ძებნის რეზულტატი:
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 საათიდა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი" მე-2 მოსმენით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კირბის თქმით, უკრაინულმა კონტრშეტევამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, აშშ დახმარების გაწევას გააგრძელებს. კირბის თანახმად, კონტრიერიშის შესახებ აშშ-სა და უკრაინას მუდმივი კავშირი აქვთ. “საქმის კურსში გვამყოფებენ, და ყველაფერი შესაძლებლის კეთებას ვაგრძელებთ, რათა კონტრშეტევაში დავეხმაროთ, იქნება ეს წვრთნებით - და როგორც იცით, ისინი ჯერ კიდევ გადიან ბრიგადების დონეზე წვრთნას - თუ დამატებითი შესაძლებლობებით და, რა თქმა უნდა, რჩევებითა და ინფორმაციით”, - განაცხადა კირბიმ. მან აღნიშნა, რომ კონტრშეტევის მიმართულებისა და ტემპის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინული მხარე იღებს. “[უკრაინელებმა] გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. და ისინი თავად ამბობდნენ იმის შესახებ, რომ ის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც მათ უნდოდათ, მაგრამ, კიდევ ერთხელ, იმაზე ვართ კონცენტრირებული, რათა დავრწმუნდეთ, რომ საჭირო ყველაფერი აქვთ, და ამის კეთებას გავაგრძელებთ”, - განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
CNN-ის ინფორმაციით, რუსი გენერალი სუროვიკინი, რომლის დაკავების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, „ვაგნერის” საპატიო წევრი იყო
CNN-ი რუსულ საგამოძიებო ჯგუფზე “ცენტრ დოსიეზე” დაყრდნობით წერს, რომ რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი 2017 წლიდან “ვაგნერის” საპატიო წევრი იყო. კერძოდ, CNN-თან გაზიარებული დოკუმენტების საფუძველზე, გენერალი სუროვიკინი, ისევე როგორც 30-ზე მეტი რუსი გენერალი და მაღალჩინოსანი “ვარგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის საპატიო წევრები იყვნენ. დანარჩენთა ვინაობები ჯერ არ საჯაროვდება. აღინიშნა, რომ 2018 წელს სუროვიკინს „ვაგნერისგან” პირადი სარეგისტრაციო ნომერიც გადაეცა - M-3744. გამოცემა წერს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, იღებდა თუ არა სუროვიკინი “ვაგნერისგან” ფულს, თუმცა ამდენი მაღალი დონის რუსი სამხედროს “ვაგნერის” საპატიო წევრობა იმაზე მიანიშნებს, რომ რუს სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანიას შორის ახლო კონტაქტი ჰქონდათ. სუროვიკინი გასული კვირიდან საჯაროდ არ გამოჩენილა და არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია. ISW განმარტავს, რაზე მიუთითებს სუროვიკინის „დაკავება“
მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საგარეო უწყების თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც ცნობილია, საქართველოს 30-3 ივლისს, ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევას გავაგრძელებთ - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში
„კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, NATO მეორე სამიტს მადრიდის შემდეგ, ვილნიუსში ჩაატარებს. ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან. ლიეტუვა განსაკუთრებულად ემზადება და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვეყანამ ამ მიზნით უკვე გამოყო 3000 ჯარისკაცი. პარალელურად, გერმანია კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ამის პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას მოითხოვდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, საქართველოში ჩამოასვენეს
გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მემრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი. მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. ის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან). რადიო თავისუფლების თანახმად, ჯონი ოდიშვილი დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ლიკვიდირებულია 228 870 რუსი სამხედრო, მათ შორის 530 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. გენშტაბის ინფორმაციით, ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ძალების და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული ჯარის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირების ექვსი რაიონი, საბრძოლო მასალის 3 საწყობი და 24 საარტილერიო საშუალება გაანადგურეს. „სულ დღის მდგომარეობით, განადგურებული 4042 ტანკი (+1), საბრძოლო ჯავშანმანქანა – 7868 (+5), საარტილერიო სისტემა – 4162 (+35), ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 632 (+2), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება – 389 (+0), თვითმფრინავი – 315 ( +0), ვერტმფრენი – 308 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3545 (+26), ფრთოსანი რაკეტა – 1261 (+0), ხომალდი / კატარღა – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა – 6794 ( +9), სპეციალური ტექნიკა – 580 (+11)“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
3-7 ივლისს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩასატარებლად, 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მედია: ბელორუსში მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 300 კარავი განლაგდა
ბელორუსის მოგილიოვის ოლქში, ასიპოვიჩის რაიონში, სოფელ ცელთან რამდენიმე დღეში ააგეს კარვების ბანაკი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, სატელიტური ფოტოების თანახმად, ბანაკი განთავსებულია მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ 17 ივნისს, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, კარვების კვალი იქ არ იყო. ხოლო 30 ივლისს გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს ათეულობით მართკუთხა ობიექტი. ისინი ჩანს სამხედრო ნაწილის შენობებს შორის და საველე კარვებს ჩამოჰგავს. ამასთან, ტერიტორიაზე არ შეინიშნება სამხედრო ტექნიკა. სულ, მკვლევრებმა დათვალეს 303 კარავი. მათი აზრით, თითოეულში შეიძლება მოთავსდეს 20-დან 50-მდე ადამიანი. თავისი ზომით ბანაკი აღემატება ბელარუსის სხვა საველე ქალაქებს, სადაც რუსეთში მობილიზაციის დროს შეკრებილ პირებს ამზადებენ, იტყობინებიან ბელარუსი ჟურნალისტები. ახალი ბანაკის დანიშნულების გარშემო მინსკს არაფერი განუცხადებია. ადრე გამოცემა verstka იტყობინებოდა, რომ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში, აპირებენ „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრების განთავსებას. მათი ნაწილი, წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, ბელარუსის მმართველთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეთანხმებით, ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ვხედავთ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“. ბურიჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოქალაქეები იბრძვიან ევროპული გზისთვის „ყველას მადლობას გეტყვით ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაზე დასწრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს, რომ გამოჩნდეს, რამდენი ქალია აქტიურად ჩართული მშვიდობის საკითხებში გლობალურად და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქალთა ლიდერობის წარმოსაჩენად. გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს ყოფილან მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის. ა მას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, ვინაიდან ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი. ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფის უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა. თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბეარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი, დოქტორი რუთ მიჩელი.
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, - ამბობს თურნავა. მისივე თანახმად, ჩვეულებრივ რეჟიმში, მანდატის ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. „რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დისკუსიას, დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გადაწყდა იმდაგვარად, რომ სტრუქტურულად უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტაბილურობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, – განაცხადა თურნავამ მედიასთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 22 ივნისს გახდა.
ესპანეთის პრემიერი ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარების დღეს კიევში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების დღეს კიევში ჩავიდა. სანჩესი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მესამე ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ესპანეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობას შვედეთისგან გადაიბარა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დღეს უკრაინაში ვიზიტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი ექვსი თვე ევროპისთვის. NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ესპანეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს. ის უზრუნველყოფს წვრთნასა და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. უილიამ ბერნსი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. Washington Post-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიზიტი უკრაინის კონტრშეტევის ფონზე განხორციელდა. „ვიზიტის დროს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებასა და სადაზვერვო მონაცემებით ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს“, - წერს გამოცემა. „ვიზიტის მიზანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულების დადასტურება - „აშშ მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში“, აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა. AP-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ მიიღო. ჟაირ ბოლსონარუს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. Associated Press-ი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის 68 წლის ბოლსონარუს პოლიტიკურ მომავალს და, სავარაუდოდ, გააქრობს მისთვის ძალაუფლების დაბრუნების ნებისმიერ შანსს. თავად ბოლსონარუ მის წინააღდმეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.
ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის საბოლოო შედეგები ცნობილია. კვლევის შედეგად, რეგიონის მასშტაბით 33 მიმართულების ინფრასტრუქტურული საინვესტიციო საჭიროებები განისაზღვრა. (მათ შორის არსებული რკინიგზის/გზების მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია, დამატებითი სარკინიგზო/საგზაო კავშირები, ფლოტის გაფართოება, პორტების სიმძლავრის გაფართოება, მოძრავი შემადგენლობა, ლოგისტიკური ცენტრები, საწყობი და ა.შ.). ასევე 7 კოორდინირებული ქმედება დაკავშირებადობის ღონისძიებების შესახებ (ვაჭრობის ხელშეწყობა, მარეგულირებელი ღონისძიებები, დიგიტალიზაცია, ტარიფების ჰარმონიზაცია, საბაჟო პროცედურები, სასაზღვრო კონტროლი, თავსებადობა, ბაზრის ლიბერალიზაცია და ა.შ.). „ეს ყველაფერი არის კონკრეტული, განხორციელებადი და რეალისტური ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიის სატრანსპორტო კავშირების კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ მიმზიდველობას, ოპერატიულ ეფექტიანობას და შესთავაზონ შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მდგრადი ეკონომიკური განვითარება უკეთესი კავშირის გზით. ერთმანეთთან - და ევროპასთან“, - წერია დასკვნაში, რომელიც საბოლოოა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.
მედია: ზელენსკის განკარგულებით, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მისივე თანახმად, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს - თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა. „კერძოდ, შეზღუდვები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი: შემდეგი ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის კიევში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. როგორც ცნობილია, უკრაინაში ვიზიტით მადრიდი ევროკავშირის ექვსთვიან პრეზიდენტობას იწყებს. „ჩვენთვის გადამწყვეტი ექვსი თვე იქნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაში ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა - ვიმუშაოთ ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი მათგანი ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - დაწერა ზელენსკიმ.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. „ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროსაბჭო პრეზიდენტისა და ბურიჩის შეხვედრაზე: ხაზი გაესვა თანამშრომლობის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობას მათ შორის კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებებით
ევროსაბჭო მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის მიერ საქართველოში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, პრეზიდენტთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთდ საუბარი შეეხო გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ და შერიგების პროცესის გაგრძელებას ნდობის აღდგენის საფუძველზე. ევროსაბჭოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობას დემოკრატიული ფასეულობების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით, იმ ფონზე, როდესაც ევროპის მასშტაბით დემოკრატიის უკუსვლის მოწმენი ვართ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“. თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე (TWIC) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილ ლიდერ ქალებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ინიციატივითაც კონფერენცია შარშან დაფუძნდა. „ეს კონფერენცია ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ქალებს დღევანდელი ომის დაძაბულობის გადასალახად მსოფლიოში. ქალებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ომი და მშვიდობა ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს და ეს კონფერენცია მინდა მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, რომლებიც წელიწად-ნახევარია ბომბების ქვეშ არიან უკრაინაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს 30 ივნისს ეწვია.