ძებნის რეზულტატი:
შოლცი: 2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებაზე სავარაუდოდ, 17 მილიარდ ევროს დავხარჯავთ
2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება სავარაუდოდ, დაახლოებით, 17 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან 2027 წლამდე, შესაძლოა, 17 მილიარდი ევრო დავხარჯოთ მხოლოდ იმ იარაღის მიწოდებაზე, რომლისთვისაც ჩვენ გამოვყოფთ თანხებს,” -განაცხადა შოლცმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
მედიის ცნობით, ბენ უოლესმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
The Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, შემოდგომაზე თანამდებობა დატოვოს. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი გუნდის შესაცვლელად ემზადება. ერთ-ერთი მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები, რომ NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი უოლესი ყოფილიყო. The Times ასევე წერს, რომ უოლესი პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის საკითხსაც განიხილავს.
ბლინკენი: NATO-ს სამიტის შედეგები შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს რუსეთის პრეზიდენტის დასარწმუნებლად, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში, ჯაკარტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ს მიერ გაცემული დაპირებები შესაძლოა, ასევე საუკეთესო გზა იყოს იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ილუზიებისგან გათავისუფლდეს. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ვარაუდობს, რომ პუტინი ომის „განუსაზღვრელი ვადით“ გაჭიანურებას შეეცდება მიუხედავად იმ საშინელი ფასისა, რისი გადახდაც მან რუსეთს თავად დააკისრა. „ვიდრე მას სჯერა, რომ როგორმე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, გააგრძელებს (ომს, რედ.). მას ეს ილუზიები უნდა გაუქრეს. უკრაინის უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით აღებული გრძელვადიანი ვალდებულებები, ჰუმანიტარული დახმარება, ალბათ, ამის საუკეთესო გზაა“, - აღნიშნა ბლინკენმა. „ახლა ისმის კითხვა - ზუსტად სად და როგორია დასასრული. ფუნდამენტურად, ეს უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, რადგან ეს მის მომავალს ეხება“, - განმარტა ბლინკენმა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. იუნ სოკ იოლი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად უკვე იმყოფებოდა ბუჩაში, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ადგილები მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი. სამხრეთ კორეის ლიდერი მანამდე ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრო და პოლონეთშიც იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდამჭერი ღონისძიებები განიხილა. სამხრეთი კორეა NATO-ს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას მხარდაჭერას უწევს. სამხრეთ კორეა მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ. მან უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის მოკავშირეა რუსეთთან ომში. სეული კიევისთვის განაღმვის აღჭურვილობის მიწოდებას გეგმავს. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ შეუძლია, უკრაინას მიაწოდოს იარაღი, თუ მშვიდობიანი მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.
ძლიერი სიცხის გამო, გამო იტალიის 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა
BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღია იტალიის სამხრეთ რეგიონებში, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკაონ. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოიწვიოს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი სამხედროები ლიდერებს უფრო და უფრო აკრიტიკებენ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, უფრო და უფრო აკრიტიკებენ სამხედროები. ამის შესახებ Guardian-ი წერს. სამინისტრო გენერალ-მაიორის ივან პოპოვის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მიუთითებს, რაც ჯარისკაცებისთვის განკუთვნილო ვიდეომიმართვისას მის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას მოჰყვა. პოპოვმა, რომელიც 58-ე კომბინირებულ არმია მეთაურობდა, განაცხადა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ზურგში ურტყამდა ჯარს ყველაზე რთულ და ინტენსიურ მომენტში. ბრიტანული თავდაცვის განცხადებით, რუსეთი მუდმივად ათავისუფლებდა მეთაურებს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მაგრამ პოპოვის გადაყენება შესამჩნევი იყო, რადგან „ის, როგორც ჩანს, გაათავისუფლეს შეშფოეთების გამოთქმისთვის და არა ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის.“ „პოპოვის კომენტარები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი ოფიცერი სერიოზულ უკმაყოფილებას განიცდის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ. საჩივრები ძირითადად იმეორებს „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ 2023 წლის ივნისის ამბოხებამდე გაჟღერებულ ჩივილებს. ქვეშევრდომების პირდაპირი კრიტიკა, სავარაუდოდ, მზარდი პრობლემა გახდება თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის გენერალ გერასიმოვისთვის,“ - წერს ბრიტანულ დაზვერვა თავის მორიგ განახლებულ მიმოხილვაში.
მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე: გამორიცხული არაფერი არ არის, მიმდინარეობს მოკვლევა
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიასა და სავარძელზე, მეუფე შიო საპასუხოდ ამბობს, რომ „შეიძლება, ეს იყო ქარხნული.“ მისივე განმარტებით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს. მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს „უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა, მიმდინარეობს მოკვლევა”, - განაცხადა მეუფე შიომ. შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
ღარიბაშვილი პოლონელ ექიმებზე: ეს ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სავარაუდოდ ნიმუშების მალულად გატანის მცდელობას სამარცხვინოს და შემაშფოთებელს უწოდებს. „სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ“, - განუცხადა ღარიბაშვილმა მედიას. მისივე თქმით, ეს ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და შესაძლოა, მათ სხვა განზრახვა ჰქონოდათ, რასაც დრო აჩვენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვება მისი კეთილი ნება იყო. „ჩვენ აღარავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ, ეს იყო ჩვენგან ერთგვარი ჟესტი. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ზედმეტია ასეთი აქტიურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა
ნიგერიაში სურსათზე ფასების ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიგერიაში სურსათზე ფასების ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, გადადგას ნაბიჯები სურსათის უსაფრთხოებისა და მიწოდების გასაუმჯობესებლად, რადგან ფასების ზრდა დიდ გაჭირვებას იწვევს. სურსათის ფასი სუბსაჰარულ აფრიკაში 2020-დან 2022 წლამდე პერიოდში 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ნაწილობრივ ასახავს გლობალურ ტენდენციებს და იმ ფაქტს, რომ რეგიონი მრავალი ძირითადი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2024 წლიდან შეიძლება, 4%-მდე დაჩქარდეს, 2015 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 2%-დან. ნიგერიის ევროობლიგაციების შემოსავლიანობა ზრდას განაგრძობს, ხოლო 2031 წელს მოსალოდნელი შემოსავლები მეხუთე დღეა, 10,46%-მდე შემცირდა.
დანილოვი ვილნიუსის სამიტზე: ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ესეც უდიდესი გამარჯვებაა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, უკრაინისთვის გამარჯვებით დასრულდება. „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი პრეზიდენტისთვის, უდიდესი გამარჯვებაა“, - განაცხადა დანილოვმა. დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში გაწევრიანება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა და უკრაინელებს მოთმინების უნარი აქვთ. „ჩვენ „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ NATO-ს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი „ხუთიანზე“ შესრულდეს“, - განაცხადა დანილოვმა.
ღარიბაშვილი: ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი, რომელიც დარჩა კიევში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშილი უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ რჩება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას ქართული შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის დრო. ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონცპირაციულ თეორიას რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაშინ როცა მე რაც ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახოვრებელი სახლების დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი და 20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მითუმეტეს მათი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის ყოვლად მიუღებელი", - განაცხადა პრემიერიმა. უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს რაც შეეხება ელჩისადმი ზელენსკის შეთავაზებას, რომ მას სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის დაეტოვებინა კიევი, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, „ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე“. მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა, ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. მაშინ, როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ ამ პროცესში და რომლებსაც პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავათ, ელჩები დღემდე ჰყავს უკრაინას, არ გამოუწვევიათ მათ ელჩები",- განაცხადა პრემიერმა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“
ზელენსკი იუნ სოკ იოლთან შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და სამხრეთ კორეის გლობალურ პოზიციებს უფრო მეტად გავაძლიერებთ
უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის ლიდერთან, იუნ სოკ იოლთან გამართულ შეხვედრაზე, მშვიდობის ფორმულის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს ვიზიტი უკრაინისა და კორეის გლობალურ პოზიციებს მეტ ძალას შემატებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა „დღეს უკრაინაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიმ კონ ჰი, იმყოფებიან. ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფების მხარდაჭერით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებასა და ამოცანით მართვის უნარების დახვეწას. „ქარიშხალი 2023“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და ლოჯისტიკის სარდლობის ქვედანაყოფები. სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილე ქვედანაყოფების შტაბების მიერ საბრძოლო ოპერაციების მართვისა და კონტროლის სისტემების პროცედურების დახვეწას.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს. „გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს - თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დვიწყოთ. NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი ასე ვთქვათ განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, რატომ - თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა NATO და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშა, რომ „ეს მაგალითი გაკვეთილია“ საქართველოსთვისაც. „ასეთ ვითარებაში, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40 მლნ ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი, როცა ამის დრო იქნება. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ სიმართლე გითხრათ მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, იმიტომ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ, რომ იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან ბევრი უბედურება ხდება, რაც იცით კარგად ომის გამო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა სამინისტრი გავაგზავნეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
ათენში ძლიერი სიცხის გამო, აკროპოლისი დაიკეტა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიკეტა. მოხალისეები საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად უფასო წყალს არიგებდნენ, ადგილზე გაგზავნეს პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები. სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს, აკროპოლისის მიმდებარედ კი, 48 გრადუსს მიაღწია. საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურის ცნობით, დღეიდან სიცხის ინტენსივობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას ქვეყნის უმეტეს ნაწილებში.
სამხრეთ კორეა უკრაინას წელს $150 მილიონს გამოუყოფს
15 ივლისს კიევში მისი პირველი ვიზიტის დროს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ სეული უკრაინის დახმარებას $150 მილიონამდე გაზრდის. „შარშან, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება", - განაცხადა იუნ სუკ იოლმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „გასულ წელს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო საბრძოლო მასალა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენი დახმარების დონე გაიზრდება", - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისთან განიხილა უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და რომ სამხრეთ კორეა გეგმავს თანხების გამოყოფას უკრაინის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის, ასევე, სამეწარმეო საქმიანობისა და განათლების სისტემის მხარდასაჭერად. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა, მშვიდობის ფორმულა და სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოება. პრეზიდენტის თქმით, ორმა ლიდერმა ასევე ისაუბრა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი მოზრდილებისა და ბავშვების დაბრუნებაზე, ასევე, მშვიდობის გლობალურ სამიტზე. „ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და მისი მეუღლე კიევში დღეს ჩავიდნენ. ზელენსკისთან მოლაპარაკების დაწყებამდე მათ პატივი მიაგეს რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლების ხსოვნას კიევის ოლქში, ბუჩასა და ირპინში. „მაგრამ ბუჩა და ირპინი მხოლოდ ორია იმ ათასობით უკრაინული ქალაქიდან, რომლებიც რუსულმა ტერორმა დააზარალა. რუსეთის მიერ მოტანილი ტანჯვისა და ნგრევის მასშტაბები კოლოსალურია", - განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „ამიტომ, გლობალური თანამშრომლობის მასშტაბები უნდა იყოს კოლოსალური, რათა აღდგეს უსაფრთხოება და გარანტირებული იყოს სტაბილური მშვიდობა“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი კიევში მას შემდეგ იმართება, რაც ორივე ლიდერმა ვილნიუსში, NATO-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამხრეთ კორეამ უკრაინას ჯერჯერობით მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუგზავნა, რაც მისი მთავრობის პოლიტიკას შეესაბამება - სეული კრძალავს იარაღის ექსპორტს ომში მყოფ ქვეყანაში. თუმცა, აპრილში პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, პირველად განეხილა უკრაინაში ლეტალური დახმარების გაგზავნა: მაშინ მან Reuters-ს განუცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინის დაცვის გზებს განიხილავს ისევე, როგორც მისმა ქვეყანამ მიიღო დახმარება 1950-53 წლებში კორეის ომში.
მედია: სერბეთი უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგების დასაძლევად, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის
სერბეთის მთავრობა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდა, რათა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. ა უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სერბული გამოცემა RTS წერს. მისივე თანახმად, პაკეტი შეიცავს მედიკამენტებს და სხვადასხვა საქონელს. გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის მთავრობა ასევე დათანხმდა, მოაწყოს საზაფხულო „სპორტული სარეაბილიტაციო ბანაკი“ კიევის საფეხბურთო კლუბ დინამოს ახალგაზრდული და ბავშვთა გუნდებისთვის. სერბეთის მთავრობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში თავის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და რჩება ერთადერთ ევროპულ ქვეყნად, რომელმაც მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. სერბეთსა და რუსეთს მჭიდრო კავშირების დიდი ისტორია აქვთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყანას შორის დაძაბულობა იზრდება უკრაინის ომის გამო. მარტში, ბელგრადმა უარყო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინას 3500 რაკეტა მიაწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ შესაბამის ცნობებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა.
უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ იძულებით დეპორტირებულებიდან, ჯამში 383 ბავშვი დაიბრუნა
რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული 383 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა. ამის შესახებ ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა ტელეგრამზე დაწერა. მისი ინფორმაციით, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და სამხრეთ კორეის პირველი ლედი ვიზიტი ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრში იმყოფებოდნენ. „დღეს მდგომარეობით, მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა სამშობლოში. რუსეთის ფედერაცია არ გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი შვილების შესახებ და არ არის დაინტერესებული ოჯახის გაერთიანებით", - განაცხადა ლუბინეცმა სტუმრებთან შეხვედრისას. სახელმწიფო პორტალ „ომის ბავშვების“ ინფორმაციით, სულ მცირე 19 474 ბავშვია დეპორტირებული ან იძულებით გადაადგილებული. უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენმა დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ ვინაიდან უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და ხელისუფლებას მასზე წვდომა არ აქვს, შეიძლება, რამდენიმე ასეულ ათას გატაცებულ ბავშვზე იყოს საუბარი. 6 ივლისს უკრაინამ 45 დამცველი და 2 იძულებით დეპორტირებული ბავშვი დაიბრუნა.
ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს
მსახიობმა ბრაიან კოქსმა განაცხადა, რომ ჰოლივუდის მსახიობების მიერ ახლახან გამოცხადებული გაფიცვა შეიძლება, წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის მწერალთა გილდიას, რომლის 20 000 წევრიც მაისის შემდეგ გაფიცულია. ჰოლივუდის მსახიობებმა 14 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადეს და სცენარისტების პროტესტს შეუერთდნენ. ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის და ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებულმა პროფკავშირმა (SAG-AFTRA) გაფიცვის გადაწყვეტილება სტუდიებთან და ციფრულ პლატფორმებთან თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. პროფკავშირი 160 ათასამდე ადამიანს აერთიანებს. გაფიცულები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. გარდა ამისა, მოითხოვენ გარანტიას, რომ მათ შრომას არ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი. ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.
ზელენსკი: რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ვერცერთ ქალაქსა და სოფელს ვერ დავტოვებთ
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არ უნდა დარჩეს ქალაქები და სოფლები. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც ომს მოაქვს, გაყოფაა. „ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ხალხს, ვერცერთ ქალაქს და სოფელს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. სადაც რუსული ოკუპაცია გრძელდება, ძალადობა და ხალხის დამცირება სუფევს. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის - ყველა ლიდერის, ყველა პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ყველა ქვეყნის, ვინც ნამდვილად გვიჭერს მხარს იმაში, რომ მხოლოდ ჩვენი მთლიანად უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება აღადგენს საერთაშორისო წესრგის სრული ძალით,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.