EBRD-ის როლს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების პროცესში. „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ამ ევროპულ არჩევანს საზოგადოებისათვის ალტერნატივა არ გააჩნია“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 283 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. "პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. გამოითქვა იმედი, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ამასთან ყურადღება დაეთმო კონკრეტულ მაჩვენებლებს, მათ შორის, აღინიშნა დადებითი ტენდენციები ტურიზმის მიმართულებით. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან EBRD-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, რომელსაც EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.