ძებნის რეზულტატი:
ელჩი განმარტავს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან
ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი და მათგან 27, ევროკავშირის წევრია. ამდენად, ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყოველწლიურად ათასობით ქართველი სტუმრობს ამერიკას, რაც სასიხარულოა. „რა თქმა უნდა, ვიზისთვის არსებობს სპეციალური პროცესი, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევებში ხდება და ეს არის სააგულდაგულო პროცესი, რადგან ინფორმაცია უნდა არსებობდეს, ვინ შემოდის და ასევე, გადის ქვეყნიდან,“ - განაცხადა ელჩმა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. კელი დეგნანის განმარტებით, გაცვლითი ვიზიტები ხშირია, რასაც შეერთებული შტატები მიესალმება. ასევე წაიკითხეთ: რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“
შსს აცხადებს, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ., 1977 წელს დაბადებული პ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ა.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დააკავა. მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან - დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევას“, აქტიურად ერთვებოდნენ სადაო საკითხების განხილვაში, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, - განაცხადეს შსს-ში.
თეიმურაზ კუპატაძის თქმით, 8 ივლისის ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა და ეს იყო მთავარი მიზანი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით უშუალო და მთავარი მიზანი დაიცვეს. კუპატაძის თქმით, ამ დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. „მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენელი. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე. ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც პრაიდის ღონისძიება ტარდებოდა. ვინაიდან სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი უშუალო მოვალეობაა, მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაზიანებულა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გამოიყვანა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ცისარტყელას დროშა დახიეს დ ინვენტარი დაარბიეს. ფესტივალი ჩაიშალა. ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ, ჩვენ ეს ვერ ვნახეთ მომხდარი დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.
ელჩი დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე შეერთებული შტატებია
ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე შეერთებული შტატებია და ეს დადასტურდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. კელი დეგნანმა Facebook-ზე ლაივის დროს უპასუხა მოქალაქეების შეკითხვას, სად და როგორ ხედავს აშშ მომავალში საქართველოსთან ურთიერთობებს. ელჩის განმარტებით, შტატების საქმიანობა, რითაც ამერიკა საქართველოს უჭერს მხარს, დაკავშირებულია სამ მიზანთან და ესენია: ძლიერი უსაფრთხო საქართველო, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და რომელსაც შეუძლია აგრესიის შეჩერება ისეთი მეზობლებისგან, როგორიც არის რუსეთი. მეორე მიზანი ეკონომიკის განვითარებაა როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონებში, რომ ქვეყანას მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს და ადამიანებს ქვეყნის დატოვების სურვილი არ გაუჩნდეთ. მესამე მიზნად ელჩმა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა დაასახელა უკანასკნელი არის, რადგან არსებობს ქართველი ხალხის ცხადი არჩევანი, რომ იცხოვრონ დემოკრატიაში, იყვნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ელჩის თქმით, ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა და აშშ-ის საქმიანობის სფერო ამ ძირითად სამ ამოცანასთან და მიზანთან არის დაკავშირებული. „ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს საქართველოში, დაკავშირებულია ამ სამიდან რომელიმესთან ან ერთდროულად სამივესთან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საუკეთესო დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის ძლიერი დემოკრატია. რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალებში, სანაპირო დაცვასა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა გაქვს მყარი დემოკრატია, გყავს ძლიერი საზოგადოება და ჩვენი შეხედულებით, ეს არის საუკეთესო დაცვა ისეთი ავტოკრატიის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. მე მაქვს ძალიან პოზიტიური მომავლის რწმენა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა საქართველოს პოზიტიური მომავლის და ჩვენი თანამშრომლობის პოზიტიური მომავლის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს წარმატებისთვის მუშაობას, რადგან გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ელჩი დეგნანი პასუხობს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება
რამდენად შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ბაზა განათვსოს - ამ შეკითხვას ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა Facebook-ზე ონლაინ შეკითხვების დროს უპასუხა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეერთებულ შტატებს დიდი წვლილი შეაქვს. „დაახლოებით ამასთან „ახლოს მდგომი“ უკვე გვაქვს, რადგან თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და დიდია. საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს თუ სწავლებებს, იქნება ეს კრიზისების მართვა, მედეგობა თუ ა.შ. ასევე, ხშირად არიან ამერიკის არმიის წარმომადგენლები. საქართველოში ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანი. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ და საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიაღწია. თუკი ადრე საქართველო იყო ხოლმე NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, თანამასპინძელი დიდი წვრთნებისა და სავარჯიშოების, ახლა საქართველო თავად დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდ, მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს მზადყოფნაში, შეეძლოთ საკუთარი ქვეყნისა და საზღვრების დაცვა. ორი დღის წინ, ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოხატეს ერთგულება იმის მიმართ, რომ NATO-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება და ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი. საქართველომ უნდა გაიაროს ეს გზა და შევიდეს ამ ღია კარში, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან
კელი დეგნანი სანქციებზე: როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ
„სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ. ელჩი სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეკითხვებს საელჩოს Facebook გვერდის საშუალებით პასუხობს. „თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნეს დავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად. ასე რომ, როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ, როდესაც ეს ხელს უშლის იმას, რაც ასეთი არსებითია ქართველებისთვის მათი სასურველი მიზნის მისაღწევად იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა კვლავ გავიმეორებ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, ის ასევე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, ის არის NATO-ს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობასა და NATO-ს მიერ ყოველწლიურად. ასე რომ, ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს. ბევრ მათგანზე შთამბეჭდავი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია და ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ ფაქტია. ამ რეფორმების დასრულებაზე მუშაობა, მეტი პროგრესის მიღწევა საქართველოს ხელშია, საქართველოს მთავრობის ხელშია, ამის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
მარკ მილი: რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება. მილის თქმით, ჯერჯერობით გაუგებარია, რა ზეგავლენას იქონიებს ეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და რით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუმცა სტრატეგიულ დონეზე ნათელია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვან უთანხმოებას და დაბნეულობას. „ახლა ოკუპანტი ადგილებზე შექმნილ ვითარებასა და საკუთარ გადარჩენაზეა კონცენტრირებული“, - განაცხადა მილიმ.
ძალაშია შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ, ხელი მოეწერა ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას "საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ".
დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. „სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის პირველი ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში. ამავე სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. „აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი,“ - წერია ინფორმაციაში. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადების საკითხებზე.
გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღი და სხვა დახმარება გაუგზავნა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღი, სხვადასხვა საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. ბერლინმა უკვე გაგზავნილი 34-ის გარდა, უკრაინას ექვსი ახალი Gepard-ი მიაწოდა. გერმანიის მთავრობა ასევე უზრუნველყოფს IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 10 ლაზერულ სამიზნე აღჭურვილობას, ასევე, 10 სახანძრო სარდლობის განყოფილებას ადრე მიწოდებული ექვსი IRIS-T SLM სისტემის მხარდასაჭერად. გერმანიამ ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის პაკეტი წარადგინა, მათ შორის ორი ახალი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 24 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი, Marder-ის ტიპის 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 20 000 საარტილერიო ტყვია.
უკრაინელი გენერალი კასეტურ საბრძოლო მასალაზე: ფუნდამენტურად შეცვლის სიტუაციას ფრონტზე, მაგრამ ჯერ არ გამოგვიყენებია
უკრაინელი გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ კასეტური საბრძოლო მასალები აშშ-დან უკვე მიიღო. მის განცხადებას CNN-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია ციტირებს. „მათ შეუძლიათ, ფუნდამენტურად შეცვალონ სიტუაცია ფრონტზე, მაგრამ ჩვენ ისინი ჯერ არ გამოგვიყენებია”, - განაცხადა უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაურმა. ბაიდენი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე: რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას დღეს ეს სჭირდება
შუა დერეფნით (TITR) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წინა წელთან შედარებით, 77%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-ივნისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1,3 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით, 77,2%-ით მეტია. ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ყაზახ გადამზიდავებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საქონლის ტრანსპორტირებისთვის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები და ხელსაყრელი პირობების შექმნა განიხილეს. საბარია „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“), რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გადაწყვიტონ TITR-ის შემდგომი განვითარების საკითხები, საქონლის მიწოდების დროის შემცირება, მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმირების პროცესის გაუმჯობესება, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა, პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ა.შ. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის დამყარებული პირდაპირი კონტაქტები ტრანსპორტირების პროცესში წარმოშობილი საკითხების ეფექტიანად გადაჭრას შესაძლებელს გახდის. ცნობისთვის, ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ როგორც 2024 წლის, ისე, 2025-ის ადგილობრივ არჩევნებსა და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც
საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა, გიორგი ვაშაძე იყოს. კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება სააშკარაოზეა გამოტანილი. „ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები შინაარსობრივად წარმოადგნენ ერთ გუნდს - „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ ჰქონდათ რაღაც დაყოფა, განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ესენი არიან ერთი პარტიის შვილები, დღეს სხვადასხვა პარტიად დაყოფილები და ჩამოყალიბებულები. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. შიდა დაპირისპირებაა, რაც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. დღეს ხაბეიშვილი ჰყავთ წარმოდგენილი ლიდერად, მეც ვუჭერდი მხარს ხაბეიშვილის „გალიდერებას“ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მათ პარტიაში მოვლენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინა პარტნიორებისგან 1,5 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს - რეზნიკოვი
უკრაინა თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან 1,5 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შეჯამებისას გააკეთა. „SCALP-ის ტიპის შორი დისტანციის რაკეტები, Leopard-ის ტიპის ტანკები, დამატებითი Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემები, ასევე, F-16-ებზე პილოტების წვრთნა არის მხოლოდ რამდენიმე რამ, რაც შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს,“ - აღნიშნა რეზნიკოვმა. მინისტრმა ასევე დაასახელა სამხედრო დახმარების შვიდი პაკეტი, რომელთაგან ყველაზე დიდ დახმარებას გერმანია უზრუნველყოფს. გერმანია: 700 მილიონი ევროს ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს 25 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 40 Marder 1A3 IFV-ს, 2 Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 5 Bergepanzer 2 SAM-ს; 20,000 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვს, 5,000 კვამლის ჭურვი. ავსტრალია უზრუნველყოფს 30 Bushmaster APC-ის ტიპის ჯავშანმანქანას; საფრანგეთი - SCALP-ის რაკეტებს და დამატებით საინჟინრო აღჭურვილობას განაღმვისთვის, კანადა - 410 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას და პროექტებს უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ნორვეგია - 1000 Black Hornet მიკრო-დრონს, NASAMS-ის მხარდაჭერის პაკეტს (2 დამატებითი ცეცხლის მართვის ცენტრი, ორი გამშვები და სათადარიგო ნაწილები); ნორვეგიამ ასევე გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარების ბიუჯეტი 240-დან 930 მილიონ დოლარამდე; არსებობს შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ,“ - განაცხადა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფოს დახმარების პაკეტი მოიცავს 70-ზე მეტ საბრძოლო მანქანას, ათასობით საბრძოლო მასალას ტანკებისთვის, 64,7 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ტექნიკის შესაკეთებლად. შეთანხმებას აგვისტოში პილოტების მომზადების დაწყების შესახებ, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერებაში წვლილი შეიტანეს ნიდერლანდებთან ერთად.
რა დამატებით შეიარაღებას უგზავნიან პარტნიორები უკრაინას
უკრაინა თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან 1,5 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შეჯამებისას გააკეთა. მან ჩამოთვალა იმ შეიერაღების ნაწილი, რომელსაც კიევი უკვე იღებს. „SCALP-ის ტიპის შორი დისტანციის რაკეტები, Leopard-ის ტიპის ტანკები, დამატებითი Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემები, ასევე, F-16-ებზე პილოტების წვრთნა არის მხოლოდ რამდენიმე რამ, რაც შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს,“ - აღნიშნა რეზნიკოვმა. მინისტრმა ასევე დაასახელა სამხედრო დახმარების შვიდი პაკეტი, რომელთაგან ყველაზე დიდ დახმარებას გერმანია უზრუნველყოფს. გერმანია: 700 მილიონი ევროს ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს 25 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 40 Marder 1A3 IFV-ს, 2 Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 5 Bergepanzer 2 SAM-ს; 20,000 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვს, 5,000 კვამლის ჭურვი. ავსტრალია უზრუნველყოფს 30 Bushmaster APC-ის ტიპის ჯავშანმანქანას; საფრანგეთი - SCALP-ის რაკეტებს და დამატებით საინჟინრო აღჭურვილობას განაღმვისთვის, კანადა - 410 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას და პროექტებს უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ნორვეგია - 1000 Black Hornet მიკრო-დრონს, NASAMS-ის მხარდაჭერის პაკეტს (2 დამატებითი ცეცხლის მართვის ცენტრი, ორი გამშვები და სათადარიგო ნაწილები); ნორვეგიამ ასევე გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარების ბიუჯეტი 240-დან 930 მილიონ დოლარამდე; არსებობს შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ,“ - განაცხადა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფოს დახმარების პაკეტი მოიცავს 70-ზე მეტ საბრძოლო მანქანას, ათასობით საბრძოლო მასალას ტანკებისთვის, 64,7 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ტექნიკის შესაკეთებლად. შეთანხმებას აგვისტოში პილოტების მომზადების დაწყების შესახებ, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერებაში წვლილი შეიტანეს ნიდერლანდებთან ერთად.
