ძებნის რეზულტატი:
ერმაკი: არ არსებობს იმის გარანტია, რომ უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმების დროს, რუსული რაკეტები შემთხვევით არ მოხვდება მეზობელ ქვეყნებში
არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინაზე ტერორისტული თავდასხმების დროს, რუსული რაკეტები შემთხვევით არ მოხვდება მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა გააკეთა. ერმაკის თქმით, წუხელ რუსეთმა ლვოვში საცხოვრებელ კორპუსს სარაკეტო დარტყმა მიაყენა, რაც „მორიგი ტრაგედია და ტერორისტული აქტია“. „რუსეთი აწარმოებს რაკეტებს, იყენებს დასავლურ კომპონენტებს, გვერდს უვლის სანქციებს. მისი შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება,“ - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, უკრაინას იმაზე მეტი საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა სჭირდება, ვიდრე ახლა აქვს. ერმაკის თქმით, NATO-ში გაწევრიანება იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი მრავალი წლის განმავლობაში.“ „ამის გარეშე, რუსეთის რეჟიმი, თუ ის შეინარჩუნებს მთლიანობას, შეძლებს, გააგრძელოს საჰაერო ტერორი.“ „არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინის ტერორის დროს, არცერთი რუსული რაკეტა არ მოხვდება შემთხვევით მეზობელ ქვეყნებში. NATO პუტინის შიშის გარანტიაა. ისინი მშიშრები არიან, რასაც ფინეთი ამტკიცებს. აუცილებელია ამ ყველაფრის საბოლოოდ შეჩერება“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „შეცვლის ევროპის ისტორიას და შეინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის გაძლიერებით.“
უკრაინის საგარეო უწყება თეთრი სახლის განცხადებაზე: უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ომის პირობებში ამდენ რეფორმას ახორციელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. „ამჟამად, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა უკრაინის გარდა, რომელიც ახორციელებს ამდენ რეფორმას მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში. უკრაინის ფუნდამენტური შიდა გარდაქმნები აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლენკომ. ნიკოლენკოს მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთი რეფორმა დაუმთავრებელი რჩება. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთის როლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება. „როგორც კი ჩვენი პარტნიორები მოსკოვში უკან გაუხედავად განიხილავენ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხს, ცხადი გახდება, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინის ამ ეტაპზე მიწვევა შეესაბამება მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკრაინასა და ზოგადად ევროპაში მშვიდობის აღსადგენად და მომავალში რუსული აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ნიკოლენკომ. შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. ამასთან, მან მოიყვანა ჯო ბაიდენის განცხადება, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც NATO-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, ვიდრე ისინი ალიანსს შეუერთდნენ.
ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს
ფინეთის ელჩი რუსეთში ხუთშაბათს დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, იტყობინება კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო TASS-ი. მისი მიხედვით, „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო. მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს. პრეზიდენტი საული ნიინისტო Twitter-ზე წერს, რომ დიპლომატების გაძევება და სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს შესახებ შეთანხმების გაუქმება არის "მკაცრი და ასიმეტრიული პასუხი" ფინეთის გადაწყვეტილებაზე.ნიინისტო ამბობს, რომ ფინეთი „ამზადებს მსგავს ღონისძიებას“ და მიანიშნებს რუსეთის უფლების გაუქმებაზე, ჰქონდეს გენერალური საკონსულო ტურკუში (ქალაქი ფინეთში). ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის ქმედითი ნაბიჯი არის „გადაჭარბებული პასუხი“. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა.
უკრაინამ 45 დამცველი და 2 იძულებით დეპორტირებული ბავშვი დაიბრუნა
6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა 45 დამცველი. „დღეს კარგი ინფორმაციაც გვაქვს. ჩვენ შევძელით ტყვეობიდან დაგვებრუნებინა შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის 45 მებრძოლი და ორი სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები და ასევე დაჭრილი სამხედროები“, - წერს ერმაკი ტელეგრამ არხზე. ირკვევა, რომ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან თანამშრომლობით, შტაბმა ასევე მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დეპორტირებული კიდევ ორი ბავშვის დაბრუნება. მათი დედა, სამხედრო მედიკოსი, რუსული ტყვეობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. სამთავრობო პორტალის Children of War-ის ცნობით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 19 493 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა ან ძალის გამოყენებით გადაასახლა. სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა 2022 წლის 11 მარტიდან რუსეთთან 47 ტყვეთა გაცვლა უზრუნველყო. ამ დროის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან 2576 ადამიანი გათავისუფლდა.
