ძებნის რეზულტატი:
საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომია
საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია. ცვლილების მიხედვით, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი. 2022 წელს კი იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 13-18 წელია და არ აქვთ ჩატარებული აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარონ. 2023 წელს ამოქმედებული ცვლილებით, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია. ახალი ცვლილებით, აცრის ჩატარება ბიჭებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა იმუნიზაციის კალენდრის ფარგლებში, 10-11-12 წლის ასაკში. ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-იანი პრევენცია. ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს. უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. ამიტომ, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს მიეცა სააკაშვილთან წვდომის საშუალება. უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლითაც დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ უმაღლესი რადა ზურაბიშვილს ასევე მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით. გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.
უკრაინამ 62 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 62 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების რეპატრიაცია განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებული გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის, სხვა ძალოვანი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. „განხორციელდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოცემის პროცესი, რომლებმაც თავი უკრაინას შესწირეს. დღეს ახლობლებს 62 დამცველის ცხედარი დაუბრუნეს“, - განაცხადა კოტენკომ.
ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივას უერთდება
ბულგარეთმა გადაწყვიტა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ევროკავშირის ინიციატივას შეუერთდეს. ამის შესახებ Sofia Globe მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ბულგარეთი უკრაინას 100 ჯავშანმანქანას გაუგზავნის - მედია „ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა გახდება ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტის სრულუფლებიანი წევრი, რაც საბრძოლო მასალისა და მომსახურების მიწოდებისთვის ახალ კარგ შესაძლებლობას შექმნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა ბელორუსიდან თითქმის ყველა სამხედრო გაიყვანა - უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური
რუსულმა ძალებმა რამდენიმე თვის წინ ბელორუსიდან საკუთარი ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყეს და ამ დროისთვის, როტაციის ფარგლებში, თითქმის ყველა სამხედრო გაყვანილია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრი დემჩენკომ განაცხადა. „საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შემცირდა იმ რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე, ბელორუსის პოლიგონებზე და ჩართულნი იყვნენ წვრთნებში. ამ მომენტისთვის მორიგი როტაცია განხორციელდა და თითქმის ყველა რუსი სამხედრო ბელარუსის ტერიტორიიდან გაყვანილია“, - განაცხადა დემჩენკომ. ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შენაერთები ბელორუსის ტერიტორიაზე კვლავ შეიყვანონ და მომავალში ქვეყანა რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გამოიყენონ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი მოძრაობები არ დაფიქსირებულა. „ბელორუსის საზღვართან სიტუაცია სრულად კონტროლდება. საზღვრის მეორე მხარეს ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მტერს ჰყავს დაჯგუფება, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე მეორე შეჭრა განახორციელოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - აღნიშნა დემჩენკომ.
კახიანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური სატრანზიტო რეისების შექმნის იდეას არ ემხრობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი რუსეთის მოქალაქეების ინტერესების გამო სპეციალური სატრანზიტო რეისების დანიშვნას არ ემხრობა. გიორგი კახიანმა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელ ვიტალი ვანცევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ სპეციალური რეისების შექმნის იდეა არ მოსწონს. „ვთქვათ ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან ვთქვათ "თურქიშით" გაფრინდა თურქეთში, ეს როგორ უნდა შეზღუდო?! თუ მის განცხადებაში ასეთი რამე წერია, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით სპეციალურ რეისებს დავნერგავთო, მე პირადად არ მომწონს ეს, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქე ჩამოფრინდება საქართველოში და შემდგომ საქართველოდან იმ რეისებით, რაც ყველასთვის არსებობს, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, იმ რეისით სადმე გადაფრინდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, მაგრამ სპეციალური რეისების შექმნა, მე პირადად არ მომწონს ეს იდეა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. საინფორმაციო სააგენტო РБК-სთან ინტერვიუში მოსკოვის აეროპორტის, „ვნუკოვოს“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამესაკუთრემ ვიტალი ვანცევმა განაცხადა, რომ თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიქმნება სატრანზიტო ჰაბი, რათა მათ ევროპაში ფრენა შეძლონ.
სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს
რუსეთმა უარყო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის კირილ რამაფოსას მოთხოვნა, რომ ლავროვი BRICS-ის სამიტს პუტინის ნაცვლად დაესწროს. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რომის სტატუტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ არ შეგვიძლია, ვინმეს მოწვევა და შემდეგ დაპატიმრება. მოხარული ვიქნებით, თუ პუტინი არ ჩამოვა, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ვიცე-პრეზიდენტმა, პოლ მაშატილემ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს
ერდოღანი ამბობს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებაზე პუტინთან შეთანხმდა
თურქული მედია წერს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე შეთანხმება მიღწეულია. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პუტინთან შეთანხმება“ მიღწეულია. „მოგეხსენებათ, აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის ვემზადებით თურქეთში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების წინადადებით. რუსული მხარე იმუქრებოდა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტდა მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.
ურალში ატომური საწარმოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ურალის ელექტროქიმიური კომბინატის ურანის გამამდიდრებელ საწარმოში ბირთვული საწვავის ბალონის დეჰერმეტიზაცია მოხდა. Ekho Kavkaza იუწყება, რომ ამის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, საწარმოს თანამშრომლები ადგილიდან გაიყვანეს. თუმცა ოფიციალურად, დაღუპვის ცნობას არ ადასტურებენ. კონტეინერთან დაკავშირებული ინციდენტი 14 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 9:13 საათზე მოხდა. სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ირწმუნება, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიმდინარეობს საწარმოს სანიტარული დამუშავება. ურალის ელექტროქიმიური ქარხანა 1945 წლიდან ფუნქციონირებს, ქარხანა ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვულ საწვავს აწარმოებს. ნოვურალსკი ეკატერინბურგიდან დაახლოებით 50 კილომეტრში და ნიჟნი თაგილიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში 78 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
მედია: ვაგნერის კონტრაქტორები ბელორუსში ჯარისკაცებს ამზადებენ
ვაგნერის კონტრაქტორები უკვე იმყოფებიან ბელორუსში და ბელორუსის ჯარებს ასიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ბელორუსის ოფიციალური სამხედრო საინფორმაციო არხი VoenTV იტყობინება. კერძო სამხედრო კომპანიის წევრები, სავარაუდოდ, ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ინსტრუქტორებად მსახურობენ. „წვევამდელები სწავლობენ ისეთ უნარებს, როგორიცაა, ბრძოლის ველზე გადაადგილება, სროლა, ლოგისტიკა და პირველადი დახმარება“, - ამბობს VoenTV-ის კორესპონდენტი. „ისინი (ვაგნერის კონტრაქტორები) ძალიან განათლებულები არიან... მათ შეუძლიათ, ბევრი რამ გვასწავლონ, ეს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია", - თქვა ერთ-ერთმა ბელორუსმა წვევამდელმა. „ვაგნერის“ კონტრაქტორები მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ბელორუსში ჩავიდნენ. რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სამხედრო ბანაკი ქალაქ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში შენდებოდა. მინსკმა თავდაპირველად უარყო, რომ ობიექტი „ვაგნერის„ დაქირავებულთა განთავსებას ითვალისწინებდა და ამტკიცებდა, რომ იგი განკუთვნილია ბელორუსის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის.
დანია უკრაინას დანაღმული ტერიტორიების სკანირებისთვის 6 დრონს უგზავნის
დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის დახმარების პაკეტის ფარგლებში ნაღმების სკანირებისთვის დრონები გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. „დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის ფარგლებში ნაღმების სკანირებისთვის 6 დრონი უზრუნველყო. ეს დრონები გამოიყენება ტერიტორიების, მათ შორის წყლის ობიექტების არატექნიკური შემოწმებისთვის. ეს არის ტერიტორიების შემოწმების უახლესი ინოვაციური მიდგომა. მადლობელი ვარ ჩვენი დანიელი მეგობრებისა და განსაკუთრებით ჩემი კოლეგების მორტენ ბოდსკოვისა და ტროელს ლუნდ პულსენის“, - წერს რეზნიკოვი. ცნობისათვის, უკრაინამ და დანიამ განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ქარის ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პენტაგონის შეფასებით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროების მიღწევები „საკმაოდ შთამბეჭდავია“ - უკრაინული მედია
პენტაგონის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ამჟამინდელი ტემპი აიხსნება იმით, რომ წინსვლა რთულ რელიეფზე მიმდინარეობს. ამავე დროს, უკრაინელი სამხედროების მიღწევები საკმაოდ შესამჩნევია. ამის შესახებ უკრანული Ukrinform-ი წერს. „ისინი [უკრაინის შეიარაღებული ძალები] იყენებენ ახალ აღჭურვილობას და ამას აკეთებენ მაშინ, როცა ესვრიან და ბომბავენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ... ფართოდ გავრცელებულ ნაღმებზე, რომლებიც რუსებმა განათავსეს. ასე რომ, იქ, სადაც ისინი დღეში ასობით მეტრს აჭარბებენ, ზოგიერთ ადგილას, შესაძლოა, კილომეტრს დღეში, დიდ ძალისხმევას მიმართავენ”, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა ბრიფინგზე. გენერალ-ლეიტენანტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრშეტევა მიმდინარეობს „დიდი წესრიგით ბრძოლის ველზე", თუმცა ტემპი შეიძლება, არ იყოს ისეთი, როგორსაც შეერთებული შტატები ისურვებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
მედია: ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებს
ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებს. იაპონური მედიის ცნობით, ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მის წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და მძღოლის მხრიდან მანქანის გაღება სცადა. მოგვიანებით თემურ ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან არ იცის თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები. ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან. ინციდენტის ამსახველი ვიდეო თავად ელჩმაც გაავრცელა Twitter-ზე.
რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც, უწყების განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან" პოლონელი ექიმების გამოსვლა. ხსენებულ საკითხზე კომენტირებისას, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანას. „ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას," - განაცხადა ბრეგაძემ. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაავრცელეს ინციდენტის ამსახველ კადრები. „საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ ნაჩვენები არის მხოლოდ ის კადრები, სადაც ხდება აღნიშნული ქაღალდში გადახვეული ნიმუშის ამოღება და არ არის ნაჩვენები თუ როგორ მალულად იყო ის განთავსებული ექიმის ფეხსაცმელში, უშუალოდ პალატაში," - აღნიშნა რატი ბრეგაძემ. ამავე პრესკონფერენიიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგარეო უწყებას მიმართა, რომ დაინტერესდეს ინციდენტის შესახებ პოლონეთის საელჩოს პოზიციით. „გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ 3 ივლისის სააკაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ ექსპრეზიდენტთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა." ცნობისთვის, პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს. „ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს. საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს! ნება მომეცით აქ დავამტკიცოთ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება და გადაწყვეტილება განაგრძოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იმ ყველაფრის საფუძველზე, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. გაუმარჯოს საფრანგეთს! გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
ევროკომისიის პრეზიდენტმა და დევიდ ო’სალივანმა სანქციების აღსრულების საკითხები განიხილეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა სანქციების აღსრულებისა და მისთვის გვერდის ავლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს. „ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია გადამწყვეტია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერს მხარს რუსეთის საომარი მანქანის დასუსტებას სანქციების გზით“, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგენთან ერთად. ცნობისთვის, 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად განაცხადა
