ძებნის რეზულტატი:
კიევის სასამართლოში აფეთქება მოხდა - მედია
კიევის სასამართლოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა კაცმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე იყო მიყვანილი. განახლება: Reuters-ის ცნობით, კაცი, რომელმაც კიევში, შევჩენკოვსკის სასამართლოში ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, გარდაიცვალა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, გარდაცვლილია პირი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 2015 წელს მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის ეროვნული გვარდიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე. სასამართლოში ის მორიგ პროცესზე მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ოთახში ჩაიკეტა და პოლიციელებმა ოთახის განბლოკვა როდესაც შეძლეს, მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილმა სხვა ოთახში ჩაკეტვა მოახერხა, უარი თქვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებაზე და დაშავებულ ორ ოფიცერს მეორე მოწყობილობა ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ის ამ დაპირისპირების დროს დაიღუპა. „მას შემდეგ, რაც ოთახის კარი, სადაც ეჭვმიტანილი იკეტებოდა, განბლოკეს, პოლიციელებს კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა. მათი სიცოცხლე მხოლოდ აფარებულმა ფარებმა გადაარჩინეს. დაშავებულები არიან პოლიციელები. დაზიანებული აქვთ ქვედა კიდურები, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა იგორ კლიმენკომ. ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ არის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოაჩნდა ბრალდებულს ასაფეთქებელი მოწყობილობა სასამართლოში.
ნიკუ პოპესკუ სააკაშვილზე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ 5 ივლისს. პოპესკუს განცხადებით, „პოლიტიკური დევნის ატანა“ მიუღებელია. „ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, - წერს პოპესკუ Twitter-ზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“ 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
უკრაინის გენშტაბი კონტრშეტევის შედეგებს აჯამებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსი გრომოვმა განაცხადა, რომ შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს ცხრა დასახლებული პუნქტი, კონტროლი დაიბრუნეს უკრაინის მიწის დაახლოებით 160 კვადრატულ კილომეტრზე. უკრაინის გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ შეტევითი ოპერაციის ფარგლებში ყველაზე აქტიური ტერიტორიებია მელიტოპოლი და ბერდიანსკი, სადაც უკრაინის ქვედანაყოფები მტრის თავდაცვის სიღრმეში 7.5 კმ-მდე შევიდნენ. ალექსეი გრომოვის თანახმად, ე.წ. ცხელი შეჯახების ხაზის სიგრძე 1 200 კმ-ს აჭარბებს. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ზოგადად, ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული შეტევითი ოპერაციის დროს ოპერატიული ვითარება მკვეთრად არ შეცვლილა და რუსეთის არმია კვლავ ცდილობს, მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ევჰენ პერებიინისმა მას სთხოვა, 48 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყანა, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციები გამართოს, რაზეც, როგორც ელჩი აღნიშნავს, ქართული მხარე დაეთანხმა. ელჩის თქმით, უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. „ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს“, - ამბობს გიორგი ზაქარაშვილი. „გუშინ დილით შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია მაუწყა და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან, ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და სთხოვა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არა ერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აღინიშნა, რომ ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის“, - განაცხადა ელჩმა. გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც შეეხო. მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დახმარებას კვლავ გააგრძელებს. „ასევე, აღნიშნა და უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე - გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე, გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს“, - აღნიშნა ელჩი. მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“ 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
ზელენსკის თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ 18 კომპანიას სანქციები დაუწესდა
უკრანის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ 18 იურიდიულ პირზე შეზღუდვები დაწესდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 5 ივლისს მოაწერა. „ჩვენი პრინციპი ნათელია: ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა, რომლებზეც რუსეთის რეჟიმის ტერორის უნარი აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სანქცია სინქრონიზებული იყოს რაც შეიძლება ბევრ იურისდიქციასთან,“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვას, უკრაინიდან მათი ექსპორტის აკრძალვას და სხვა ღონისძიებებს. ზომები აქმოქმედდა შპს AS Finance-ის, LLC-ის AS Holding-ის, UNS-Holding LLC-ისა და სს ალფა სტრახოვანის წინააღმდეგ.
ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე დისკუსიას ჰააგა მასპინძლობს
ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე მსჯელობენ ჰააგაში. ოფიციალური პირები, ექსპერტები, დეპუტატები და აქტივისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან დღეს ევროპელ კოლეგებს დღეს შეუერთდნენ. მასპინძელი ორგანიზაციის LINKS Europe-ის სპიკერი ამბობს, რომ შეხვედრები ფოკუსირებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავლისა და მისი ევროპასთან ურთიერთობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე. შეხვედრების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ დისკუსიები ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და შერიგების უფრო ფართო მიმდინარე პროცესს და რეგიონსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს. დაახლოებით ოცდაათი ოფიციალური პირი, ექსპერტი, დეპუტატი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან შეუერთდება ევროპელ კოლეგებს ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე ინტენსიური დისკუსიისთვის, რომელიც ჰააგის ისტორიულ Nuithuis შენობაში იმართება. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ურთიერთობების პერსპექტივები, რეგიონში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. ვინ ესწრება ღონისძიებას, ორგანიზაციას დაკონკრეტებული არ აქვს. LINKS Europe არის ნიდერლანდებში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც LINKS ქსელის ნაწილია. LINKS ქსელი 1997 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ევროპის სამეზობლოში გარდამავალ პროცესს.
„როსავიაციამ“ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა - მედია
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 284 ავიარეისი დაუშვა. რადიო თავისუფლების თანახმად, დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეისების შესრულების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, რაც ფრენის დასაწყებად აუცილებელი პროცედურაა. „როსავიაციის" მიერ დაშვებული რეისების დიდი ნაწილი რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ზე მოდის, რომელსაც შემდეგი მიმართულებით სურს ავიარეისების შესრულება: ვლადიკავკაზიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); ეკატერინბურგიდან ბათუმის და ქუტაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); ჟუკოვსკიდან ბათუმის, თბილისის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); ყაზანიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); კრასნოდარიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა) მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); მაჰაჩყალიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); მინვოდიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); მოსკოვიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (დოკუმენტში აღნიშნულია რეისების სიხშირის სამიდან შვიდამდე გაზრდა); ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); პერმიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); ტიუმენიდან ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); უფიდან ქუთაისის და თბილსის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი); ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი რეისი). გარდა ამისა, საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა, დაიწყოს ავიაკომპანია „როსიამ" (სოჭი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 7-ჯერ) და „იამალმა“ (ტიუმენი-თბლისი და ტიუმენი ბათუმის მიმართულებით, კვირაში ერთხელ). ავიაგადამზიდებს რუსეთის სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღნიშნული ჩამონათვლიდან დონის როსტოვის და კრასნოდარის აეროპორტები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაკეტილია, რაც იმის დასტურია, რომ რეისების შესრულებაზე მხოლოდ წინასწარი დაშვება არის გაცემული. „როსავიაციის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყებამ უარი განუცხადა, ავიაკომპანია „აზიმუტს“, გაეზარდა რეისების რაოდენობა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით (კვირაში შვიდი ფრენიდან, 14-მდე). ამასთან, უწყებამ არ დაადასტურა რიგი რეისები საქართველოს მიმართულებით. ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებენ ავიაკომპანია „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისი-მოსკოვი-თბილისი). უახლოეს ხანში დაემატება ავიაკომპანია Red Wings-ი (სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი).
ზელენსკი: ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის საკვანძო მომენტამდე ერთი კვირა რჩება
NATO-ს სამიტზე “საერთო უსაფრთხოების” გამარჯვება პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ზუსტად ერთი კვირა რჩება ვილნიუსში NATO-ს საკვანძო სამიტამდე. შესაბამისად, კვირა საკვანძო მომენტამდე ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ ვილნიუსში გაიმარჯვოს. ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. ასევე გაეცანით: უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი
სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მირჩა ჯოანამ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, იგორ გროსუ, NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. მირჩა ჯოანა მიესალმა NATO-სა და მოლდოვას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, მისი კონსტიტუციური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით და განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედეგობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და კიბერთავდაცვა. ის ასევე მიესალმა NATO-სა და მოლდოვას შორის გაძლიერებულ პოლიტიკურ დიალოგს და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საგარეო საქმეთა მინისტრ პოპესკუს მომავალ კვირას, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე. გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისადმი და მას უწოდა „ნათელი და აყვავებული მომავლის გასაღები."
სტოლტენბერგის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა. POLITICO-სთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გარკვეული მზადება „ვაგნერის“ ძალების მასპინძლობისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით არ უნახავთ მათი იქ ჩასვლა. „ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, „ვაგნერის“ ძალები კვლავ აქტიურობენ აფრიკაში და უკრაინის ფრონტის ხაზისგან მოშორებით, ბელორუსში კი, მხოლოდ რამდენიმე ჩავიდა. ასევე გაეცანით: მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ბაიდენი წევრობის მოლოდინში მყოფი შვედეთის NATO-ში მიღებას მხარდაჭერას უცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსონთან საუბრისას შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ბაიდენმა, რომელიც ოვალურ კაბინეტში კრისტერსონის გვერდით იჯდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურდა, გაემეორებინა აშშ-ის მხარდაჭერა შვედეთის გაწევრიანების მიმართ. კრისტერსონმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიწვევისთვის და განაცხადა, რომ შვედეთი ბაიდენის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.შვედეთის, თურქეთისა და NATO-ს გენმდივნის შეხვედრა ხუთშაბათს, ბრიუსელში შედგება, რის შემდეგაც იენს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს განცხადების გაკეთება. ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა
რუსული არმია ISIS-ის, ალ-შაბააბის და თალიბანის გვერდით იკავებს ადგილს - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი
გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთი უკრაინელი ბავშვების გატაცებაში დაადანაშაულა. სერგეი კისილიცამ განაცხადა, რომ კიევს საკმარისი საფუძველი აქვს იმის დასაჯებლად, რომ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა რამდენიმე ასეული ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია. „რუსული არმია უდავოდ იკავებს ადგილს ყველაზე საზარელი კრიმინალების, ISIS-ის, თალიბანის და სხვების გვერდით, იმ საშინელი დანაშაულების გათვალისწინებით, რაც მათ ჩაიდინეს და კვლავ აგრძელებენ ყოველდღიურად მათ ჩადენას უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ“, - განაცხადა გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა. კისლიცამ მოუწოდა გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, დაჟინებით მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. „ეს მოიცავს უკრაინაში ბავშვთა უფლებების ყველა სერიოზული დარღვევის დასრულებას და რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დროული და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფას.“ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის მოხსენებაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების მასობრივ გატაცებას. „რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთში 700 000-ზე მეტი ბავშვია „ჩასახლებული“. უკრაინას აქვს მყარი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის ფედერაციამ იძულებით და უკანონოდ მოახდინა რამდენიმე ასეული ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია,“ - აღნიშნა დიპლომატმა. გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. Reuters-ის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს. ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია. ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა. უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 1048-მდე გაიზარდა.
უკრაინის დამცველები მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ - გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა. უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე. ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ძალების განდევნას დაკავებული პოზიციებიდან ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკის რაიონში, ხოლო ავდიივკას მიმართულებით წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. „კუპიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის რაიონში. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. ასევე, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბერხოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით და მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ. გენშტაბის ცნობით, მარინკას მიმართულებით, მარინკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ყველა თავდასხმა მოიგერიეს. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ფეხს იკიდებენ მიღწეულ საზღვრებზე და არტილერიის გამოყენებით მტრის სამიზნეებს ანადგურებენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ზელენსკი ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე: მტერს აუცილებლად გაეცემა პასუხი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ლვოვზე წუხელ მომხდარი რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგები. „ლვოვი. რუსი ტერორისტების ღამის თავდასხმის შედეგები. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ვუსამძიმრებ ახლობლებს!“ დაწერა ზეელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოსთან ერთად. მისივე თქმით, „მტერს აუცილებლად გაეცემა პასუხი და ეს იქნება ხელშესახები.“ მაშველებმა უკრაინის ქალაქ ლვოვში, რუსული რაკეტით წუხელ განადგურებული სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. უკრაინის შსს-ს თანახმად, დაშავდა 9 ადამიანი, მაშველებმა გადაარჩინეს 7, ევაკუირებულია 64. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ორი სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულები.
გერმანია ათობით ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის შეძენას გეგმავს
გერმანია 60 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს Boeing-ისგან (BA.N) შეისყიდის. შესყიდვა 8 მილიარდი ევროს (8,7 მილიარდი დოლარი) ღირებულების პაკეტის ფარგლებში განხორციელდება თვითმფრინავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩათვლით. წერს Reuters-ი ოფიციალურ პირეებზე დაყრდნობით. გერმანიამ განაცხადა, რომBoeing-ისგან 60 შარშან აპირებდა Chinook-ის ტიპის შვეულმფრენის შეძენას, რათა მისი მოძველებული ფლოტი შეეცვალა. თავდაპირველად, ბიუჯეტი 6 მილიარდი ევრო იყო. Reuters-ის წყაროს ცნობით, ორმოცდაშვიდი ვერტმფრენი ქალაქ ჰოლზდორფში, ბერლინიდან სამხრეთით, დაახლოებით, 50 კილომეტრში განლაგდება.
