ძებნის რეზულტატი:
გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში იმყოფება, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დააკვირდეს. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
იენს სტოლტენბერგი: პუტინმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა
რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ შეწყვეტილი აჯანყება ცხადყოფს, რომ მოსკოვმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერა. „შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას - „შანსს“ აფუძნებს. შორმა განაცხადა, რომ აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც პარტია „შორი“ უკანონოდ ცნეს. მედიის ცნობით, თავად ილან შორი ახალ პარტიაში პოლიტიკური კოორდინატორის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. „ეს ბლოკი განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რასაც პარტია „შორი“ ადრე ახორციელებდა“, – აღნიშნა შორმა.
უკრაინა კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლი გათავისუფლებულია. "მივდივართ წინ", - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამზე. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია. ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა. თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.
დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულებულია და იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც პორტის აშენების ინტერესი გამოხატეს, საზოგადოებას უახლოეს ხანებში წარედგინება. „ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ. ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ანაკლიის პორტის მშენებლობა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე - ლევან დავითაშვილი პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი, სამუშაო დაიწყება წელს საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
„პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი
Europetime-თან საუბარში, პოლ გობლი აფასებს „პრიგოჟინის ამბოხს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, „ვაგნერის“ დამფუძნებლის მარშმა პუტინის დანაშაულების შედეგები გამოააშკარავა. პოლ გობლის შეფასებით, შეიქმნა სურათი,როდესაც რუსეთის საზღვრებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე პუტინს და მისი „კამარილას“ არ „გააძევებენ“. „პრიგოჟინის მარში წააგავდა ერთგვარ რენტგენოგრამას, (x-ray) რომელმაც ყველასთვის ცხადი გახადა და გამოააშკარავა ის, რაც პუტინის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად უკვე მოხდა“, - ამბობს გობლი. ამერიკელი მკვლევრის თანახმად, ამ დანაშაულების შედეგია რუსული სახელმწიფოს ნგრევა, კანონის უზენაესობის მოშლა: „ასევე - ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც რუსეთის საზღვრებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, ვიდრე პუტინი და მისი კამარილია არ დატოვებენ ხელისუფლებას“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველმა, პოლ გობლმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბორელი: მონსტრი, რომელიც პუტინმა შექმნა, ახლა მას კბენს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა, რომ არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, შეიძლება გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში. მისი შეფასებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები ბზარს აჩენს მის სამხედრო ხელისუფლებაში და გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ სისტემაზე. ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს “პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი და მონსტრი, რომელიც პუტინმა “ვაგნერის” სახით შექმნა, ახლა მას კბენს. მონსტრი მოქმედებს მისი შემქმნელის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემა აჩვენებს არამდგრადობას და სამხედრო ძალა იშლება და ეს არის უკრაინის ომის მთავარი შედეგი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალი წაუყენეს. ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ შუბითიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება. „აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. არაერთხელ ვიყავით გამომძიებელთან და საქმის მასალები ვიცით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთა რეპუტაციაც შეიძლებოდა შელახულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა. კითხვას, ხომ არ ყოფილა გამომძიებელ სერგო შუბითიძეზე ზეწოლა მის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ადვოკატმა უპასუხა, რომ „არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“. პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულასთან" სერგო შუბითიძემ ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ევროპის სამშვიდობო ფონდის მოცულობა $3.8 მილიარდით იზრდება
ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) საერთო ფინანსური ზღვრის 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე. Reuters-ის თანახმად, შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. მისივე თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უზრუნველყოს ევროპული სამშვიდობო ფონდის ფინანსური მდგრადობა და პროგნოზირებადობა გრძელვადიან პერსპექტივაში და შეინარჩუნოს მისი გლობალური გეოგრაფიული ფარგლები და ევროკავშირის შესაძლებლობა, თავიდან აიცილოს და სწრაფად მოახდინოს რეაგირება კრიზისებსა და კონფლიქტებზე. „დღევანდელი გადაწყვეტილება კვლავ უზრუნველყოფს, რომ გვქონდეს დაფინანსება, რათა გავაგრძელოთ კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ევროპის სამშვიდობო ფონდის დაფინანსების უკვე მეორე ზრდაა 2021 წელს მისი შექმნის შემდეგ. ორ წელზე ნაკლებ დროში, ფონდმა დაამტკიცა თავისი ღირებულება. მან მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ჩვენს პარტნიორებს თავდაცვაში. ეს აძლიერებს ევროკავშირს და მის პარტნიორებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ფონდის საერთო ფინანსურმა ზღვარმა 12 მილიარდ ევროს გადააჭარბა. „ეს გადაწყვეტილება აგზავნის მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს უკრაინისა და სხვა პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის მუდმივი ვალდებულების შესახებ“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში. ცნობისათვის, ხსენებული ფონდი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად ასევე გამოიყენება.
