ძებნის რეზულტატი:

კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს მკაცრ რეაქციას უკრაინის მხრიდან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მათი დამოკიდებულების გამო. მისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. „ხვალ დილით (4 ივლისს) საქართველოს ელჩი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი, ის გაემგზავრება საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა და დაგვიბრუნოს ჩვენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე“, - წერია კულებას განცხადებაში. ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს  

მოსკოვთან, სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის ფონზე, ვნუკოვოს აეროპორტი დახურული იყო

მოსკოვის ოლქის დაბა კუბინკაში მდებარე სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებკრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან. სამხედრო ობიექტი დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 36 კილომეტრში მდებარე კუბინკაში საავიაციო ბაზა და საჰაერო-სადესანტო ძალებს ბრიგადაა განთავსებული. „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დრონები გაანადგურეს დასახლება ვალუევოს მინდორში, რის შედეგადაც „არავინ დაშავებულა“. ვალუევო მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებშია 2012 წლიდან. რუსეთის დედაქალაქისთვის ამ პერიოდიდან შეერთებულ ტერიტორიებს „ახალ მოსკოვს" უწოდებენ. ტელეგრამ-არხის, 112-ის ცნობით, გამთენიისას, დრონით დარტყმა ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ადმინისტრაციულ შენობაზე განხორციელდა. დღეს დილიდან არ მუშაობდა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. რუსულ სააგენტო „ტასს“ აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თვითმფრინავების მიღება-გაშვება 05:10 საათიდან შეზღუდეს „აეროპორტისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო“. მიზეზი არ დააკონკრეტეს. მოსკოვის დროით დილის 9 საათისთვის, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მოსკოვი მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევაში ტრადიციულად კიევს ადანაშაულებს, რასაც უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა სოფელ სამებასთან იყო. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.  

ზელენსკი: NATO-ში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივაცია იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ახლავე მიიწვიოს უკრაინა NATO-ში.  უკრაინული მედიის ცნობით, CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არის „გადაწყვეტილების მიმღები“ იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში. „ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს NATO“, მაგრამ ახლა მოწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივაცია იქნებოდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში ნამდვილად იქნები მოკავშირეების გვერდით", - განაცხადა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ესმის, უკრაინა NATO-ში ვერ იქნება ომის დასრულებამდე. „NATO ადგენს, რომ ტერიტორიული დავების მოგვარება არის “ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, მოიწვიოს თუ არა სახელმწიფო ალიანსში გასაწევრიანებლად". „ჩვენ ყველაფერი გვესმის", მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

Meta Twitter-ის მსგავს პლატფორმას უშვებს

Meta მიკრობლოგის აპის, Threads-ის გაშვებას გეგმავს. Threads-ი ქსელში სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩაეშვება. Reuters-მა Meta-ს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. სიახლეს Meta-სგან წინ უძღვის მისი კონკურენტის განცხადება, რომლის თანახმად, Twitter-ი გარკვეულ შეზღუდვებს ნერგავს. მასკის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა მომხმარებლების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.  

კობახიძე: სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია

სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე. საუბარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება „უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ, ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავად აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. თუმცა, ამაზე ღრმად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მედია: კაცი, რომელმაც მოლდოვის აეროპორტში ორი ადამიანი მოკლა, კლინიკაში გარდაიცვალა

ტაჯიკეთის მოქალაქე რუსტამ აშუროვი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი მოკლა, დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მანამდე, თურქეთიდან რეისით ჩამოსულ ტაჯიკეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა. სროლა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში 30 ივნისს მოხდა. ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო და მოლდოვაში გაიქცა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ. თავდაპირველად, მოლდოვამ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ აქტზე აღძრა, თუმცა მოგვიანებით, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობად გადააკვალიფიცირა.  

კობახიძე: არავის დაუყენებია მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ევროკომისიის მიერ განსაზრული პრიორიტეტები პრინციპულად შეასრულა და საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. მისივე თანახმად, ევროკავშირის გადაწყვეტილება ფაქტებზე თუ იქნება დაფუძნებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად ეკუთვნის. „ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია. „მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. „როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე შეამოწმებდა.  

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საბრძოლო თვითმფრინავების გარეშეც კი, უკრაინას აქვს უპირატესობა რუსეთთან

უკრაინა არ მიიღებს თანამედროვე დასავლურ გამანადგურებლებს, ვიდრე მისი კონტრშეტევა არ დასრულდება, განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეიტენანტმა რობ ბაუერმა ბრიტანულ რადიოსადგურ LBC-თან 4 ივლისს. ბაუერის თქმით, მებრძოლების შესახებ დისკუსია მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ეს არ გადაწყდება მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კონტრშეტევისთვის. რობ ბაუერმა აღნიშნა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების გარეშეც კი, უკრაინას აქვს უპირატესობა რუსეთთან, წვრთნების, მორალის, მოტივაციისა და დასავლური შეიარაღების თვალსაზრისით. ადმირალის თქმით, უკრაინას შეუძლია რუსული თავდაცვითი ძალების უკუგდება, მაგრამ „ამას დრო დასჭირდება“. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი ტერიტორიის აღების შემდეგ, უკრაინულ ძალებს მოუწევთ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადალაგება ახლად მოპოვებული ტერიტორიის დასაცავად. ცნობისთვის, „მოიერიშეების კოალიციის“ წევრმა რამდენიმე ქვეყანამ პირობა დადო, რომ კიევს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებითა და აუცილებელი წვრთნებით უზრუნველყოფდა. ამ ქვეყნებში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, დანია, შვედეთი, ბელგია, პორტუგალია, საფრანგეთი და აშშ.  

უკრაინის ქალაქ სუმიში გლოვის დღეა

4 ივლისი უკრაინის ქალაქ სუმიში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული წარმოების დრონებით დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს და უსაფრთხოების სამსახურის შენობას. სუმის მერის, ოლექსანდრ ლისენკოს ინფორმაციით, დაიჭრა 21 ადამიანი.  

საია: 8 მარტის აქციაზე დაკავებულების პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის, შსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდამრღვევად ცნო

საიას თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის. მისივე ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს-ს, სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. „საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს. კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ცნობები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა. განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში. ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს”, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა. „ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ", - წერს მაია სანდუ Twitter-ზე. ცნობისთვის, ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება  

EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება“ „დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო“

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა სამ ივლისს გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. Europetime-მა ხსენებულ საკითხზე მხარეების პოზიციები შეკრიბა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც კვლავაც უარყოფითად მოქმედებს საოკუაპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კერძოდ, „ბორდერიზაცია“ და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას ამ თემაზე ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად. EUMM-ის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში ლომისობის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, რამაც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცა რელიგიური ადგილების მონახულების შესაძლებლობა. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას „ამავე დროს მათ გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილზე მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და მოხუცებისთვის. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარების კუთხით და წაახალისეს შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი ძალისხმევები. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში, რომელთა დროსაც, ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა შორისაც იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენები“, - განაცხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, ოკუპირებული ცხინვალიდან მონაწილეების მხრიდან მიდგომა „დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით“. „რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მათ კვლავ გააჟღერეს სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს თემა, გაჟღერდა ჩვეულ კონტექსტში, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ და ეს პოზიცია არ შეიცვლება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. 2019 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ოკუპირებულმა ცხინვალმა პროტესტის ნიშნად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად განაგრძეს. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე დისკუსია შედგა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებითაც. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. ამ თემას მიეძღვნა ვრცელი დისკუსია. დავიწყებ იმ პირებიდან, ვინც ყველაზე ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ესენი არიან კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე და მათი გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, იპრმ-ის ფორმატის მონაწილეებთან და ეს დისკურსი, რა თქმა უნდა, გადავა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც. ჩვენ ვიბრძვით, რომ ისინი უმოკლეს ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პირები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენ დანარჩენ თანამოქალაქეებს - ლევან პეტრიაშვილს არჩილ ბასნიძესთან ერთად, ორივეს გაუგრძელდა ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 19 ივლისამდე. ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფ ილურიძეს შეეფარდა ორთვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება სერგო გოგოტიშვილს და თამაზ კახაბრიშვილს, შედგა რამდენიმე ე.წ. სასამართლო სხდომა, ეს ე.წ. სასამართლო სხდომები არ დამთავრებულა და როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, ჩანიშნულია კიდევ ერთი ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვა, თუმცა თარიღთან დაკავშირებით, შეხვედრის ცხინვალელ მონაწილეებს ინფორმაცია ამ ეტაპზე თავადაც არ ჰქონდათ“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ 3 ივლისს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეების მხრიდან მიდგომა დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2023 წლის 12 სექტემბერს ჩატარებაზე.  

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ იენს სტოლტენბერგს მანდატი გაუხანგრძლივა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა მიაწოდა. კერძოდ, NATO-ს მოკავშირეები სამშაბათს (2023 წლის 4 ივლისს) გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ. მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ მდივანს მისი ლიდერობისა და ერთგულებისთვის, რომელმაც „გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე.“ „ჩემთვის პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ჩემი, როგორც გენერალური მდივნის უფლებამოსილება. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უზრუნველყო ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

სტოლტენბერგი მისთვის მანდატის გახანგრძლივების შემდეგ: ჩვენი ალიანსი ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

4 ივლისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „დღეს უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.“ კერძოდ, NATO-ს მოკავშირეები სამშაბათს (2023 წლის 4 ივლისს) გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ. მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ მდივანს მისი ლიდერობისა და ერთგულებისთვის, რომელმაც „გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე.“ „ჩემთვის პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ჩემი, როგორც გენერალური მდივნის უფლებამოსილება. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უზრუნველყო ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ იენს სტოლტენბერგს მანდატი გაუხანგრძლივა სტოლტენბერგი ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.  

Reuters: ფინეთის გაწევრიანება NATO-ს მოკავშირეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის - მაგალითები

NATO-ს ალიანსი რუსეთის კამპანიის საპასუხოდ, თავის სტრატეგიას ცვლის, ახალ ტერიტორიებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე წვდომა, მოკავშირეებს მოსკოვის შეკავების გზებს და უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის. ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს და ფინეთის გაწევრიანების შედეგებს განიხილავს. „ერთ-ერთი ასეთი მაგალითია რკინიგზის მოდერნიზაცია შვედეთის საზღვარზე, ტორნიოს ტერიტორიაზე. სამუშაო მომავალ წელს უნდა დასრულდეს, რაც ატლანტიკური რეგიონიდან მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს გაუადვილებს იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემას კემიარვიშის (ფინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი) ბაზისთვის. აღნიშნული ობიექტი მდებარეობს რუსეთთან საზღვრიდან ერთი საათის სავალზე და მურმანსკიდან შვიდი საათის სავალზე, რომელიც რუსეთის ბირთვულ ბასტიონს წარმოადგენს, - წერს Reuters-ი. სტატიის თანახმად, იმ ძალებს, რომლებიც კოლის ნახევარკუნძულის რეგიონშია განთავსებული, მოიცავს რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტი, 27 წყალქვეშა ნავით, 40-ზე მეტი სამხედრო ხომალდით, დაახლოებით, 80 საბრძოლო თვითმფრინავითა და ბირთვული ქობინისა და რაკეტების მარაგით. ეს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (FIIA) მონაცემებია. NATO-სთან კონფლიქტის შემთხვევაში, ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი ამოცანად დარჩება ბარენცის ზღვის კონტროლი და ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში სამხედრო ტვირთის მიწოდების თავიდან აცილება გრენლანდიის, ისლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმდებარე წყლების გავლით. Reuters-ი წერს, რომ ამ მიმართულებაზე ფინეთს შეუძლია, NATO-ს მოკავშირეებს სერიოზული დახმარება გაუწიოს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. მანამდე, როგორც მედია იტყობინებოდა, 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, NATO-ფინეთის ერთობლივ წვრთნას - „ჩრდილოეთის ტყე," 6500 ფინელ ჯარისკაცთან და ოფიცერთან ერთად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის და ასევე შვედეთის 1000-მდე სამხედრო შეუერთდა.  მოკავშირეების ერთობლივი საარტილერიო წვრთნები ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვრიდან ორი საათის სავალზე მიმდინარეობდა. ფინეთი ალიანსს ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 აპრილს შეუერთდა. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსში NATO-ს ივლისის სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხის განხილვა იქნება.  

თოყაევი: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ყასიმ ჟომართ თოყაევის კომენტარს აზერბაიჯანული სააგენტო Trendი ავრცელებს. „ეკონომიკური თანამშრომლობა დიდწილად დამოკიდებულია სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებაზე. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების მოშლის ფონზე, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ახალი კონკურენტული მარშრუტების შექმნამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თანახმად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), ანუ ე.წ. შუა დერეფანი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდას ფართო რეგიონში. „როგორც პრაქტიკული ღონისძიება, ყაზახეთი გვთავაზობს ძირითადი სტრატეგიული პორტებისა და ლოგისტიკური ცენტრების საპარტნიორო ქსელის შექმნას,“ - განაცხადა თოყაევმა.  

მედია: უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი ერთობლივ მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტთან დაკავშირებით, პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

2023 წლის ბოლოსთვის უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ სამი ქვეყნის დამაკავშირებელი საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობისკენ, იტყობინება Trend. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამჟამად პროექტის ეკონომიკური საფუძვლებია მომზადებული. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ ეს პროექტი ჩინეთთან ტრანსპორტირების მანძილს 1200 კილომეტრით, ხანგრძლივობას კი, 10 დღემდე შეამცირებს.  13 ივნისს ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანზე პირველმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 14 სექტემბერს სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. რკინიგზას საერთო სიგრძე 523 კილომეტრი ექნება: ჩინეთში - 213 კილომეტრი, ყირგიზეთში  - 260 კილომეტრი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 90 გვირაბს და 50 კილომეტრის საბოლოო მონაკვეთს უზბეკეთში.  

ესპანური Talgo უზბეკეთისთვის დამატებითი ელექტრომატარებლების მიწოდებას გეგმავს

საქალაქთაშორისო, სტანდარტული და მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებლების ესპანელმა მწარმოებელმა Talgo-მ უზბეკეთისთვის დამატებითი, სარკინიგზო მატარებლების მიწოდების ინტერესი გამოთქვა. იტყობინება აზერბაიჯანული მედია. ეს საკითხი ესპანეთში უზბეკეთის ელჩ, იაჰონგირ განიევსა და Talgo-ს თავმჯდომარე, კარლოს დე პალაციო ორიოლს შორის შეხვედრაზე განიხილეს. Talgo მზადაა, აწარმოოს და მიაწოდოს უზბეკეთს 4 კომპლექტი Afrosiyob-ის ელექტრო მატარებლები. მთლიანი შეკვეთა სავარაუდოდ, ესპანეთის მთავრობას დაქვემდებარებული ფონდიდან (FIEM) გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების მოზიდვის შედეგად დაფინანსდება.