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ნავთობის ტანკერის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, აშშ პასუხით დაიმუქრა - მედია
ირანმა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ორი ნავთობტანკერის ხელში ჩაგდება სცადა, მათ შორის, ერთ-ერთ მათგანზე გასროლით. ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს. მისივე თანახმად, ორივე შემთხვევაში, ირანის საზღვაო ხომალდებმა უკან დაიხიეს აშშ-ის საზღვაო ძალების პასუხის შემდეგ და რომ ორივე კომერციულმა გემმა განაგრძო მოგზაურობა. „ირანის საზღვაო ფლოტი ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კომერციული ტანკერები, რომლებიც კანონიერად მოძრაობდნენ საერთაშორისო წყლებში,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის სპიკერმა განაცხადა ტიმ ჰოკინსმა. მისივე თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს და აღკვეთეს ეს დაკავება.” სპიკერის თქმით, მეორე გემზე გასროლას მსხვერპლი ან დიდი ზიანი არ მოჰყოლია. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა Al Arabiya English-ს განუცხადა, რომ აშშ ინციდენტს უპასუხოდ არ დატოვებს. „აშშ უპასუხებს ირანის აგრესიას ჩვენს გლობალურ მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტესა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის წყლებში“, - აღნიშნა NSC-ის სპიკერმა. ჰორმუზის სრუტე ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის კერა ხდებოდა. ინციდენტი ხშირია ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ყურის ვიწრო შესართავში, რომლის საშუალებითაც გადის ნედლი ნავთობის 20 პროცენტი. აშშ-ირანული დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ცალმხრივად დატოვა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. ირანმა უპასუხა თავისი ბირთვული აქტივობების გაძლიერებით - რომელიც, მისი თქმით, არის წმინდა მშვიდობიანი - და ასევე აწვდის რუსეთს შეიარაღებულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს. უწყების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა. „2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით", - ნათქვამია ანგარიშში. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა. დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. მოსალოდნელია, რომ სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.
კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: უსამართლო გადაწყვეტილება თუ კიდევ ერთხელ განმეორდა, უფრო მეტად დაგვჭირდება „კარტების გახსნა“
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ისევ „უსამართლო გადაწყვეტილება განმეორდა“ და საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლებას „კარტების მეტად გახსნა“ „უფრო მეტად დასჭირდება.“ თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი ამავე დროს აცხადებს: „დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია“. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, დავუშვათ რეალურად ასე არ მოხდა, პროცესები გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. დაველოდებით შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს. იმედია, მანამდე დასრულდება უკრაინაში ომი. რა თქმა უნდა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება მაშინვე სხვანაირად შემოგვხედავენ მათ შორის ის ძალები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულად გვიყურებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ცუდად ყურებას, კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ, რაც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, ის ინტერესია საქართველოს მიმართ. დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწევს საზოგადოებისთვის. უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, თუ რას შეიძლება ,განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად 2023 წლის 22 ივნისს ევროკომისარმა ზეპირი მოხსენების წარდგენისას განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად
საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო
უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა 6 ივლისს, 12 საათზე იწურება და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას იქამდე შეეცდება. ელჩმა აღნიშნა, რომ კიევიდან საზღვრამდე, ავტომობილის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს და უკრაინის დატოვება სირთულესთან არის დაკავშირებული. საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“
Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა
Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads აამოქმედა. Businessinsider-ის თანახმად, Threads-ს აქვს ერთი თვალსაჩინო უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით, რაც იმას გულისხმობს, რომ „ინსტაგრამის“ არსებული მომხმარებლის ბაზის ახალ Threads ანგარიშებად გადაქცევა შეიძლება. Statista-ს მონაცემებით, Instagram-ს 1,21 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია Threads-ი მისი ჩაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ამასთან, მისი შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ასევე საინტერესო დეტალია, რომ Threads-ის მეშვეობით, Twitter-სგან განსხვავებით, შედარებით უფრო ვრცელი პოსტების დაწერა იქნება შესაძლებელი.