ძებნის რეზულტატი:
ნორვეგია უკრაინას 1000 სადაზვერვო დრონს გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას 1000 Black Hornet-ის ტიპის თვითმფრინავს გაუგზავნის, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა 12 ივლისს. მცირე ზომის დრონი, რომელიც 32 გრამს იწონის, დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ეს დრონები ე.წ. „ნანოდრონების“ კატეგორიას განეკუთვნება და გამოსაყენებლად მარტივია. ამასთან, მინისტრის განმარტებით, გამძლეა და განსაკუთრებით კარგია ურბანულ რაიონებში საბრძოლველად. ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს 300 მილიონი დოლარი გამოყო. 2023 წლის დასაწყისში ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინისთვის 7,4 მილიარდი ევროს მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა, რაც ხუთწლიანი დახმარების პაკეტის ნაწილია.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ოფიციალურად შეთანხმდნენ, დეკლარაცია დამტკიცდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში NATO-ელ კოლეგებს შეხვდა
NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. კოლეგებმა შეფასეს ვილნიუსის სამიტიც, სადაც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ილია დარჩიაშვილმა და ჯეიმს კლევერლიმ ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ კოლეგას ქვეყნის მხარდაჭერითვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნასაც შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ფინელ კოლეგასთან, ელინა ვალტონენსთან შეხვედრაზეასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. აღინიშნა ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ისაუბრეს ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე. NATO-ს გაწევრიანების კონტექსტში, დადებითი შეაფასება მიეცა ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს. ფინელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა ვიზიტით საქართველოში ელინა ვალტონენიც მოიწვია. ვილნიუსში სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა. საგარეო უწყება აცხადებდს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს, ვინაიდან აღნიშნულ სამიტზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გარემოში. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა ასევე მოიწვია საქართველოში ვიზიტით. ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს სრულდება.
ვილნიუსში ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს ვილნიუსში ხვდება. როგორც ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების საკითხებზე და იმ ყველაფერზე, რაც ამ უსაფრთხოებას გააძლიერებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა შინაარსიანი და მნიშვნელოვანი იქნება.
ჯო ბაიდენი: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რაც ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დეკლარაცია არის ჩარჩო, რომლითაც განსაზღვრულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა. ბაიდენის თქმით, ამ დეკლარაციის წარდგენით იწყება პროცესი, როდესაც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს სურვილი, შეუერთდეს დოკუმენტს, დაიწყებენ მოლაპარაკებას უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებების თაობაზე. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაშიც, რაც იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს“, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას. მისი შეფასებით, „ძალიან ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იფიქრებდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე. „მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ამაზე ვისაუბრეთ უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს და სხვა შეხვედრებზეც. დღეს გრძელვადიანი ვალდებულებების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გამყარებულია იმ გაგებით, რომ გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა წარვადგინეთ ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომ მკაფიო გავხადოთ – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ბაიდენმა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში
ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა, რა მოლოდინები აქვს „დიდი შვიდეულისგან“, რა გარანტიებს მისცემენ უკრაინას. „ჩვენი პარტნიორებისგან უსაფრთხოების რეალური გარანტიები არ გვაქვს, ვგულისხმობ იურიდიულ გარანტიებს. გვაქვს ფინანსური გარანტიები, არის გარანტიები სანქციების სახით, არის დახმარება, თავდაცვითი მხარდაჭერა და შეიძლება, ეს იყოს პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა, პირველი დოკუმენტი. შემდეგ კი უკრაინას ექნება დოკუმენტები უსაფრთხოების თითოეულ გარანტორ სახელმწიფოსთან რეალური ურთიერთობის შესახებ და იქნება ყველაფერი, რაც გვაქვს ან გვაკლია დღეს: საჰაერო თავდაცვა, ავიაცია და ა.შ. ეს აუცილებლად იქნება ორმხრივ დონეზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ახლა ყველა ეს ასპექტი განიხილება ორმხრივ დონეზე. „უსაფრთხოების ქოლგა გაწევრიანების საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ, ყველა პარტნიორისთვის ეს იქნება გაწევრიანების შესაძლებლობა. საუბარი დავიწყეთ ყველა პარტნიორთან, რომლებიც უკვე მეგობრობენ ჩვენთან, მაგრამ არ არიან „დიდი შვიდეულის“ ნაწილნი. ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა NATO-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ NATO-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება NATO დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-სთან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა - ზელენსკი G7-ის დეკლარაციაზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლერაციის მიღება, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა უკრაინის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. ჯო ბაიდენი: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რაც ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს „დღეს ჩვენ ვთანხმდებით G7-ის ქვეყნებთან უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოზე, რომელიც გაფართოვდება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებით. შეთანხმებები“, - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, ვილნიუსში გამართულ ცერემონიაზე. „უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება უკრაინის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებით. ეს გვიხსნის უსაფრთხოების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახდა", - განაცხადა ზელენსკიმ. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი ჩვენი საერთო გამარჯვებით
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრას კარგი და ძლიერი უწოდა. მისივე თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ისეთი შინაარსიანი გამოვიდა, როგორც საჭირო იყო. „რომ არა პროტოკოლი, ჩვენ კიდევ უფრო დიდხანს ვილაპარაკებდით. ყველა თემა. გრძელვადიანი მხარდაჭერა. იარაღი. პოლიტიკა. NATO. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი ჩვენი საერთო გამარჯვებით,“ - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ მხარეები უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას განიხილავდნენ. The New York Times-ის ცნობით, თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის სისტემის მიწოდებას, რაზეც დასავლური მედია ადრეც წერდა. სამიტის დროს საფრანგეთმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით მიაწვდის SCALP-ს ტიპის რაკეტებს, რომლებსაც 250 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ფრანგული იარაღის სისტემა ბრიტანული Storm Shadow-ის მსგავსია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 2023 წლის მაისში გადასცა.
