ძებნის რეზულტატი:
პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გაიცა
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძო კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მისცა. ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში, ამერიკული რეაქტორის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი, 2033 წელს გამოჩნდება. პოლონეთის კლიმატის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ინვესტიცია ახორციელებს პოლონეთის ბირთვული ენერგიის განვითარების პროგრამას, რომელიც შეესაბამება პოლონეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას 2040 წლამდე და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიზნებს. გასულ წელს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენების თაობაზე შეთანხმება დადო, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამციროს. ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით) აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს. „თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.
აშშ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე: მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
აშშ რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ჟენევაში აშშ-ის მისიამ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა. მისივე თანახმად, შეერთებული შტატების დელეგაცია, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის, ლუი ბონოს ხელმძღვანელობით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით დიალოგს მიესალმა. განცხადების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება - ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებების/შეთანხმებების შექმნა.აშშ-ის შეფასებით, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოუყენებლობის შესახებ. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. „რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევით ჰყავს თავისი ძალები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეერთებული შტატები წუხილს გამოხატავს, რომ რუსეთის მონაწილეებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეების მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, ასევე, წყლისა და გაზის საკითხები სრულად ვერ განიხილეს. ამასთან, შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიმდინარე მექანიზმს (IPRM), რომელიც „დაძაბულობას მუხტავს და აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს ადგილობრივ დონეზე,“ შეერთებული შტატები ასევე „იმედოვნებს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას.“ შეერთებული შტატები ასევე „ხაზს უსვამს საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) ორი გადაკვეთის პუნქტის ნაწილობრივ გახსნას და მათი სრული გახსნის მოწოდებით გამოდის, რაც აშშ-ის შეფასებით, დადებითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ თემებზე. ქართული მხარის განცხადებით, რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი კვლავ ნაადრევად დატოვა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
აშშ რუსეთს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს ახსენებს
აშშ რუსეთს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს ახსენებს. ამის შესახებ ჟენევაში აშშ-ის მისიამ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა. მისივე თანახმად, შეერთებული შტატების დელეგაცია, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის, ლუი ბონოს ხელმძღვანელობით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით დიალოგს მიესალმა. განცხადების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება - ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებების/შეთანხმებების შექმნა.აშშ-ის შეფასებით, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოუყენებლობის შესახებ. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. „რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევით ჰყავს თავისი ძალები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეერთებული შტატები წუხილს გამოხატავს, რომ რუსეთის მონაწილეებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეების მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, ასევე, წყლისა და გაზის საკითხები სრულად ვერ განიხილეს. ამასთან, შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიმდინარე მექანიზმს (IPRM), რომელიც „დაძაბულობას მუხტავს და აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს ადგილობრივ დონეზე,“ შეერთებული შტატები ასევე „იმედოვნებს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას.“ შეერთებული შტატები ასევე „ხაზს უსვამს საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) ორი გადაკვეთის პუნქტის ნაწილობრივ გახსნას და მათი სრული გახსნის მოწოდებით გამოდის, რაც აშშ-ის შეფასებით, დადებითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ თემებზე. ქართული მხარის განცხადებით, რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი კვლავ ნაადრევად დატოვა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
ერდოღანის თქმით, რუსი სამხედროები ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებს. ერდოღანს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა „რუსი სამშვიდობოების“ განლაგების შესახებ, რაზეც ერდოღანმა უპასუხა, რომ შეთანხმების თანახმად, „რუსი სამშვიდობოები“ „ყარაბაღში განსაზღვრულ ტერიტორიაზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წლისთვის რუსეთი დატოვებს ამ ადგილებს.“ „მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევიც ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ელჩი დეგნანი: NATO მიესალმება საქართველოს, როგორც წევრს, როგორც კი საქართველო საჭირო რეფორმებს განახორციელებს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა.“ ელჩის თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს. „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ, ჩვენ ეს ვერ ვნახეთ
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „მინდა, დავიწყო კომენტარით შაბათს ლისის ტბასთან განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია. ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს. მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას.
