ძებნის რეზულტატი:
უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 890 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანშს მიიღებს
უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 890 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანშს მიიღებს. ფონდის ინფორმაციით, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი უკრაინის მხარდაჭერის 115 მილიარდ დოლარიანი მთლიანი პაკეტის ნაწილია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ უკრაინის გაფართოებული ფონდის (EFF) პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ფონდის ხელმძღვანელობას დაახლოებით 890 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს თანხები საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება. „მიუხედავად ომისა, უკრაინის ეკონომიკა იმაზე მეტ მედეგობას ავლენს, ვიდრე მოსალოდნელი იყო 2022 წლის მკვეთრი შემცირების შემდეგ. მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წელს 1-3 პროცენტამდე გაიზარდა, რადგან მიმდინარეობს შიდა მოთხოვნის აღდგენა, ინფლაცია მცირდება და სავალუტო რეზერვები კვლავ ძლიერია სავალუტო ბაზარზე სტაბილური კურსის ფონზე. ზოგადად, დაბალანსებული პოლიტიკის, ასევე მუდმივი და დროული საგარეო მხარდაჭერის წყალობით, შესაძლებელი გახდა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა. უკრაინული მედიის თანახმად, ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს. გერმანია უკრაინისთვის კიდევ ათეულობით Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღის გადაცემას გეგმავს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდა. კერძოდ, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და სხვა.
NATO-მ უკრაინის გაწევრიანების პროცედურის გამარტივება უნდა განიხილოს - ბენ უოლესი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა განიხილოს კონკრეტული მოთხოვნები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ მან კანადელ კოლეგასთან ერთად ლონდონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Sky News-ი. უოლესის თქმით, ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს წევრობის სამოქმედო გეგმის გამოტოვების საკითხი. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სწრაფად ვერ მოგვარდება. ის ასევე მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ვილნიუსში ივლისის სამიტზე გადაწყდეს. სამიტი ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.
WSJ: აშშ ახლოსაა უკრაინისთვის ATACMS-ის დამტკიცებასთან
აშშ ახლოსაა უკრაინისთვის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) მიწოდების დამტკიცებასთან, წერს Wall Street Journal-ი (WSJ) ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. WSJ-ის წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ელოდება დამტკიცებას "უმაღლეს დონეზე", მაგრამ თეთრმა სახლმა გააცნობიერა უკრაინის ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობა უახლოეს კვირებში. „ვაგნერის ჯგუფის აჯანყებამ“ შესაძლოა, არგუმენტი მისცა სკეპტიკოსებს, თუმცა ახლა არ არის სიტუაციის ესკალაციის დრო, წერს WSJ. თავის მხრივ, CNN იტყობინება, რომ NATO-მ მოუწოდა კიევს არ დაერტყა რუსეთისთვის 23-24 ივნისს მიმდინარე აჯანყების დროს, რათა არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მოკავშირეები პრიგოჟინის მხარეს არიან და ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში. ამერიკელმა კანონმდებლებმა კონგრესს 16 ივნისს წარუდგინეს კანონპროექტი, რომელშიც უკრაინისთვის ATACMS-ის შესაძენად 80 მილიონი დოლარის გამოყოფა მოითოვეს. უკრაინისთვის 300 კილომეტრიანი რაკეტების მიწოდება გასული წლიდან მწვავე დებატების თემაა ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის. 2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში. შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტი: ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი პირობების შესრულებაში
ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის მონაწილეებმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მისი მიხედვით, ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს. „ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი პირობების შესრულებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. სამიტის დაწყებამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი ევროკომიის მოხსენების მოლოდინის ფონზე მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს. ეს განცხადება მან ბრიუსელში, ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის წინ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მიშელმა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე. სამიტს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ესწრება. ევროკავშირი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.
საქართველოს პარლამენტის განცხადებით, დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენამდე, საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს. დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 30 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ელოდებიან.
აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია
შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს განაცხადა, ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალის მიყიდვის დამტკიცებას გეგმავს. Alarabiya-ს თანახმად, კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იგი მიჰყიდის 332,2 მილიონ აშშ დოლარის 30 მმ-იან საბრძოლო მასალას და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას ტაივანს და 108 მილიონ აშშ დოლარის სათადარიგო და სარემონტო ნაწილებს ბორბლიანი მანქანებისა და იარაღისთვის. გაყიდვები დაეხმარება ტაივანს, „შეინარჩუნოს სანდო თავდაცვითი შესაძლებლობები“, მაგრამ „არ შეცვალოს ძირითადი სამხედრო ბალანსი რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში. ტაივანის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის გეგმას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხსენებული ნაბიჯი მნიშნელოვანია ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. Alarabiya წერს, რომ კონგრესს აქვს უფლება, უარი თქვას გაყიდვაზე, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კანონმდებლები უბიძგებენ შეერთებულ შტატებს უფრო შორს წავიდეს და პირდაპირ მიაწოდოს იარაღი ტაივანს, ვიდრე დაამტკიცოს მისი შესყიდვის მოთხოვნები.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: მხარს ვუჭერთ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, მხარდაჭერა ალბათ მეტად გაიზრდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მნიშვნელობა, რომლითაც ევროპის საბჭო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებზე "კონფლიქტი საქართველოში", რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება და დეტალურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განუზომელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. თავის მხრივ, ბურიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა, მხარს ვუჭერთ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, მხარდაჭერა ალბათ მეტად გაიზრდება. „თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ და ველოდები, რომ სამი დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი და დატვირთული პროგრამა მექნება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე სტუმრობით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით, ბეჯითად ვმუშაობთ იმ კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ადგენს და შემდგომ წარმოადგენს ევროპის საბჭო და რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. მინდა, დავიწყო ჩემი მადლიერებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მომიწვიეს ქვეყანაში ვიზიტით და მომეცა შესაძლებლობა, თბილისში ხვალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. მთელი ჩემი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ორმხრივი ღონისძიებით. 24 წლის წინ შეუერთდა საქართველო ევროსაბჭოს და 2020 წელს, როდესაც ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან წარმატებით გაართვა თავი თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს. თქვენ ასევე ახსენეთ რეიკიავიკის სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროსაბჭოს როლს, რომელიც არის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა ეს ღირებულება, თავის მხრივ, განამტკიცებს მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ღირებულებები კარგად მუშაობს ევროპაში და მე ვხედავ, რომ აგრეთვე დღევანდელ საქართველოშიც. რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის მხრიდან უარის თქმა ამ ღირებულებებზე, რის შედეგადაც იგი გარიცხეს ევროსაბჭოდან და ჩვენ, რასაკვირველია, ძალას არ ვიშურებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ზიანის აღრიცხვას, რომელიც ქვეყანას მიადგა რუსეთის თავდასხმის შედეგად. საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა. მიმდინარე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულდება წლის ბოლოს, მხარდაჭერილია თქვენი ხელისუფლების მხრიდან და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს რეფორმა, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა. 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ილია დარჩიაშვილმა მარია ბურიჩს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 2023 წლის 30 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვიზიტით ეწვია.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, (ოკუპირებული, რედ.) აფხაზეთი და (ე.წ. რედ.) სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
რუმინეთის ელჩი: საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება, ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის კავშირებს აძლიერებს
რუმინეთის ელჩი მიესალმება მის ქვეყანასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას. ელჩის შეფასებით, რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის ამოქმედება აძლიერებს კავშირს აღნიშნულ ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. რაზვან როტუნდუ ხსენებული დერეფნის პოტენციალს უსვამს ხაზს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ კონსტანცის პორტი უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. „ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე ხაზის ამოქმედებით. რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება აძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებსა და შავი ზღვის ორ სანაპირო ზოლს შორის. ხსენებული დერეფნის პოტენციალი მაღალია, რადგან მას შეუძლია, უფრო ფართო რეგიონები, ასევე, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია დააკავშიროს ევროკავშირთან. კონსტანცის პორტი გვთავაზობს პირდაპირ კავშირს დუნაისთან, რაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბორანი გვთავაზობს მომსახურებას როგორც ტვირთისთვის, ასევე, მგზავრებისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს წერილობით კომენტარში. ცნობისთვის, აშშ საქართფელოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მხარს უჭერს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს ამოქმედდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში
ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, რომ პორტების გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, მოგახსენეთ, რომ ჩვენ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით. ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოები. გაისად მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის რეკორდული მონაცემები, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ დავიწყეთ მნიშნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერთიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს: მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
უკრაინის არმია "სტრატეგიულ ინიციატივას დაეუფლა" და ყველა მიმართულებით მიიწევს წინ - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა, საერთო ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ. მალიარის თქმით, არსებობს პროგრესი როგორც აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ბახმუტის გარშემო, ასევე სამხრეთით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ფრონტის ხაზის გასწორებაში. „თავად ქალაქში (ბახმუტი) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. თუმცა მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი", - განაცხადა ჰანა მალიარმა. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მტერს ამ მიმართულებით დიდი ძალები ჰყავს მოზიდული და უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.
