ძებნის რეზულტატი:
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას მწვავე პროტესტი გამოუცხადეს საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ქართველ დიპლომატთან ხაზი გაესვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნებულიყო თბილისში კონსულტაციებისთვის, სიტუაციის მოგვარების გზების მოძიების მიზნით,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ და მოვლის მიზნით უკრაინაში გადაყვანის საკითხი. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“
საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. შესაბამის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას. იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა - დღეს კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას," ნათქვამია განცხადებაში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“
იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა
უკრაინაში რუსეთიშ შეჭრის შემდეგ, იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იტალიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის განყოფილების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, განახლებული მონაცემებით, რუსი ოლიგარქების აქტივები საბანკო ანგარიშებს, ძვირადღირებულ იახტებს და ავტომობილს მოიცავს. „ასევე კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის 80 პირთან დაკავშირებული დაახლოებით 330 მლნ. ევროს ღირებულების საფინანსო აქტივების გაყინვის შესახებ“, - განაცხადა განყოფილების უფროსმა ენცო სერატამ.
ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა
ჩინეთმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა. ბორელის სპიკერის, ნაბილა მასსრალის თანახმად, ჩინურ მხარეს მათთვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს. „სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ვიზიტის გაუქმების კონკრეტული მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს,“ - განაცხადა ბორელის სპიკერმა. ბორელი პეკინში მომდევნო კვირას უნდა ჩასულიყო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა გაემართა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, „მსაჯვრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და საჭირო რაოდენობისა და სახეობის საკვები მიიღოს“. ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება. „საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მჯსავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ექიმები ეუბნებიან“, - განაცხადა ბრეგაძემ. კითხვაზე, იგეგმება თუ არა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, იუსტიციის მინისტრმა ამ საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, როცა ექიმებისგან რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა ბევრი პატიმარი, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შესულა. ყოფილა თუ არა უკრაინის სხვა მოქალაქეების ექსტრადირების ფაქტი, მინისტრმა ამ საკითხზეც ისაუბრა. "ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი მრავალ სახელმწიფოსთან და შესაძლებელია, ყოფილა კიდეც ექსტრადირება. ვერ ვიხსენებ, ვერ გეტყვით ამის შესახებ," - გამაცხადა ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა ზელენსკის განცხადებას მიუღებელი უწოდა. „ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ სახელმწიფოს აქვს ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. იმ ფაქტსაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ, რომ ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბოლო წუთამდე იმყოფებოდნენ კიევში იმ დროსაც, როცა კიევი იბომბებოდა და ეს ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი,“ - განაცხადა ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თანახმად, „თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო.“ „ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები. ეს არის წამება? თუ ის არის წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი გვყავდა,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ელჩი დეგნანი: საქართველო და უკრაინა ძალიან აგრესიული საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ
ამერიკის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას დიპლომატიური არხებით თუ კერძო საუბრებით შეძლებენ. ამის შესახებ ელჩმა მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის საკითხის გარშემო უკრაინის რეაქციაზე. „კომენტარს ვერ გავაკეთებ ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია, ასეთი უზარმაზარი ზეწოლაა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან და ასევე - საქართველოზე და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა ერთად დადგნენ, მათ ჰყავთ საერთო მტერი და ისინი ძალიან აგრესიული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური არხებით თუ კერძო საუბრებით, საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ მათ შორის არსებული განსხვავებები,“ - განუცხადა ელჩმა მედიას. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
საგარეო უწყება: ქართული მხარე თავს იკავებს უკრაინის ნაბიჯების საპასუხო, რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ამასთან, საგარეო უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. „საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას," ნათქვამია განცხადებაში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას
პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვაზე, მომხსენებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველო პარტნიორების დახმარებით აქტიურად ყიდულობს თანამედროვე შეიარაღებას. „არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იარაღს არ ვყიდულობთ - ვეჭვობ არც დაინტერესდით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა - იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის. აგრეთვე პოლონელებთან ერთად ერთობლივი საწარმო „დელტა-ვებე" დაფუძნდა. მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - როგორც მზვერავი საშუალებები, ასევე გამანადგურებლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროცესია, რასაც ვახორციელებთ“, - მიმართა გიორგაძემ ოპოზიციას რადიო თავისუფლების ცნობით. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის" პროექტს განიხილავენ. ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები: სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. სამხედრო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. 2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური, ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „სწავლასთან თავსებადია“.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5-ათასი ლარი იქნება
„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს. დღევანდელ სესიაზე ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5-ათასი ლარი იქნება. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10-ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი: 1) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით პირს შეუძლია, ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა. თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის.
საქართველო და მოლდოვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხს განიხილავენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ეკონომიკური განვითარების და გაციფროვნების მინისტრ დიმიტრუ ალაიბასთან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ამ კუთხით დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მხრივ განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება. ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა უკვე მეორედ იმართება - პირველად ის თბილისში 2017 წელს ჩატარდა. ამჯერად მოლდოვაში მიმდინარე სხდომას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მასპინძელი მხრიდან კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის განვითარებისა და გაციფროვნების მინისტრი დიმიტრუ ალაიბა ხელმძღვანელობდნენ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის მოლაპარაკებები გაიმართა სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, მათ შორის: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი და ა.შ. შესაბამისად, მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამ სექტორებში თანამშრომლობის ვრცელ სპექტრს და განვითარების შესაძლებლობებს მოიცავს. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ საერთაშორისო, გეოპოლიტიკურ ვითარებას და კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო და მოლდოვა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მუშაობენ - კერძოდ, ეს არის საერთო საგარეო-პოლიტიკური მისწრაფება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები მალე შეუერთდებიან ევროპულ ოჯახს. დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩვენი მეგობრობა და შექმნა ახალი შესაძლებლობები მომავალი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან წვლილს თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამასთან, აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოცულობის გაზრდით როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. ლევან დავითაშვილმა მოლდოველ კოლეგას საქართველოში არსებული სანდო, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამასთან, ლევან დავითაშვილმა მოლდოვის დელეგაცია 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია. საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: მემორანდუმი ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გაფორმდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შორის; ასევე ინვესტ მოლდოვას სააგენტოსა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ექსპორტის ხელშემწყობი აქტივობების გაღრმავების მიზნით. საქართველო-მოლდოვას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება.
თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადავარდა
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადავარდა. არსებული ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ახლაც ადგილზე არიან.
„ვივამედთან“ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია “ვივამედის” შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი, კლინიკის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები გააჟღერეს. მხარდამჭერებს “კლინიკის” პალატიდან მიხეილ სააკაშვილი მიესალმა. მან ფანჯრიდან საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მიეცეს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტარებს უნდა მიეცეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება. მათი თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები.
პაპუაშვილი: ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელ მეგობარს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პაპუაშვილი წერს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო აგრძელებენ თანამშრომლობას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ფორმატში. „ვულოცავ 4 ივლისს ყველა ჩვენს ამერიკელ მეგობარს! გისურვებთ დღესასწაულებითა და სიხარულით სავსე დღეს, რადგან აღნიშნავთ თქვენი დიდი ერის დაბადების დღეს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგრძელებს თანამშრომლობის, პროგრესისა და საერთო ღირებულებების განვითარებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” - წერს შალვა პაპუაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსა და აშშ-ს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის საერთო ღირებულებები გვაქვს, სწორედ ამ პრინციპებს წარმოადგენს 4 ივლისი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსა და აშშ-ს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საერთო ღირებულებები გვაქვს, სწორედ ამ პრინციპებს წარმოადგენს 4 ივლისი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, ხოლო „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინეული მედია ავრცელებს. უკრაინის დელეგაციის წევრმა ევენია კრავჩუკმა განაცხადა, რომ დეკლარაციის თანახმად, „ვაგნერის“ ქმედებები შესაძლებელია, რომ შეფასდეს რუსეთის მთავრობის სახელით ჩადენილ ტერორისტული ხასიათის განზრახვად.“ დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ საჯარო აღიარება, რომ „ვაგნერი“ სრულად იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. დოკუმენტის თანახმად, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები „ვაგნერისა“ და მისი სტრუქტურების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხვით. დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც ნათლად აღიარებენ „ვაგნერის“ ჯგუფის ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. „ასეთი ფორმულირება პირველად გაჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში! ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება კატალიზატორი აგრესორი სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აშშ-ში (როგორც ეუთოს წევრად) და მთელ მსოფლიოში აღიარებისთვის“, - აღნიშნა კრავჩუკმა.
ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთში ჩავა - მედია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთს ეწვევა, იტყობინება ბულგარეთის გაზეთი 24 Chasa დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. ვიზიტი, სავარაუდოდ, 6 ივლისს შედგება, თუმცა მისი დეტალები უსაფრთხოების გამო გასაიდუმლოებულია. ბულგარეთის მთავრობა ზელენსკის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარელმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ზელენსკის მიმართვის მოსმენაზე, რომელიც მათ უკრაინისთვის გაზრდისკენ მოუწოდებდა. ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია. 15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.
სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროება დაადგინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის, „მართვეს" და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, ცხრა ქალი ფეხბურთელის მიმართ. „ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით," - იუწყება PHR. ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმოადგენდა.
ზელენსკი: რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებებზე. ზელენსკის თქმით, რუსეთს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარისთვის ემზადებიან ტერორისტები და მზადაა რეაგირებისთვის. "ჩვენი დაზვერვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რამდენიმე ელექტროსადგურის სახურავზე რუსმა სამხედროებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა, სადგურზე ზემოქმედების სიმულაციისთვის. იქნებ სხვა სცენარი აქვთ", - ამბობს ზელენსკი. მისივე შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო თავად რუსეთია და სხვა არავინ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კახოვკის ჰესის ტერაქტს დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა, შთააგონოს კრემლი ახალი ბოროტებისკენ. "მისი შეჩერება მსოფლიოში ყველას მოვალეობაა. რადიაცია ყველას შეეხება,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მანამდე ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციებზე ემანუელ მაკრონიც გააფრთხილა. განცხადება გაავრცელა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე მიუთითა.
საია: 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული
2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს ცნობით, რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. „2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ, მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის, თბილისის პროკურატურასთან, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. ამ პერიოდის განმავლობაში ზემოთ ხსენებულ უწყებებში გაგზავნილია 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი, რომლებზეც რეაგირება ძირითადად ჯეროვნად არ ხდებოდა. გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავასა და დეა მამისეიშვილის საქმეზე. ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, სხვა პირების ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში, ბრალდებულები გამართლდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში. ამ პირებთან მიმართებით, სასამართლომ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები განიხილება უზენაეს სასამართლოში. დღესდღეობით ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები. მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი. საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში. ამასთან, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია, თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. საია მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არიან, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებისგან არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. საიასთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია. 2022 წლის 4 ნოემბერს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივნები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა. მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან. ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ტონი რადაკინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა, მათ შორის ტანკების დანაკარგმა დაახლოებით 2.5 ათასი ერთეული შეადგინა. ამასთან, მისი თქმით, უსამართლობაა უკრაინის კონტრშეტევისთვის კონკრეტული ვადების დაწესება და რომ კონტრშეტევა არის ზომების ერთობლიობა. „რუსეთმა დაკარგა თავისი არმიის საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. შარშან მან 10 მილიონი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება შეუძლია. მან დაკარგა 2 500 ტანკი, საუკეთესო შემთხვევაში მას წელიწადში 200 ახალი ტანკის წარმოება შეუძლია“, - განაცხადა ტონი რადაკინმა. რადაკინის თქმით, რუსეთის მიერ დანაღმულმა ველებმა, უკრაინული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის ნაკლებობამ და იმ სამხედრო აღჭურვილობის არასაკმარისად მიწოდებამ, რომელსაც კიევი ითხოვდა, კონტრშეტევა გაართულა.