ძებნის რეზულტატი:
რუსული მედია: Georgian Airways თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს
რუსული სამთავრობო მედია, TACC-ის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს 5 ივლისიდან იწყებს. მათივე ცნობით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. მისივე თანახმად, ნიცის გარდა, Georgian Airways ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკის მიმართულებით ასრულებს. უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways სანქციები პირველ ივლისს 10 წლის ვადით დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას. ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს. გაიაშვილის თქმით, ზელენსკი შეცდომაში შეიყვანეს. 20 მაისიდან Georgian Airways თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს. რა სახის სანქციები დაუწესა უკრაინამ „საქართველოს ავიახაზებსა“ და თამაზ გაიაშვილს
ბურჭულაძე ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შვედური მწარმოებლის ხელმძღვანელს შეხვდა და სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს. თავდაცვის სამინსიტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ SAAB-ის პრეზიდენტს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ იოჰანსონს შეხვდა. ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც. შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
ირაკლი კობახიძე: 5 ივლისის დანაშაულს სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები არ ჰყავდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა კობახიძის თქმით, ორგანიზება ნიშნავს, როდესაც ამბობენ, „წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და კონკრეტულ ადამიანზე ვიძალადოთო, [5 ივლისს] კი ასეთი არ იყო“. „სამართლებრივად, ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე შეუძლებელი იყო. არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც დანაშაულის ორგანიზება მოხდა. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 7-8 მარტს, როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, მაშინ პირდაპირი მოწოდებები იყო, ორგანიზებული იყო შეკრება და მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. ამ ალყას მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტები. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს დაბალი სტანდარტია და ძალიან სარისკოა. იმის თქმა მინდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სამართლებრივი მოცემულობა ესაა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი. დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას - მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანსო. ორგანიზატორი ნიშნავს, წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და ვიძალადოთ კონკრეტულ ადამიანზე - ასეთი [მოწოდება] არ იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება წელს, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, კობახიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. გახსოვთ, სამწუხაროდ, როგორ წარიმართა 5 ივლისს მოვლენები. სპონტანური ძალადობა იყო და ამიტომ გაუჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. ამას ობიექტური რეაგირება ჰქონდა. მაგრამ, მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება გარკვეული ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში. იქაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით ისარგებლებს ყველა უწყება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები „პრაიდის კვირეულის“ გამართვას გეგმავდნენ, მსვლელობის დაწყებამდე კი, რუსთაველის გამზირზე კონსერვატიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს და მედიის წარმომადგენლებსა და სხვა მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს. შსს-მ 27პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია, რომელთა ნაწილმაც ევროპულ სასამაართლოს მიმართა. მათ ინტერესებს საია იცავს.
პაპუაშვილი: ფაქტია, ვიღაც ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს, რა თქმა უნდა, არ დაეხმარება უკრაინას. „დღეს, რაც უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი რუსეთთან. თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა, არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინისთვის არის საზიანო და მეორე, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ამით, ძირითადად, ხარობენ ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე საუბრისას ასახელებს „ერთადერთ საკითხს“, რაზეც „კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია“
დაიწყება თუ არა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ამ შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, არის ის, თუ „როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც 5 საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი.“ „რომ შევკრიბოთ და ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით მას 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანი აცემინა - კობა დავითაშვილზე ვსაუბრობ. ასევე, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო და წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები. პაპუაშვილი: ფაქტია, ვიღაც ცდილობს, საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი სულ ახლახან მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე- გია ლორთქიფანიძე, რომელიც ორგანიზატორი იყო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარვის და არეულობის ორგანიზების. ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს. მე პირადად ველი, რომ ეს ორი ადამიანი საქართველოსთვის იქნას გადმოცემული. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების გადმოცემას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იაპონიის უდიდეს პორტზე კიბერშეტევა განხორციელდა
კიბერშეტევის შემდეგ, იაპონიის უდიდეს პორტში ოპერაციები შეჩერდა. შუადღის მდგომარეობით, პორტი მისაბმელიანი კონტეინერების ჩატვირთვას და გადმოტვირთვას ვერ ახერხებდა. ამის შესახებ იაპონური მედია წერს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ ოპერატორმა პორტის სისტემის აღდგენის სანაცვლოდ, ე.წ. გამოსასყიდის მოთხოვნა მიიღო. სისტემის გაუმართაობა 4 ივლისს დილით დაფიქსირდა. Ransomware არის მავნე პროგრამა, რომელიც შიფრავს მონაცემებს და წვდომის აღდგენის სანაცვლოდ გადახდას ითხოვს. ნაგოიას პორტი, იაპონიის უდიდესი პორტია მთლიანი ტვირთის გამტარუნარიანობით და პასუხისმგებელია ტოიოტას მანქანების ზოგიერთ ექსპორტზე.
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 1048-მდე გაიზარდა
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 494 ბავშვი დაიღუპა და 1048 დაშავდა. ამ ცნობას უკრაინის გენერალური პროკუატურა ავრცელებს. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 472, ხარკოვის ოლქში - 297, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 113, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, მიკოლაევის ოლქში - 89, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 83, ჩერნიგოვის ოლქში - 71 და ლუგანსკის ოლქში- 67. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს
ჩინეთის საგარეო უწყება ჯოზეფ ბორელის ვიზიტის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტს ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს. „ჩინეთი დიდად აფასებს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და ინარჩუნებს კონტაქტებს ევროპულ მხარესთან ყველა დონეზე და ყველა სფეროში. ჩვენ მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის ვიზიტს ჩინეთში ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ევროკავშირთან ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა. გუშინ, 4 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა.
ალიევის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამჟამად, საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით გაერო, არ ამართლებს კაცობრიობის მოლოდინებს. ალიევის შეფასებით, გაერო სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს. „ჩვენ მომხრე ვართ უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების, რათა ის უფრო წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს. მოხარული ვარ, რომ დღეს მსოფლიოში მზარდი კონსენსუსია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალიევმა ბაქოში მიუმხრობლობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ერთი მუდმივი ადგილი უნდა მიენიჭოს მიუმხრობლობის მოძრაობას. მიუმხრობლობის მოძრაობა (ინგლ. Non-Aligned Movement) — საერთაშორისო მოძრაობა, აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანას, რომელთა მიზანია, არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში. მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა ბანდუნგის კონფერენცია 1955 წელს და იოსიპ ბროზ ტიტოს, გამალ აბდელ ნასერისა და ჯავაჰარლალ ნერუს სამხრივი მოლაპარაკებები 1956 წელს. ცნობისთვის, გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში არაერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება.
ევროკავშირი-EBRD-ის ანგარიში: რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მკვეთრად გაზარდა ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული, ეფექტიანი სავაჭრო გზების გამოვლენის აუცილებლობა
EBRD-ისა და ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მკვეთრად გაზარდა ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული, საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიანი სავაჭრო გზების გამოვლენის აუცილებლობა. მისივე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სატრანზიტო ტვირთი ჯერ კიდევ ნებადართულია რუსეთის სარკინიგზო ქსელზე, ბევრმა ოპერატორმა და ევროპულმა კომპანიამ დაიწყო ალტერნატივაზე ფიქრი და ტრანსკასპიური დერეფნების სიცოცხლისუნარიანობის შესწავლა. კვლევა ყურადღებას ამახვილებს როგორც მის პოტენციალზე, ისე, არსებულ ხარვეზებზე. მაგალითად, ქვეთავში - ტრანსკასპიური დერეფნები როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, ვკითხულობთ, რომ ევრაზიის სარკინიგზო ალიანსის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირის ჰაბებსა და ჩინეთს შორის ტრანსპორტირების მოცულობა ჩრდილოეთ დერეფნის გავლით, 2022 წელს 31,9 პროცენტით დაეცა. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ მოვლენების ფონზე ტრანსკასპიური დერეფნების შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. დოკუმენტში მოყვანილია ყაზახეთის რკინიგზის მონაცემები, რომლის თანახმად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ მოძრაობა 2,5-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს ტვირთების გადაზიდვამ 1,5 მილიონ ტონას მიაღწია. თუმცა ამავე კვლევის თანახმად, ასევე გამოავლინდა მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის პრობლემები, შეფერხებები და სიმძლავრის დეფიციტი მარშრუტის გასწვრივ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ) იდენტიფიცირებულია, როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. მისივე თანახმად, CTCN-ს აქვს შემდგომი განვითარების უდიდესი პოტენციალი, რადგან ის იძლევა არამხოლოდ სატრანსპორტო ქსელის განვითარების საშუალებას, არამედ, ასევე შეუძლია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ განვითარებას ცენტრალურ აზიაში. „ამ რეგიონს აქვს ვრცელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც შესაძლოა, შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისა და პროექტების კოორდინირებული განხორციელების საფუძველი გახდეს“, წერია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა. ასევე გაეცანით: ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
პრემიერის თქმით, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზე EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს მატეო პატრონეს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ალკის ვრენიოს დრაკინოსი წარუდგინა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის მოქმედი რეგიონალური დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც საქმიანობას 30 აგვისტოს ასრულებს, ალკის ვრენიოს დრაკინოსი კი, საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ალკის ვრენიოს დრაკინოსს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, კატარინა ბიორლინ ჰანსენს კი, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და ალკის ვრენიოს დრაკინოსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
რუსული წყაროების თანახმად, რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციას ჰაკერები დაესხნენ თავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, თავად კომპანია იუწყება. მათივე თქმით, ჰაკერულ შეტევას ხელი არ შეუშლია სალაროებისა და სადგურების ფუნქციონირებისთვის. ჰაკერებმა რუსეთის რკინიგზის სისტემები რამდენიმე წლის წინათაც უკვე გატეხეს. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კი, ჰაკერების გააქტიურებაზე მედია ხშირად წერდა. მაგალითად, გასულ თვეში რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა პუტინის „მიმართვა“, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაცისკენ მოუწოდებდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შეჭრის გამო და მობილიზაციას აცხადებდა. პუტინის „მიმართვაში“ საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონეში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე. რუსეთის პრეზიდენტის პრემდინვნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით „ეს იყო უკანონო შეღწევა“ და „ფეიკ მიმართვა.“ „რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ჩემი განკარგულებით შემოიღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებდა Meduza პუტინის „მიმართვის“ ტექტს.
რუსული მედია: პრიგოჟინს სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და ნივთები, მათ შორის, იარაღი დაუბრუნეს
ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს 24 ივნისის სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს. რუსული სააგენტო „ფონტანკა“ იუწყება, რომ პრიგოჟინი 4 ივლისს პირადად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. სააგენტოს თანახმად, 2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს. ასევე გაეცანით: მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ერეკლე კეჟერაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის შედეგად, ერეკლე კეჟერაშვილი დაინიშნა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ერეკლე კეჟერაშვილს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ტრანსპორტის სფეროში რეფორმებისა და მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში იგი იყო „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზაციის (OTIF) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო 2023 წლის მაისში „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვის მიზნით დაწყებული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. „ამ რეფორმის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება, რათა საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას, გაათავისუფლებს სარკინიგზო ოპერატორსა და ინფრასტრუქტურის მმართველს/მენეჯერს საჯარო ვალდებულებებისგან და ამით ბიზნესოპერატორებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზას, მიეცემათ შესაძლებლობა მეტად ორიენტირებული იყვნენ კომერციულ პრინციპებზე. სააგენტოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში - პირველ ეტაპზე სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, სარკინიგზო ოპერატორების, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო სასწავლო დაწესებულებების და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ომბუდსმენმა რუსთავის მოხუცთა თავშესაფრში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას - რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. „საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად უსვამს ხაზს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის კერძო დაწესებულებებში არსებულ სისტემურ დარღვევებს და შესაბამისი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების არ არსებობას. უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია. სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე. ასევე, მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 2023 წლის პურველ ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა. 5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6019 გახდა.ევროსთან მიმართებით ლარი 0.92 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 2.8316 ლარი შეადგინა.
12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პროკურატურაში ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა. „ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია“, - აცხადებენ პროკურატურაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადებით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე. ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დარჩიაშვილი უკრაინის გადაწყვეტილებაზე: აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, დღეს ამაზე რეაგირება არ გვექნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“ „გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ, ტრადიციულად, აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ, ტრადიციულად, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს, ტრადიციულად, ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი დამოკიდებულება, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
რატომ ვერ ახორციელებს თავდასხმას რუსეთი უკრაინაზე ხმელთაშუა ზღვიდან
ხმელთაშუა ზღვიდან რაკეტების გაშვებამ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციისთვის არასასურველი საერთაშორისო რეზონანსი გამიოწვიოს. კერძოდ, უკრიანის გენშტაბი განმარტავს, რომ შიდა წყლებში გემების შესვლის აუცილებლობა და NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის გავლით რაკეტების ფრენის საკითხი დგება. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი ჰრომოვმა განაცხადა, რომ მტერს ტექნიკურად ხმელთაშუა ზღვიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა აქვს. მისივე განმარტებით, რაკეტების დიაპაზონი დაახლოებით 1500 კმ-ია, რაც რუსეთის ძალებს უკრაინის სამხრეთ რეგიონებში სამიზნეების წინააღმდეგ მათი გამოყენების საშუალებას აძლევს. ამავდროულად, ჰრომოვმა ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს ალიანსის ამჟამინდელი კონსოლიდაციის გათვალისწინებით, რუსეთის ასეთი ქმედებები ნაკლებად სავარაუდოა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.