ირაკლი ღარიბაშვილ: შავი ზღვის კაბელის პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ველით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს რული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება. „რაც შეეხება ენერგეტიკას და ტრანსპორტს, მე მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს“. ეს პრიოექტი ჩვენ განვიხილეთ და მე ვიყავი პირადად ჩასული ბრიუსელში. 2021 წლის აპრილში და ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ლევადა ცენტრი" პროგოჟინის "ამბოხის" შედეგებს აჯამებს
ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგი მისი ამბოხის შემდეგ განახევრდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზეა. ამ დასკვნამდე მივიდნენ "ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები. მისი მიხედვით, 22-28 ივნისს ჩატარებული კვლევის დროს გამოკითხულთა 58 პროცენტმა ამბოხის დაწყებამდე პრიგოჟინის საქმიანობისადმი დადებითი დამოკიდებულება დააფიქსირა. რადიო თავისუფლების თანახმად, მოსკოვში ე.წ. "სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ, გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ ისინი პოზიტიურად უყურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის საქმიანობას. პრიგოჟინის მიმართ საზოგადოების განწყობის დინამიკას რაც შეხება, ამბოხის დაწყებამდე რუსები პრიგოჟინს სიმართლისთვის მებრძოლად"," ნამდვილ ლიდერად"," პატრიოტად"და "ძლევამოსილ გენერლად“ მიიჩნევდნენ. შემდეგ კი, მისი პერსონის აღწერაში უარყოფითი შეფასებები გაჩნდა. კერძოდ, მან მოაწყო ამბოხი“, „გაილაშქრა რუსეთის წინააღმდეგ"," მიილტვის ძალაუფლებისკენ ჩქარობს", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ამბოხის შემდეგ ასევე შემცირდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საქმიანობის მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. თუმცა, მინისტრის რეიტინგის ვარდნა არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ერთი კვირით ადრე გამოკითხულთა 60% იყო დადებითად განწყობილი მისი საქმიანობისადმი, ხოლო პრიგოჟინის „ამბოხის“ შემდეგ-48%-ია.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პარალელურად, შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პრემიერი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევას გავაგრძელებთ - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევა გაგრძელდება. ევროპის საბჭო ასევე ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ მიიღო: „ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამას თითოეულ შეხვედრაზე, სადაც ეს საქმე განიხილება“. „ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხიდის გადებას მოსახლეობის ჯგუფებს შორის და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს რეგიონში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ წვდომის მოპოვებისთვის“, - აღნიშნა ბურიჩმა. „ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. „2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომის მოთხოვნას უპასუხა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას უპასუხა. წილოსანის თქმით, „რიგი არასამთავრობოები“ ამას ითხოვენ მაშინ, როცა „ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა“. „ვიცი, შეიძლება, არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, - წერს ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წელს გახდა. მანამდე საბჭოს წევრი იყო. ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 30 ივნისს, ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც, მათი თქმით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ცნობილია
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით 23.9 მლრდ აშშ დოლარი (61.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.2 პროცენტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 333.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის თანახმად, აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 284.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო - 38.9 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 6.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (27.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 40.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (21.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 908.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 434.2 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (16.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (12.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 47.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 9.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო 2.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 908.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 467.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" – 2003, შესაბამისად“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს
ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. გარკვეული კონტექსტი აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტზე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მან ხაზი გაუსვამ, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
პრემიერი: ჩვენ შეგვიძლია, ათასობით დრონი ვაწარმოოთ, როგორც სადაზვერვო, ასევე, კამიკაძე-დრონები
„ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს“, - განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. მან თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დარეგულირდება. „განახლდა და თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს და რეალურად, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება, ჩანაცვლება და შესყიდვა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება და ასევე, საფრენი აპარატების, დრონების წარმოება დავიწყეთ პოლონურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ათასობით დრონი ვაწარმოოთ როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველო პოლონეთთან ერთად ქართული დრონების წარმოებას იწყებს