ბაიდენი ზელენსკის: ჩვენ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა უკრაინის ნახვა NATO-ში
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გამართავს, რათა NATO-ში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება აღნიშნოს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა NATO-ში უკრაინის ნახვა. ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ… და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა NATO-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ”, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აღსანიშნავია, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანება, რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს. ის ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 12 ივლისს გაიმართებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაქსიმალურად პირდაპირი იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აშშ ალიანსის სიფრთხილეს მხარს უჭერს. „შეხვედრაზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების ნიუანსებს აუხსნის“, - ამბობდა ჯეიკ სალივანი. ეს პირველი ასეთი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გაწევრიანების შესახებ ფორმულირების გამო, NATO-ს მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, თუ უკრაინას ალიანსში მიიწვევდნენ. რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვს. სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
სალომე ზურაბიშვილი: ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა თავისუფლებისთვის - არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადედებით, ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. პრეზიდენტის თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა. „გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას. ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაციადაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
ლაშა დარსალია: დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდას
ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. დარსალიას თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს საკითხის განხილვა. „დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას. ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც. რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები გადასაჭრელი იქნება და ეს არანაირ სურვილზე არაა დამოკიდებული. ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულებები, რომელიც რუსეთს გააჩნია როგორც საერთაშორისო სამართლით, ისე ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც უნდა შეასრულოს. ეს დადგენილია საერთაშორისო სასამართლოებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ნებისმიერი საერთაშორისო პროცესით, რეზოლუციებით და მათ შორის თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმებითაც, რომ საქმე გვაქვს ქართულ-რუსულ კონფლიქტთან, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციასთან, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას ამჯერადაც დატოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა, „დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებთან.“ ევროკავშირში გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როდესაც უკრაინაში ომია. „ჟენევის მოლაპარაკებები არის უნიკალური ფორმატი. ჩვენ ბევრი ასეთი ფორმატი არ გვაქვს ასეთ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ომია. ჩვენ, ევროკავშირში, გვჯერა, რომ ეს ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. ამ ხედვას იზიარებს ყველა თანათავმჯდომარე და მონაწილე. ჟენევაში სწორედ ამ გაგებით ჩამოვდივართ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები. მჯერა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ის ფაქტია, რომ გვაქვს ეს დისკუსიები, რომელიც რეგულარულად იმართება, რაც გვაძლევს საშუალებას, გავცვალოთ პოზიციები და შეხედულებები, შევაფასოთ სიტუაცია. გარდამტეხი შედეგების მოლოდინი ამ ეტაპისთვის ალბათ სწორი მიზანი არ იქნება, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ აქ ვართ და შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა). აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონის სამიტზე - ერმაკი
უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი. „მე მჯერა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტამდე ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ. თუ ყველაფერი ასე წარიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ხელი მოვაწეროთ უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ერმაკის თქმით, "ევროპაში უსაფრთხოების ვითარება უსაფრთხოების გარანტიებზეა დამოკიდებული. „ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ში ჩვენს გაწევრიანებამდე, რაც რჩება მთავარ მიზნად. მათ არ უნდა მისცენ რუსეთს აგრესიის განმეორების შესაძლებლობა". „ვილნიუსის სამიტი მკაფიო გზავნილს უგზავნის რუს აგრესორს: ჩვენს პარტნიორებს არამხოლოდ სჯერათ, არამედ დარწმუნებულნი არიან უკრაინის გამარჯვებაში“, - განაცხადა ერმაკმა. ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია, დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
ჯო ბაიდენი: საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, მათ შორის საქართველოში
„ბევრმა თქვენგანმა უკეთ იცის, რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველას თქვენგანისთვის შემდეგია: გააგრძელეთ ამ სულისკვეთებით, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის შეხსენება იმ იმედის შესახებ, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილებს. ჯო ბაიდენის თქმით, ყველას უნდა, უკრაინაში ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. ბაიდენის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები, რუსეთის მიერ უკრაინაზე მისი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტით. აშშ-ის ლიდერის თქმით, სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. „პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია, უკრაინის გადალახვა. მას არ შეუძლია, დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალია. ამდენი ხნის შემდეგაც კი, პუტინს კვლავ ეჭვი ეპარება ჩვენს გამძლეობაში. ის ჯერ კიდევ დებს ცუდ ფსონს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა. ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება არის ის, რისი გადაბიჯებაც მას არასდროს შეუძლია. სწორედ ეს ვართ ჩვენ. ამ ომის განმავლობაში ლიეტუვის მოსახლეობა, ჩვენს გაბედულ ძმებთან ერთადაა უკრაინის უფლების მთავარ დამცველთა შორის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებლად არჩეული მომავალი, იყოს თავისუფალი... ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ყველას გვინდა, ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობები, რომლებიც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ძირითად პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა შეგახსენებთ, ლიეტუვის დედაქალაქში სამიტი დღეს დასრულდა.
ზელენსკი: უკრაინა იწყებს ორმხრივი დოკუმენტების შემუშავებას მისი უსაფრთხოების გარანტორებთან
უკრაინა უკვე იწყებს ორმხრივი დოკუმენტების შედგენას მისი უსაფრთხოების გარანტორებთან მას შემდეგ, რაც G7-ის ქვეყნებმა დაამტკიცეს ერთობლივი ჩარჩო ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ უკვე ვიწყებთ ორმხრივი დოკუმენტების შემუშავებას მათთან, ვინც დეკლარაციაშია წარმოდგენილი და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ამ დეკლარაციას. [...] ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზული კავშირი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ხაზი გაუსვა, რომ მისი დელეგაცია სამშობლოში სერიოზული გამარჯვებით ბრუნდება, რადგან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისგან უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია, დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
მეთიუ მილერი: აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ამის შესახებ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა. „საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის. შეერთებული შტატების სახელით შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას,“ - აღნიშნა მილერმა. ასევე გაეცანით: ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად მას ასევე ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით, რომ სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით NATO-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს. „ამის შესახებ არაფერი ვიცი,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, მათ შორის არიან ნორვეგია, ნიდერლანდები და ჩეხეთი. „მივესალმები უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს. ნიდერლანდები შეუერთდება ამ ინიციატივას და ხელს შეუწყობს უკრაინის უსაფრთხოების ღონისძიებებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,“ - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუქსტრა Twitter-ზე. ინიციატივას უერთდება ჩეხეთიც. „ჩეხეთიც ადეკვატურ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვუერთდებით G7-ის ახალ ინიციატივას უკრაინის გარანტიების შესახებ, ისევე, როგორც ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს“, - დაწერა თავს მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ ასევე განაცხადა, რომ ნორვეგიამ გადაწყვიტა, „გახდეს G7-ის ინიციატივის წევრი, რათა დაეხმაროს უკრაინას.“ „ესპანეთიც შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს, რომლებსაც G-ის ქვეყნები რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად გასცემენ“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვილნიუსში განაცხადა. სანჩესის თქმით, პრაქტიკაში G7-ის გარანტიები დიდად არ განსხვავდება იმ როლისგან, რომელიც მადრიდმა უკვე აიღო უკრაინის მხარდასაჭერად: იარაღის მიწოდება და ჯარისკაცების მომზადება. მან განმარტა, რომ სინამდვილეში ესპანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკვე გაწეული მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ეს დეკლარაცია უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის NATO-ს წევრი გახდება. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ დეკლარაციაში („უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია“) ასევე ასახულია ის ნაბიჯები, რომლებიც მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. კიევის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ. „მომავალი რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, დაუყოვნებლივ კონსულტაციებს უკრაინასთან, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად მივაწოდოთ უკრაინას უსაფრთხოების სწრაფი და მდგრადი დახმარება, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა მთელ ტერიტორიაზე, ასევე, ეკონომიკური დახმარება, რომ დაეკისროს რუსეთს ეკონომიკური და სხვა ხარჯები და კონსულტაციები გავმართოთ უკრაინასთან მის საჭიროებებზე, რადგან ის ახორციელებს თავდაცვის უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად,“ - წერია დეკლარაციაში. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით. დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და „დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ,“ - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები „უძრავად დარჩება“ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ტრუდომ ასევე განაცხადა, რომ კანადა უმასპინძლებს უკრაინელ კადეტებს სამეფო სამხედრო კოლეჯში ინტენსიურ სამკვირიან ტრენინგზე უმასპინძლებს. „პუტინს სურს, გაანადგუროს უკრაინელები, მაგრამ ის ვერ შეძლებს, რადგან ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდებათ და სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ტრუდომ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ლატვიაში უკრაინელი ჯარისკაცების სასწავლო მისიის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 40 000 სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალი მომზადდა.