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე პირველ კომენტარს აკეთებს
საქართველოს საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. „ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო. რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, ანალიზები ჩაიტარა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი. რადგან ეს მაინც არის პირადი ინფორმაცია, არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა. [სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის] მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზები გადამოწმდეს და საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ თუ არის რაიმე შანსი, ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამისი პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს. მეუფე კლინიკაში არც ყოფილა, თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, უბრალოდ იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით სისუსტეს გრძნობდა. გამორიცხული არ არის [მოწამვლას ჰქონდეს ადგილი] იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები რომ მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც დეკანოზი ამბობს, შესაძლებლობა, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლა გარედან ყოფილიყო განხორციელებული, არსებობს. „ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოირჩია, მის მიმართ სულ მუდამ მიმდინარეობს კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანის. ეს კამპანია მუდამ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელი არის, რომ უკვე მეორე, მისი ფიზიკური განადგურების ეტაპი დადგეს. ზოგადად, ეს ეტაპი არის. პირველი ეტაპი ცხადი იყო, ყველა ვხედავდით. ამიტომ ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია ეს ერთობლივად განვიხილოთ, ამის შესაძლებლობა არის. რაც შეეხება გარედან ჩარევას, არ არის გამორიცხული, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს სხვა სახის ძიებისა და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. მეც და მეუფეც ერთად ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი. იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამის საშუალებები, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა~ პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს.
უკრაინა და ბულგარეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ - ზელენსკი სოფიაში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ. მის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ხუთშაბათს სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ბაზრის სტაბილურობა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზად არის, შეუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას. ამის შემდეგ ზელენსკის თურქეთში ელოდებიან. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მარცვლეულის ინიციატივისთვის ვადის ამოწურვამდე (17 ივლისამდე), 7 ივლისს შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტი ბულგარეთში ჩავიდა. 5 ივლისს მან Twitter-ზე დაწერა, რომ ერთი კვირა რჩება NATO-ს სამიტამდე - „ევროპაში საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე“. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. ასევე გაეცანით: უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი
ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, უკრაინას თავდაცვის მე-17 პაკეტი დამტკიცა, რომელიც სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. ახალი პაკეტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს ათწლეულების განმავლობაში, რის გამოც უკრაინის მხარდაჭერა ფინეთის უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. ფინეთის მიერ დღემდე წარდგენილი ყველა თავდაცვის პაკეტის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ფინეთი 4 აპრილიდან NATO-ს წევრია.
ბულგარეთმა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც ცნობილია, ზელენსკი სოფიაში ვიზიტით იმყოფება. ასევე ვიზიტის ფარგლებში, უკრაინისა და ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს პროკურატურა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისებას ედავება
სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს 2017 წელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა: თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა. საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს „ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ 6 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელისთვის 3-მილიონიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს პასპორტის ჩაბარებასა ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, მას სამი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და „ჩაბურული მინებით მანქანები დასდევდნენ“. „ბოლო 2-3 კვირაა, დამდევენ მანქანები, ექვსი-შვიდი მანქანა, რომლებიც მუდმივად იცვლება. სამართალდმაცაველების მანქანები, აბა, ვისი მანქანები უნდა იყოს. არ ვიცი, ეს კანონიერია თუ უკანონო, მე ამის შესახებ არანაირი განჩინება არ მქონია. მითვალთვალებენ მანქანები ჩაბურული მინებით. პოლიციელები სხედან თუ ვინ, არ ვიცი. უბრალოდ, დაფიქსირება მინდა, სამი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე მანქანები დამდევენ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.
საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო შსს-ს თანახმად, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რადიო თავისუფლების ცნობით, 6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს, დავით გარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ. ისინი ისროდნენ ქვებს და წყლით სავსე ბოთლებს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ტელეოპერატორების მიმართ და მათგან გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მომხდარის დროული გამოიძიებისკენ მოუწოდა. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან. 6 ივლისს საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური ძალადობის დროს დაზიანება მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ციციშვილმაც. ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ის პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ. „ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული "ტიტუშკები". საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, ის იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. ასევე საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი.იქ იყო ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან პენსიონერების საბანკო სესხებთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ იყვნენ ჩასული. ინციდენტის შემდეგ ხაბეიშვილმა პენსიონერებთან შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაპირისპირება 30 ივნისს, კასპშიც მოხდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას „საეჭვო წარმომავლობის“ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. „შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2! ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა, დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინის მითვისებაში ბრალდებულ ბაჩიაშვილს 2.5-მილიონიანი გირაო შეეფარდა
„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა. ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, ბაჩიაშვილს მისი კუთვნილი (საქართველოს და რუსეთის ფედერაციის) პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს. აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბულგარეთში იმყოფება, ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვთან ერთად მოაწერა ხელი უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.
ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ჩვენს რეგიონში. კონფლიქტი აფართოებს მის სივრცით მასშტაბებს“, - განაცხადა რუმენ რადევმა, რომელიც ვარაუდობს, რომ „კონფლიქტი“ გადაიზრდება გამომფიტველ ომში და არ არსებობს სამხედრო გზით მისი გადაჭრა. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც სოფიაში ვიზიტით იმყოფება, გამოთქვა იმედი, რომ ბულგარელ ხალხს „ესმის, რომ ეს კონფლიქტი კი არა - ომია, რადგან „კონფლიქტის დროს ქვეყანას მილიონობით ადამიანი არ ტოვებს“. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთს ურჩევნია, იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას. ვიზიტის დროს ზელენსკი ასევე შეხვდა ბულგარეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, რომელსაც ბულგარეთის პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიციები აქვს. „ბულგარეთი თანმიმდევრულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რადგან ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ. მისივე თქმით, .რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, 6 ივლისის შეხვედრაზე სოფიაში რუმენ რადევმა კვლავ გაიმეორა, რომ წინააღმდეგია უკრაინაში იარაღის გაგზავნის და მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. რადევი კიევის იარაღით დახმარებას ომის წაქეზებად მიიჩნევს. ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრ დენკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება პარლამენტის 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნოს. მაგრამ ბულგარეთის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.
უკრაინამ $4 მილიონის რუსული თვითმფრინავების ნაციონალიზაცია მოახდინა
$4 მილიონის ღირებულების რუსული თვითმფრინავები უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქცირებული რუსული კომპანია Rostec-ისგან, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი სახელმწიფოს, საკუთრებაში გადასცეს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სანქცირებული რუსული კომპანია Rostec-ის, $4 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის გადაცემის შესახებ, განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 6 ივლისს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა. სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავი An-140-100 უკრაინის სახელმწიფო საწარმო ანტონოვს ტექნიკური კორექტირებისთვის, ტესტირებისთვის და შემდგომი დაბრუნებისთვის გადაეცა, იტყობინება SBU. უკრაინის გამოძიების თანახმად, თვითმფრინავი ეკუთვნის რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატ Rostec-ს, რომელიც ასევე ამარაგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო თვითმფრინავებით. ამ საქმიანობისთვის Rostec-ს სანქციები დაუწესეს უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა, აშშ-მ, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, იაპონიამ და ახალმა ზელანდიამ.
NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ზელენსკი ჩეხეთში ჩადის
სოფიაში ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთში მიემგზავრება. ზელენსკიმ სხვა თემებთან ერთად, უკრაინის თავდაცვის დახმარებისა და NATO-ს მომავალი სამიტის საკითხები უნდა განიხილოს. პრაღაში ზელენსკი შეხვედრებს ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალასთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გამართვს. მოლაპარაკებების დროს განიხილება უკრაინის გზა ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარება, უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენა. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, როდის ჩავა ჩეხეთში, მაგრამ პრაღის საერთაშორისო რადიო წერდა, რომ ვიზიტი დღესვე დაიწყებოდა. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ზელენსკის შემდეგი გაჩერება სტამბოლია, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ერდოღანი და ზელენსკი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის უახლეს მოვლენებს და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, წერს Anadolu. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ რომელი წყაროდან მიიღო ინფორმაცია ზელენსკის თურქეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში ამოქმედდა, მნიშვნელოვანი იყო სურსათზე ფასების გლობალური ზრდის შესარბილებლად. რუსეთის ომმა თავიდანვე ხელი შეუშალა უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქტების შავი ზღვის პორტებით გადაზიდვას. მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მოსკოვი იმუქრება, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, თუ დასავლეთი არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე.
უკრაინამ რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული ორი ბავშვი დაიბრუნა, მათი დედა რუსული ტყვეობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს
უკრაინამ 6 ივლისს ტყვეთა გაცვლის შედეგად, 45 დამცველი დაიბრუნა. დღესვე ცნობილი გახდა, ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან თანამშრომლობით, შტაბმა ასევე მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დეპორტირებული კიდევ ორი ბავშვის დაბრუნება. მათი დედა, სამხედრო მედიკოსი, რუსული ტყვეობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. სამთავრობო პორტალის Children of War-ის ცნობით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 19 493 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა ან ძალის გამოყენებით გადაასახლა. სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა 2022 წლის 11 მარტიდან რუსეთთან 47 ტყვეთა გაცვლა უზრუნველყო. ამ დროის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან 2576 ადამიანი გათავისუფლდა. გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილე: უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული HRW-ის ახალი ანგარიში: რუსულ ძალებს უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: კრემლი ლუგანსკში ძალებს გზავნის. იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში რუსეთმა იძულებით წაიყვანა უკრაინიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. Reuters-ის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს. ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია. რუსული არმია ISIS-ის, ალ-შაბააბის და თალიბანის გვერდით იკავებს ადგილს - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა. უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 1048-მდე გაიზარდა.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან 1900-მდე დასახლება გაათავისუფლა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 1900 ქალაქი და სოფელი. „ჩვენ შევძელით , მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა ამ ომის მასშტაბები, პირველ რიგში, იმ იარაღის წყალობით, რომელსაც ვიღებთ და ეს ფაქტია. გასული წლის 24 თებერვლიდან ჩვენ დავიბრუნეთ უკრაინის მიწის 1900-მდე ქალაქი და სოფელი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პოლიტიკური წრეების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ უწევს ძალიან რთული გზა ოკუპაციისგან მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაგრამ, მისი თქმით, გამარჯვება შეიძლება დადგეს „არა შორეულ მომავალში, არამედ - მალე". „უკრაინის გამარჯვება რეალურია და ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება", - აღნიშნა ზელენსკიმ. მან განმარტა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ მხარდაჭერის ოდენობასა და ძალაზე, რომელსაც უკრაინელები თავდაცვისთვის იყენებენ, კერძოდ, იარაღით მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ასევე - ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის სტაბილურობისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
თეა წულუკიანი: უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წულუკიანს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. „ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“