გრიგორიადისის ადვოკატებმა ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა, რომელსაც 7-9 მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ბრალდებულისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დაცვის მხარე მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს. „მნიშვნელოვანია, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი და ისე წარიმართოს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელით საქმე, რომელიც უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შელახვას ეხება. თავად ლაზარესთან ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ეს სარჩელი სასამართლოში შეტანილი აუცილებლად უნდა იყოს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ. თავიანთი ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო სამოქალაქო წესით პასუხი აგონ. ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ სიმბოლური თანხა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, 15-15 ლარის ოდენობით დაეკისროთ. ასევე, რაც მთავარია, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ და რომელი საინფორმაციო არხებითაც გავრცელდა ეს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამები, სწორედ მათი საშუალებით გავრცელდეს მათი მობოდიშება ლაზარეს მიმართ",- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, დაცვის მხარისთვის ამოსავალი წერტილი თანხა არ არის, ამიტომ დააწესეს მინიმალური ოდენობა. „აქ თანხა ამოსავალი წერტილი არ არის. ამიტომაა მინიმალური ოდენობის. მორალური ზიანის ანაზღაურებისას ადამიანმა მოითხოვოს, როგორც მინიმალური ოდენობა, ასევე მაქსიმალური. ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლომ სწორად იმსჯელოს და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდა ლაზარეს მიმართ შეურაცხყოფისა და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი დაადგინოს“,- განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, მაია ბითაძემ, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა მოამზადეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: - ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ - ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე. „ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია, მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
დავითაშვილი: შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების პრევენცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტი შეაფასა. მან საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზე. მისი თქმით, სამი ძირითადი ჯგუფია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი), რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ და აახლებენ. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სანქციების მოთხოვნების შესრულება მარტივი არ არის და ამიტომ შესაბამისი სტრუქტურები პრევენციის მიზნით პარტნიორებთან თანამშრომლობენ. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობის პრევენცია. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. „საზოგადოებაში დიდი ინტერესია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ეს არის, ასევე, აშშ-დან ბატონი ო’ბრაიენის ვიზიტი და ასევე, ბრიტანეთიდან ბატონი აიერის ვიზიტი. ეს სამი ძირითადი ქვეყანათა ჯგუფია, რომელიც დღეს სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში. ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის, ბრიტანეთისთვის და ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან - პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა, არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქაც, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის კუთხით, ასევე, იმისთვის, რომ სანქციები იყოს სწორად აღსრულებული. ჩვენ გვაქვს არაერთი ტრენინგი, შეხვედრა და სემინარი იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინტერპრეტაცია, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ამას სჭირდება სწორი გაიდლაინები და მათი სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი და ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს", - განაცხადა დავითაშვილმა. დავითაშვილის თქმით, საქართველო ალბათ, მიიღებს კიდევ ერთხელ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან, იმ ნაწილში, თუ როგორ მაღალ დონეზე და მაღალი პროფესიონალიზმით უჭერენ ქართული სტრუქტურები მხარს სანქციების აღსრულების ნაწილში. დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან, სანქციების გვერდის აცილების კუთხით. საქართველოში ვიზიტამდე, სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კიევში იმყოფებოდა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა კომიტეტს, რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ტექნიკური შეთანხმების დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლანა ცანავამ წარუდგინა. NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საბერძნეთის ხომალდებზე ქართული ქვედანაყოფის განთავსებას ახალი შეთანხმება დაარეგულირებს პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, მან დეტალურად ისაუბრა პროექტზე - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს საშუალება მიეცემათ, განთავსდნენ საბერძნეთის საზღვაო ძალების იმ ხომალდებზე, რომლებიც NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ მიიღებენ მონაწილეობას. ოპერაციის მთავარ მიზანს ზღვაზე ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, საქართველო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.
აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი 27 ივნისს თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში დღეს, 26 ივნისს ჩამოვიდა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ორდღიანი ვიზიტით, თბილისში დღეს ჩამოდის
სტოლტენბერგი ჩავიდა ქალაქ პაბრადეში, სადაც გერმანელი და ლიეტუველი ჯარისკაცები წვრთნებს გადიან
ლიეტუვაში ვიზიტისას, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქალაქ პაბრადეში შეხვდა გერმანელ და ლიეტუველ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში (Griffin Storm) ერთობლივ წვრთნებს მართავენ. სტოლტენბერგს პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი შეუერთდნენ. ინფორმაციას NATO ავრცელებს. სტოლტებერგის თქმით, „ეს წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს: NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრი“. „ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ასევე მაქვს კონტაქტი შვედეთისა და ფინეთის მთავრობასთან. და ჩვენ შევთანხმდით სამიტამდე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრის გამართვაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, დაზვერვის ხელმძღვანელები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. მისი მიზანია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
„შეწყვეტილი ამბოხების“ შემდეგ, პრიგოჟინი პირველად გამოჩნდა
„ვაგნერის“ ხელმძღვანელი „შეწყვეტილი ამბოხების“ შემდეგ პირველად გამოჩნდა. ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისი მარშის მიზანი იყო „ვაგნერის„ განადგურების თავიდან აცილება და იმ მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც თავიანთი „არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა“. ამის შესახებ BBC წერს. პრიგოჟინმა 11-წუთიან ვიდეომიმართვაში უარყო, რომ მისი „მარში სამართლიანობისთვის“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დამხობას ისახავდა მიზნად. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მონაწილეობა მიიღო გარიგებაში, მან „ხელი გაუწოდა“ და შესთავაზა „ვაგნერს“, ლეგალურად გაეგრძელებინა მუშაობა", პრიგოჟინს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მას არც ის გაუმხელია, თუ სად არის მისი ვიდეოგზავნილი ჩაწერილი. „პრიგოჟინის მარშამდე“, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქტიურად განიხილავდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მისწრაფებებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. „საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა“, - წერდა ბრიტანული დაზვერვა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს. „100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასული წლის 5 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო. არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებდნენ და აცხადებენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე „ქართლი ოცნების" კანონპროექტი უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.
სომხეთის პარლამენტმა საქართველოსთან საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა
სომხეთის პარლამენტმა საქართველოსთან ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ უფრო ადრე, სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დაამტკიცა საზღვრის ურთიერთგადაკვეთის შესახებ შეთანხმების პროექტი. „სომხეთს შეუძლია და უნდა ააშენოს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ეფექტური სქემა“, - განაცხადა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა გურგენ არსენიანმა. „ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება გახდეს საუკეთესო „პილოტური პროექტი“ და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ასეთი რეჟიმისკენ სხვა მეზობლებთან“, - განაცხადა არსენიანმა.
რიში სუნაკი რუსეთში განვითარებულ პროცესებზე: ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების წარუმატებელი ამბოხის გამო, დიდი ბრიტანეთი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. „ჯერ ძალიან ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, თუმცა ჩვენ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ", - განაცხადა რიში სუნაკმა. სუნაკმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყურადღებით აკვირდება“ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ევგენი პრიგოჟინის მოკლევადიანი ამბოხის შემდეგ. „ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ჩვენ გარკვეული პერიოდი ვაანალიზებთ და თვალს ვადევნებთ, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე „ვაგნერის“ ჯგუფის და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის პოტენციურ მადესტაბილიზებელ გავლენას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბაიდენმა რუსეთში განვითარებულ პროცესებზე პირველი კომენტარი გააკეთა
CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-სა და NATO-ს კავშირი არ ჰქონდათ რუსეთში ხანმოკლე ამბოხებასთან. მისივე თანახმად, ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილი. ბაიდენის თქმით, ჯერ „ძალიან ადრეა" იმ გავლენის შესაფასებლად, რომელიც ამ მოვლენებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე მოახდინა. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უბრძან, მიჰყოლოდნენ მიმდინარე პროცესებს და მომზადებულიყვნენ მთელი რიგი სცენარებისთვის. აშშ-ის ლიდერმა განმარტა, რომ მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, რომლის დროსაც ყველა თანხმდებოდა, რომ იმუშავებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ მისცემოდა საბაბი, მომხდარი დასავლეთისთვის ან NATO-სთვის დაებრალებინა. „მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კავშირი არ გვაქვს. ამასთან არაფერი გვაკავშირებდა", - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარიც ახსენა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რუსეთში, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „პრიგოჟინის მარშამდე“, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქტიურად განიხილავდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მისწრაფებებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. „საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა“, - წერდა ბრიტანული დაზვერვა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.