ბულგარეთი კიევს მძიმე ტექნიკით დაეხმარება. სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინას ბულგარეთმა გამოუყო, 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს. სამხედრო ტექნიკა სოფიამ შსს-ს მარაგებიდან გამოყო. ეს არის პირველი სამხედრო პაკეტი ბულგარეთიდან უკრაინაში, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა. აქამდე სამხედრო დახმარება გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მანამდე არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი უკრაინას საბრძოლო მასალებით ეხმარებოდა. „ეს არის ჯავშანტექნიკა, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოყენებული, რაც გარკვეულწილად, იწვევდა ხარჯებს მათი შენახვისა და მოვლისთვის“, - განაცხადა მმართველი კოალიციის დეპუტატმა. მისივე თქმით, „უკრაინელები დარწმუნდებიან, რომ ეს ტექნიკა მათთვის სასარგებლო იქნება.“ ჯავშანმანქანები არმიის საცავებში 1980-იანი წლების ბოლოდან ინახებოდა, იტყობინება ამბობს ბულგარეთის მმართველი პარტიის წევრი ივაილო მირჩევი. მისივე თქმით, ბულგარეთმა სანაცვლოდ, შესაძლოა, ამერიკული დახმარება მიიღოს. დეპუტატის განმარტებით, მანქანების ნაწილი უკრაინაში გაგზავნამდე შეკეთდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივას უერთდება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში იმყოფებოდა. გაფორმდა რიგი შეთანხმებები. ბულგარეთმა უკრაინის ევროინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა. „თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია kyivindependent-ი. ზელენსკი ბულგარეთში სწორედ ახალი მთავრობის მიწვევით ჩავიდა. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია
ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა უნდა მოიქცეს სამართლიანად და დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგში BRICS ბლოკის სამიტს დაესწრება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის ნალედი პანდორის თქმით, სამხრეთ აფრიკას ჯერ არ მიუღია რაიმე დადასტურება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა პუტინი სამიტს. სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს „არ მგონია, რომ მათ ჩემგან გაკვეთილის სწავლა სჭირდებოდეთ. კარგად იციან, რას ნიშნავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ისინი ნებაყოფლობით არიან ICC-ის მონაწილეები, მათ იციან, რა არის კანონი და ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცევიან. ჩვენ შევაფასებთ, რეალურად რა ხდება BRICS-ის სამიტზე და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.“ „როცა სამხრეთ აფრიკას ვუყურებ, ნელსონ მანდელას სიდიადე მახსენდება. და ვფიქრობ, რომ ყველა სამხრეთ აფრიკელი სწორედ მას გაიხსენებს და არა მე, იფიქრებენ, თუ რას იზამდა ასეთ სიტუაციაში დიდი ნელსონ მანდელა“, - აღნიშნა კარიმ ხანმა CNN-თან ინტერვიუში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი - სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
ბლინკენმა ისაუბრა, „რა დაარწმუნებს“ პუტინს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს და რა„გაათავისუფლებს მას ილუზიებისგან“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს რუსეთის პრეზიდენტის დასარწმუნებლად, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში, ჯაკარტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ს მიერ გაცემული დაპირებები შესაძლოა, ასევე საუკეთესო გზა იყოს იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ილუზიებისგან გათავისუფლდეს. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ვარაუდობს, რომ პუტინი ომის „განუსაზღვრელი ვადით“ გაჭიანურებას შეეცდება მიუხედავად იმ საშინელი ფასისა, რისი გადახდაც მან რუსეთს თავად დააკისრა. „ვიდრე მას სჯერა, რომ როგორმე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, გააგრძელებს (ომს, რედ.). მას ეს ილუზიები უნდა გაუქრეს. უკრაინის უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები, ჰუმანიტარული დახმარება, ალბათ, ამის საუკეთესო გზაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. „ახლა ისმის კითხვა - ზუსტად სად და როგორია დასასრული. ფუნდამენტურად, ეს უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, რადგან ეს მის მომავალს ეხება“, - განმარტა ბლინკენმა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
ISW „ვაგნერის“ მიმართ პუტინის გეგმებზე
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით (ISW), რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“, როგორც საბრძოლო ძალის შენარჩუნება სურს, ოღონდ ევგენი პრიგოჟინის გარეშე. ინსტიტუტის ანალიტიკოსების თანახმად, ეს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკით მტკიცდება, რადგან პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ 29 ივნისს „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს და 35 მეთაურს შეხვდა და შესთავაზა მათ სამსახურის გაგრძელება სხვა მეთაურის ხელმძღვანელობით. პუტინმა 14 ივლისს განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობს. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა. მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა