ძებნის რეზულტატი:
რუსეთის ჯარები თავდაცვის ძალების უკან დახევას წარუმატებლად ცდილობენ - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანხმად, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, „უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევა სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.“ გენშტაბი აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდიივკის, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, სადაც, დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. „ლიმანის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა, ავიაციის მხარდაჭერით, ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით ჩვენი ჯარების მათი პოზიციებიდან განდევნა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში. უწყების თანახმად, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს. „დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან ახლოს, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევის შეკავებას. მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ჩვენმა ძალებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს - უკრაინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს. ბრიგადა შესაბამის ვიდეოს ავრცელებს. "ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება," - აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში. უფრო ადრე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ. სირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა. კითხვას, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ".
შოლცი უკრაინის კონტრშეტევაზე: უკრაინული ძალები კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ. შოლცის თქმით, ის არასდროს ელოდა, რომ ყველაფერი დღითიდღე შეიცვლებოდა. „უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს "ძალიან მიზანმიმართულად" გეგმავენ,“ - ამბობს გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს „სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას.“ გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისადმი NATO-ს დიდი პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება. „გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სტატისტიკა მოწმობს, რომ ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. „ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის დაზვერვა პრიგოჟინის ადგილსამყოფელზე საუბრობს
უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი ვარაუდობს, რომ "ვაგნერის" ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში ჩადის, მაგრამ არ გამოიყენებს ამ ქვეყანას "ვაგნერის" მუდმივი ბაზისთვის. შესაბამისი განცხადება ანდრეი იუსოვმა ეროვნული ტელემარათონის დროს გააკეთა. „აშკარაა, რომ პრიგოჟინი ბელორუსში იქნება. ნაადრევია იმის თქმა, რომ "ვაგნერის" მთელი პერსონალი, ძალები გადავიდნენ ბელორუსში. უფრო მეტად, ეს არის საინფორმაციო აქტივობები, რათა აჩვენონ შესაბამისობა იმ შეთანხმებებთან, რომლებიც ბოლო დროს გამოცხადდა. ღონისძიებები, მსვლელობები და არეულობები“, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა. კითხვას, თუ რატომ აირჩია "ვაგნერის" ლიდერმა ბელორუსი, მან უპასუხა: „ბევრი ვარიანტი არ არის დარჩენილი. მაგალითად, გერმანია ან საფრანგეთი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდნენ მის მიღებას, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა დემოკრატიული მთავრობებით. "ვაგნერი" ალბათ, თავად არ დათანხმდება ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას, შესაბამისად, ბევრი ვარიანტი არ რჩება“.
შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია
შვეიცარიას სურს, შეუერთდეს ევროპის ცის ფარის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ამოქმედდა. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას შვეიცარიული მაუწყებელი SRF-ი ციტირებს. SRF-ის ცნობით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ არღვევს ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. ჰგამოცემის თანახმად, შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას. „საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ SRF სამინისტროში. ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა.
რა წერია ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პენიტენციური სისტემის შესახებ სტატისტიკას ასახავს
ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს აღემატება. პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; ევროპული საშუალო მაჩვენებელი 117 პატიმარია, მედიანური კი - 104; პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე. ევროსაბჭოს 2023 წლის კვლევის თანახმად, პატიმრების რაოდენობით თურქეთი უპირობო ლიდერია 303 945 პატიმრით. მას დიდი ბრიტანეთი (88 225) და პოლონეთი (71 874) მოსდევენ. ათეულში არიან საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, უკრაინა, რუმინეთი, აზერბაიჯანი. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია და თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზეა ძარცვა, მესამეზე კი ფინანსური დანაშაული. კერძოდ, ნარკოდანაშაულზე მოდის პატიმართა მსჯავრის 23.6%. მეორე ადგილზეა ძარცვა (22.1%) და ეკონომიკური/ფინანსური დანაშაული (18.2%). 2023 წლის კვლევა 2022 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ეფუძნება. იმ დროისთვის საქართველოში სულ 9389 პატიმარი იყო. ევროსაბჭოს ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ ადამიანს სცდება, პატიმრების საშუალო ასაკი 38 წელი იყო. საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდა პატიმრები ბულგარეთში, დანიასა და საფრანგეთში ჰყავთ, ხოლო ყველაზე „ხანდაზმულები“ - საქართველოში. ბულგარეთში პატიმრების საშუალო ასაკი 31 წელია, საქართველოში კი - 44. კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი - 14 თვე. ყველაზე მაღალი რიცხვები ამ კატეგორიაში პორტუგალიაზე, უკრაინასა და მოლდოვაზე მოდის - 31, 28 და 28 თვე. პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 100 000 სულ მოსახლეზე 264 პატიმრით, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს შორის მესამე ადგილზე იყო. სიის სათავეში რუსეთი და თურქეთი იყვნენ. მონაცემები 2019 წლიდან 2020 წლის 31 იანვრამდე პერიოდში შეგროვდა.
ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს
ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარეევმა Glavcom-ს განუცხადა. ისევე, როგორც სოფიას წინა სამხედრო დახმარების პაკეტების შემთხვევაში, მინისტრმა არც ახლა გაამჟღავნა მისი ზუსტი შინაარსი. თუმცა აღნიშნა, რომ წინა ორი გადაზიდვა იყო „საკმაოდ სერიოზული". „ბულგარეთი უზრუნველყოფს „მატერიალურ საშუალებებს", რომლებიც ბულგარეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს არ არღვევს,“ - განაცხადა თაგარეევმა გარდა მატერიალური დახმარებისა, მინისტრმა ასევე აღნიშნა ბულგარეთის მზადყოფნა, ყოველწლიურად მოამზადოს 60 უკრაინელი მედიკოსი. ბულგარეთის დახმარების წინა შეფერხებებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სამომავლო მარაგი გაცილებით სწრაფად უნდა მომზადდეს, ვიდრე ადრე, რადგან ის პარლამენტის განხილვას არ საჭიროებს. თაგარეევმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ მისმა პოზიტიურმა მიდგომამ ის „პრორუსული ძალების" სამიზნე გახადა. მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს „რუსეთმა, სავარაუდოდ, გაააქტიურა ქვეყანაში არსებული მთელი თავისი აქტივები,“ - აღნიშნა მინისტრმა და ამ საკითხთან კავშირში ულტრამემარჯვენე აღორძინების პარტია დაადანაშაულა. ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთში ჩავა - მედია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციიის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. დეკლარაცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ სრულად განხორციელების აუცილებლობას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. „ხაზს ვუსვამთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობას“, - წერია დეკლარაციაში. ეუთოს საპარალმენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. „ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. რეზოლუციის თანახმად, ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად. ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდა. წლიური სესიის თემა იყო - „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას
დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.თ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - იუწყება შსს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
უკრაინელებმა ბახმუტთან რუსული ჰაუბიცა - „Gvozdika“ გაანადგურეს - გენშტაბი
დონეცკის ოლქში, ბახმუტთან უკრაინელმა არტილერისტებმა რუსული თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“ გაანადგურეს. შესაბამისი ვიდეო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. „ბახმუტის მიმართულებით 45-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის არტილერისტებმა გაანადგურეს კიდევ ერთი რუსული თვითმავალი ჰაუბიცა 2S1 Gvozdika“, - ნათქვამია ანგარიშში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს. ბრიგადა შესაბამის ვიდეოს ავრცელებს. "ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება," - აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში. უფრო ადრე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ. სირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა. კითხვას, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ".
კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა. სხდომის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. „ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს. როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება - იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ.
კობახიძე: სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები აბსოლუტურად გამორიცხულია
აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით - მზად ვართ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას, როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ივარაუდა, თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით დათმობებზე არ წავიდოდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, მიზეზები, რის გამოც საქართველო უკრაინასთან ცალმხრივ ურთიერთობას აირჩევს, არის ომი უკრაინაში და ქვეყნებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა. „გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული, ჯერ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, მერე ვითომ უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი გახდა. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. არსებობს მარტივი მიზეზები - პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას, საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებსა და ხალხებს შორის და ასევე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა. იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარაა საინტერესო. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია
ანტონ გერაშჩენკო: ბელორუსში მოულოდნელად კიდევ ერთი ოფიციალური პირი გარდაიცვალა
ბელორუსის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ალექსეი ავრამენკო მოულოდნელად გარდაიცვალა, იუწყება ბელორუსული მედია. ის 47 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი არ გახმაურებულა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მეორე ოფიციალური პირის გარდაცვალების მოულოდნელი ფაქტია ბოლო წლების განმავლობაში. 2022 წლის ნოემბერში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი გარდაიცვალა. „მინისტრი ავრამენკო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იყო. ტრანსპორტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 2021 წლის 23 მაისს,მან პასუხისმგებლობა აიღო FR4978-ის რეისის გადამისამართებაზე მინსკის აეროპორტში, რასაც ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რასაც პრატასევიჩის დაკავება მოჰყვა“, - წერს თავის მხრივ, უკრაინული მედია.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ლაშა ხეთერელი, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს რამდენზე ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული, ცხინვალის ციხიდან ბოლოს მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხივნალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე. სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას
სუს-ი ერგნეთის შეხვედრაზე: ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს უკანონოდ დაკავებულების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. დისკუსია გაიმართა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ასევე, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკასა და მისი მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა. EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება“ „დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო“
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით არსებული პროროსული ძალების სამიზნეა
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიმართ მისმა პოზიტიურმა მიდგომამ ის ქვეყნის შიგნით „პრორუსული ძალების" სამიზნედ აქცია. მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს „რუსეთმა, სავარაუდოდ, გაააქტიურა ქვეყანაში არსებული მთელი თავისი აქტივები,“ - აღნიშნა მინისტრმა და ამ საკითხთან კავშირში ულტრამემარჯვენე აღორძინების პარტია დაადანაშაულა. ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთში ჩავა - მედია მინისტრის თქმით, ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყო. ისევე, როგორც სოფიას წინა სამხედრო დახმარების პაკეტების შემთხვევაში, მინისტრმა არც ახლა გაამჟღავნა მისი ზუსტი შინაარსი. თუმცა აღნიშნა, რომ წინა ორი გადაზიდვა იყო „საკმაოდ სერიოზული". „ბულგარეთი უზრუნველყოფს „მატერიალურ საშუალებებს", რომლებიც ბულგარეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს არ არღვევს,“ - განაცხადა თაგარეევმა. გარდა მატერიალური დახმარებისა, მინისტრმა ასევე აღნიშნა ბულგარეთის მზადყოფნა, ყოველწლიურად მოამზადოს 60 უკრაინელი მედიკოსი. ბულგარეთის დახმარების წინა შეფერხებებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სამომავლო მარაგი გაცილებით სწრაფად უნდა მომზადდეს, ვიდრე ადრე, რადგან ის პარლამენტის განხილვას არ საჭიროებს.
FT: სი ძინპინმა პუტინი გააფრთხილა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირადად გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხის გარშემო გააფრთხილა. ამის შესახებ Financial Times-ი (FT) 5 დასავლელ და ჩინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, ჩინეთის ლიდერმა თავისი გზავნილი პუტინს მოსკოვში, მარტის ვიზიტის დროს გადასცა. FT აღნიშნავს, რომ თავის საჯარო განცხადებებში ჩინეთი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ კიევის ბევრ მოკავშირეს ეჭვი ეპარება პეკინის განზრახვებში, ითვალისწინებე რა სი ძინპინისა და პუტინის პარტნიორობის „უსაზღვრო“ და ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას, რომელიც მეტწილად რუსულ თეზებს იმეორებს. გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინი დაეთანხმა თავის ამერიკელ კოლეგას, რომ "ბირთვული ომი არასოდეს უნდა აწარმოო და ის ვერასოდეს იქნება მომგებიანი.“ მან ხაზი გაუსვა წინააღმდეგობას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან ან საფრთხესთან დაკავშირებით. უკრაინის სადაზვერვო სამსახურები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საბოტაჟს გეგმავს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ატომური სადგურის წინააღმდეგ ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმა, ბირთვული იარაღის გამოყენებად ჩაითვლება. დასავლეთი მუდმივად მოუწოდებს ჩინეთს, რომ გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს.
22-ე ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური სწავლება გამართა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. ასეულის დონის ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. „წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“ , ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK-19. ქვედანაყოფს მხარდაჭერას საარტილერიო დანადგარის გარდა, საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ და ტაქტიკური მართვის პულტი (WOLF) უწევდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით არის აღჭურვილი და ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლს ამარტივებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ალიევი: საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია. ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი. ბაქოს შეფასებით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გააპროტესტა საფრანგეთის პრეზიდენტის, „ემანუელ მაკრონის გამონათქვამები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც „ცალმხრივად იცავდა“ სომხეთს და არ ასახავდა სიმართლეს.