El Pais: ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს უკრაინული ჯარების მომზადების მიზნით შექმნილი ევროპული მისიის გაფართოება სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირს ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე „გადატანა“ სურს მაშინ, როცა ამის საშუალებას „გარემოებები მისცემს“. ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) გეგმავს, გაზარდოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და წევრი ქვეყნების მიერ მოწინავე იარაღის სისტემების თანადაფინანსებისკენ მიმართული ძალისხმევა. „ამრიგად, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური წევრ ქვეყნებს სთავაზობს, გაზარდონ სახსრები კიევისთვის მოიერიშეებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რაკეტების შესაძენად“, - ნათქვამია ევროპის საგარეო სამსახურის შიდა დოკუმენტში, რომელიც El Pais-სთვის გახდა ხელმისაწვდომი.
ელჩი დეგნანი: ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის ერთი შეხედვით კოორდინირებული სერია. ელჩის შეფასებით, „ეს ექსტრემისტები,“ რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.“ „მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩის განცხადებით, „ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ „ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.,“ - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
ელჩი დეგნანი „პრაიდ ფესტივალზე“: ექსტრემისტებს ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ექსტრემისტებს ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ ელჩის შეფასებით, „ეს ექსტრემისტები,“ რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს.“ „მათ აქვთ „ფეისბუქის„ გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩის განცხადებით, „ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არამხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ, ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.“ „ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების დანახვა, რომლებიც ძალადობას მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად იყენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამას ღმერთის სახელით აკეთებენ. ახლა ერთანეთს შესაძლოა, ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანი შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემაა; და რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.,“ - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
ერდოღანმა განმარტა, რატომ დააბრუნეს „აზოვსტალის" დამცველები უკრაინაში
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, რუსეთთან თურქეთის ურთიერთობა არ დაუზარალებია. ერდოღანი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნება საბოლოოდ „პოზიტიური გარემოება აღმოჩნდა“ რუსეთთან ურთიერთობაში. „აზოვსტალის“ დამცველები ფრონტზე ბრუნდებიან ერდოღანმა ამ საკითხზე 12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი უკრაინელი მებრძოლების დაბრუნებას ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით დათანხმდა. „თავიდან რუსეთი აღშფოთებული იყო, შემდეგ კი, ეს დადებით გარემოებად გადაიქცა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. თურქეთის პრეზიდენტი ხსენებული საკითხის განხილვას აგვისტოში გეგმავს, როდესაც პუტინი ანკარაში ჩავა. პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გასულ შაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან. პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ შაბათს უკრაინაში დააბრუნეს. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე. შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.
ბაიდენი ადასტურებს, რომ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გაგზავნას კვლავ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადატურა, რომ შტატები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის მიწოდების საკითხს განიხლავს. ბაიდენმა Bloomberg News-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფიქრობს ATACMS-ის გაგზავნაზე უკრაინაში, მაგრამ ახლა უკრაინას ყველაზე მეტად საარტილერიო ჭურვები სჭირდება. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბაიდენმა. WSJ: აშშ ახლოსაა უკრაინისთვის ATACMS-ის დამტკიცებასთან 2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში. შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით, საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. უწყების თანახმად, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამასთან, ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ის მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა, უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას. აშშ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზე: მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
El Pais: ევროკავშირს უკრაინელი სამხედროების საწვრთნელი მისიის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა სურს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, მას უკრაინელი სამხედროების მომზადების ევროპული მისიის გაფართოება და ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა სურს, როცა ამისთვის „ხელსაყრელი გარემო“ იქნება შექმნილი. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს. მისივე თანახმად, ასევე საუბარია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაზე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შეიარაღების მოწინავე სისტემების შესყიდვის თანადაფინანსებაზე. „ამრიგად, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური წევრ ქვეყნებს სთავაზობს, კიევისთვის გამანადგურებლების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რაკეტების, შესყიდვისთვის საჭირო დაფინანსება გაზარდოს,“ - ნათქვამია ევროპის საგარეო სამსახურის შიდა დოკუმენტში, რომელიც El Pais-სთვის გახდა ხელმისაწვდომი.
ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 12%-ზე მეტით შემცირდა
ჩინეთის საბაჟო უწყების მონაცემებით, წელს ქვეყნის საგარეო ვაჭრობა 12,4%-ით შემცირდა და 285 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დიდი უკუსვლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყველაზე მეტად შემცირდა ვაჭრობა აშშ-სთან, სადაც ჩინეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 23,7%-ით დაეცა. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ იმპორტიც შეამცირა, რის მიზეზადაც უწყება ასახელებს, პირველ რიგში, სუსტ დინამიკას მსოფლიოსა და საშინაო ბაზარზე. ჩინეთის პროდუქტზე მოთხოვნილების შემცირებას ასევე ხელს უწყობს მაღალი ინფლაცია, გაზრდილი პროცენტები და ენერგომატარებლების ფასები.
მორავეცკი: მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ - პოლონელი ექიმების ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა დაიწყო
„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ Twitter-ზე წერს. მორავეცკის თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ. „ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში,“ - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად პირველად გუშინ შევიდა.
ოსტინი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ს შეუერთდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ NATO-ს შეუერთდება. „გავიგონეთ, რომ დარბაზში მყოფმა ყველა ქვეყანამ განაცხადა ამის შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსის სამიტის შესახებ საუბრისას. ოსტინის თქმით, უკრაინის აღჭურვილობისა და წვრთნების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ საქმეს, როდესაც ისინი ომში არიან, გასაკეთებელი კიდევ მეტია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ ჰქონდეთ სრული შესაძლებლობები“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინის განცხადებით, პუტინმა უკრაინაში ქმედებებით NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, შვედეთისთვის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს. „დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე“, - აღნიშნა ოსტინმა. ვილნიუსის სამიტის კომუნიკეას თანახმად, უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. ამავე სამიტის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ თურქეთი შვედეთის გაწევრიანებას დაეთანხმა და ის მალე ალიანსის წევრი გახდება. ზელენსკი: უკრაინა NATO-ში იქნება, სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა
ელჩი დეგნანი: ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ აუცილებელი რეფორმები განახორციელოს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს იმ ფონზე, რომ ვილნიუსის სამიტის გზავნილი მკაფიოა: „საქართველო გახდება NATO-ს წევრი.“ „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
კუნძული ზმეინი, სადაც რამდენიმე დღის წინ, ზელენსკი იმყოფებოდა, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული შტაბის „სამხრეთის“ განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბაეს. მისივე თანახმად, ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. რატომ არის შავ ზღვაში მდებარე გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით - 18 „კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე. „თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა "Мста-Б" გაანადგურეს“, - იუწყება ოპერატიული სამეთაურო შტაბი. 8 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა და ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.
უკრაინამ 19 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ 19 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა. კიდევ 4 უკრაინელის ცხედარს უახლოეს მომავალში დაიბრუნებენ. ამის შესახებ კომისარმა ოლეგ კოტენკომ განაცხადა. „ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა. ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს ცხედრები დაგვიბრუნეს. მაგრამ არის ისეთი რამეც, რომ ცხედრები შეიძლება, არ დაგვიბრუნონ“, - განაცხადა კოტენკომ. უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიანი რეესტრი ფუნქციონირებს. ის უკვე 24 000 ადამიანის მონაცემებს შეიცავს.
უკრაინული ძალები შეტევას ფრონტის სამ სექტორში აგრძელებენ - გენშტაბი
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე და ზოგიერთ სექტორში პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ გენერალურმა შტაბმა განაცხადა. „ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევას ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით. აქ, შეტევის სამხრეთ ფლანგზე, მათ ნაწილობრივი წარმატება მიაღწიეს. ისინი ამაგრებენ მიღწეულ ხაზებს", - ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან 1900-მდე დასახლება გაათავისუფლა. ISW 11 ივლისს წერდა, რომ უკრაინამ 5 კვირაში დაიბრუნა თითქმის იმდენი ტერიტორია, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო.