ძებნის რეზულტატი:

კულება გერმანიას: არ გაიმეოროთ მერკელის შეცდომა, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და ყირიმის უკანონო ანექსიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის შეცდომები, რომლებიც ანგელა მერკელმა 2008 წელს დაუშვა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს. კულებას შეფასებით, მერკელმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“. კიევი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ომის დროს ალიანსში მიღებას არ ელის. „მაგრამ ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა უკრაინის NATP-ში მიღებაა“, - განაცხადა კულებამ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში. 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო - რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს  

საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლგბტ კვირეულთან დაკავშირებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს", არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. საპატრიარქოს თანახმად, „საჭიროა დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა“. „ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული ,,ლგბტ კვირეული", რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს. მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მისივე თანახმად, „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა“. „ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით. ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ, დღეს შეიძლება, განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ტიტანიკის“ მგზავრის წერილი აუქციონზე გაიყიდა

"ტიტანიკზე" ურუგვაელი მგზავრის მიერ დაწერილი წერილი, მონტევიდეოში აუქციონზე 12000 დოლარად გაიყიდა. წერილი 71 წლის ბიზნესმენმა რამონ არტაგავეიტია გომესმა (1840-1912) მის ძმას ადოლფოს მისწერა. წერილი გაიგზავნა ქუინსთაუნიდან (ირლანდია) ტრანსატლანტიკური საკრუიზო გემის ჩაძირვამდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე, იტყობინება Zorilla აუქციონის სახლი. ტენიანობით გაჟღენთილ ფურცელზე დაწერილიდან ირკვევა, რომ არტაგავეტია გომესი გაოცებულია თავისი მდიდრული პირველი კლასის გარემოთი და წერს: „ყველაფერი ახალი და მდიდარია“. წერილში ასევე შედიოდა ადრესატის მიერ დამატებული ჩანაწერი: „ბოლო წერილი, რომელიც ჩემმა ძვირფასმა ძმამ, რამონმა დაწერა“.  

უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს მტრის საბრძოლო მასალის საწყობსა და საჰაერო თავდაცვის ობიექტს - გენშტაბი

„დღე-ღამის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 რაიონს, საბრძოლო მასალის საწყობს, 27 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ობიექტსა და მტრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე, გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღე-ღამის განმავლობაში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ კი ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაახლოებით 80-ჯერ გახსნა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონებს, 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 1 - მართვის პუნქტს.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

გაიაშვილის თქმით, ზელენსკი შეცდომაში შეიყვანეს

Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“. გაიაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომაში შეიყვანეს. „უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამათუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს. რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ. მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ კადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია კეთილსინდისიერად ვემხახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება“, - აცხადბეს თამაზ გაიაშვილი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

სალომე ზურაბიშვილი: უნდა იყოს კონტროლი რუს ინვესტორებზე

პირველ ივლისს გამართულ პანელური დისკუსიის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუს ინვესტორებთან მიმართებით კონტროლის მექანიზმის მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოქმედებდეს კონტროლი რუს ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ რუსები კვიპროსიდან, რუსები ისრაელიდან და ა.შ. - „რაში სჭირდებათ მოქალაქეობა, როცა აქ ბიზნესის წარმოება და ბინადრობა მარტივია?“ - იკითხა სალომე ზურაბიშვილმა. ხსენებულ საკითხზე მან პანელური დისკუსიის იმ ნაწილში ისაუბრა, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეობის მინიჭების კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრებ ადამიანებზე და ამბობს, რომ მათთვის მოქალაქეობის მინიჭება საფრთხე არ არის, თუმცა „საფრთხილოა რუსი ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭება და აუცილებელია მეტი კონტროლი“. „რაც ეხება რუსებს, მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთში მაცხოვრებელი წარმოშობით ქართველები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სურვილი აქვთ, რომ დაბრუნდნენ, რომ წარმოადგენენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე ის რუსი მიგრანტები, რომლებსაც მკლავებს ვუხსნით და ვეუბნებით  - შემოდით. კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს არა ქართული წარმოშობის, რომლებიც ვითომ შემოდიან ინვესტიციებით, ხან პატარა, ხან უფრო დიდი, მაგრამ ამ ქვეყანაში სადაც ინვესტიცია, ბიზნესის წარმოება, ბინადრობა ძალიან მარტივია, რაში ჭირდება რუსს, რომ მოქალაქეობა მივცე? ეს საინვესტიციო ნაწილი ჩემს ხელშია ჯერჯერობით, კიდევ კარგი. ესეც საჭიროა, უფრო მეტად გაკონტროლდეს. დღევანდელი სანქციების პირობებში მნიშვნელოვანია მეტი ზედამხედველობა იყოს, ორნიშნულიანი ეკონომიური ზრდა არ არის ყველაფრის ახსნა და გამართლება, უნდა იყოს კონტროლი რუს ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ რუსები კვიპროსიდან, რუსები ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხი ბოლომდე მიყვანილი არ არის. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, მოქალაქეობა ავტომატურად უნდა დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ჩამოერთვა იმ მიზეზით, რომ არ შეიძლებოდა, ორმაგი მოქალაქე ყოფილიყო. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ტესტებიც უნდა იყოს ძალიან მარტივი. „ჩემი ადმინისტრაცია მუშაობს იუსტიციის სამინისტროსთან სამი წელია, ვეხვეწებით, რომ გავამარტივოთ, რადგან „ფეისბუქში“ მომდის უცხოეთიდან N-რაოდენობის შეტყობინებები ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ: რატომ არ მეძლევა მოქალაქეობა, რატომ ჩვენი შვილებისთვის არ შეიძლება, რატომ არის ტესტირება რთულია, აღარაფერს ვამბობ თანხებზე, რომელიც საკმაოდ სერიოზული თანხებია, რატომ არის ისეთი კითხვები, როცა კომისიაზე შევდივართ, რომელიც ამჟღავნებს კომისიის წევრებისგან დამოკიდებულებას - „უფრო არ მივცეთ, ვიდრე მივცეთ“, რაც არ წერია კანონში. დღეს მე გავიგე, რომ პარლამენტში რაღაც დემოგრაფიული კრიზისის გადალახვას ვაპირებთ, დემოგრაფიული კრიზისი იწყება იმით, რომ ხალხი არის გასული ქვეყნიდან - მილიონი თუ მილიონნახევარი. ჩვენთვის ისინი დასაკარგი არ არიან. არსებობს ისრაელი, რომელსაც აქვს დაახლოებით, იმავენაირი დემოგრაფიული პრობლემა და მიდგომა, რომ სამშობლო უნდა გაძლიერდეს. თუ ეს მიდგომაა ჩვენი, მივცეთ, დავუბრუნოთ ვისაც წავართვით, რადგან ორმაგი მოქალაქეობა არ შეიძლებოდა, იმათ დავუბრუნოთ მარტივად, ავტომატურად ვიტყოდი. დანარჩენი, ტესტები თუ არის, იყოს ძალიან მარტივი. ეს იყო მოტყუება ჩვენი მოქალაქეების, როცა ითქვა, რომ მიღებულია კანონი, რომელიც ამარტივებს მოქალაქეობის მიღებას, არაფერს არ ამარტივებს, გარდა იმისა, რომ კომისიისთვის არის გამარტივებული მუშაობა, ანუ კომისიაზე აღარ გახვალ თუ ჯერ ტესტებში არ მიიღე საკმარისი ქულები”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან აქვს საუბარი იმაზეც, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს უფლებამოსილება, გადახედოს კომისიის გადაწყვეტილებას. „კომისიაში მაქვს ორი ხმა, არა უმრავლესობა, ჩემი წევრები კომისიაში მუდმივად დადებით შეფასებას იძლევიან თუ არ არის უსაფრთხოებიდან რაიმე ნიშანი, რომ ამ ადამიანზე რაიმე კითხვებია. პრობლემა იმაშია, რაც დღემდე ვერ შეცვალე, რომ წერილები გადის და ასევე სიტყვიერი შეტყობინება კომისიიდან, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და მერე ჩემთან მოდის ზღვა წერილები, რომ გეხვეწებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ. ამ დროს არ მაქვს უფლება შევცვალო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მსჯელობა, მე ვეუბნები, რომ ან მომეცით ეს უფლება, რომ გადავხედო და ვიღებ პასუხისმგებლობას, ან ნუ აგზავნით წერილებს, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნიშნავს ამას, რომ მე მაქვს უფლება გადაწყვეტილების შეცვლის. ეს არის გამოსასწორებელი და გასამარტივებელი რეალობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ზელენსკი რივნეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვია და უსაფრთხოების ზომები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რივნეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვია და რეგიონული უსაფრთხოების ზომები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროს კირილ ბუდანოვისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ სურათზე. ზელენსკიმ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ, კირილ ბუდანოვისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ სურათზე. ამასთან, ბელორუსის საზღვარზე სიტუაციისა და ატომურ სადგურზე შესაძლო საფრთხეების შესახებ გაესაუბრა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრების მთავარი თემა იყო უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების გაძლიერების ღონისძიებები. კონტექსტი ბუდანოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს და აფეთქების საშიშროება არსებობს. უკრაინის ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუდმივი შეშფოთება არსებობს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოიპოვეს. შეშფოთება უფრო მზარდია იმის გამოც, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ეს ელექტროსადგური, როგორც სამხედრო ბაზა, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავდასხმების განხორციელებისთვის, რუსულმა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ივლისს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ლოკალური აფეთქების სერიოზული საფრთხე არსებობს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავიაშოუ უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა საერთაშორისო ავიაშოუ MAKS-ი უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა. თავის რეგულარულ განახლებაში, სამინისტრო განიხილავს ვარაუდს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დრონების თავდასხმებმა შეუწყო ხელი, რაც ბოლო დროს რუსეთში არცთუ ისე იშვიათია. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომმა და თანმხლებმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის სამოქალაქო ავიაციასა და საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიას დიდი ზიანი მიაყენა. კონტექსტი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ერთდღიანი „აჯანყების“ შემდეგ არ უნახავთ. ვარაუდობენ, რომ ის დაკავებულია. CNN-ის ინფორმაციით, რუსი გენერალი სუროვიკინი, რომლის დაკავების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, „ვაგნერის” საპატიო წევრი იყო  

ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს

ავსტრიას სურს, შეუერთდეს ევროპის ცის ფარის ინიციატივას, რომელიც გერმანიამ 2022 წელს უკრაინის ომის ფონზე დაიწყო. „ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საერთაშორისო მედიის თანახმად.  მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან. „ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციისთვის, გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.  

„აზიმუტმა“ და „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე გაზარდეს - მედია

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ და ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ გაზარდეს მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენის სიხშირე. რადიო თავისუფლების თანახმად, „აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა - ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დამატებითი რეისები 5 ივლისიდან იფრენს. „ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა. ოფიციალურად ავიაკომპანიას ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე უკვე შესაძლებელია ამ რეისებზე ბილეთების შეძენა. ახალი ფრენები ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დაემატება. შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისს შორის კვირაში 24 რეისი შესრულდება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“.  რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს  

პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გზავნის

Reuters-ის თანახმად, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გაგზავნის. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ბელორუსის საზღვარზე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს“.  „ისინი შეუერთდებიან 5000 მესაზღვრეს და 2000 ჯარისკაცს, რომლებიც ამ საზღვრის უსაფრთხოებას იცავენ. პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ შაბათს ბელორუსიდან პოლონეთში არალეგალურად გადასვლა 187-მა ადამიანმა სცადა. კონტექსტი გასულ კვირას ვარშავამ გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელორუსში გადასვლის გამო უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტა. „ვაგნერის“ ბელორუსის ტერიტორიაზე ყოფნის გამო, პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ. ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, NATO მეორე სამიტს მადრიდის შემდეგ, ვილნიუსში ჩაატარებს. ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან. ლიეტუვა განსაკუთრებულად ემზადება და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვეყანამ ამ მიზნით უკვე გამოყო 3000 ჯარისკაცი. პარალელურად, გერმანია კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ამის პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას მოითხოვდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ

ერმაკი: მადლობა ქართველებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი ქართველი მებრძოლების დაღუპვაზე საუბრობს. ერმაკის სოციალურ გვერდზე ტექსტი ქართულად გავრცელდა. „ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ. ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, საქართველოში პირველ ივლისს ჩამოასვენეს.  

ზელენსკი: ყველა, ვინც ეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, ყველა, ვინც რუსეთს ეხმარება, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს. ასე გამოეხმაურა ზელენსკი უკრაინის მიერ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას. ამ პაკეტში „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილიც მოხვდნენ. „დღეს გამოქვეყნდა უკრაინის სანქციების კიდევ ერთი პაკეტი იმ პირების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება. სანქციები მივიღეთ 300 კომპანიისა და 200 ინდივიდუალური პირის წინააღმდეგ, მათ შორის არ არიან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები. მსოფლიოში ყველა, ვინც დაეხმარება აგრესორს, უკრაინისა და მთელი მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა. Georgian Airways-ის საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“.  რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს  

ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა. უკრაინული მედიის თანახმად, ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები. „რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალების აკვატორიაა. მტერი იმედოვნებდა, რომ ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები ვერ გაუძლებდა რუსეთის დარტყმებს. ჩვენი მეომრების გამბედაობამ და ოსტატობამ გაანადგურა და ზღვაში ჩაახრჩო მტრის იმედები“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად

უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. რადიო თავისუფლების ევროპული ბიური წერს, რომ უკრაინა შავი ზღვის განაღმვის თაობაზე გაფრთხულებით გამოდის. მისივე თანახმად, ვიცე-ადმირალმა და უკრაინის ფლოტის მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ 2 ივლისს ArmiyaInform-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი „გეგმავს, დაიწყოს ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაცია... შავ ზღვაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე". მისივე თანახმად, „არსებობს გარკვეული შეთანხმებები" NATO-ს წევრ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა სამუშაოში. ნეიჟპაპას თანახმად, გასულ თვეში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ ნაღმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მდინარე დნეპრზე განლაგებული რუსეთის სხვადასხვა თავდაცვითი მოწყობილობა შავ ზღვაში ჩაირეცხა.  

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 40-მდე დიპლომატმა და თანამშრომელმა რუმინეთი პირველ ივლისს, გვიან დატოვა, რადგან რუმინეთის მთავრობამ მოსკოვს, ქვეყანაში თავისი წარმომადგენლობის შემცირების ბრძანებით 8 ივნისს მიმართა. რუმინეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის შემცირება ბუქარესტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აჩვენებს.  ბრძანების ფარგლებში, მოსკოვი იძულებული იყო, გაეუქმებინა 51 პოზიცია, თუმცა რამდენიმე უკვე ვაკანტური იყო - საბოლოო ჯამში, ქვეყნის დატოვება 40 პირს, მათგან 11 დიპლომატს მოუწია. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და NATO-ს რიგმა ქვეყნებმა შეზღუდეს.  

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა. მისი თქმით, „აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს". „არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება", - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი". ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ არძინბა მანამდე თურქეთში იმყოფებოდა.  

გაეროს წარმომადგენელი: მადლობა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება

მადლობა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა თბილისში მიმდინარე პრაიდთან დაკავშირებით. ნიკ ბერესფორდის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრებით „პრაიდ კვირეულის“ პირველ დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები. ძალიან მოხარულები ვართ, რომ თემის წევრები აქტიურად იკრიბებიან და იმედია, ძალიან საინტერესო და მხიარული საღამო და ღონისძიება გამოვა. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ღონისძიების უსაფრთხოება დაცულია და თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ, გაერო დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უფლებები არის ყველასათვის და ვერ გავარჩევთ და ვერ დავიცავთ შერჩევით. ყველას აქვს უფლება იყოს ის, ვინც არის. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც უნდა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც უნდა“, - განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალით“ დასრულდება. დღევანდელ ღონისძიებას ლგბტქ+ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.  

ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც სამედიცინო მიზნით ფსიქოდელიური საშუალებების ლეგალიზება მოახდინა

ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ფსიქიატრებს საშუალება მისცა, დანიშნონ ფსიქოდელიური საშუალებები დეპრესიის ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მქონე პაციენტებისთვის, იუწყება BBC. პირველი ივლისიდან ავსტრალიაში ფსიქიატრებს შესაძლებლობა აქვთ, ექსტაზი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ დანიშნონ, ფსილოციბინი კი - დეპრესიის სამკურნალოდ. „ფსიქოდელიური საშუალებების გამოყენებაზე მონიტორინგი დაწესდება და არა იქნება ასე - „მოდი, აიღე და წადი", - განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის მკვლევარმა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში, ექიმმა მაიკ მასკერმა. „მე წავიკითხე ისტორიების შესახებ, სადაც ადამიანებს ჰქონდათ, რასაც თქვენ ეძახით, ცუდი გამოცდილება, ან რეალურად მათ ხელახლა განიცადეს ტრავმა, ამიტომ, ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა ექიმმა მასკერმა.  

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება. „საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდზე ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30 #805 ბათუმი-თბილისი 14:30 #802 თბილისი-ბათუმი 08:00 #803 ბათუმი-თბილისი 08:10 #808 თბილისი-ბათუმი 10:35 #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40 #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50 #18 თბილისი-ქუთაისი 08:50 #873 ფოთი-თბილისი 07:20 #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00 #17 ქუთაისი-თბილისი 12:25 საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50 #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50 „სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.