ბაიდენი: პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ შესაძლო ქმედებებზე ჰკითხეს, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია… ისიც კი არ ვიცით, თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში“. „პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ, დეტალურად შევისწავლიდი ჩემს მენიუს” - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკში ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა. Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი. მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა. მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ბაიდენი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "უკვე წააგო." „შეუძლებელია, მან მოიგოს ომი უკრაინაში, პურტინმა უკვე წააგო,“ - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივმა არმიღებამ, პუტინი გაამხნევოს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი რესურსები და პუტინი, სავარაუდოდ, საბოლოოდ „გადაწყვეტს, რომ ის არ არის რუსეთის ინტერესში, ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სხვაგვარად“. ბაიდენმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა პროგრესს მიაღწევს მის ამჟამინდელ კონტრშეტევაში, რათა მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას ხელი შეუწყოს.
გენერალი სუროვიკინი „პრიგოჟინის აჯანყებასთან“ დაკავშირებით დააკავეს - WSJ
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩვენების მისაცემად, გენერალ სერგეი სუროვკინთან ერთად კიდევ 13 უფროსი ოფიცერი იყო დაკავებული. უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი პატიმრობაში იმყოფება და მას მოსკოვში ჰკითხავენ. Wall Street Journal-ის თანახმად, გენერალს დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდება არ აქვს წარდგენილი. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, მაგრამ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებულ ოფიცერი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ზოგს უფლებამოსილება შეუჩერეს ან გაათავისუფლეს. WSJ-ს გარდა, CNN-ს მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კარტაპოლოვის ციტატა, რომლის თანახმად, „სუროვიკინი ამჟამად ისვენებს და მიუწვდომელია“. სუროვიკინი 23 ივნისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც გამოიწვია ხმების გავრცელება, რომ ის დაპატიმრებულია. აქამდე არაერთი გამოცემა წერდა, რომ სუროვიკინი დაკავებულია.
ჯო ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პენტაგონს უფლება მისცა, ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტი გააგზავნოს. რეზერვისტები ოპერაცია Atlantic Resolve-ში ჩაერთვებიან, რომელიც NATO-სა და მის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. აღმასრულებელი ბრძანება Atlantic Resolve-ს ასევე განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. აშშ-ის ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული. მათი რაოდენობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (DoD) მითითებით, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა (USEUCOM) ემზადება, რომ ოპერაცია Atlantic Resolve-ის (OAR) მხარდასაჭერად, NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისადმი შეერთებული შტატების ერთგულების გასაგრძელებლად, ახალი უფლებამოსილებები გამოიყენოს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერი, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი ბილ სფიქსი ავრცელებს. სპიკერის განმარტებით, უფლებამოსილებები უზრუნველყოფს გრძელვადიან გამძლეობას, USEUCOM-ის წარმომადგენლობისა და ოპერაციების გაზრდილ დონეზე. ბილ სფიქსის თქმით, ახალი უფლებამოსილება არ შეცვლის ევროპაში არსებულ ძალთა პოზიციონირების დონეს. „ოპერაცია Atlantic Resolve-ი აშშ-ის ერთგულების მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ.“ „ის დამატებით უზრუნველყოფს USEUCOM-ს უფრო მეტ მოქნილობას აშშ-სა და მოკავშირეების მიერ ევროატლანტიკური ტერიტორიის დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების მხარდასაჭერად და საშუალებას გვაძლევს, ძირითადი უფლებებით უზრუნველვყოთ ის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ვალდებულებებს“, - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში. თავის მხრივ, თეთრი სახლი ავრცელებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თანახმად, აუცილებელია შეერთებული შტატების აქტიური შეიარაღებული ძალების გაძლიერება ოპერაცია Atlantic Resolve-ის ეფექტიანი ჩატარებისთვის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში და მის გარშემო. „2014 წლის აპრილიდან აშშ-ის არმია ევროპასა და აფრიკაში, Atlantic Resolve-ის სახმელეთო ძალისხმევას ხელმძღვანელობს. Atlantic Resolve უზრუნველყოფს ევროპაში სანდო საბრძოლო ძალების როტაციულ განლაგებას, რათა აჩვენოს ჩვენი ერთგულება NATO-ს მიმართ, მზადყოფნის გაზრდის, თავსებადობის გაზრდისა და მოკავშირე და პარტნიორ სამხედროებს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია Atlantic Resolve-თან დაკავშირებით USEUCOM-ის შეფასებაში. პენტაგონმა შესაძლოა, რუსეთის შეკავებისთვის 3000-მდე რეზერვისტი გაააქტიუროს - WP
პენტაგონმა შესაძლოა, რუსეთის შეკავებისთვის 3000-მდე რეზერვისტი გაააქტიუროს - WP
ბაიდენმა ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოპერაცია Atlantic Resolve-ს საგანგებო ოპერაცია ეწოდა, ხოლო აშშ-ის ევროპულ სარდლობას (EUCOM) ახალი უფლებამოსილებები მიენიჭა, მათ შორის - 3000 რეზერვისტის გამოძახების შესაძლებლობა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისთვის. კერძოდ, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ევროპაში ოპერაცია Atlantic Resolve-ის, 3000 რეზერვისტით გაძლიერებას გულისხმობს. მისივე თქმით, ოპერაცია Atlantic Resolve, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო სანდო ძალებს ევროპაში, საგანგებო ოპერაციად გარდაიქმნება. აშშ ოპერაცია Atlantic Resolve-ისთვის დამატებით ძალებს ააქტიურებს „ეს ქმედება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისადმი აშშ-ის ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე,“ - განაცხადა სიმსმა. თავის მხრივ, პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი გააქტიურებულ რეზერვისტებს იგივე სარგებელს მოუტანს, როგორც მოქმედ ჯარებს და კონტრაქტებს დააჩქარებს. Atlantic Resolve - ეს არის ოპერაცია, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ, ევროპაში აშშ-ის ჯარების პოზიცია გააძლიერა. ჯერ უცნობია, როდის ან თუნდაც გაგზავნის თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი დამატებით რეზერვს ევროპაში ახალი უფლებამოსილებით, რაზეც ბაიდენი განცხადებაში მიუთითებდა. Washington Post-ის თანახმად, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი არ გაზრდის ევროპაში აშშ-ის ჯარების საერთო დონეს, რომელიც ახლა დაახლოებით 80,000-ს შეადგენს, მაგრამ პოტენციურად შეცვლის მის შემადგენლობას მეთაურებისთვის დამატებითი რეზერვისტების განლაგების საშუალების მიცემითთ. ოფიციალური პირების თქმით, დანაყოფები, რომლებიც განლაგდებიან, ჯერ არ არის იდენტიფიცირებული. „ეს უფლებამოსილება საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, შეინარჩუნოს გაძლიერებული ამერიკული ყოფნა საზღვარგარეთ და უკეთ დაუჭიროს მას მხარი“, - განმარტავენ პენტაგონში. აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერი (EUCOM), კაპიტანი ბილ სფიქსი ამბობს, რომ სარდლობა ემზადება, გამოიყენოს ახალი უფლებამოსილება „გრძელვადიანი გამძლეობის უზრუნველსაყოფად“ USEUCOM-ის ყოფნისა და ოპერაციების გაზრდილ დონეზე". ვაშინგტონის მხრიდან ხსენებული ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დახმარებას აფართოებს. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ გაღებულმა უსაფრთხოების დახმარებამ 41 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, კასეტური საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის ჩათვლით.