ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი: ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც დღესაც ჭურვვების ქვეშ არიან

მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა - შემდეგ წელს ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კონფერენცია მიეძღვნება კონფლიქტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და იმას რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ იმისთვის, რომ განმუხტონ და გააუმჯობესონ გლობალური სიტუაცია. „მინდა, თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მობრძანებისათვის, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ყველას - ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს. ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  

საფრანგეთში 15-წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალური ქსელების გამოსაყენებლად მშობლების ნებართვა დასჭირდებათ

საფრანგეთში სოციალურ ქსელებში დასარეგისტრირებლად, 15-წლამდე მოზარდებისთვის მშობლების თანხმობა იქნება საჭირო. ამის შესახებ Anadolu წერს. გადაწყვეტილება სენატმა საბოლოო კენჭისყრისას მიიღო. Facebook, TikTok, Snapchat და Instagram მომხმარებლის ასაკის გადამოწმებასთან ერთად 15-წლამდე მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის დადასტურებასაც მოითხოვს. როდის ამოქმედდება რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი ამოქმედებიდან სოციალურ ქსელებს ერთწლიანი ვადა ექნებათ, რათა ახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ. საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია აცხადებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.  

გენერალ მარკ მილის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი იქნება

აშშ-ს არმიის გენერლის მარკ მილის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი და „ძალიან სისხლიანი“ იქნება. მას არ უკვირს, რომ პროგრესი უფრო ნელია, ვიდრე ვარაუდობდნენ. „უკრაინელ სამხედროებს კარგად დანაღმული ტერიტორიების გადალახვა უწევთ, მაგრამ ისინი მაინც წინ მიიწევენ. ომი ქაღალდზე და ნამდვილი ომი - სხვადასხვა ცნებებია. ნამდვილ ომში ნამდვილი ადამიანები იღუპებიან. ძალიან რთული იქნება და არავის უნდა ჰქონდეს ზედმეტი ილუზიები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარკ მილიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსში განთავსებული ბირთვული იარაღი გამოყენებული არ იქნება

ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი არასოდეს იქნება გამოყენებული. „უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს იარაღი ბელარუსში უნდა განთავსდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სანამ აქ იქნება განთავსებული, ჩვენ მისი გამოყენება არასოდეს მოგვიწევს. და ჩვენს მიწაზე მტერი არასოდეს შემოდგამს ფეხს", - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის ყველაზე ახლო მოკავშირეა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში.  

რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს

უკრაინულმა მედიამ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და მის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს. სანქციები სია 14 პუნქტისგან შედგება. სანქციების შესახებ დეტალები განთავსებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე. კერძოდ, Georgian Airways-ს ჩამოერთვა ფინანსური და იურიდიული პირების აქტივებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება; რესურსების ტრანზიტი - ფრენა, ტვირთის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიის გავლით. აიკრძალა უკრაინის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამოყენება; კაპიტალის გატანა უკრაინიდან; შეჩერდა ეკონომიკური და ფიზიკური ვალდებულებების შესრულება. ასევე, Georgian Airways-ს შეეხება ყველა არსებული ლიცენზიის ანდა ნებართვის შეჩერება თუ ანულირება, რომელთა მიღება (ქონა) კომპანიას „გარკვეული სახის საქმიანობის“ საშუალებას და კერძოდ - წიაღირსეულით სარგებლობის საშუალებას აძლევს. აკრძალვა შეეხება პრივატიზაციას, საქონლისა და სერვისების საჯარო შესყიდვებსაც, სახელმწიფო ქონების იჯარით აღებას, ფასიანი ქაღალდების მოხმარებას; მოქმედება შეაჩერა ყველა შესაძლო სავაჭრო ხელშეკრულებამ, ერთობლივმა პროქტმა, სამრეწველო პროგრამამ - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. აიკრძალა წვდომა ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური სანქციები დაუწესდა თამაზ გაიაშვილსაც. უკრაინის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, აკრძალვა შეეხო, აქტივებზე წვდომას, სავაჭრო ოპერაციებს, ფასიან ქაღალდებს; ლიცენზიებს, რესურსების ტრანზიტს, ფრენების შესრულებას, ერთობლივი პროექტების ნებართვებს და სხვა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები პირველ ივლისს დაუწესდა. ზელენსკიმ სანქციები 300-მდე კომპანიის წინააღმდეგ დააწესა. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთთან და მის მიერ წარმოებულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ. თითქმის ყველა მათგანი რუსული კომპანიაა, მათ შორის Energia Rocket და რუსეთის უდიდესი კოსმოსური ინდუსტრიის კომპანია, Space Corporation-ი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული წინადადებების მიხედვით, სანქციები 10 წლით გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც შექმნილია ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის. სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას და მასში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. „დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად კი, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობის ეფექტიანობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. პრემიერმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.  

პრეზიდენტი: ძალადობა არის შიშის და სისუსტის პირველი ნიშანი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება - „ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის“. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა იდენტობის წინააღმდეგ. „ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება. მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება, ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ერთიმეორეს აუტანლობა, არ შეიძლება, ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება, ამიტომ, გაატარე თუ ვერ მოისმენ. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ, ბევრს მოაქვს თავი, რომ კულტურას წარმოადგენენ. კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა, ამით მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ეს ზრდილობა, თუნდაც ზოგჯერ მტერთან როცა იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალა. ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან პანელური დისკუსიისას.  

პრეზიდენტი მმართველ გუნდს ქალთა კონფერენციაზე არდასწრების გამო აკრიტიკებს

ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ აქ მოსულიყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტს უკვირს, რომ „ერთ ადამიანს მაინც არ გაუჩნდა ინტერესი, რომ საქართველოში შედგეს „ასეთი მაღალი დონის კონფერენცია“ - სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ეს არის მარტივი დეპოლარიზაცია“. პრეზიდენტის განმარტებით, დიდი დეპოლარიზაცია „პატარ-პატარა ნაბიჯებისგან“ შედგება. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა პრეზიდენტი და მისი აზრები, შენს ქვეყანას პატივი უნდა სცე“. „ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ტარდება ამ ან სხვა ფორმით ბევრ ქვეყანაში და რომელიც, მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შენს ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ინსტიტუტი და არა პიროვნება, ადამიანი, რომლის აზრები შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

ზელენსკის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ლოკალური აფეთქების სერიოზული საფრთხე არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრულ კონტროლზე აყვანამდე, ატომური ენერგიის სააგენტო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სადგური დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე შეამოწმოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის იმისთვის, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ლოკალური აფეთქება მოახდინოს. „სადგურზე ლოკალური აფეთქების სერიოზული საფრთხე არსებობს, რაც მავნე ნივთიერებების ჰაერში მოხვედრას გამოიწვევს", - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდეტის შეფასებით, პოტენციური აფეთქებით რუსეთი პასუხისმგებლობის გადადებას შეეცდება. „რუსეთს უნდა იმის ჩვენება, რომ უკრაინაში ომი მთელი მსოფლიოსთვის არის საშიში და იმის პროვოცირებას გეგმავს, ვითომდა ეს ამას არ გაუკეთებია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო. The Guardian-ის ცნობით, მაკრონი გერმანიაში გამგზავრებასა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას კვირას გეგმავდა. პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება მაკრონი გერმანიაში. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდი მოკლა.  

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ „არ მოხერხდა“ მისი ჩასვლა უკრაინაში

საქართვეოლოს პრეზიდენტმა განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა მისი ჩასვლა უკრაინაში. „არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა - რიტორიკის პრობლემები ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა“, - ამბობს ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ზელენსკის ადმინისტრაციების ურთიერთობა გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიასთან: დღესაც მზად ვარ, ჩავიდე უკრაინაში - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია, ჩამოვიდე „რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ყველამ იცის, რომ მე ჩამოვიყვანე აქ ზელენსკი. ევროკავშირში ავიწყდებათ, რომ ჩვენი „ტრიოცაა“ შექმნილი. გვეუბნებოდნენ, „ტრიოს“ ნუ „აწვებით“, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებობს და ეს არის მთავარი ფორმატიო. მაგრამ ის ფორმატი ცოტა შერყეულია, რადგან ბელარუსი რა ფორმატში უნდა იყოს, გაუგებარია. ამიტომ, ეს ურთიერთობები გრძელდება. ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა. მე რომ უკრაინაში ჩავდივარ, საქართველო ჩადის, ეს პერსონალური ჩასვლა არაა. რიტორიკის პრობლემები რაც გვაქვს ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენი კულტურა იყო, რომ შენი მეგობარი როცა ომშია, მასთან არაფერს არჩევ, მის გვერდით დგახარ. ეს არის ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა სანქციების გვერდის ავლის საკითხზე განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი თანამშრომლობა, რათა „შავი ხვრელები“ არ გაჩნდეს. „სანქციებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არისო, რაც დასკვნა [სანქციების კოორდინატორებისგან] მივიღეთ, მაგრამ დასრულებული არაფერია. სანქციების პრობლემა ისაა, რომ ყოველდღიური ზედამხედველობა და ყოველდღიური გამკაცრება უნდა. ამიტომ ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგები, დამატებითი თანამშრომლობა. როგორც ვიცი, შემოგვთავაზეს დამატებითი თანამშრომლობა, რათა დაგვეხმარონ, რომ შავი ხვრელები და საგანგაშო მდგომარეობა არ გაჩნდეს. საჰაერო მიმოსვლა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რაც საყურადღებოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ვიდრე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე დუმილს ამჯობინებს.  

პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე: ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია

„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მას პანელური დისკუსიის დროს ჰკითხეს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე. „არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამაც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ პრეზიდენტი არჩევის დღიდან არის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება, იყოს დაპირისპირებული. ზურაბიშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ დღეს პოლიტიკური ელიტა (ორივე მხარეს) უფრო დაპირისპირებულია საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. „რაც ვნახე რეაქციები, (ნიკა გვარამიას შეწყალებაზე“, რედ.), ვერ ვნახე, რომ ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის, მის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა და რთული არ იყო და ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული... და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიანიშნა „პარლამენტარზე, რომელიც მზად არის, ასევე უხამსად მოიხსენიოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტრატეგიული მოთმინება არის პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭირო. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პოლარიზაციის გაღრრმავებაზე გვარამიას შეწყალებას არ უმოქმედია. ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყანა ისედაც პოლარიზებულია მაქსიმალურად, ამის მაგალითად მან პრემიერის გუშინდელი გამოსვლა მოიყვანა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ასე მიმართოს პრემიერმა საკუთარ ხალხს და დეპუტატებს.  

ზურაბიშვილი: არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არმოცემა შეცდომა იყო, ეს იყო გაფრთხილება

არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს იყო გაფრთხილება, რომ თქვენ კიდევ მეტი უნდა გააკეთოთ - რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან პანელური დისკუსიისას. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთმა „ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება“. „ჩემი შინაგანი რწმენაა, რომ შეგნება იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ საქართველომ არ მიიღოს მეორედ ეს სტატუსი, არსებობს იმ ადამიანებთან, ვისთანაც მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა - ევროკავშირის ქვეყნების თუ სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გაფრთხილება, რომ თქვენ კიდევ მეტი უნდა გააკეთოთ. მთელი ეს პერიოდი, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთი ყველაფერში ცდება. მისი ყველა ნაბიჯი მცდარია. ადამიანის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე, რომ ყველაფერი უკუღმა მიდის. რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება. შეიძლება, ჩვენმა მთავრობამ ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა გაიგო, რომ აქ არის Soft Power თამაში და არ აქვთ მათ სურვილი, რომ ხელში მისცენ ასეთი გამარჯვება იმ დროს, როდესაც უკრაინა თავის ფრონტზე იმარჯვებს. ამიტომ, მგონია, რომ რეალური შანსი არსებობს. თუმცა ჩვენც უნდა მივცეთ ხელში რამე, რომ ეს შეძლონ. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუმცა არა მხოლოდ - არსებობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები. ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი, რათა ბოლომდე დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს პირობები, რეკომენდაციები არსად წავა. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ გჭირდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და სტრუქტურებიდან. ამიტომ, ეს ჩვენ გვჭირდება. ეს ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.  

პრეზიდენტი: ყურადღებით ვადევნებ თვალს, რაც კინოსექტორში ხდება, ეს არის საბჭოთა წესების გაგრძელება

პრეზიდენტი კინოცენტრთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინოსექტორში - ესაა გაგრძელება საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის პირობებში“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში როცა ხელისუფლება გრძნობს, რომ მისი მხარდაჭერა შერყეულია და არჩევნების მოგება გარანტირებული აღარაა, ამას ვერ ეგუებიან და „იწყება თავდავიწყება“. „მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლების დაცვის გარანტორი, ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ და არ გამოვსულვართ არც ერთი რეჟიმის დროს. ვიღაცამ არ მოიტანოს ახლა ის, რომ მანამდე, წინა ხელისუფლება ამაში იყო უმწიკვლო და დღეს არის... არ მთავრდება ეს, როგორც კი ხელისუფლება შედის თავის მმართველობის იმ პერიოდში, როცა გრძნობს, რომ შეიძლება მისი ლეგიტიმურობა, ხალხში მხარდაჭერა ცოტა შერყეულია, რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მთავრობა და ხელისუფლება თუ არის რამდენიმე წელი ხელისუფლებაში, ჩადის მისი რეიტინგი, ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, დაიწყოს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, დაიწყოს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე, მათ შორის „როსატომის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან რუსეთსზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც ზელენსკის შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ინციდენტის თავიდან აცილების შესაძლებლობაა. 21 ივნისს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს

კიევში ვიზიტით მყოფი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფაზე ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს გადასცემს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ დაფინანსება მსოფლიო ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით განხორციელდება. „დღეს ესპანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 55 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, მათ შორის 51 მლნ ევრო მსოფლიო ბანკის ჯგუფის და 4 მლნ ევრო გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით", - განაცხადა პედრო სანჩესმა. ასევე უახლოეს მომავალში ესპანეთი უკრაინას 4 ტანკ Leopard-ს, ჯავშანტრანსპორტიორებს და მობილურ საველე ჰოსპიტალს გადასცემს.  

კელი დეგნანი: ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ. ელჩის თქმით, რჩება ცხრა რეკომენდაცია, რომელიც არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ შესასრულებელი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „როგორც ევროკომისიამ განაცხადა, სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილია 9 რეკომენდაცია, რომლებიც სასწრაფოდ არის შესასრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენ გვსურს, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზრული და ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, ყველა მონაწილე პირი, როგორც შემუშავებაში, ასევე შემდგომ ამ რეკომენდაციების განხორციელებაში. კარგი დასაწყისია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია - საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მოლითი-მარელისის გადასარბენთან სოფელ ბაბის მიმდებარედ მეწყერის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია რეისები, რომლებიც სტიქიის გამო ვერ განხორციელდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მგზავრობის საფასურს სრულად აანაზღაურებენ. „მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201); კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება. კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.

ელჩმა დეგნანმა განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენები რატომ იწვევს შეშფოთებას

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენები რატომ იწვევს შეშფოთებას. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არამხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ, იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში, ეს ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად ყველა ის ზომა, რაც არის მიღებული ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეაჩერონ ეს აგრესიული ომი და სწორედ ამას ემსახურება სანქციები, შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ასევე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს  

CIA-ის დირექტორის თქმით, შეიარაღებული ამბოხება მიუთითებს ზიანზე, რომელიც პუტინმა რუსეთს მიაყენა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეიარაღებული აჯანყება იმ ზიანზე მეტყველებს, რომელიც პუტინმა რუსეთს მოუტანა. ბერნსმა ხაზი გაუსვა, რომ „პრიგოჟინის აჯანყება“ „შეიარაღებული გამოწვევაა რუსული სახელმწიფოსადმი“, მაგრამ ეს „რუსეთის შიდა საქმეა, რომელშიც შეერთებული შტატები არ იღებდნენ და არ მიიღებენ არანაირ მონაწილეობას“. „პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი „გასაოცარია ის, რომ თავის ქმედებებამდე პრიგოჟინი გამანადგურებელი ბრალდებებით გამოდიოდა კრემლის მიმართ, უკრაინაში შეჭრის ყალბი მიზეზებისა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის მართვის შესახებ… ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა კიდევ გარკვეულ ხანს იქნება საგრძნობი, როგორც მკაფიო შეხსენება პუტინის ომის გამანადგურებელი გავლენის შესახებ მის საკუთარ საზოგადოებასა და მის საკუთარ რეჟიმზე“, - განაცხადა ბერნსმა.