რუსი გენერალი თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს დაუპირისპირდა
რუსეთის არმიის გენერალმა ივან პოპოვმა დაადასტურა ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები, რომ 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რადიო თავისუფლების ცნობით, პოპოვი მიზეზად ასახელებს სიმართლეს, რომელიც „უფროს ხელმძღვანელებს“ არ მოსწონდათ. რუსეთის 58-ე არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში. გენერალ-მაიორ პოპოვის 4-წუთიანი აუდიომიმართვა 12 ივლისს, ღამით, ტელეგრამით გაავრცელა რუსეთის დუმის დეპუტატმა, 58-ე არმიის ყოფილმა სარდალმა ანდრეი გურულიოვმა. გენერალი პოპოვი გვარების დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ „რთული სიტუაცია შეიქმნა უფროს ხელმძღვანელობასთან, როცა ან უნდა გაჩუმებულიყავი და დაგემალა, რისი მოსმენაც არ უნდოდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დაგერქმია“. რუსეთის არმიის „უფროსი ხელმძღვანელი" გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვია. ივან პოპოვი აცხადებს, რომ დაღუპული თანამებრძოლების გამო, ტყუილის თქმის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ „ყველაზე მაღალ დონეზე“ განსაზღვრა საბრძოლო მუშაობის და უზრუნველყოფის მხრივ არმიაში არსებული ყველა პრობლემა და ყურადღება გაამახვილა „თანამედროვე ომის ყველაზე დიდ ტრაგედიაზე“ - კონტრბატარეის ბრძოლის და საარტილერიო დაზვერვის სადგურის არარსებობასა და მოწინააღმდეგის არტილერიისგან რუსი მებრძოლების მასობრივ სიკვდილსა და დასახიჩრებაზე. როგორც გენერალი პოპოვი ამბობს, როგორც ჩანს, „უფროსმა ხელმძღვანელებმა“ მასში რაღაც საფრთხე დაინახეს, „ერთ დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება“ და „თავიდან მოიშორეს.“ ივან პოპოვის აუდიომიმართვის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 11 ივლისს, რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული Grey Zone წერდა, რომ გენერალმა პოპოვმა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს შესთავაზა ფრონტის პირველ ხაზზე ხანგრძლივად მყოფი ქვედანაყოფების როტაცია მათი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, გერასიმოვმა კი პოპოვი დაადანაშაულა პანიკასა და შანტაჟში და მას შემდეგ, რაც გენერალი პრეზიდენტ პუტინთან ჩივილით დაემუქრა, 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 58-ე არმია მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც. რუსეთის სახმელეთო ჯარების ამ გაერთიანებას მაშინ გენერალი ხრულიოვი ხელმძღვანელობდა.
ერდოღანი: თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ოქტომბრამდე ვერ შეძლებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას სულ მცირე ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის პარლამენტის სხდომა შემოდგომამდე არ გაიმართება. კითხვას, როდის გამართავს პარლამენტი შვედეთის განაცხადზე კენჭისყრას, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეპუტატების დღის წესრიგში დაყენება მხოლოდ საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ ოქტომბერს იწყება. ერდოღანის თქმით, ალიანსის სამიტის დაწყებამდე ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა. „ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თანახმად, საუბარია ორ ქვეყანას შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე, თურქეთის ევროკავშირში მისწრაფების მიმართ შვედეთის მხარდაჭერასა და თურქეთისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნაზე. „შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმების დამტკიცების უფლებამოსილება პარლამენტს აქვს. ჩვენი დეპუტატები ყურადღებით დააკვირდებიან [შეთანხმებების შესრულების] პროცესს“, - განაცხადა ერდოღანმა.
ზელენსკი: უკრაინა NATO-ში იქნება, სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ვილნიუსში NATO-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა NATO-ში იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ს. იქნება! ადრე არასდროს არ თქმულა NATO-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები: "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და NATO-ში შესვლით“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს. „ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ NATO-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე - ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, თუ უკრაინას ალიანსში მიიწვევდნენ. რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვს. სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.